პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კიდევ კარგი, გამაფრთხილეს, რომ დაჭერას მიპირებდნენ და თავს ვუშველე“ - რას ჰყვება გოგი წულაია საფრანგეთში ცხოვრებაზე
"კიდევ კარგი, გამაფრთხილეს, რომ დაჭერას მიპირებდნენ და თავს ვუშველე“ - რას ჰყვება გოგი წულაია საფრანგეთში ცხოვრებაზე

ქუ­თა­ი­სელ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ პო­ლი­ტი­კოს გოგი წუ­ლა­ი­ას ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რი იც­ნობს, ახ­სოვთ მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იუ­მო­რი, ფრა­ზე­ბი პო­ლი­ტი­კა­ზე, მათ შო­რის "დრო­შა ვერ და­კი­დენ!", რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და. ბა­ტო­ნი გოგი ამ­ჟა­მად სტრას­ბურ­გში იმ­ყო­ფე­ბა და საფ­რან­გეთ­ში პო­ლი­ტი­კურ თავ­შე­სა­ფარს ითხოვს, რის გა­მოც სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, პო­ლი­ტი­კო­სი ნაც­ნობ ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ბრალ­დე­ბა ორი მუხ­ლით ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი, სა­ი­და­ნაც ერთ-ერ­თში გა­მარ­თლდა და ცი­ხი­დან გი­რა­ოს სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლდა. თუმ­ცა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­უქ­მა და გოგი წუ­ლა­ი­ას 4-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ჩვენ პო­ლი­ტი­კოსს სტრას­ბურ­გში და­ვუ­კავ­შირ­დით:

- ბა­ტო­ნო გოგი, მო­გე­სალ­მე­ბით. ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­აკ­ლდა თქვე­ნი ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­მოთ­ქმე­ბი და იუ­მო­რი. სა­წყე­ნია, რომ ცნო­ბი­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლამ მო­გი­წი­ათ.

- წას­ვლამ კი არ მო­მი­წია, სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით გა­მო­მაგ­დენ და ამი­ტომ ვარ სტრას­ბურ­გში. რაც კარ­გიც არის, ვფიქ­რობ, აქე­დან უფრო მეტს გა­ვა­კე­თებ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. დაბ­რუ­ნე­ბას არ ვა­პი­რებ, სა­ნამ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია არ შე­იც­ვლე­ბა. ისე, კი­დევ კარ­გი, გა­მო­ვას­წა­რი. რაც პა­ტი­ო­სა­ნი მო­სა­მარ­თლის, ლია ორ­კო­დაშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მან გა­მო­ი­ტა­ნა გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი, თო­რემ მე­ო­რე მო­სა­მარ­თლე ისე მი­ყუ­რებ­და, რო­გორც მა­მის მკვლელს. მარ­თა­ლია, ქალ­ბა­ტო­ნი ლიას ეს გა­ნა­ჩე­ნი მერე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბით შეც­ვა­ლა და ქალ­ბა­ტო­ნი ლია პენ­სი­ა­ზე გა­უშ­ვეს, თუმ­ცა ყვე­ლამ ვი­ცით, ეს რა­ტომ ხდე­ბა, სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ერთი კა­ცის ხელ­შია, სულ ასე იქ­ნე­ბა. კი­დევ კარ­გი, გა­მაფრ­თხი­ლეს, რომ და­ჭე­რას მი­პი­რებ­დნენ და თავს ვუშ­ვე­ლე. ასე აგიხ­დეთ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი.

- სარ­ჩე­ლი რა­ტომ შე­ი­ტა­ნეთ საფ­რან­გე­თის სა­სა­მარ­თლო­ში?

- ეს ქვე­ყა­ნა თავ­შე­სა­ფარს ად­ვი­ლად არ იძ­ლე­ვა. მე მი­თხრეს, თქვე­ნი ქვე­ყა­ნა უსაფრ­თხოა, წადი და იქ სა­სა­მარ­თლო სა­მარ­თლი­ა­ნად გა­გა­სა­მარ­თლებ­სო. ეს იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყველ­გან ტყუ­ის. იმე­დია, და­ვამ­ტკი­ცებ, რა "სა­მარ­თლი­ა­ნი" ქვეყ­ნი­და­ნაც ვარ და პო­ლი­ტი­კურ თავ­შე­სა­ფარს მი­ვი­ღებ.

