სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 ოქტომბერს, ქართული ღვინის ფესტივალზე მსურველებს პროფესიონალი სომელიეს მასტერკლასზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ
7 ოქტომბერს, ქართული ღვინის ფესტივალზე მსურველებს პროფესიონალი სომელიეს მასტერკლასზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ

7 ოქ­ტომ­ბერს ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს თბი­ლის­ში, სი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე ნამ­დვი­ლი დღე­სას­წა­უ­ლი ელო­დე­ბათ: "ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი" მათ უკვე მე­ხუ­თედ უმას­პინ­ძლებს და ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და კულ­ტუ­რის სა­გან­ძურს გა­აც­ნობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რის ნამ­დვი­ლი დღე­სას­წა­უ­ლია, რო­მე­ლიც რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვებს, ისე ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­საც­ნო­ბად ჩა­მო­სულ ტუ­რის­ტებს აერ­თი­ა­ნებს. ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, და­ა­გე­მოვ­ნონ და შე­ი­ძი­ნონ ქარ­თუ­ლი ღვი­ნო, ყვე­ლი, პური, ჩირი, ჩურ­ჩხე­ლა, თაფ­ლი, ხილი და სხვა პრო­დუქ­ტე­ბი. ასე­ვე, მო­ის­მი­ნონ რო­გორც ფოლკ­ლო­რუ­ლი, ასე­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კა და ჩა­ერ­თონ სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა­ში. მათ შო­რის არის შეხ­ვედ­რა სო­მე­ლი­ეს­თან, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მსურ­ვე­ლებს სო­მე­ლიე, WSET 3-ის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი, (წამ­ყვა­ნი გლო­ბა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ამ­ზა­დებს), ღვი­ნის ბლო­გე­რი თე­ო­ნა თო­ხა­ძე უმას­პინ­ძლებს და ჩა­უ­ტა­რებს მას­ტერკლასს სა­ხელ­წო­დე­ბით: "დე­გუს­ტა­ცი­ის ხე­ლოვ­ნე­ბა და ყნოს­ვის ტრე­ნინ­გი“.

თე­ო­ნა თო­ხა­ძე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სო­მე­ლი­ეა, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი რო­გორც სას­წავ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ისე ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში. ამ­ჟა­მად მას "კეტ­ტა­რი აკა­დე­მი­ა­ში“ ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის­თვის მიჰ­ყავს ღვი­ნის კურ­სი, რო­მელ­შიც აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა მსოფ­ლი­ოს ძი­რი­თა­დი მეღ­ვი­ნე­ო­ბის ქვეყ­ნებ­ზე. გარ­და ამი­სა, თე­ო­ნა უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის­თვი­საც ხში­რად ატა­რებს დე­გუს­ტა­ცი­ებს და ამ შემ­თხვე­ვა­ში პი­რი­ქით - უკვე უცხო­ე­ლებს აც­ნობს ქარ­თულ ღვი­ნოს. ასე­ვე, ის "ინ­სტაგ­რამ“ პლატ­ფორ­მა­ზე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ღვი­ნოს აფა­სებს და დიდი პო­პუ­ლა­რო­ბი­თაც სარ­გებ­ლობს.

და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს ფეს­ტი­ვა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, შეხ­ვდნენ პრო­ფე­სი­ო­ნალს და მეტი შე­ი­ტყონ ღვი­ნის შე­სა­ხებ.

რა ახალ უნა­რებს შეგვძენს მას­ტერკლა­სი სო­მე­ლი­ეს­გან და რა უნდა ვი­ცო­დეთ, სა­ნამ ფეს­ტი­ვალ­ზე ღვი­ნის ახა­ლი სა­ხე­ო­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნას და­ვი­წყებთ? ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს თე­ო­ნა თო­ხა­ძემ უამ­ბო.

- 7 ოქ­ტომ­ბერს, ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე მო­სულ სტუმ­რებს თქვენს მას­ტერკლას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ახალ უნა­რებს შე­ი­ძე­ნენ ისი­ნი?

"დე­გუს­ტა­ცი­ის ხე­ლოვ­ნე­ბა და ყნოს­ვის ტრე­ნინ­გი“ - ასე ეწო­დე­ბა ჩვენს მას­ტერკლასს, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 40 წუთი გაგ­რძელ­დე­ბა და ვი­სა­უბ­რებ იმ სტან­დარ­ტებ­სა და კრი­ტე­რი­უ­მებ­ზე, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მაქ­სი­მა­ლუ­რად ობი­ექ­ტუ­რად ვა­ფა­სებთ ღვი­ნოს. და­სას­რულს გვექ­ნე­ბა დრო, ჩვე­ნი ყნოს­ვა გა­ვა­ვარ­ჯი­შოთ. მას­ტერკლას­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა არო­მა­ტი, რო­მე­ლიც დაყ­ნოს­ვი­სას სწო­რად უნდა გა­მო­იც­ნონ მსმე­ნე­ლებ­მა, რაც სა­სარ­გებ­ლოს­თან ერ­თად, ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო პრო­ცე­სია.

ისი­ნი, ვინც ღვი­ნის სფე­როს წარ­მო­ვად­გენთ, მოყ­ვა­რუ­ლებს ხში­რად ვე­უბ­ნე­ბით, რომ ის ღვი­ნოა კარ­გი, რო­მე­ლიც მათ მოს­წონთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ბო­ლო­ოდ ასე­ცაა - ადა­მი­ანს რაც სი­ა­მოვ­ნებს ის უნდა მი­ირ­თვას, მა­ინც მგო­ნია რომ ცო­ტას ვკეკ­ლუ­ცობთ. ასე რომ არ იყოს, ამ­დე­ნი ღვი­ნის სა­მოყ­ვა­რუ­ლო და სა­დიპ­ლო­მო კურ­სი არ იარ­სე­ბებ­და და არც ღვი­ნის კრი­ტი­კო­სებ­სა თუ ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბებს მო­უს­მენ­და ვინ­მე.

ამი­ტო­მაც მგო­ნია, რომ რო­გორც ყვე­ლა ახალ სფე­როს­თან შე­ხე­ბი­სას, აქაც სჯობს თა­ვი­დან ამ საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნალს მო­ვუს­მი­ნოთ და სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ, უკვე ჩვენს ყნოს­ვას გავ­ყვეთ. ეს იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო და ამო­უ­წუ­რა­ვი პრო­ცე­სია, რომ სწავ­ლის და ძი­ე­ბის სურ­ვი­ლი მუდ­მი­ვად გრძელ­დე­ბა.

- რა რჩე­ვებს მის­ცემთ სტუმ­რებს ფეს­ტი­ვალ­ზე ღვი­ნის შერ­ჩე­ვის, შე­ძე­ნი­სა და მოხ­მა­რე­ბის კუ­თხით?

რად­გა­ნაც ფეს­ტი­ვალ­ზე ღვი­ნის ძა­ლი­ან დიდი არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა, თა­ვი­დან­ვე ასე­თი სტრა­ტე­გი­ით მოქ­მე­დე­ბა სჯობს: ვსინ­ჯავთ ჯერ მსუ­ბუქ სხე­უ­ლი­ან თეთ­რებს და ნელ-ნელა გა­დავ­დი­ვართ "მძი­მე­წო­ნი­ან“ თეთ­რებ­ზე. იმა­ვე პრინ­ცი­პით უნდა ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლოთ წი­თე­ლი ღვი­ნის შემ­თხვე­ვა­შიც. ნა­ხევ­რად მშრა­ლი, ტკბი­ლი ან სა­დე­სერ­ტო და შე­მაგ­რე­ბუ­ლი ღვი­ნის და­გე­მოვ­ნე­ბა კი სულ ბო­ლოს სჯობს.

  • გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რა შემ­თხვე­ვის­თვის არ­ჩევთ ღვი­ნოს:
  • თქვე­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის - ის რაც თქვენ მოგ­წონთ;
  • სტუმ­რებ­თან სა­დი­ლის­თვის - სა­დი­ლის ძი­რი­თა­დი კერ­ძის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით;
  • პიკ­ნი­კის­თვის - ჯერ კი­დევ რო­ზეს დროა, რა­ტო­მაც არა?
  • ეზო­ში ან აი­ვან­ზე, როცა პლედ­ში გახ­ვე­ულს სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ღა­მოს გა­ტა­რე­ბა გსურს - ამ შემ­თხვე­ვის­თვის სავ­სე სხე­უ­ლი­ა­ნი, ინ­ტენ­სი­უ­რი, კომ­პლექ­სუ­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით წი­თე­ლი ღვი­ნო გა­მო­გად­გე­ბა.

