მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად გაქრა ქართველი ახალგაზრდა? - ნეაპოლში ოჯახი 29 წლის ვანიკო ღარიბაშვილს ეძებს: "მიშველეთ, დამეხმარეთ, იქნებ ცოცხალი და უვნებელი ვიპოვო ჩემი ვანიკო"
სად გაქრა ქართველი ახალგაზრდა? - ნეაპოლში ოჯახი 29 წლის ვანიკო ღარიბაშვილს ეძებს: "მიშველეთ, დამეხმარეთ, იქნებ ცოცხალი და უვნებელი ვიპოვო ჩემი ვანიკო"

მე5 დღეა, რაც იტა­ლი­ის ქა­ლაქ ნე­ა­პოლ­ში ქარ­თველ მა­მა­კაცს ეძე­ბენ. 29 წლის ვა­ნი­კო ღა­რი­ბაშ­ვი­ლის კვა­ლი შა­ბათ შუ­ა­დღის შემ­დეგ იკარ­გე­ბა. ის ნე­ა­პოლ­ში მე-6 წე­ლია ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. ambebi.ge ვა­ნი­კოს მე­უღ­ლეს ფიქ­რია გო­გა­ტიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც სამ შვილ­თან ერ­თად ეძებს მე­უღ­ლეს და დახ­მა­რე­ბას ითხოვს.

"ვა­ნი­კოს მო­ლო­დინ­ში ვარ, ვუძ­ლებ... აბ­სო­ლუ­ტუ­რად, არა­ფე­რია ახა­ლი. გუ­შინ ცენ­ტრა­ლურ მორ­გში წა­ვე­დი, რად­გან ჩემს მე­უღ­ლეს არ ჰქონ­და პას­პორ­ტი, ვი­ფიქ­რე, იქ ხომ არ იყო. ქა­ლაქ­ში უსაფრ­თხო გა­რე­მო არ არის, საკ­მა­ოდ სა­ში­შია თან ატა­რო სა­ბუ­თე­ბი, იპა­რა­ვენ ტე­ლე­ფო­ნებს, ჩან­თებს მხარ­ზე აჭ­რი­ან... გახ­ში­რე­ბუ­ლი ქურ­დო­ბის ფონ­ზე, პო­ლი­ცი­ის რე­ი­დე­ბიც ხში­რია - ყვე­ლას აჩე­რე­ბენ, ჩხრე­კენ, ამოწ­მე­ბენ, თან პას­პორ­ტი თუ არა, მისი ასლი მა­ინც უნდა გქონ­დეს. ქარ­თვე­ლე­ბის­თვის სა­ბუ­თე­ბის გა­კე­თე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი გახ­და, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ბევ­რი ქურ­დო­ბა ხდე­ბა. ადრე ვა­ნი­კოც გა­ქურ­დეს, ჩან­თა წა­არ­თვეს და მას მერე ტე­ლე­ფონ­საც აღარ ატა­რებ­და, ზე­პი­რად კი არა­ვის ნო­მე­რი არ იცის, ჩე­მიც კი.

