მსოფლიო
სამხედრო

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფილმის მთავარი იდეა სწორედ ეს არის: გვერდზე გადავდოთ ჩვენი ეგო, გავიაზროთ ჩვენ ჩვენი ტკივილები... ერთად დავიწყოთ ფიქრი, როგორ შევხვდეთ აფხაზებს" - რას წერს სკანდალად ქცეული ფილმის რეჟისორი?
"ფილმის მთავარი იდეა სწორედ ეს არის: გვერდზე გადავდოთ ჩვენი ეგო, გავიაზროთ ჩვენ ჩვენი ტკივილები... ერთად დავიწყოთ ფიქრი, როგორ შევხვდეთ აფხაზებს" - რას წერს სკანდალად ქცეული ფილმის რეჟისორი?

რე­ჟი­სორ ნანა ჯა­ნე­ლი­ძის ფილ­მის - "იარე, ლი­ზას" ჩვე­ნე­ბას, რო­მე­ლიც გუ­შინ კი­ნო­თე­ატრ "ამი­რან­ში" გა­ი­მარ­თა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რო­გორ ტო­ვე­ბენ დარ­ბაზს და აკ­რი­ტი­კე­ბენ ფილ­მის ში­ნა­არსსა თუ რე­ჟი­სორს მა­ყუ­რებ­ლე­ბი. მა­ყუ­რე­ბელ­თა ნა­წი­ლის პო­ზი­ცი­ით, ფილმში გად­მო­ცე­მუ­ლი ფაქ­ტე­ბი რე­ა­ლო­ბას არ ასა­ხავს. მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, სცე­ნარ­ში, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლისტ ლია ტოკ­ლი­კიშ­ვილს ეკუთ­ვნის, ქარ­თვე­ლე­ბი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად, ხოლო აფხა­ზე­ბი უცოდ­ვე­ლე­ბად არი­ან წარ­მო­ჩე­ნი­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რის მიერ ენ­გურს იქით ხმა­მაღ­ლა და­ძა­ხილ­მა "ბო­დიშ­მა" გა­მო­იწ­ვია. ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ბო­დიშს უხ­დის აფხა­ზებს.

ფილ­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრი, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა. რო­გორც ის წერს, ფილ­მი ჯერ არ უნა­ხავს, და სა­კუ­თარს აზრს მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მას შემ­დეგ გა­მოთ­ქვამს, როცა ფილ­მს ნა­ხავს.

ფილ­მის და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ნის­ტრი აღ­ნიშ­ნავს, რომ ფილ­მი ნანა ჯა­ნე­ლი­ძეს, "ჩა­წყო­ბით" და უკონ­კურ­სოდ და­უ­ფი­ნან­სეს მა­შინ, რო­დე­საც პრე­მი­ე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია იყო.

ფილმთან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქელ­ში ვრცელ გან­მარ­ტე­ბას აქ­ვეყ­ნებს რე­ჟი­სო­რი ნანა ჯა­ნე­ლი­ძე:

"ყვე­ლას, ვინც ნახა და მო­ე­წო­ნა, ან არ მო­ე­წო­ნა "იარე ლიზა“:ფილმზე მუ­შა­ო­ბი­სას ვფიქ­რობ­დი, რომ "იარე ლიზა“ კა­მათს, აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბას, ხმა­ურს გა­მო­იწ­ვევ­და. სწო­რედ ეს არის ამ ფილ­მის მი­სია - მი­ვი­წყე­ბუ­ლი და ანეს­თე­ზი­რე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლის გაღ­ვი­ძე­ბა, ფიქ­რი, კა­მა­თი და გა­მო­სავ­ლის ერ­თად(!) ძი­ე­ბა. 30 წელი გა­ვი­და და უზარ­მა­ზა­რი დუ­მი­ლის და უნ­დობ­ლო­ბის კე­დე­ლი აღი­მარ­თა ჩვენ­სა და აფხა­ზებს შო­რის. თან­და­თან გა­ხუნ­და ბა­ნე­რე­ბი “გახ­სოვ­დეს აფხა­ზე­თი“. სცე­ნარ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ჩვე­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა წარ­სულ­ში ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო: გმი­რო­ბა და ღა­ლა­ტი, პატ­რი­ო­ტიზ­მი და და­ნა­შა­უ­ლი - ორი­ვე მხრი­დან...

ორი­ვე მხა­რეს ადა­მი­ა­ნე­ბი "მარ­თლე­ბი“ იყ­ვნენ სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­შე და ვერ­ცერ­თი ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დით, რომ მა­რი­ო­ნე­ტე­ბი ვი­ყა­ვით რუ­სე­თის ხელ­ში...

