Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველ ახალ ქვეყანაში ცხოვრებას ნულიდან ვიწყებ" - "მსოფლიო მოქალაქე" საქართველოდან, რომელმაც 182 ქვეყანა მოიარა: რას ჰყვება ნიკოლოზ ბარტყულაშვილი თავბრუდამხვევ მოგზაურობებზე
"ყოველ ახალ ქვეყანაში ცხოვრებას ნულიდან ვიწყებ" - "მსოფლიო მოქალაქე" საქართველოდან, რომელმაც 182 ქვეყანა მოიარა: რას ჰყვება ნიკოლოზ ბარტყულაშვილი თავბრუდამხვევ მოგზაურობებზე

სულ182 ქვე­ყა­ნა­შია ნამ­ყო­ფი. მსოფ­ლიო მო­ქა­ლა­ქეა და რო­გორც ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ გვი­თხრა, ფლობს მსოფ­ლიო მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტს. გვე­უბ­ნე­ბა, რომ დე­და­მი­წის დრო­ით 37 წლი­საა... უარ­ყო­ფით ინ­ფორ­მა­ცი­ას ახ­ლოს არ იკა­რებს, უნდა, მხო­ლოდ და­დე­ბით და სა­სარ­გებ­ლო ამ­ბებ­ზე იფიქ­როს, ილა­პა­რა­კოს.

ამე­რი­კი­დან ახ­ლა­ხან დაბ­რუნ­და, სა­დაც 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოგ­ზა­უ­რობ­და. მოვ­ლი­ლი აქვს ამე­რი­კის ყვე­ლა შტა­ტი. 2 კვი­რით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი სულ მალე სა­მოგ­ზა­უ­როდ ისევ ერთ-ერთ დიდ ქვე­ყა­ნას უმიზ­ნებს.

"რო­გორ ვარ და შე­სა­ნიშ­ნა­ვად, იდე­ა­ლუ­რად. ხალ­ხს ვას­წავ­ლი და ვე­უბ­ნე­ბი, სა­უ­კე­თე­სოს სა­პი­რის­პი­რო არა­ფე­რი მი­თხრათ, მხო­ლოდ კარგ ინ­ფორ­მა­ცი­ას ველი-მეთ­ქი. ვავ­რცე­ლებ ოპ­ტი­მიზმს და ბედ­ნი­ე­რე­ბას - სხვა მი­სია არ გა­მაჩ­ნია. ჩემი მო­წო­დე­ბაა, ხალ­ხში მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლი და ოპ­ტი­მიზ­მი დავ­თე­სო,“ - გვე­უბ­ნე­ბა მსოფ­ლიო მო­ქა­ლა­ქე, ნი­კო­ლოზ ბარ­ტყუ­ლაშ­ვი­ლი, იგი­ვე „ნიქს ენერ­ჯი“.

- ამ­ბო­ბენ, ადა­მი­ა­ნი თუ პო­ზი­ტივს გას­ცემს, ცდი­ლობს, ნე­გა­ტი­ვის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდეს, შე­სა­ბა­მი­სად მის გარ­შე­მო და­დე­ბი­თი ატ­მოს­ფე­რო იქ­მნაო... რას იტყვი?

- აუ­ცი­ლებ­ლად - ადა­მი­ა­ნი არის ის, რა­ზეც ფიქ­რობს, მე რა­ზეც ბევ­რს ვფიქ­რობ, ის ვარ. ფიქ­რი, თუ ის მხო­ლოდ გა­ელ­ვე­ბა არ არის, მერე მოქ­მე­დე­ბა­ში გა­და­დის. ჩემ­თვის ის მხო­ლოდ ცხოვ­რე­ბაა. რა ცხოვ­რე­ბი­თაც ვცხოვ­რობ, ეს ჩემი ნა­ფიქ­რის შე­დე­გია. ამას ყვე­ლას ვურ­ჩევ...

- ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოხ­ვე­დი, თუმ­ცა ამე­რი­კა­ში ხან­გრძლი­ვად მოგ­ზა­უ­რობ­დი...

