პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა - "თუ ჩვენი ქვეყანა ქრისტეს მცნებების ერთგული იქნება, აღდგება და ამაღლდება სულიერად"
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა - "თუ ჩვენი ქვეყანა ქრისტეს მცნებების ერთგული იქნება, აღდგება და ამაღლდება სულიერად"

გვწამს, რომ, რო­გორც ჯვარ­ცმით არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა მა­ცხოვ­რის ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ყოფა, არა­მედ აღ­დგო­მი­თა და ამაღ­ლე­ბით, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნაც, თუ ქრის­ტეს მცნე­ბე­ბის ერ­თგუ­ლი იქ­ნე­ბა და აღ­დგე­ბა და ამაღ­ლდე­ბა სუ­ლი­ე­რად, აუ­ცი­ლებ­ლად აღიდ­გენს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი ილია II გან­ცხა­დე­ბა­ში წერს, რო­მელ­საც სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

"დღეს, 27 სექ­ტემ­ბერს, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია აღ­ნიშ­ნავს ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბას, - ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტორ წმინ­და კონ­სტან­ტი­ნეს დე­დის, წმინ­და დე­დო­ფალ ელე­ნეს, მიერ სამი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ იმ ჯვრის პოვ­ნას, რო­მელ­ზეც მა­ცხო­ვა­რი აწა­მეს.

ეს დღე დი­დად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მთე­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­რო­სათ­ვის. შევ­ნიშ­ნავთ იმა­საც, რომ იგი ამა­ვე დროს მწუ­ხა­რე­ბის დღე­ცაა, რად­გან ვნე­ბის შვი­დე­უ­ლის პა­რას­კე­ვის და იმ და­ნა­შა­უ­ლის გახ­სე­ნე­ბის დღეა, რო­მე­ლიც კაც­თა მოდ­გმამ ჩა­ი­დი­ნა ღმერ­თის ჯვარ­ცმით.

ამ გან­ცდას ჩვენ­თვის ემა­ტე­ბა მწუ­ხა­რე­ბაც სო­ხუ­მის და­ცე­მის გამო, რაც 30 წლის წინ სწო­რედ ამ დღეს მოხ­და და, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს მო­უ­შუ­შე­ბე­ლი ჭრი­ლო­ბაა.

მაგ­რამ ქრის­ტი­ა­ნო­ბა ტკი­ვილ­თან ერ­თად იმე­დი­სა და სი­ხა­რუ­ლის რე­ლი­გი­აა და ჩვენც გვწამს, რომ, რო­გორც ჯვარ­ცმით არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა მა­ცხოვ­რის ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ყოფა, არა­მედ აღ­დგო­მი­თა და ამაღ­ლე­ბით, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნაც, თუ ქრის­ტეს მცნე­ბე­ბის ერ­თგუ­ლი იქ­ნე­ბა და აღ­დგე­ბა და ამაღ­ლდე­ბა სუ­ლი­ე­რად, აუ­ცი­ლებ­ლად აღიდ­გენს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას.

ინე­ბოს ღმერ­თმა ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის სუ­ლი­ე­რი აღ­დგო­მა და ამაღ­ლე­ბა.

ღმერ­თმა და­ლო­ცოს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე, მათ შო­რის აფხა­ზე­თი და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი, და მკვიდ­რნი მათ შინა;

ღმერ­თმა მშვი­დო­ბით აკურ­თხოს ჩვე­ნი სამ­შობ­ლო და მოგ­ვას­წროს გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ და გამ­თლი­ა­ნე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს, ამინ! „, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პატ­რი­არ­ქის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
12

კარგი საკმარისია ყველანაირი თვალსაზრისით!!!!!!

Gio
3

დიდება უფალს

ავტორი:

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა - "თუ ჩვენი ქვეყანა ქრისტეს მცნებების ერთგული იქნება, აღდგება და ამაღლდება სულიერად"

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა - "თუ ჩვენი ქვეყანა ქრისტეს მცნებების ერთგული იქნება, აღდგება და ამაღლდება სულიერად"

გვწამს, რომ, როგორც ჯვარცმით არ დამთავრებულა მაცხოვრის ამქვეყნიური ყოფა, არამედ აღდგომითა და ამაღლებით, ჩვენი ქვეყანაც, თუ ქრისტეს მცნებების ერთგული იქნება და აღდგება და ამაღლდება სულიერად, აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II განცხადებაში წერს, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"დღეს, 27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ჯვართამაღლებას, - ბიზანტიის იმპერატორ წმინდა კონსტანტინეს დედის, წმინდა დედოფალ ელენეს, მიერ სამი საუკუნის შემდეგ იმ ჯვრის პოვნას, რომელზეც მაცხოვარი აწამეს.

ეს დღე დიდად მნიშვნელოვანია მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის. შევნიშნავთ იმასაც, რომ იგი ამავე დროს მწუხარების დღეცაა, რადგან ვნების შვიდეულის პარასკევის და იმ დანაშაულის გახსენების დღეა, რომელიც კაცთა მოდგმამ ჩაიდინა ღმერთის ჯვარცმით.

ამ განცდას ჩვენთვის ემატება მწუხარებაც სოხუმის დაცემის გამო, რაც 30 წლის წინ სწორედ ამ დღეს მოხდა და, ბუნებრივია, საქართველოსთვის ეს მოუშუშებელი ჭრილობაა.

მაგრამ ქრისტიანობა ტკივილთან ერთად იმედისა და სიხარულის რელიგიაა და ჩვენც გვწამს, რომ, როგორც ჯვარცმით არ დამთავრებულა მაცხოვრის ამქვეყნიური ყოფა, არამედ აღდგომითა და ამაღლებით, ჩვენი ქვეყანაც, თუ ქრისტეს მცნებების ერთგული იქნება და აღდგება და ამაღლდება სულიერად, აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას.

ინებოს ღმერთმა ყოველი ჩვენგანის სულიერი აღდგომა და ამაღლება.

ღმერთმა დალოცოს საქართველოს ყველა კუთხე, მათ შორის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, და მკვიდრნი მათ შინა;

ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს ჩვენი სამშობლო და მოგვასწროს გაერთიანებულ და გამთლიანებულ საქართველოს, ამინ! „, - აღნიშნულია პატრიარქის განცხადებაში.