მა­ში­ნაც და ახ­ლაც ვფიქ­რობ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მომ­ხდა­რის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა და არ უნდა შე­ვუ­შინ­დეთ სა­კუ­თარ შეც­დო­მებს, სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­ფა­სე­ბას, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას და ბო­დი­შის მოხ­დას. სხვა­ნა­ი­რად ჩვენ, რო­გორც ერი, ქვე­ყა­ნა, სა­ხელ­მწი­ფო ვერ გან­ვაგ­რძობთ ცხოვ­რე­ბას, ეს დუ­მი­ლი უკან დაგ­ვწევს, წინსვლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მოგ­ვცემს... ჩვენ ჩვე­ნი უნდა ვთქვათ და მა­შინ შე­იძ­ლე­ბა აფხა­ზებ­საც ეყოთ გამ­ბე­და­ო­ბა, თა­ვი­სი თქვან."იარე ლი­ზამ“ ახა­ლი სიმ­ძაფ­რე შეს­ძი­ნა აფხა­ზე­თის თე­მას - აღ­მოჩ­ნდა, რომ ის ყვე­ლას აწუ­ხებს, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რი გა­აზ­რე­ბა, გეგ­მა ამ თე­მის გა­და­წყვე­ტი­სა არა­ვის აქვს: არც ხე­ლო­ვანს, არც პო­ლი­ტი­კოსს.

2011 წელს და­ვი­წყეთ ამ თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბა და პა­რა­ლე­ლუ­რად ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბა. ასე ეტა­პობ­რი­ვად ფი­ნანსდე­ბო­და ეს პრო­ექ­ტი 2021 წლამ­დე. აქვე მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ კერ­ძო და სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც გვერ­დში ამო­მიდ­გა.

მგო­ნია, ფილ­მის მთა­ვა­რი იდეა სწო­რედ ეს არის: გვერ­დზე გა­დავ­დოთ ჩვე­ნი ეგო, გა­ვი­აზ­როთ ჩვენ ჩვე­ნი ტკი­ვი­ლე­ბი, შე­ვა­ფა­სოთ და ერ­თად და­ვი­წყოთ ფიქ­რი, რო­გორ შევ­ხვდეთ აფხა­ზებს, რომ­ლებ­თა­ნაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­თე­სა­ო­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა გვა­კავ­ში­რებ­და.

რუ­სე­თიც ხომ უკვე ალ­ბათ მალე და­ტო­ვებს აქა­უ­რო­ბას...

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაატას
2

ახლა მარგოშიას მახარაძეს და მათ ბანდას იარაღს დაურიგებენ ქართველთა სისხლის დაიღვარელად ჩვენი ქვეყნის დასაქცევად

პაატა
0

საბოდიშო მართლა აქვთ იმათ, რომლებმაც რუსეთის დავალება ასი პროცენტით კი არა, გადაჭარბებით რომ შეასრულეს და ჯერ თბილისში, რუსთაველზე დაიწყეს ძმათამკვლელი ომი, აქ, თბილისში რომ ხვრეტდნენ „ზვიადისტებს“, მერე სამეგრელოში საკუთარ სისხლსა და ხორცს არბევდნენ, სახლებს და სოფლებს რო სწვავდნენ, ანუ პირდაპირ ღალატობდნენ საკუთარ ქვეყანას, თავიდან სწორედ ის მოღალატე კატეგორია შეაიარაღეს და შეუშვეს სათარეშოდ სამეგრელოდან აფხაზეთში, საშოვნელად რომ იყვნენ ისინი მერე უკან გამოიქცნენ და იქ დაწყებულ სისხლისღვრას კი საჯიშე ქართველობა, ადგილობრივი მოსახლეობა შეახოცეს, რაც შეეხება აფხაზებს - ამაზე ეს აზრი მაქვს - აფხაზი, ისევე როგორც სვანი, მეგრელი, იმერელი, კახელი, გურული არის აფხაზეთში და განსაკუთრებით სამურზაყანოში მცხოვრები ადგილობრივი, აბორიგენი ქართული მოსახლეობა, ის ვითომ აფხაზები კი არიან ჩრდილო კავკასიელი აფსუები. რაც შეეხება ქვეყნის გამთლიანებას - მანამ სანამ სრულფასოვნად არ გამოიძიებს ეროვნული მთავრობა აფხაზეთის ტრაგედიას, სანამ მოღალატეებს არ ჩამოვაშორებთ საერთოდ პოლიტიკას და საჯარო სამსახურს, სანამ ყველაფერს არ დაერქმევა მართალი სახელი, მანამდე ვიქნებით ასე - აფხაზეთს გაიხსენებენ გარკვეულ რიცხვებში მემორიალებთან, ძმათა სასაფლაოებთან, ფარისევლურად, საპიაროდ...მანამდე კი სულ უფრო და უფრო ვშორდებით ჩვენს ულამაზეს, ზღაპრულ კუთხეს, ჩვენს ოდაბადეს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ფილმის მთავარი იდეა სწორედ ეს არის: გვერდზე გადავდოთ ჩვენი ეგო, გავიაზროთ ჩვენ ჩვენი ტკივილები... ერთად დავიწყოთ ფიქრი, როგორ შევხვდეთ აფხაზებს" - რას წერს სკანდალად ქცეული ფილმის რეჟისორი?