- კი, ამე­რი­კა­ში დიდ­ხანს გავ­ჩერ­დი, რად­გან მინ­დო­და, ეს ქვე­ყა­ნა ღრმად გა­მეც­ნო, შე­მეს­წავ­ლა, რის­თვი­საც 4 წელი დამ­ჭირ­და. უკვე ყვე­ლა შტა­ტი მაქვს შეს­წავ­ლი­ლი. 2019 წელს ჯერ მან­ქა­ნით, მერე 2020 წელს პა­ტა­რა თვითმფრი­ნა­ვით მო­ვი­ა­რე. სხვა­თა შო­რის, მისი მარ­თვის მოწ­მო­ბაც ავი­ღე და ყვე­ლა ჩანჩქე­რი, ტბა, მწვერ­ვა­ლი, თუ ხე­ო­ბა ხე­ლახ­ლა მო­ვი­ნა­ხუ­ლე. მა­ი­ა­მი, ლოს-ან­ჯე­ლე­სი, ნიუ-იორ­კი, ჰა­ვა­ის კუნ­ძუ­ლე­ბი, ამ შტა­ტებ­ში ვერ­ტმფრე­ნი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი მაქვს.

- შტურ­ვალ­თან სულ მარ­ტო იყა­ვი?

- ზო­გი­ერთ შტატ­ში, მათი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გამ­ქი­რა­ვე­ბე­ლი მომ­ყვე­ბო­და. ხან მარ­ტო ვი­ყა­ვი.

- 182 ქვე­ყა­ნა­ში უკვე ნამ­ყო­ფი ხარ, სრუ­ლად გინ­და 200-ვე ქვე­ყა­ნა მო­ი­ა­რო?

- მსოფ­ლიო მოგ­ზა­უ­რო­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად ამოვ­წუ­რე. ამე­რი­კაც მოვ­ლი­ლი მქონ­და, მაგ­რამ 4 წელი იქ მხო­ლოდ იმი­ტომ დავ­რჩი, რო­გორც გი­თხა­რით, ღრმად რომ გა­მეც­ნო. დარ­ჩე­ნი­ლი ქვეყ­ნე­ბი კი ისე­თია, იქ მოვხდე­ბი, თუ არა, ამას ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. თან მსოფ­ლიო პას­პორ­ტი მაქვს, სა­დაც არა­ფე­რი ფიქ­სირ­დე­ბა - უბ­რა­ლოდ შევ­დი­ვარ და გა­მოვ­დი­ვარ. მე ღრმა და სა­ინ­ტე­რე­სო ქვეყ­ნე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებს, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ აღ­მო­ვა­ჩი­ნო. ამის შემ­დეგ სა­დაც წა­ვალ, მი­ზა­ნი იგი­ვე იქ­ნე­ბა, რაც ამე­რი­კა­ში მქონ­და.

ამე­რი­კა ფაქ­ტობ­რი­ვად ქვეყ­ნე­ბის ნა­ზა­ვია და ყო­ველ­მხრივ ვე­ე­ბერ­თე­ლა ძა­ლაა. ფი­ნან­სუ­რი, სამ­ხედ­რო, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ცენ­ტრია. ჩემი სურ­ვი­ლი, იქ თით­ქმის ყვე­ლა სფე­რო შე­მეს­წავ­ლა, რა­ზეც დგას და რი­თაც სუნ­თქავს ქვე­ყა­ნა - ნასა, ამე­რი­კის სამ­ხედ­რო სის­ტე­მა, მშე­ნებ­ლო­ბა - უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, ტრან­სპორ­ტი, საწ­ვა­ვი, სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­ყა­რო, ჰო­ლი­ვუ­დი - ყვე­ლა­ფე­რი შე­ვის­წავ­ლე. ნა­სა­ში 6 თვე ვი­ყა­ვი... ყვე­ლა­ფერს ახ­ლოს გა­ვე­ცა­ნი. ქვე­ყა­ნა მან­ქა­ნით, ვერ­ტმფრე­ნით, იახ­ტით მო­ვი­ა­რე. ბო­ლოს მო­ტო­ციკ­ლი ვი­ყი­დე და ლოს-ან­ჯე­ლე­სი­დან ნიუ-იორ­კამ­დე მთე­ლი კონ­ტი­ნენ­ტი გა­დავკვე­თე - წყნა­რი ოკე­ა­ნი­დან ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნემ­დე. როცა სა­ნა­ხა­ვი ამოვ­წუ­რე, ყვე­ლა შტატ­ში ქარ­თვე­ლებს, ჩემს მე­გობ­რებს გა­მო­ვუ­ა­რე, და­ვემ­შვი­დო­ბე და წა­მო­ვე­დი.

