სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნანა ჯანელიძეს მინდა მივულოცო... სააკაშვილი და თეა წულუკიანი უკვე ერთ აზრზე არიან და ერთად იბრძვიან..." - რას წერს მერაბ მეტრეველი ფილმზე "იარე, ლიზა"?
"ნანა ჯანელიძეს მინდა მივულოცო... სააკაშვილი და თეა წულუკიანი უკვე ერთ აზრზე არიან და ერთად იბრძვიან..." -  რას წერს მერაბ მეტრეველი ფილმზე "იარე, ლიზა"?

რე­ჟი­სორ ნანა ჯა­ნე­ლი­ძის ფილ­მის - "იარე, ლი­ზას" ჩვე­ნე­ბას, რო­მე­ლიც გუ­შინ კი­ნო­თე­ატრ "ამი­რან­ში" გა­ი­მარ­თა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დე­ოც, სა­დაც ჩანს, რო­გორ ტო­ვე­ბენ დარ­ბაზს და აკ­რი­ტი­კე­ბენ ფილ­მის ში­ნა­არსსა თუ რე­ჟი­სორს მა­ყუ­რებ­ლე­ბი.

ამ სა­კითხს "ფე­ის­ბუქ­ზე" კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრი, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"ამ ფილ­მის ავ­ტო­რი ქალ­ბა­ტო­ნი დღეს ჩემ­გან "იცავს" ქარ­თულ კი­ნოს. ეს ფილ­მი არ მი­ნა­ხავს და ვნა­ხავ აუ­ცი­ლებ­ლად, ვი­ნა­ი­დან მი­ნის­ტრი ამ ქვეყ­ნის შვი­ლია და მა­საც აქვს უფ­ლე­ბა, ჰქონ­დეს აზრი და ამ აზ­რის გა­მოთ­ქმის თა­ვი­სუფ­ლე­ბა (ქალ­ბა­ტო­ნო ნანა!). მით უმე­ტეს, რომ ბევ­რი წელი და­ვა­ხარ­ჯეთ ბევ­რმა ადა­მი­ან­მა იმას, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს ეთ­ქვა სი­მარ­თლე - რუ­სე­თი ოკუ­პა­ცი­ას აგ­რძე­ლებს, ან­წუ­ხე­ლი­ძე, სოფ­რო­მა­ძე და სხვე­ბი ოკუ­პან­ტმა მოკ­ლა და ქარ­თვე­ლე­ბის ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და ჩა­ა­ტა­რა, და რომ აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოა!!! ამ დროს, მე იუს­ტი­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, თქვენ კი ამ ფილ­მს იღებ­დით. ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, ეს ფილ­მი სა­პი­რის­პი­როს არ ამ­ბობს იმი­სა, რაც სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ თქვა ჩვენ­ზე, ქარ­თვე­ლებ­ზე და ჩვენს სი­მარ­თლე­ზე... მაგ­რამ ვნა­ხავ და მექ­ნე­ბა ჩემი აზრი. ჩემი აზრი თუ არ მო­გე­წო­ნე­ბათ, მერე მი­მარ­თავთ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ღია წე­რი­ლით და მო­თხო­ვეთ მო­რიგ­ჯერ, რომ გა­მა­ჩე­როს (ასე გეს­მით თა­ვი­სუფ­ლე­ბა და შექ­სპი­რის სო­ნე­ტე­ბი, არა­ვი­ძემ რომ კარ­გად იცო­და)... და ვერ მი­ი­ღებთ სა­სურ­ველ პა­სუხს. ის კი ვიცი, და ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­და­ნაც ვი­სა­უბ­რე წინა კვი­რა­ში, რომ ფილ­მი ჩა­წყო­ბით (!), უკონ­კურ­სოდ (!) და­ი­ფი­ნან­სა რე­ჟი­სორ­მა ნანა ჯა­ნე­ლი­ძემ პრე­მი­ერ გა­ხა­რი­ას­გან. და ახლა ჩა­წყო­ბებ­ზე აწყო­ბი­ლი კი­ნო­ცენ­ტრის რე­ფორ­მას უპი­რის­პირ­დე­ბა. გა­სა­გე­ბია", - წერს თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი.

ფილ­მის შე­სა­ხებ სა­კუ­თა­რი აზრი გა­მოთ­ქვა ექ­სპრე­ზი­დეტ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მაც:

"ეს ფილ­მი, რო­მე­ლიც წუ­ლუ­კი­ა­ნის ბრძა­ნე­ბით და­ფი­ნანსდა, რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, ისე­ვე რო­გორც ფარ­ცხა­ლა­ძის ტროლ­ფაბ­რი­კე­ბი. ჩვენ გვა­გუ­ე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტე­რი­ტო­რი­ის და­კარ­გვას, ამის­თვი­საც მოკ­ლეს ლა­ზი­კის პრო­ექ­ტი და ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენტს ბოქ­ლო­მი და­ა­დეს იმი­ტომ, რომ ორი­ვე დიდი პრო­ექ­ტი აფხა­ზეთ­თან გვა­ახ­ლო­ებ­და". იხი­ლეთ სრუ­ლად

ამის თა­ო­ბა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტი, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" წამ­ყვა­ნი მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"ნანა ჯა­ნე­ლი­ძეს მინ­და მი­ვუ­ლო­ცო. მისი ძა­ლა­ის­ხმე­ვით ევ­რო­კავ­ში­რის 12 პუნ­ქტი­დან ყვე­ლა­ზე რთუ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი - დე­პო­ლა­რი­ზა­ცია - შეს­რუ­ლე­ბუ­ლია. სა­ა­კაშ­ვი­ლი და თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი უკვე ერთ აზ­რზე არი­ან და ერ­თად იბ­რძვი­ან..."

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ნანა ჯანელიძეს მინდა მივულოცო... სააკაშვილი და თეა წულუკიანი უკვე ერთ აზრზე არიან და ერთად იბრძვიან..." - რას წერს მერაბ მეტრეველი ფილმზე "იარე, ლიზა"?

"ნანა ჯანელიძეს მინდა მივულოცო... სააკაშვილი და თეა წულუკიანი უკვე ერთ აზრზე არიან და ერთად იბრძვიან..." -  რას წერს მერაბ მეტრეველი ფილმზე "იარე, ლიზა"?

რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის - "იარე, ლიზას" ჩვენებას, რომელიც გუშინ კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა, საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ ტოვებენ დარბაზს და აკრიტიკებენ ფილმის შინაარსსა თუ რეჟისორს მაყურებლები.

ამ საკითხს "ფეისბუქზე" კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა:

"ამ ფილმის ავტორი ქალბატონი დღეს ჩემგან "იცავს" ქართულ კინოს. ეს ფილმი არ მინახავს და ვნახავ აუცილებლად, ვინაიდან მინისტრი ამ ქვეყნის შვილია და მასაც აქვს უფლება, ჰქონდეს აზრი და ამ აზრის გამოთქმის თავისუფლება (ქალბატონო ნანა!). მით უმეტეს, რომ ბევრი წელი დავახარჯეთ ბევრმა ადამიანმა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოს ეთქვა სიმართლე - რუსეთი ოკუპაციას აგრძელებს, ანწუხელიძე, სოფრომაძე და სხვები ოკუპანტმა მოკლა და ქართველების ეთნიკური წმენდა ჩაატარა, და რომ აფხაზეთი საქართველოა!!! ამ დროს, მე იუსტიციაში ვმუშაობდი, თქვენ კი ამ ფილმს იღებდით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ფილმი საპირისპიროს არ ამბობს იმისა, რაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა ჩვენზე, ქართველებზე და ჩვენს სიმართლეზე... მაგრამ ვნახავ და მექნება ჩემი აზრი. ჩემი აზრი თუ არ მოგეწონებათ, მერე მიმართავთ პრემიერ-მინისტრს ღია წერილით და მოთხოვეთ მორიგჯერ, რომ გამაჩეროს (ასე გესმით თავისუფლება და შექსპირის სონეტები, არავიძემ რომ კარგად იცოდა)... და ვერ მიიღებთ სასურველ პასუხს. ის კი ვიცი, და ამის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდანაც ვისაუბრე წინა კვირაში, რომ ფილმი ჩაწყობით (!), უკონკურსოდ (!) დაიფინანსა რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ პრემიერ გახარიასგან. და ახლა ჩაწყობებზე აწყობილი კინოცენტრის რეფორმას უპირისპირდება. გასაგებია", - წერს თეა წულუკიანი.

ფილმის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა ექსპრეზიდეტმა მიხეილ სააკაშვილმაც:

"ეს ფილმი, რომელიც წულუკიანის ბრძანებით დაფინანსდა, რუსული პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია, ისევე როგორც ფარცხალაძის ტროლფაბრიკები. ჩვენ გვაგუებენ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაკარგვას, ამისთვისაც მოკლეს ლაზიკის პროექტი და ქუთაისის პარლამენტს ბოქლომი დაადეს იმიტომ, რომ ორივე დიდი პროექტი აფხაზეთთან გვაახლოებდა". იხილეთ სრულად

ამის თაობაზე ჟურნალისტი, "პალიტრანიუსის" წამყვანი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:

"ნანა ჯანელიძეს მინდა მივულოცო. მისი ძალაისხმევით ევროკავშირის 12 პუნქტიდან ყველაზე რთულად შესასრულებელი - დეპოლარიზაცია - შესრულებულია. სააკაშვილი და თეა წულუკიანი უკვე ერთ აზრზე არიან და ერთად იბრძვიან..."

იხილეთ ასევე: