მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტყეები, სავანა და ჰიპოპოტამები: მეცნიერებმა საჰარას უდაბნოს მრავალი ათასი წლის წინანდელი კლიმატის მოდელირება შეძლეს
ტყეები, სავანა და ჰიპოპოტამები: მეცნიერებმა საჰარას უდაბნოს მრავალი ათასი წლის წინანდელი კლიმატის მოდელირება შეძლეს

ფი­ნელ­მა და ბრი­ტა­ნელ­მა მკვლე­ვა­რებ­მა სა­ჰა­რას რე­გი­ონ­ში კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი ქრო­ნო­ლო­გია შე­ის­წავ­ლეს, რო­მე­ლიც უდაბ­ნო­ში 800 000 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

გა­მო­ცე­მა Nature Communications- შიგა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მო­დე­ლი­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, გუნ­დმა შეძ­ლო ზუს­ტი კლი­მა­ტის დად­გე­ბა და შე­ავ­სო თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ჰა­რას რე­გი­ო­ნის ის­ტო­რი­ა­ში გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი.

"სა­ჰა­რის უდაბ­ნოს ციკ­ლუ­რი ტრანსფორ­მა­ცია მწვა­ნე სა­ვა­ნი­სა და ტყე­ე­ბი­დან უდაბ­ნომ­დე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დრა­მა­ტუ­ლი ცვლი­ლე­ბაა ჩვენს პლა­ნე­ტა­ზე. ჩვე­ნი კვლე­ვა ერთ-ერთი პირ­ვე­ლი კლი­მა­ტის მო­დე­ლი­რე­ბის კვლე­ვაა, რო­მელ­მაც აფ­რი­კის ტე­ნი­ა­ნი პე­რი­ო­დე­ბის სი­მუ­ლი­რე­ბა შეძ­ლო და და­ად­გი­ნა, რა­ტომ და რო­დის ხდე­ბო­და ეს მოვ­ლე­ნე­ბი“, - ამ­ბობს ჰელ­სინ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კლი­მა­ტუ­რი მეც­ნი­ე­რი ედუ­არდ არმსტრონ­გი.

მკვლე­ვა­რებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეს ე.წ აფ­რი­კის ტე­ნი­ან პე­რი­ოდ­ზე - რო­დე­საც აფ­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტის დიდი ნა­წი­ლი მცე­ნა­რე­ე­ბით იყო და­ფა­რუ­ლი. სი­მუ­ლა­ცი­ამ და­ა­დას­ტუ­რა დიდი ხნის ჰი­პო­თე­ზა, რომ აფ­რი­კის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა დე­და­მი­წის ორ­ბი­ტა­ლუ­რი პრე­ცე­სი­ით (დე­და­მი­წის წარ­მო­სახ­ვი­თი ღერ­ძის დახ­რის ცვლი­ლე­ბა) იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი,რის ციკ­ლიც 21 000 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და. რო­გორც სხვა მო­ნა­ცე­მე­ბით და ტეს­ტე­ბით და­დას­ტურ­და, პრე­ცე­სია გუ­ლის­ხმობ­და პე­რი­ო­დულ დათ­ბო­ბას ჩრდი­ლო­ეთ ნა­ხე­ვარსფე­რო­ში და უფრო ინ­ტენ­სი­ურ მუ­სო­ნებს და­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ძა­ლი­ან ბევ­რი ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა სა­ჰა­რას რე­გი­ონ­ში.

იმის ცოდ­ნა, თუ რო­დის იყო სა­ჰა­რა მწვა­ნე და და­სახ­ლე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ცხო­ვე­ლით, მოგ­ვცემს მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას მთელ მსოფ­ლი­ო­ში ადა­მი­ა­ნის გავ­რცე­ლე­ბის პრო­ცე­სის შე­სა­ხებ.

"ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კა­ში ტე­ნი­ა­ნი პე­რი­ო­დე­ბის მო­დე­ლი­რე­ბით შეგ­ვიძ­ლია მეტი გა­ვი­გოთ ადა­მი­ა­ნის აფ­რი­კა­ში მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ. ახლა უკე­თე­სად შეგ­ვიძ­ლია ადა­მი­ან­თა გავ­რცე­ლე­ბის მო­დე­ლი­რე­ბა და აფ­რი­კა­ში ჩვე­ნი გვა­რის ევო­ლუ­ცი­ის შეს­წავ­ლა“, - ამ­ბობს ჰელ­სინ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რი მიკა ტა­ლა­ვა­ა­რა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
0

ზოგიერთები კომენტარებში შაყირს მაშინ მორჩებიან, თავისი დღეგრძელი სიცოცხლის ბოლოს რომ ნახავენ ახლა სადაც ტყეა , გაჩეხილს და იავარქმნილს და სამომავლოდ უდაბნოდ გადაქცეულს.

58
1

თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფერი შესაძლებელია. საგარეჯოს უდაბნო ოაზისად არის ქცეული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ტყეები, სავანა და ჰიპოპოტამები: მეცნიერებმა საჰარას უდაბნოს მრავალი ათასი წლის წინანდელი კლიმატის მოდელირება შეძლეს

ტყეები, სავანა და ჰიპოპოტამები: მეცნიერებმა საჰარას უდაბნოს მრავალი ათასი წლის წინანდელი კლიმატის მოდელირება შეძლეს

ფინელმა და ბრიტანელმა მკვლევარებმა საჰარას რეგიონში კლიმატური ცვლილებების ისტორიული ქრონოლოგია შეისწავლეს, რომელიც უდაბნოში 800 000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გამოცემა Nature Communications- ში გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიაში აღნიშნულია, რომ მოდელირების გამოყენებით, გუნდმა შეძლო ზუსტი კლიმატის დადგება და შეავსო თანამედროვე საჰარას რეგიონის ისტორიაში გარკვეული ხარვეზები.

"საჰარის უდაბნოს ციკლური ტრანსფორმაცია მწვანე სავანისა და ტყეებიდან უდაბნომდე ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ცვლილებაა ჩვენს პლანეტაზე. ჩვენი კვლევა ერთ-ერთი პირველი კლიმატის მოდელირების კვლევაა, რომელმაც აფრიკის ტენიანი პერიოდების სიმულირება შეძლო და დაადგინა, რატომ და როდის ხდებოდა ეს მოვლენები“, - ამბობს ჰელსინკის უნივერსიტეტის კლიმატური მეცნიერი ედუარდ არმსტრონგი.

მკვლევარებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ე.წ აფრიკის ტენიან პერიოდზე - როდესაც აფრიკის კონტინენტის დიდი ნაწილი მცენარეებით იყო დაფარული. სიმულაციამ დაადასტურა დიდი ხნის ჰიპოთეზა, რომ აფრიკის კლიმატის ცვლილება დედამიწის ორბიტალური პრეცესიით (დედამიწის წარმოსახვითი ღერძის დახრის ცვლილება) იყო გამოწვეული,რის ციკლიც 21 000 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. როგორც სხვა მონაცემებით და ტესტებით დადასტურდა, პრეცესია გულისხმობდა პერიოდულ დათბობას ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და უფრო ინტენსიურ მუსონებს დასავლეთ აფრიკაში, რამაც გამოიწვია ძალიან ბევრი ბუნებრივი მოვლენა საჰარას რეგიონში.

იმის ცოდნა, თუ როდის იყო საჰარა მწვანე და დასახლებული სხვადასხვა ცხოველით, მოგვცემს მეტ ინფორმაციას მთელ მსოფლიოში ადამიანის გავრცელების პროცესის შესახებ.

"ჩრდილოეთ აფრიკაში ტენიანი პერიოდების მოდელირებით შეგვიძლია მეტი გავიგოთ ადამიანის აფრიკაში მიგრაციის შესახებ. ახლა უკეთესად შეგვიძლია ადამიანთა გავრცელების მოდელირება და აფრიკაში ჩვენი გვარის ევოლუციის შესწავლა“, - ამბობს ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერი მიკა ტალავაარა.