- ამ შეკ­რე­ბი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით წიგ­ნის და­წე­რა ხომ არ გინ­და...

- წიგ­ნე­ბი უკვე დავ­წე­რე და გა­მო­ვე­ცი კი­დეც... მე მსოფ­ლი­ოს შეც­ვლა უკე­თე­სო­ბის­კენ მინ­და. მსოფ­ლი­ოს იმი­ტომ ვსწავ­ლობ, რომ ის ვი­ცო­დე, თუ არ ვიცი, რას ვცვლი, ან რო­გორ?! ჩემი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა ეს არის. ამ საქ­მე­ში 2 მთა­ვა­რი რამ არის - ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის და ზრდი­ლო­ბი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის წესი. ამი­ტო­მაც ვსწავ­ლობ მსოფ­ლი­ოს ხალ­ხებს, რე­ლი­გი­ებს, კულ­ტუ­რას, ეზო­თე­რი­კულ სა­კი­თხებს. წიგ­ნე­ბი კი, რო­გორც ვთქვი, ად­რე­ულ წლებ­ში დავ­წე­რე და რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში კარ­გა­დაც გა­ი­ყი­და. ამ ეტაპ­ზე ჩემ­თვის ეს უკვე აღარ არის სა­ინ­ტე­რე­სო. იმ ხალ­ხს მინ­და, ჩემი ხმა მი­ვაწ­ვდი­ნო, ვი­საც კი­თხვა არ უყ­ვარს.

- მინ­და, სამ­ყა­რო შევ­ცვა­ლოო, ამ­ბობ - სამ­ყა­რო ისე­თი დიდი, თვითმყო­ფა­დი და უც­ნა­უ­რია, რა­ნა­ი­რად შეძ­ლებ მის ფორ­მი­რე­ბას?

- ყვე­ლა ადა­მი­ანს ჩვენ ჩვე­ნი წვლი­ლი შეგ­ვაქვს ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში. ვი­ღაც თქვენს და­წე­რილს წა­ი­კი­თხავს და რა­ღაც აზრი და­ე­ბა­დე­ბა, ვი­ღაც ვი­ღა­ცის სი­კე­თეს ნა­ხავს, ან სი­ტყვას მო­ის­მენს. მინ­და, ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი წვლი­ლი დიდი დო­ზით შე­ვი­ტა­ნო.

ბავ­შვო­ბი­დან რა­ღაც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მქონ­და - ხან ცეკ­ვას ვას­წავ­ლი­დი, მერე სი­გა­რე­ტის მოწ­ვე­ვა­ზე უამ­რავ ადა­მი­ანს ვათ­ქმე­ვი­ნე უარი, იყო კი­დევ რა­ღა­ცე­ბი - ესეც ხომ ცვლი­ლე­ბე­ბია, ახლა უბ­რა­ლოდ დიდი მას­შტა­ბე­ბი მწყუ­რია, რომ მეტ ხალ­ხს მივ­წვდე და არე­ა­ლი გა­ვა­ფარ­თოო - მეტი ადა­მი­ა­ნის დახ­მა­რე­ბა შევ­ძლო.