"ფილმის მთავარი იდეა სწორედ ეს არის: გვერდზე გადავდოთ ჩვენი ეგო, გავიაზროთ ჩვენ ჩვენი ტკივილები... ერთად დავიწყოთ ფიქრი, როგორ შევხვდეთ აფხაზებს" - რას წერს სკანდალად ქცეული ფილმის რეჟისორი?

რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის - "იარე, ლიზას" ჩვენებას, რომელიც გუშინ კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა, საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ტოვებენ დარბაზს და აკრიტიკებენ ფილმის შინაარსსა თუ რეჟისორს მაყურებლები. მაყურებელთა ნაწილის პოზიციით, ფილმში გადმოცემული ფაქტები რეალობას არ ასახავს. მათივე შეფასებით, სცენარში, რომელიც ჟურნალისტ ლია ტოკლიკიშვილს ეკუთვნის, ქართველები დამნაშავეებად, ხოლო აფხაზები უცოდველებად არიან წარმოჩენილი. განსაკუთრებული გაღიზიანება ფილმის მთავარი გმირის მიერ ენგურს იქით ხმამაღლა დაძახილმა "ბოდიშმა" გამოიწვია. ქართველი ჟურნალისტი ბოდიშს უხდის აფხაზებს.

ფილმის შესახებ განცხადება გაავრცელა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანმა. როგორც ის წერს, ფილმი ჯერ არ უნახავს, და საკუთარს აზრს მოგვიანებით, მას შემდეგ გამოთქვამს, როცა ფილმს ნახავს.

ფილმის დაფინანსებასთან დაკავშირებით მინისტრი აღნიშნავს, რომ ფილმი ნანა ჯანელიძეს, "ჩაწყობით" და უკონკურსოდ დაუფინანსეს მაშინ, როდესაც პრემიერი გიორგი გახარია იყო.

ფილმთან დაკავშირებით სოციალურ ქელში ვრცელ განმარტებას აქვეყნებს რეჟისორი ნანა ჯანელიძე:

"ყველას, ვინც ნახა და მოეწონა, ან არ მოეწონა "იარე ლიზა“:ფილმზე მუშაობისას ვფიქრობდი, რომ "იარე ლიზა“ კამათს, აზრთა სხვადასხვაობას, ხმაურს გამოიწვევდა. სწორედ ეს არის ამ ფილმის მისია - მივიწყებული და ანესთეზირებული ტკივილის გაღვიძება, ფიქრი, კამათი და გამოსავლის ერთად(!) ძიება. 30 წელი გავიდა და უზარმაზარი დუმილის და უნდობლობის კედელი აღიმართა ჩვენსა და აფხაზებს შორის. თანდათან გახუნდა ბანერები “გახსოვდეს აფხაზეთი“. სცენარზე მუშაობისას ჩვენი მოგზაურობა წარსულში ძალიან მტკივნეული იყო: გმირობა და ღალატი, პატრიოტიზმი და დანაშაული - ორივე მხრიდან...

ორივე მხარეს ადამიანები "მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში...

მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, რომ აუცილებელია მომხდარის გაანალიზება და არ უნდა შევუშინდეთ საკუთარ შეცდომებს, საკუთარი თავის შეფასებას, პირველი ნაბიჯის გადადგმას და ბოდიშის მოხდას. სხვანაირად ჩვენ, როგორც ერი, ქვეყანა, სახელმწიფო ვერ განვაგრძობთ ცხოვრებას, ეს დუმილი უკან დაგვწევს, წინსვლის საშუალებას არ მოგვცემს... ჩვენ ჩვენი უნდა ვთქვათ და მაშინ შეიძლება აფხაზებსაც ეყოთ გამბედაობა, თავისი თქვან."იარე ლიზამ“ ახალი სიმძაფრე შესძინა აფხაზეთის თემას - აღმოჩნდა, რომ ის ყველას აწუხებს, თუმცა რეალური გააზრება, გეგმა ამ თემის გადაწყვეტისა არავის აქვს: არც ხელოვანს, არც პოლიტიკოსს.

2011 წელს დავიწყეთ ამ თემაზე მუშაობა და პარალელურად ფინანსების მოძიება. ასე ეტაპობრივად ფინანსდებოდა ეს პროექტი 2021 წლამდე. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციას, რომელიც გვერდში ამომიდგა.

მგონია, ფილმის მთავარი იდეა სწორედ ეს არის: გვერდზე გადავდოთ ჩვენი ეგო, გავიაზროთ ჩვენ ჩვენი ტკივილები, შევაფასოთ და ერთად დავიწყოთ ფიქრი, როგორ შევხვდეთ აფხაზებს, რომლებთანაც საუკუნეების განმავლობაში ნათესაობა და პატივისცემა გვაკავშირებდა.

რუსეთიც ხომ უკვე ალბათ მალე დატოვებს აქაურობას...

წაიკითხეთ ასევე: