სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?
"სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან შეხ­ვედ­რა­ზე წერს:

"სან­დრა არის ყველ­ზე კე­თილ­შო­ბი­ლი და გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­ნაც შეხ­ვედ­რის უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა მხვდა წი­ლად. ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს, რა­საც მი­ვაღ­წიე მას უნდა ვუ­მად­ლო­დე.

ჩვენ გავ­ზარ­დეთ ორი ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სი, სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტი შვი­ლი. სან­დრა რჩე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ სიყ­ვა­რუ­ლად, ვი­ნა­ი­დან ეს იყო ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია და ჩემი პი­როვ­ნე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ნა­წი­ლად.

ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ყვე­ლა იმ მო­მენტს, როცა მას გული ვატ­კი­ნე. მო­მა­ვალ­ში ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რათა მას, ედუ­არდს და ნი­კო­ლოზს გვერ­დით და­ვუდ­გე" - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

სან­დრა რუ­ლოვსმა ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე კლი­ნი­კა­ში ორი დღის წინ მო­ი­ნა­ხუ­ლა. რო­გორც რუ­ლოვ­სი წერ­და, მათ შო­რის ხან­გრძლი­ვი და გულ­წრფე­ლი სა­უ­ბა­რი შედ­გა.

ცნო­ბის­თვის, მას შემ­დეგ რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი 2021 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფა­რუ­ლად დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ქალი არ­სე­ბობ­და. რო­გორც ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მი­მარ­თვა­ში იყო ნათ­ქვა­მი ეს ლიზა იაკო იყო, რო­მელ­თა­ნაც დიდი სიყ­ვა­რუ­ლი აკავ­ში­რებ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით სან­დრამ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლი­სა და იას­კოს ურ­თი­ერ­თო­ბა მის­თვის "სი­ურ­პი­რი­ზი" იყო და ამის შე­სა­ხებ უმ­ცრო­სი შვი­ლის­გან შე­ი­ტყო. რო­გორც სან­დრა ჰყვე­ბო­და, მას რთუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ეპი­ზო­დე­ბის გავ­ლა მო­უ­წია იმის­თვის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ლიზა იას­კოს ურ­თი­ერ­თო­ბის ფაქ­ტის სა­ბო­ლო­ოდ მი­ღე­ბა შეძ­ლე­ბო­და (წა­ი­კი­თხეთ: "შოკი იყო... ზე­დი­ზედ სამ­ჯერ მო­ვის­მი­ნეთ და მა­ინც არ მჯე­რო­და... მერე და­ი­წყო ჩემ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი" - სან­დრა რუ­ლოვ­სი სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ლიზა იას­კოს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე).

რამ­დე­ნი­მე თვე­ში ასე­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ა­კაშ­ვილს მე­სა­მე შვი­ლი ჰყავ­და, რო­მე­ლის მას სოფო ნი­ჟა­რა­ძის­გან შე­ე­ძი­ნა. ალის­კა ამე­რი­კა­ში და­ი­ბა­და. ის დე­დას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში სწო­რედ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ჩა­მო­ვი­და. ასე­ვე რამ­დე­ნი­მე თვე­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტის­გან შვი­ლი ლიზა იას­კო­მაც გა­ა­ჩი­ნა.

ორი თვის წინ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტუ­სი, სა­დაც წერ­და, რომ ის და სოფო ნი­ჟა­რა­ძე შე­რიგ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სტა­ტუ­სი წა­ი­შა­ლა. ვინ არის ახლა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გვერ­დით, უც­ნო­ბია, რად­გან ლიზა იას­კო წე­ლი­წად­ზე მე­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­უღ­ლის სა­ნა­ხა­ვად აღარ ჩა­მო­სუ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 68 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბუ ტაბუ
2

აკი საქართველოა ჩემი მთავარი სიყვარულიო? 😆

ეს ხურუშიანი კინტო ცოლებს და სამშობლოებს ერთნაირი თავქარიანობით იცვლის, ამ დეგრადირებულ ამორალზე ასველებთ, ერო?

და ნახავ!
2

მაგას ვეტყვი იასკოს!

ავტორი:

"სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

"სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ყოფილ მეუღლესთან შეხვედრაზე წერს:

"სანდრა არის ყველზე კეთილშობილი და გონიერი ადამიანი, რომელთანაც შეხვედრის უდიდესი ბედნიერება მხვდა წილად. ძალიან ბევრ რამეს, რასაც მივაღწიე მას უნდა ვუმადლოდე.

ჩვენ გავზარდეთ ორი ერთმანეთზე უკეთესი, საქართველოს პატრიოტი შვილი. სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად, ვინაიდან ეს იყო ძალიან დიდი სიყვარულის ისტორია და ჩემი პიროვნების უმნიშვნელოვანეს ნაწილად.

ძალიან განვიცდი ყველა იმ მომენტს, როცა მას გული ვატკინე. მომავალში ყველაფერს გავაკეთებ, რათა მას, ედუარდს და ნიკოლოზს გვერდით დავუდგე" - წერს სააკაშვილი.

სანდრა რულოვსმა ყოფილი მეუღლე კლინიკაში ორი დღის წინ მოინახულა. როგორც რულოვსი წერდა, მათ შორის ხანგრძლივი და გულწრფელი საუბარი შედგა.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი სააკაშვილი 2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივი არჩევნების წინ საქართველოში ფარულად დაბრუნების შემდეგ დააკავეს, ცნობილი გახდა, რომ მის ცხოვრებაში ახალი ქალი არსებობდა. როგორც ექსპრეზიდენტის მიმართვაში იყო ნათქვამი ეს ლიზა იაკო იყო, რომელთანაც დიდი სიყვარული აკავშირებდა.

მოგვიანებით სანდრამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ყოფილი მეუღლისა და იასკოს ურთიერთობა მისთვის "სიურპირიზი" იყო და ამის შესახებ უმცროსი შვილისგან შეიტყო. როგორც სანდრა ჰყვებოდა, მას რთული ფსიქოლოგიური ეპიზოდების გავლა მოუწია იმისთვის, რომ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ურთიერთობის ფაქტის საბოლოოდ მიღება შეძლებოდა (წაიკითხეთ: "შოკი იყო... ზედიზედ სამჯერ მოვისმინეთ და მაინც არ მჯეროდა... მერე დაიწყო ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი" - სანდრა რულოვსი სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ურთიერთობაზე).

რამდენიმე თვეში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილს მესამე შვილი ჰყავდა, რომელის მას სოფო ნიჟარაძისგან შეეძინა. ალისკა ამერიკაში დაიბადა. ის დედასთან ერთად საქართველოში სწორედ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ ჩამოვიდა. ასევე რამდენიმე თვეში ცნობილი გახდა, რომ ექსპრეზიდენტისგან შვილი ლიზა იასკომაც გააჩინა.

ორი თვის წინ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა სტატუსი, სადაც წერდა, რომ ის და სოფო ნიჟარაძე შერიგდნენ. მოგვიანებით სტატუსი წაიშალა. ვინ არის ახლა ექსპრეზიდენტის გვერდით, უცნობია, რადგან ლიზა იასკო წელიწადზე მეტია საქართველოში მეუღლის სანახავად აღარ ჩამოსულა.