- ვინც აქამ­დე არ გიც­ნობ­და და ამ ინ­ტერ­ვი­უ­თი აღ­მო­გა­ჩენს, რო­გორ აუხ­სნი, რო­გორ გახ­დი მსოფ­ლიო მო­ქა­ლა­ქე და რო­გორ მო­ი­პო­ვე მსოფ­ლიო მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტი. სა­ერ­თოდ თუ იცი, სტა­ტის­ტი­კუ­რად რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ფლობს მას მსოფ­ლი­ო­ში?

- სულ 100-მდე არც არის, ოღონდ, ეს უფრო ად­რინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მია, ბო­ლოს ამ სა­კითხს აღარ ჩავ­ძი­ე­ბი­ვარ. რე­ა­ლუ­რად ეს არის ჩემი ფიქ­რის ძა­ლის შე­დე­გი. სულ ვფიქ­რობ­დი იმა­ზე და მჯე­რო­და, ადა­მი­ა­ნი რო­გორც შე­მო­ი­სა­ზღვრავს თა­ვის სურ­ვილს, ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი იქამ­დე მი­დის.

ყო­ველ­თვის იმას ვფიქ­რობ­დი, რომ დე­და­მი­წე­ლი ვარ, ისე­დაც ერთი ბეწო პლა­ნე­ტა გვაქვს და აქ რა­ი­მეს გა­ყო­ფა ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. თა­ვი­დან­ვე მი­მაჩ­ნდა, რომ მსოფ­ლიო სა­ზღვრე­ბის გა­რე­შე იყო და არის. მერე კი ისე მოხ­და, რომ მსოფ­ლიო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბით და­მა­ჯილ­დო­ვეს. მარ­თლაც გავ­ხდი მსოფ­ლიო მო­ქა­ლა­ქე.

- ვი­ღაც იკი­თხავს, ნი­კო­ლო­ზი ასე რომ მოგ­ზა­უ­რობს, ამას ხომ ფი­ნან­სე­ბი სჭირ­დე­ბა, სა­ი­დან მო­ი­პო­ვებ ამის­თვის სა­ჭი­რო თან­ხებს?

- სხვის მიერ შექ­მნილ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არა­სო­დეს მი­მუ­შა­ვია, თა­ვად ვქმნი ხოლ­მე ერთჯე­რად პრო­ექ­ტებს. ეს ხან კონ­ცერ­ტია, ან რა­ი­მე სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა. დიდ­ხანს რაც გრძელ­დე­ბა, იმ სი­ტუ­ა­ცი­ას ვე­რი­დე­ბი და გრძელ­ვა­დი­ან პრო­ექ­ტებ­ზე უარს ვამ­ბობ.

- რამ­დე­ნი ენა იცი?

- ადრე 12-მდე ენა ვი­ცო­დი, მაგ­რამ ამა თუ იმ ენა­ზე დიდ­ხანს რომ არ გი­წევს ადა­მი­ანს ხში­რად ლა­პა­რა­კი, ცოტა პა­სივ­ში გა­და­დის. იმ ენებ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ებ­თან აქ­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა რომ მი­წევ­დეს, სწრა­ფად აღ­ვიდ­გენ­დი.

- 4-წლი­ა­ნი ამე­რი­კუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა რომ შე­ა­ფა­სო - რა მოგ­ცა?

- ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც შო­რი­დან ჩანს, ისე არ არის. ამე­რი­კა ყვე­ლა­ნა­ი­რია, იქ ყვე­ლა­ნა­ირ ცხოვ­რე­ბას აღ­მო­ა­ჩენ და შეხ­ვდე­ბი. იქაც არის და­ბა­ლი ფენა, იქაც წვა­ლო­ბენ და უზო­მოდ ბევ­რს შრო­მო­ბენ. 350 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და ყვე­ლა­ნა­ი­რი შტა­ტი არ­სე­ბობს. არის უღა­რი­ბე­სი და მდი­და­რი შტა­ტე­ბიც. შო­რი­დან ადა­მი­ა­ნებს კი სხვა წარ­მოდ­გე­ნა აქვს. კან­ზას­ში, ოკ­ლაჰო­მა­სა და აი­ო­ვა­ში რომ ჩახ­ვალ, ოღონ­დაც, იქ იცხოვ­რე და მი­წის 10.000 კვად­რატს გა­ჩუ­ქე­ბენ, ან 100.000 დო­ლარს. ქარ­ხნე­ბი­დან მუ­შე­ბი რომ გა­მო­დი­ან, მა­ღა­ზი­ა­ში ადა­მი­ა­ნი (გამ­ყიდ­ვე­ლი) არ არის, რომ რამე შე­ი­ძი­ნონ...

ასე რომ, იქ ყვე­ლა­ნა­ი­რი ცხოვ­რე­ბა არ­სე­ბობს - ვე­ე­ბერ­თე­ლა კონ­ტი­ნენ­ტია. 50 შტა­ტი კი არის, მაგ­რამ პუ­ერ­ტო-რიკო ქვე­ყა­ნა ამე­რი­კამ მი­ით­ვი­სა, - მას 51-ე არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ შტატს ეძა­ხი­ან, იქ და­ბა­დე­ბულს აქვს ზუს­ტად იგი­ვე უფ­ლე­ბე­ბი, რაც ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქეს. რე­ა­ლუ­რად კი ამე­რი­კა არის ქვე­ყა­ნა, სა­ი­და­ნაც ფაქ­ტობ­რი­ვად მსოფ­ლიო ძი­რი­თა­დი ბა­ზა­რი იმარ­თე­ბა.

- ახლა რა გეგ­მე­ბი გაქვს - სად აპი­რებ გამ­გზავ­რე­ბას?

- დიდი ქვეყ­ნებს ვუ­მიზ­ნებ - ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩი­ნე­თი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ერ­თხელ ვარ ნამ­ყო­ფი. მინ­და, ისიც ღრმად შე­ვის­წავ­ლო, ასე­ვე ავ­სტრა­ლი­ა­ზეც ვფიქ­რობ, რო­მელ­ზე გა­ვა­კე­თებ არ­ჩე­ვანს, ამას დღე- დღე­ზე გა­დავ­წყვეტ. რო­გორც კი ამოვ­წუ­რავ იქა­უ­რო­ბას, მო­ვი­წყენ და დავ­ბრუნ­დე­ბი. ყო­ველ ახალ ქვე­ყა­ნა­ში ჩას­ვლის­თა­ნა­ვე ცხოვ­რე­ბას ნუ­ლი­დან ვი­წყებ.

სა­უბ­რის ბო­ლოს მინ­და, ვთქვა, რომ ქარ­თვე­ლე­ბი გე­ნე­ტი­კუ­რად გა­სა­ო­ცა­რი ხალ­ხი ვართ და ვფიქ­რობ, რომ გვაქვს ძალა, მსოფ­ლიო შევ­ძლოთ. ქარ­თველს მმარ­თვე­ლო­ბა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში შე­უძ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"ყოველ ახალ ქვეყანაში ცხოვრებას ნულიდან ვიწყებ" - "მსოფლიო მოქალაქე" საქართველოდან, რომელმაც 182 ქვეყანა მოიარა: რას ჰყვება ნიკოლოზ ბარტყულაშვილი თავბრუდამხვევ მოგზაურობებზე

"ყოველ ახალ ქვეყანაში ცხოვრებას ნულიდან ვიწყებ" - "მსოფლიო მოქალაქე" საქართველოდან, რომელმაც 182 ქვეყანა მოიარა: რას ჰყვება ნიკოლოზ ბარტყულაშვილი თავბრუდამხვევ მოგზაურობებზე

სულ182 ქვეყანაშია ნამყოფი. მსოფლიო მოქალაქეა და როგორც ჯერ კიდევ წლების წინ გვითხრა, ფლობს მსოფლიო მოქალაქის პასპორტს. გვეუბნება, რომ დედამიწის დროით 37 წლისაა... უარყოფით ინფორმაციას ახლოს არ იკარებს, უნდა, მხოლოდ დადებით და სასარგებლო ამბებზე იფიქროს, ილაპარაკოს.