ვა­ნი­კო ნე­ა­პოლ­თან ახ­ლოს, პო­მი­ლი­ა­ნო დარ­კო­ში მუ­შა­ობ­და მო­ხუ­ცის მომ­ვლე­ლად, ორ­შა­ბა­თი­დან შა­ბათ შუ­ა­დღის ჩათ­ვლით იქ იყო, სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ თა­ვი­სი სე­ნი­ო­რა აცი­ლებ­და ნე­ა­პოლ­ში, რო­მე­ლიც 40 წუ­თის სა­ვალ­ზეა. იმ დღე­საც ასე მოხ­და. ვა­ნი­კოს სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვლა უნ­დო­და და მისი შემ­ცვლე­ლიც მოვ­ძებ­ნეთ. ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­მუ­შაო ჰქონ­და, 24 სა­ა­თი არ ეძი­ნა, პარ­კინ­სო­ნი­ან ბაბუaს უვ­ლი­და, რო­მე­ლიც სულ გვერ­დში ყოფ­ნას თხოვ­და. ამ უძი­ლო­ბამ მას­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და და ამი­ტომ აპი­რებ­და წა­მოს­ვლას. როცა იმ ოჯა­ხი­დან გა­მო­ვი­და, ვა­ნი­კომ მისი შემ­ცვლე­ლი ნახა, მერე ჩემს მე­გო­ბარ­თან შე­ი­ა­რა სახ­ლში. ვი­ნა­ი­დან ტე­ლე­ფო­ნი არ ჰქონ­და, მე­გო­ბარს ვთხო­ვე, და­ა­რე­კი­ნე ჩემ­თან-თქო. ვი­ცო­დი, ვა­ნი­კოს ხელ­ფა­სის ნა­წი­ლი უნდა მო­ე­ტა­ნა და შევ­თან­ხმდით, ერ­თმა­ნეთს ბა­ზარ­თან შევ­ხვედ­რო­დით (9 თვის ბავ­შვი გვყავს, პამ­პერ­სე­ბი და ოჯა­ხის­თვის პრო­დუქ­ტი უნდა შეგ­ვე­ძი­ნა). მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, გა­მო­ვი­დაო, გზად ჩემი პირ­ვე­ლი შვი­ლი - ლე­ვა­ნი უნა­ხავს და მის­თვი­საც უთ­ქვამს, დე­და­შენს უნდა შევ­ხვდე ბა­ზარ­შიო. დათ­ქმულ ად­გი­ლას მი­ვე­დი და ვა­ნი­კო ვერ­სად ვნა­ხე, რამ­დენ­ჯერ­მე ავი­არ-ჩა­ვი­ა­რე ბა­ზარ­თან... აქე­დან იკარ­გე­ბა მისი კვა­ლი, მას შემ­დეგ გა­უ­ჩი­ნარ­და.

ვა­ნი­კო უკონ­ფლიქ­ტო ადა­მი­ა­ნია, ნარ­კო­ტიკს არ ეკა­რე­ბა, ხში­რად არ სვამს, არც კრი­მი­ნა­ლია და ქა­ლის ამ­ბა­ვიც გა­მო­რი­ცხუ­ლია. ის ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი მე­უღ­ლე და მა­მაა, გიჟ­დე­ბა ბავ­შვებ­ზე, მათ მოვ­ლა-აღ­ზრდა­ში ძა­ლი­ან მი­წყობს ხელს. ზო­გა­დად, მშვი­დი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ უძი­ლო­ბამ, ნერ­ვი­უ­ლო­ბამ ბოლო დროს გა­და­ღა­ლა და გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. სე­ნი­ო­რას არ უნ­დო­და მისი გა­მოშ­ვე­ბა, ძა­ლი­ან უყ­ვართ იმ ოჯახ­ში. არ ვიცი, რა ვი­ფიქ­რო და რა მო­ვი­მოქ­მე­დო.

პო­ლი­ცია არა­ფერს მე­უბ­ნე­ბა, მგო­ნია, არა­ვინ არა­ფერს აკე­თებს და ამა­ზე ვხდე­ბი ცუ­დად. გუ­შინ­წინ გა­ვა­კე­თე გა­ნა­ცხა­დი და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი მა­ინც არ ჰქონ­დეთ ამო­ღე­ბუ­ლი? სამი შვი­ლით დავ­დი­ვარ ყველ­გან, გუ­შინ კა­რა­ბი­ნე­რე­ბის ორ ოფის­ში ვი­ყა­ვი. მე უნდა დავ­დი­ო­დე, თუ პო­ლი­ცია? ჟურ­ნა­ლის­ტთა კორ­პუ­სი მეტს ცდი­ლობს, ისი­ნი უფრო ეძე­ბენ, ვიდ­რე პო­ლი­ცია.