ემიგ­რა­ცია ძნე­ლია ჩემ­ნა­ი­რი კა­ცის­თვის, ვინც ენა არ იცის, მაგ­რამ ჩემს აქ ყოფ­ნას მარ­თლა აქვს კარ­გი მხა­რე: ჯერ ერთი, აქე­დან უფრო ბევ­რს გა­ვა­კე­თებ, მე­ო­რეც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სულ იმა­ზე ვყვი­რო­დი, არ­ჩევ­ნე­ბი გა­მი­ყალ­ბეს-მეთ­ქი. ასეც იყო, მაგ­რამ სულ ერთი და იგი­ვე რო­გორ უნდა იყ­ვი­რო! გარ­და ამი­სა, თა­ვად გავ­ხდი და­სა­ცა­ვი, როცა ხალ­ხი თა­ვის და­სა­ცა­ვად მირ­ჩევ­და. ამი­ტომ მირ­ჩევ­ნია ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პი და­ვი­წყო.

- ამ­წუ­თას რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა თქვე­ნი თვალ­თა­ხედ­ვით სა­ქარ­თვე­ლო?

- უშ­ვე­ლებ­ლად, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი ერთი კა­ცის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სურ­ვილ­ზეა. ამას არ ეშ­ვე­ლე­ბა არა­ფე­რი, სა­ნამ უკ­რა­ი­ნა ომს არ მო­ი­გებს. თუ არა­და, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­მოც­ვივ­დე­ბა, ოღონდ უკ­რა­ი­ნა რომ მო­ი­გებს, მა­გა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ.

საფ­რან­გეთ­ში ქალრ­თვე­ლე­ბი კორ­პუ­სებ­ში იყუ­რე­ბი­ენ, კი­სერ­წაგ­რძე­ლე­ბუ­ლე­ბი, რო­მე­ლი­მე ფან­ჯრი­დან სი­ნათ­ლე გა­მო­დის თუ არაო. მერე ბნელ ბი­ნას შე­ტე­ხენ და შე­იჭ­რე­ბი­ან. აქა­ნე ბევ­რი ამის­თა­ნა ბი­ნაა და მათ შე­ტე­ხი­ლებს უძა­ხი­ენ. შარ­შან 9-სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სი ჰქონ­დათ შე­ტე­ხი­ლი. იქ სა­ხელ­მწი­ფომ წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი აცხოვ­რა და მერე სხვა­გან გა­დიყ­ვა­ნენ. არც დე­ნის ფულს არ იხ­დიდ­ნენ და არც არაფ­რი­სას. წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დდდ
11

ძალიანაც ნუ გააჯაზებ, ვერან, ექსტრადიციას არ გამოჰკრა ხელი...

ვახტანგი -71
7

მასხარა!

მოჩვენებითი სიცილი!

იცინის ისე თითქოსდა ბედნიერებისაგან მოწესრიგებული ჰქონდეს ცხოვრება!

ავტორი:

"კიდევ კარგი, გამაფრთხილეს, რომ დაჭერას მიპირებდნენ და თავს ვუშველე“ - რას ჰყვება გოგი წულაია საფრანგეთში ცხოვრებაზე

"კიდევ კარგი, გამაფრთხილეს, რომ დაჭერას მიპირებდნენ და თავს ვუშველე“ - რას ჰყვება გოგი წულაია საფრანგეთში ცხოვრებაზე

ქუთაისელ ოპოზიციონერ პოლიტიკოს გოგი წულაიას ჩვენს საზოგადოებაში ბევრი იცნობს, ახსოვთ მისი განსაკუთრებული იუმორი, ფრაზები პოლიტიკაზე, მათ შორის "დროშა ვერ დაკიდენ!", რომელიც ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა. ბატონი გოგი ამჟამად სტრასბურგში იმყოფება და საფრანგეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, რის გამოც სასამართლოს უკვე მიმართა.