ამერიკიდან ახლახან დაბრუნდა, სადაც 4 წლის განმავლობაში მოგზაურობდა. მოვლილი აქვს ამერიკის ყველა შტატი. 2 კვირით საქართველოში ჩამოსული სულ მალე სამოგზაუროდ ისევ ერთ-ერთ დიდ ქვეყანას უმიზნებს.

"როგორ ვარ და შესანიშნავად, იდეალურად. ხალხს ვასწავლი და ვეუბნები, საუკეთესოს საპირისპირო არაფერი მითხრათ, მხოლოდ კარგ ინფორმაციას ველი-მეთქი. ვავრცელებ ოპტიმიზმს და ბედნიერებას - სხვა მისია არ გამაჩნია. ჩემი მოწოდებაა, ხალხში მხოლოდ სიყვარული და ოპტიმიზმი დავთესო,“ - გვეუბნება მსოფლიო მოქალაქე, ნიკოლოზ ბარტყულაშვილი, იგივე „ნიქს ენერჯი“.

- ამბობენ, ადამიანი თუ პოზიტივს გასცემს, ცდილობს, ნეგატივისგან გათავისუფლდეს, შესაბამისად მის გარშემო დადებითი ატმოსფერო იქმნაო... რას იტყვი?

- აუცილებლად - ადამიანი არის ის, რაზეც ფიქრობს, მე რაზეც ბევრს ვფიქრობ, ის ვარ. ფიქრი, თუ ის მხოლოდ გაელვება არ არის, მერე მოქმედებაში გადადის. ჩემთვის ის მხოლოდ ცხოვრებაა. რა ცხოვრებითაც ვცხოვრობ, ეს ჩემი ნაფიქრის შედეგია. ამას ყველას ვურჩევ...

- ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოხვედი, თუმცა ამერიკაში ხანგრძლივად მოგზაურობდი...

- კი, ამერიკაში დიდხანს გავჩერდი, რადგან მინდოდა, ეს ქვეყანა ღრმად გამეცნო, შემესწავლა, რისთვისაც 4 წელი დამჭირდა. უკვე ყველა შტატი მაქვს შესწავლილი. 2019 წელს ჯერ მანქანით, მერე 2020 წელს პატარა თვითმფრინავით მოვიარე. სხვათა შორის, მისი მართვის მოწმობაც ავიღე და ყველა ჩანჩქერი, ტბა, მწვერვალი, თუ ხეობა ხელახლა მოვინახულე. მაიამი, ლოს-ანჯელესი, ნიუ-იორკი, ჰავაის კუნძულები, ამ შტატებში ვერტმფრენიდან გადაღებული კადრები მაქვს.

- შტურვალთან სულ მარტო იყავი?

- ზოგიერთ შტატში, მათი რეგულაციებიდან გამომდინარე, გამქირავებელი მომყვებოდა. ხან მარტო ვიყავი.

- 182 ქვეყანაში უკვე ნამყოფი ხარ, სრულად გინდა 200-ვე ქვეყანა მოიარო?

- მსოფლიო მოგზაურობა ფაქტობრივად ამოვწურე. ამერიკაც მოვლილი მქონდა, მაგრამ 4 წელი იქ მხოლოდ იმიტომ დავრჩი, როგორც გითხარით, ღრმად რომ გამეცნო. დარჩენილი ქვეყნები კი ისეთია, იქ მოვხდები, თუ არა, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. თან მსოფლიო პასპორტი მაქვს, სადაც არაფერი ფიქსირდება - უბრალოდ შევდივარ და გამოვდივარ. მე ღრმა და საინტერესო ქვეყნები მაინტერესებს, სადაც შეიძლება ბევრი რამ აღმოვაჩინო. ამის შემდეგ სადაც წავალ, მიზანი იგივე იქნება, რაც ამერიკაში მქონდა.

ამერიკა ფაქტობრივად ქვეყნების ნაზავია და ყოველმხრივ ვეებერთელა ძალაა. ფინანსური, სამხედრო, კომუნიკაციის ცენტრია. ჩემი სურვილი, იქ თითქმის ყველა სფერო შემესწავლა, რაზეც დგას და რითაც სუნთქავს ქვეყანა - ნასა, ამერიკის სამხედრო სისტემა, მშენებლობა - უძრავი ქონება, ტრანსპორტი, საწვავი, საინფორმაციო სამყარო, ჰოლივუდი - ყველაფერი შევისწავლე. ნასაში 6 თვე ვიყავი... ყველაფერს ახლოს გავეცანი. ქვეყანა მანქანით, ვერტმფრენით, იახტით მოვიარე. ბოლოს მოტოციკლი ვიყიდე და ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკამდე მთელი კონტინენტი გადავკვეთე - წყნარი ოკეანიდან ატლანტიკის ოკეანემდე. როცა სანახავი ამოვწურე, ყველა შტატში ქართველებს, ჩემს მეგობრებს გამოვუარე, დავემშვიდობე და წამოვედი.

- ამ შეკრებილი ინფორმაციების მიხედვით წიგნის დაწერა ხომ არ გინდა...

- წიგნები უკვე დავწერე და გამოვეცი კიდეც... მე მსოფლიოს შეცვლა უკეთესობისკენ მინდა. მსოფლიოს იმიტომ ვსწავლობ, რომ ის ვიცოდე, თუ არ ვიცი, რას ვცვლი, ან როგორ?! ჩემი მამოძრავებელი ძალა ეს არის. ამ საქმეში 2 მთავარი რამ არის - ჯანმრთელი ცხოვრების და ზრდილობიანი ცხოვრების წესი. ამიტომაც ვსწავლობ მსოფლიოს ხალხებს, რელიგიებს, კულტურას, ეზოთერიკულ საკითხებს. წიგნები კი, როგორც ვთქვი, ადრეულ წლებში დავწერე და რამდენიმე ქვეყანაში კარგადაც გაიყიდა. ამ ეტაპზე ჩემთვის ეს უკვე აღარ არის საინტერესო. იმ ხალხს მინდა, ჩემი ხმა მივაწვდინო, ვისაც კითხვა არ უყვარს.

- მინდა, სამყარო შევცვალოო, ამბობ - სამყარო ისეთი დიდი, თვითმყოფადი და უცნაურია, რანაირად შეძლებ მის ფორმირებას?

- ყველა ადამიანს ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ზოგადად ადამიანების ფსიქოლოგიაში. ვიღაც თქვენს დაწერილს წაიკითხავს და რაღაც აზრი დაებადება, ვიღაც ვიღაცის სიკეთეს ნახავს, ან სიტყვას მოისმენს. მინდა, ადამიანების ცხოვრებაში ასეთი წვლილი დიდი დოზით შევიტანო.

ბავშვობიდან რაღაც ორგანიზაციები მქონდა - ხან ცეკვას ვასწავლიდი, მერე სიგარეტის მოწვევაზე უამრავ ადამიანს ვათქმევინე უარი, იყო კიდევ რაღაცები - ესეც ხომ ცვლილებებია, ახლა უბრალოდ დიდი მასშტაბები მწყურია, რომ მეტ ხალხს მივწვდე და არეალი გავაფართოო - მეტი ადამიანის დახმარება შევძლო.

- ვინც აქამდე არ გიცნობდა და ამ ინტერვიუთი აღმოგაჩენს, როგორ აუხსნი, როგორ გახდი მსოფლიო მოქალაქე და როგორ მოიპოვე მსოფლიო მოქალაქის პასპორტი. საერთოდ თუ იცი, სტატისტიკურად რამდენი ადამიანი ფლობს მას მსოფლიოში?

- სულ 100-მდე არც არის, ოღონდ, ეს უფრო ადრინდელი მონაცემია, ბოლოს ამ საკითხს აღარ ჩავძიებივარ. რეალურად ეს არის ჩემი ფიქრის ძალის შედეგი. სულ ვფიქრობდი იმაზე და მჯეროდა, ადამიანი როგორც შემოისაზღვრავს თავის სურვილს, ცხოვრებაში ყველაფერი იქამდე მიდის.