6 წელი ხდე­ბა, რაც ნე­ა­პოლ­ში ვცხოვ­რობთ, აქამ­დე პრობ­ლე­მა არ გვქო­ნია, ბევ­რი იტა­ლი­ე­ლი მე­გო­ბა­რი გყვავს, ქარ­თვე­ლე­ბიც, ისი­ნი მეხ­მა­რე­ბი­ან და გვერ­დში მიდ­გა­ნან. აქაა ვა­ნი­კოს დე­ი­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ერთი წუ­თით არ მტო­ვებს. ქარ­თველ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა იტა­ლი­ა­ში - ნინა მა­მუ­კა­ძე-სორ­დი­ნიმ კონ­სულ­თან გა­და­მა­მი­სა­მარ­თა, არც ვიცი, რამ­დენ­ჯერ დავ­რე­კე, მაგ­რამ არა­ვინ მცემს პა­სუხს. თუ კი არა­ვინ და­მეხ­მა­რა, რის­თვის არის პო­ლი­ცია და სა­კონ­სუ­ლო? ნი­ნას და მაკა ხა­ჩოშ­ვი­ლის (თარ­ჯი­მა­ნი) იმე­დი უფრო მაქვს, სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის, მათ მი­მართ მად­ლი­ე­რე­ბა რომ გა­მოვ­ხა­ტო. ესე­ნი რომ არა, რა მეშ­ვე­ლე­ბო­და. ყვე­ლას ვთხოვ დახ­მა­რე­ბას, იქ­ნებ ცო­ცხა­ლი და უვ­ნე­ბე­ლი ვი­პო­ვო ჩემი ვა­ნი­კო..

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
----
9

რაც არის ევროპაში, ყოვლად უმოქმედო, უმაქნისი და უუნარო პოლიცია, ისეთივე გახადეს ჩვენიც, ესაა "ევროპული სტანდარტები", პოლიციაში მარტო უნდა განაცხადო, მერე შენ თვითონ უნდა გამოიძიო საქმე თორემ არაფრის მაქნისები არ არიან

კომბლეს
28

სად გაფრინდა? პენსილვანიის უნივერსიტეტში ვერ გაფრინდებოდა სადაც ერთი კურსი 90000 დოლარი ღირს,მაგის საშუალება არ ექნებოდა.ვერც პარიზის მოდის კვირეულზე გაფრინდებოდა და ვერც შვეიცარიის ალპებში გადაუხდიდა ცოლს დაბადების დღეს.სახუმარო და საღლაბუცოა ეს ამბავი????????

ავტორი:

სად გაქრა ქართველი ახალგაზრდა? - ნეაპოლში ოჯახი 29 წლის ვანიკო ღარიბაშვილს ეძებს: "მიშველეთ, დამეხმარეთ, იქნებ ცოცხალი და უვნებელი ვიპოვო ჩემი ვანიკო"

სად გაქრა ქართველი ახალგაზრდა? - ნეაპოლში ოჯახი 29 წლის ვანიკო ღარიბაშვილს ეძებს: "მიშველეთ, დამეხმარეთ, იქნებ ცოცხალი და უვნებელი ვიპოვო ჩემი ვანიკო"

მე5 დღეა, რაც იტალიის ქალაქ ნეაპოლში ქართველ მამაკაცს ეძებენ. 29 წლის ვანიკო ღარიბაშვილის კვალი შაბათ შუადღის შემდეგ იკარგება. ის ნეაპოლში მე-6 წელია ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ambebi.ge ვანიკოს მეუღლეს ფიქრია გოგატიშვილს დაუკავშირდა, რომელიც სამ შვილთან ერთად ეძებს მეუღლეს და დახმარებას ითხოვს.

"ვანიკოს მოლოდინში ვარ, ვუძლებ... აბსოლუტურად, არაფერია ახალი. გუშინ ცენტრალურ მორგში წავედი, რადგან ჩემს მეუღლეს არ ჰქონდა პასპორტი, ვიფიქრე, იქ ხომ არ იყო. ქალაქში უსაფრთხო გარემო არ არის, საკმაოდ საშიშია თან ატარო საბუთები, იპარავენ ტელეფონებს, ჩანთებს მხარზე აჭრიან... გახშირებული ქურდობის ფონზე, პოლიციის რეიდებიც ხშირია - ყველას აჩერებენ, ჩხრეკენ, ამოწმებენ, თან პასპორტი თუ არა, მისი ასლი მაინც უნდა გქონდეს. ქართველებისთვის საბუთების გაკეთება ძალიან რთული გახდა, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ქურდობა ხდება. ადრე ვანიკოც გაქურდეს, ჩანთა წაართვეს და მას მერე ტელეფონსაც აღარ ატარებდა, ზეპირად კი არავის ნომერი არ იცის, ჩემიც კი.

