უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ნინო ქათამაძე "პრინცესა ოლგას ორდენით" დააჯილდოვა. შესაბამისი განკარგულება უკრაინის ლიდერის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ამბავს საქართველოში უკრაინის საელჩო Facebook-ის საშუალებით გამოეხმაურა: "სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და უკრაინის სახელმწიფოს მსოფლიოში პოპულარიზაციისთვის, ქალბატონი ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას ორდენით დაჯილდოვდა."
ორდენი 1997 წელს დაარსდა. ის პრინცესა ოლგას სახელს ატარებს, რომელიც კიევის რუსეთს 945-960 წლებში მართავდა და პირველი მმართველი იყო, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო. როგორც წესი, უკრაინაში ქალებს სამოქალაქო, სახელმწიფო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საქმიანობის სხვა სფეროებში მიღწეული წარმატებებისთვის გადასცემენ ამ ორდენს.
ქართველი ვარსკვლავი უკრაინაში ომის დაწყების გამო უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს და უკრაინელ ლტოლვილთა დასახმარებლად ფონდიც შექმნა. აგრეთვე, მომღერალი ხშირად სტუმრობს კიევს და იქ საქველმოქმედო კონცერტებსაც მართავს.
წყარო: ekhokavkaza.
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
ალბათ, ქათამაძემ ითამაშა გადამწყვეტი როლი უკრაინის ელჩის საქართველოში და ჩვენი ელჩის უკრაინაში დაბრუნების საქმეში, აღადგინა მეგობრობა და სიყვარული უკრაინისა და საქართველოს მმართველ ძალებს შორის და ამიტომაც მიიღო დამსახურებული ჯილდო უკრაინელებისგან. ჯერი ქართველებზეა, იმედია ჩვენი ხელმძღვანელობაც ღირსეულად დააფასებს ქ-ნი ნინოს მუხლჩაუხრელ შრომას ორ ქვეყანას შორის დამეგობრებისა და კეთილგანწყობილი ურთიერთობის მიღწევის საქმეში.
პოლიტიკოსი და ვინმეს დამცველი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, ასე დამამცირებლად როგორ მოიხსენიებთ სხვებისთვის მნიშვნელოვან ადამიანს. როგორც მახსოვს , მისმა უწმინდესობა პატრიარქმა ქ-ნ მაია პლისეცკაიას თამარ მეფის ჯვრის ასლი გადასცა . რუსები უნდა გადაბჟირებულიყვნენ? ზოგადად უფრო კეთილგანწყობილი სამოქალაქო საზოგადოება რომ გვყავდეს, ასე მგონია, ჩვენი საქმეც უკეთესად იქნება. თითქოს მიზეზს ეძებთ, რომ ვინმე გალანძღოთ. თან, თქვენს თსნამემამულეს და ნამდვილად კარგ მომღერალსაც შეურაცხყოფთ ამით