"მაკრატელი ყველასთვისაა, ვიწყებთ“, - ამბობს სუზანა რეინჰარტი, ახალგაზრდები და ზრდასრულები იღებენ სათლებს, ვაზის რიგებს შორის იშლებიან და მუშაობა იწყება. ყველა მათგანი საქველმოქმედო კავშირის, "თემის" წევრია.
შვეიცარიელი სპეციალური მასწავლებელი, სუზანა რეინჰარტი პროექტს უკვე 26 წელია მხარს უჭერს. როდესაც ამ საქმეში ჩაერთო 40 წლის იყო. ეძებდა პროექტს, რომლის განვითარებაშიც წვლილს შეიტანდა.
"ვეძებდი პროექტს. რომლის განვითარებაც ჩემს დახმარებაზე იქნებოდა დამოკიდებული", - ამბობს და მწიფე ყურძენს კრეფს. იმ პერიოდში "თემს" სულ რამდენიმე წევრი ჰყავდა. დღეს კი აქ 70 ადამიანი ცხოვრობს. აქ არიან ადამიანები, რომლებიც ოჯახებმა უარყვეს, მარტოხელა დედები შვილებით, ოჯახისგან უარყოფილი შშმ პირები და მარტოსული ადამიანები.
სუზანა რეინჰარტი ასწავლიდა მათ, თუმცა თვითონაც ისწავლა ქართული ენა და დამწერლობა.
"მავსებს ის, რომ შემიძლია ადამიანების გზამკვლევი ვიყო განვითარებაში", - ამბობს ის
სამი საათის შემდეგ, უკვე ყველა ყურძენი დაკრეფილია. "თემის" წევრები გრემში ავტობუსით ბრუნდებიან. ისინი, ვინც ვერ შეძლო რთველში მონაწილეობის მიღება სახლის წინ არიან შეკრებილები. აქ ყველა თანაბრად მუშაობს, თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით.
პურს თითქმის ყოველ დღე აცხობენ, მარანი ამჟამად დაკავებულია, სტუმრები ღვინის დეგუსტაციას მართავენ. სუფრაზე დევს მათ მიერ მომზადებული პროდუქტები, როგორებიცაა ყურძნის წვენი, პური და ჯემი. პროდუქტების გაყიდვა წლიური ბიუჯეტის ნაწილს ფარავს, ძირითად ნაწილს კი სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაციები და კერძო პირები ფარავენ.
"პროექტის დაფინანსება ყველაზე დიდი გამოწვევაა", - ამბობს სუზანა რაინჰარტი. ძირითადი სახლი, სადაც სამზარეულო და სასადილო ოთახია განთავსებული, საჭიროებს განახლებას და რემონტს, მაგრამ მხოლოდ მცირე ინვესტიციების განხორციელებაა შესაძლებელი.
სუზანა რეინჰარტისთვის ეს საზოგადოება ოჯახს ნიშნავს. ცდილობს, ყველა სიტუაციაში მხარი დაუჭიროს "თემის" წევრებს. სხვა საქმეების პარალელურად, ის ასწავლის ბავშვებს, რომლებსაც არ შეუძლიათ საჯარო სკოლაში სიარული. ყოველი წლის ოქტომბერში ექვსი თვით გერმანიაში ბრუნდება შემოწირულობების შესაგროვებლად. მალე პენსიაზე გადის, მაგრამ ჯერ არ იცის რას გააკეთებს. იცის მხოლოდ ის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში,საქრთველოში დაბრუნდება.
საოცარია , ასეთი თემის შეასხებ არ გამიგია დღემდე არაფერი, არადა რამდენ სისულელეს აქვეყნებენ.
არ დაბლოკოთ!
ესაა დასავლურ - ევროპული აზროვნება! იქ მასაა ასეთი. სულ თავიდან ჩვენებს უკვირდათ, დასავლეთში ძალიან გულუბრყვილო, იოლი გასაცურებელი ხალხიაო, რადგან ბევრი რაც ჩვენთან ხდება, იმათთვის დიდი გადახრაა, ან ჩასულები აკეთებენ, ან ავადმყოფურ-მანიაკალურად ფასდება ასეთი რამეები... სამაგიეროდ, "საშენოდ-საჩემო", ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი და ფარისევლობა, ისეთი ვიცით, გაგიხარიათ!