ვანიკო ნეაპოლთან ახლოს, პომილიანო დარკოში მუშაობდა მოხუცის მომვლელად, ორშაბათიდან შაბათ შუადღის ჩათვლით იქ იყო, სამსახურის შემდეგ თავისი სენიორა აცილებდა ნეაპოლში, რომელიც 40 წუთის სავალზეა. იმ დღესაც ასე მოხდა. ვანიკოს სამსახურიდან წამოსვლა უნდოდა და მისი შემცვლელიც მოვძებნეთ. ძალიან რთული სამუშაო ჰქონდა, 24 საათი არ ეძინა, პარკინსონიან ბაბუaს უვლიდა, რომელიც სულ გვერდში ყოფნას თხოვდა. ამ უძილობამ მასზე ძალიან იმოქმედა და ამიტომ აპირებდა წამოსვლას. როცა იმ ოჯახიდან გამოვიდა, ვანიკომ მისი შემცვლელი ნახა, მერე ჩემს მეგობართან შეიარა სახლში. ვინაიდან ტელეფონი არ ჰქონდა, მეგობარს ვთხოვე, დაარეკინე ჩემთან-თქო. ვიცოდი, ვანიკოს ხელფასის ნაწილი უნდა მოეტანა და შევთანხმდით, ერთმანეთს ბაზართან შევხვედროდით (9 თვის ბავშვი გვყავს, პამპერსები და ოჯახისთვის პროდუქტი უნდა შეგვეძინა). მეგობარმა მითხრა, გამოვიდაო, გზად ჩემი პირველი შვილი - ლევანი უნახავს და მისთვისაც უთქვამს, დედაშენს უნდა შევხვდე ბაზარშიო. დათქმულ ადგილას მივედი და ვანიკო ვერსად ვნახე, რამდენჯერმე ავიარ-ჩავიარე ბაზართან... აქედან იკარგება მისი კვალი, მას შემდეგ გაუჩინარდა.

ვანიკო უკონფლიქტო ადამიანია, ნარკოტიკს არ ეკარება, ხშირად არ სვამს, არც კრიმინალია და ქალის ამბავიც გამორიცხულია. ის ძალიან მზრუნველი მეუღლე და მამაა, გიჟდება ბავშვებზე, მათ მოვლა-აღზრდაში ძალიან მიწყობს ხელს. ზოგადად, მშვიდი ადამიანია, მაგრამ უძილობამ, ნერვიულობამ ბოლო დროს გადაღალა და გააღიზიანა. სენიორას არ უნდოდა მისი გამოშვება, ძალიან უყვართ იმ ოჯახში. არ ვიცი, რა ვიფიქრო და რა მოვიმოქმედო.

პოლიცია არაფერს მეუბნება, მგონია, არავინ არაფერს აკეთებს და ამაზე ვხდები ცუდად. გუშინწინ გავაკეთე განაცხადი და როგორ შეიძლება, კამერის ჩანაწერები მაინც არ ჰქონდეთ ამოღებული? სამი შვილით დავდივარ ყველგან, გუშინ კარაბინერების ორ ოფისში ვიყავი. მე უნდა დავდიოდე, თუ პოლიცია? ჟურნალისტთა კორპუსი მეტს ცდილობს, ისინი უფრო ეძებენ, ვიდრე პოლიცია.

6 წელი ხდება, რაც ნეაპოლში ვცხოვრობთ, აქამდე პრობლემა არ გვქონია, ბევრი იტალიელი მეგობარი გყვავს, ქართველებიც, ისინი მეხმარებიან და გვერდში მიდგანან. აქაა ვანიკოს დეიდაშვილი, რომელიც ერთი წუთით არ მტოვებს. ქართველმა ჟურნალისტმა იტალიაში - ნინა მამუკაძე-სორდინიმ კონსულთან გადამამისამართა, არც ვიცი, რამდენჯერ დავრეკე, მაგრამ არავინ მცემს პასუხს. თუ კი არავინ დამეხმარა, რისთვის არის პოლიცია და საკონსულო? ნინას და მაკა ხაჩოშვილის (თარჯიმანი) იმედი უფრო მაქვს, სიტყვები არ მყოფნის, მათ მიმართ მადლიერება რომ გამოვხატო. ესენი რომ არა, რა მეშველებოდა. ყველას ვთხოვ დახმარებას, იქნებ ცოცხალი და უვნებელი ვიპოვო ჩემი ვანიკო..