ყოველთვის იმას ვფიქრობდი, რომ დედამიწელი ვარ, ისედაც ერთი ბეწო პლანეტა გვაქვს და აქ რაიმეს გაყოფა ჩემთვის მიუღებელია. თავიდანვე მიმაჩნდა, რომ მსოფლიო საზღვრების გარეშე იყო და არის. მერე კი ისე მოხდა, რომ მსოფლიო მოქალაქეობით დამაჯილდოვეს. მართლაც გავხდი მსოფლიო მოქალაქე.

- ვიღაც იკითხავს, ნიკოლოზი ასე რომ მოგზაურობს, ამას ხომ ფინანსები სჭირდება, საიდან მოიპოვებ ამისთვის საჭირო თანხებს?

- სხვის მიერ შექმნილ დაწესებულებაში არასოდეს მიმუშავია, თავად ვქმნი ხოლმე ერთჯერად პროექტებს. ეს ხან კონცერტია, ან რაიმე სხვა ღონისძიება. დიდხანს რაც გრძელდება, იმ სიტუაციას ვერიდები და გრძელვადიან პროექტებზე უარს ვამბობ.

- რამდენი ენა იცი?

- ადრე 12-მდე ენა ვიცოდი, მაგრამ ამა თუ იმ ენაზე დიდხანს რომ არ გიწევს ადამიანს ხშირად ლაპარაკი, ცოტა პასივში გადადის. იმ ენებზე მოლაპარაკეებთან აქტიური ურთიერთობა რომ მიწევდეს, სწრაფად აღვიდგენდი.

- 4-წლიანი ამერიკული მოგზაურობა რომ შეაფასო - რა მოგცა?

- ყველაფერი, როგორც შორიდან ჩანს, ისე არ არის. ამერიკა ყველანაირია, იქ ყველანაირ ცხოვრებას აღმოაჩენ და შეხვდები. იქაც არის დაბალი ფენა, იქაც წვალობენ და უზომოდ ბევრს შრომობენ. 350 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ყველანაირი შტატი არსებობს. არის უღარიბესი და მდიდარი შტატებიც. შორიდან ადამიანებს კი სხვა წარმოდგენა აქვს. კანზასში, ოკლაჰომასა და აიოვაში რომ ჩახვალ, ოღონდაც, იქ იცხოვრე და მიწის 10.000 კვადრატს გაჩუქებენ, ან 100.000 დოლარს. ქარხნებიდან მუშები რომ გამოდიან, მაღაზიაში ადამიანი (გამყიდველი) არ არის, რომ რამე შეიძინონ...

ასე რომ, იქ ყველანაირი ცხოვრება არსებობს - ვეებერთელა კონტინენტია. 50 შტატი კი არის, მაგრამ პუერტო-რიკო ქვეყანა ამერიკამ მიითვისა, - მას 51-ე არაოფიციალურ შტატს ეძახიან, იქ დაბადებულს აქვს ზუსტად იგივე უფლებები, რაც ამერიკის მოქალაქეს. რეალურად კი ამერიკა არის ქვეყანა, საიდანაც ფაქტობრივად მსოფლიო ძირითადი ბაზარი იმართება.

- ახლა რა გეგმები გაქვს - სად აპირებ გამგზავრებას?

- დიდი ქვეყნებს ვუმიზნებ - ეს შეიძლება იყოს ჩინეთი, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ვარ ნამყოფი. მინდა, ისიც ღრმად შევისწავლო, ასევე ავსტრალიაზეც ვფიქრობ, რომელზე გავაკეთებ არჩევანს, ამას დღე- დღეზე გადავწყვეტ. როგორც კი ამოვწურავ იქაურობას, მოვიწყენ და დავბრუნდები. ყოველ ახალ ქვეყანაში ჩასვლისთანავე ცხოვრებას ნულიდან ვიწყებ.

საუბრის ბოლოს მინდა, ვთქვა, რომ ქართველები გენეტიკურად გასაოცარი ხალხი ვართ და ვფიქრობ, რომ გვაქვს ძალა, მსოფლიო შევძლოთ. ქართველს მმართველობა ყველა ქვეყანაში შეუძლია.