როგორც ცნობილია, პოლიტიკოსი ნაცნობ ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ბრალდება ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი, საიდანაც ერთ-ერთში გამართლდა და ციხიდან გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. თუმცა სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და გოგი წულაიას 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ჩვენ პოლიტიკოსს სტრასბურგში დავუკავშირდით:

- ბატონო გოგი, მოგესალმებით. ქართველ საზოგადოებას დააკლდა თქვენი ორიგინალური გამოთქმები და იუმორი. საწყენია, რომ ცნობილი მიზეზების გამო საქართველოდან წასვლამ მოგიწიათ.

- წასვლამ კი არ მომიწია, სინამდვილეში საქართველოდან პოლიტიკური მოტივით გამომაგდენ და ამიტომ ვარ სტრასბურგში. რაც კარგიც არის, ვფიქრობ, აქედან უფრო მეტს გავაკეთებ საქართველოსთვის. დაბრუნებას არ ვაპირებ, სანამ პოლიტიკური სიტუაცია არ შეიცვლება. ისე, კიდევ კარგი, გამოვასწარი. რაც პატიოსანი მოსამართლის, ლია ორკოდაშვილის დამსახურებაა. მან გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, თორემ მეორე მოსამართლე ისე მიყურებდა, როგორც მამის მკვლელს. მართალია, ქალბატონი ლიას ეს განაჩენი მერე სააპელაციო სასამართლომ პატიმრობით შეცვალა და ქალბატონი ლია პენსიაზე გაუშვეს, თუმცა ყველამ ვიცით, ეს რატომ ხდება, სანამ ხელისუფლება ერთი კაცის ხელშია, სულ ასე იქნება. კიდევ კარგი, გამაფრთხილეს, რომ დაჭერას მიპირებდნენ და თავს ვუშველე. ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი.

- სარჩელი რატომ შეიტანეთ საფრანგეთის სასამართლოში?

- ეს ქვეყანა თავშესაფარს ადვილად არ იძლევა. მე მითხრეს, თქვენი ქვეყანა უსაფრთხოა, წადი და იქ სასამართლო სამართლიანად გაგასამართლებსო. ეს იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველგან ტყუის. იმედია, დავამტკიცებ, რა "სამართლიანი" ქვეყნიდანაც ვარ და პოლიტიკურ თავშესაფარს მივიღებ.

ემიგრაცია ძნელია ჩემნაირი კაცისთვის, ვინც ენა არ იცის, მაგრამ ჩემს აქ ყოფნას მართლა აქვს კარგი მხარე: ჯერ ერთი, აქედან უფრო ბევრს გავაკეთებ, მეორეც საქართველოში ყველა არჩევნების შემდეგ სულ იმაზე ვყვიროდი, არჩევნები გამიყალბეს-მეთქი. ასეც იყო, მაგრამ სულ ერთი და იგივე როგორ უნდა იყვირო! გარდა ამისა, თავად გავხდი დასაცავი, როცა ხალხი თავის დასაცავად მირჩევდა. ამიტომ მირჩევნია ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყო.

- ამწუთას როგორ გამოიყურება თქვენი თვალთახედვით საქართველო?

- უშველებლად, რადგან ყველაფერი ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის სურვილზეა. ამას არ ეშველება არაფერი, სანამ უკრაინა ომს არ მოიგებს. თუ არადა, მთელი საქართველო ემიგრაციაში გამოცვივდება, ოღონდ უკრაინა რომ მოიგებს, მაგაში დარწმუნებული ვარ.

საფრანგეთში ქალრთველები კორპუსებში იყურებიენ, კისერწაგრძელებულები, რომელიმე ფანჯრიდან სინათლე გამოდის თუ არაო. მერე ბნელ ბინას შეტეხენ და შეიჭრებიან. აქანე ბევრი ამისთანა ბინაა და მათ შეტეხილებს უძახიენ. შარშან 9-სართულიანი კორპუსი ჰქონდათ შეტეხილი. იქ სახელმწიფომ წელიწად-ნახევარი აცხოვრა და მერე სხვაგან გადიყვანენ. არც დენის ფულს არ იხდიდნენ და არც არაფრისას. წაიკითხეთ ვრცლად