მოხ­მა­რე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ზო­მი­ე­რე­ბა არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, თუმ­ცა აქვე სი­ნატ­რა­საც მო­ვიშ­ვე­ლი­ებ: "მე­ცო­დე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ სვა­მენ, რად­გან ეს იმ სა­უ­კე­თე­სოს მაქ­სი­მუ­მია, რა­საც მთე­ლი დღე იგ­რძნო­ბენ“.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, რა როლს თა­მა­შობს ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი რო­გორც ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის, ისე სო­მე­ლი­ეს პრო­ფე­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით?

- დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც ამ­ხე­ლა გა­მო­ცო­ცხლე­ბა და პროგ­რე­სი გვაქვს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სო­მე­ლი­ეს პრო­ფე­სია უფრო და უფრო მეტ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს. სო­მე­ლიე არის შუ­ა­მა­ვა­ლი, მეღ­ვი­ნის და მომ­ხმა­რებ­ლის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი რგო­ლი, რო­მე­ლიც კარ­გად წა­რად­გენს, აც­ნობს, ურ­ჩევს და სთა­ვა­ზობს მომ­ხმა­რე­ბელს, მის გე­მოვ­ნე­ბა­ზე მორ­გე­ბულ ღვი­ნოს. მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ღვი­ნის კრი­ტი­კო­სე­ბი და მწერ­ლე­ბიც კი, მა­თი­ვე თქმით, რეს­ტო­რან­ში სა­დი­ლო­ბი­სას, ხში­რად სარ­გებ­ლო­ბენ სო­მე­ლი­ეს რჩე­ვე­ბით. რად­გან რეს­ტორ­ნის ღვი­ნის ბა­რათს ად­გენს სო­მე­ლიე და ის ასე­ვე კარ­გად იც­ნობს კერ­ძებს, მას შე­უძ­ლია სა­უ­კე­თე­სო შე­ხა­მე­ბა შეს­თა­ვა­ზოს სტუ­მარს.

2016 წელს, როცა სო­მე­ლი­ეს დიპ­ლო­მე­ბი ავი­ღეთ, სულ თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლელ რეს­ტო­რანს ჰყავ­და ან სურ­და სო­მე­ლი­ეს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახლა სხვა სუ­რა­თია, ვერ ნა­ხავთ თბი­ლის­ში "თავ­მოყ­ვა­რე“ რეს­ტო­რანს თუ ღვი­ნის მა­ღა­ზი­ას, თა­ვი­სი სო­მე­ლიე ან კა­ვის­ტი არ ჰყავ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ცოდ­ნის მი­ღე­ბას, მე პი­რა­დად "ხე­ცუ­რი­ა­ნის სო­მე­ლი­ეს და ღვი­ნის სკო­ლა“ მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. იშ­ვი­ა­თად შეხ­ვდე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბულ სო­მე­ლი­ე­სა და ამ სფე­რო­ში და­საქ­მე­ბულს, ვი­საც გავ­ლი­ლი არ აქვს ამ სკო­ლის კურ­სე­ბი ან WSET (Wine and Spirit Education trust). რამ­დე­ნა­დაც ვიცი, მათ საგ­რან­ტო და სა­შე­ღა­ვა­თო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბიც აქვთ.

ფეს­ტი­ვა­ლი იდე­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რის ად­გი­ლია ყვე­ლას­თვის. ასეთ ღო­ნის­ძი­ე­ბებს მეღ­ვი­ნე­ე­ბი/მარ­ნე­ბი, სო­მე­ლი­ე­ე­ბი თუ მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ერ­თნა­ი­რი ენ­თუ­ზი­აზ­მით ეს­წრე­ბი­ან. გარ­და კულ­ტუ­რულ-გა­სარ­თო­ბი კომ­პო­ნენ­ტი­სა, ეს ერ­თგვა­რი "აღ­მო­ჩე­ნე­ბის“ დრო­ცაა. ეს ის ად­გი­ლია, როცა ხში­რად შეხ­ვდე­ბით სი­ახ­ლე­ე­ბის მა­ძი­ე­ბელ სო­მე­ლი­ე­ებ­სა და ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს. მე პი­რა­დად მყავს რამ­დე­ნი­მე ასე­თი სა­სი­ა­მოვ­ნო აღ­მო­ჩე­ნა, რო­მელ­საც სწო­რედ ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე მი­ვაკ­ვლიე.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, რა გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვთ აქამ­დე გა­მარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი­დან და რა მო­ლო­დი­ნი აქვთ წლე­ვან­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის­გან?

"ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე“ პირ­ვე­ლად ვარ, სხვა ფეს­ტი­ვა­ლებ­ში მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი სა­სი­ა­მოვ­ნოს­თან ერ­თად, სა­სარ­გებ­ლო­ცაა, რად­გან ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე ერთ სივ­რცე­ში იყ­რის თავს. გარ­და ამი­სა, მა­ღა­ზი­ა­სა თუ რეს­ტო­რან­ში ამ­დე­ნი ღვი­ნის გა­სინ­ჯვას დიდი დრო და არც თუ ისე ცოტა თან­ხა სჭირ­დე­ბა. ფეს­ტი­ვა­ლი კი შე­მოკ­ლე­ბუ­ლი გზაა, დრო­სა და ხარ­ჯებს ზო­გავს, თუმ­ცა კი დი­ლის თა­ვის­ტკი­ვილ­ზე კი რა გი­თხრათ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თე­ო­ნა თო­ხა­ძის ღვი­ნის მას­ტერკლა­სი, ღვი­ნის მუ­ზე­უმ­ში, 15:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა, ხოლო ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა - შე­ზღუ­დუ­ლი, ამი­ტომ იჩ­ქა­რეთ და დი­ლი­დან ეს­ტუმ­რეთ "ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალს".

#ღვი­ნის­ფეს­ტი­ვა­ლი #ღვი­ნო #ქარ­თუ­ლიღ­ვი­ნის­ფეს­ტი­ვა­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

7 ოქტომბერს, ქართული ღვინის ფესტივალზე მსურველებს პროფესიონალი სომელიეს მასტერკლასზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ

7 ოქტომბერს, ქართული ღვინის ფესტივალზე მსურველებს პროფესიონალი სომელიეს მასტერკლასზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ

7 ოქტომბერს ღვინის მოყვარულებს თბილისში, სიონის ქუჩაზე ნამდვილი დღესასწაული ელოდებათ: "ქართული ღვინის ფესტივალი" მათ უკვე მეხუთედ უმასპინძლებს და ქართული ღვინისა და კულტურის საგანძურს გააცნობს.

აღნიშნული ღონისძიება ეროვნული კულტურის ნამდვილი დღესასწაულია, რომელიც როგორც ადგილობრივებს, ისე ჩვენი ქვეყნის გასაცნობად ჩამოსულ ტურისტებს აერთიანებს. ღვინის ფესტივალზე სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ და შეიძინონ ქართული ღვინო, ყველი, პური, ჩირი, ჩურჩხელა, თაფლი, ხილი და სხვა პროდუქტები. ასევე, მოისმინონ როგორც ფოლკლორული, ასევე თანამედროვე მუსიკა და ჩაერთონ სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში. მათ შორის არის შეხვედრა სომელიესთან, რომლის ფარგლებშიც მსურველებს სომელიე, WSET 3-ის კურსდამთავრებული, (წამყვანი გლობალური ორგანიზაცია, რომელიც ღვინის მოყვარულებს და პროფესიონალებს ამზადებს), ღვინის ბლოგერი თეონა თოხაძე უმასპინძლებს და ჩაუტარებს მასტერკლასს სახელწოდებით: "დეგუსტაციის ხელოვნება და ყნოსვის ტრენინგი“.

თეონა თოხაძე პროფესიონალი სომელიეა, რომელიც აქტიურად არის ჩართული როგორც სასწავლო საქმიანობაში, ისე ქართული ღვინის პოპულარიზაციაში. ამჟამად მას "კეტტარი აკადემიაში“ ქართველი მსმენელისთვის მიჰყავს ღვინის კურსი, რომელშიც აქცენტი კეთდება მსოფლიოს ძირითადი მეღვინეობის ქვეყნებზე. გარდა ამისა, თეონა უცხოელი სტუმრებისთვისაც ხშირად ატარებს დეგუსტაციებს და ამ შემთხვევაში პირიქით - უკვე უცხოელებს აცნობს ქართულ ღვინოს. ასევე, ის "ინსტაგრამ“ პლატფორმაზე ფართო საზოგადოებისთვის სხვადასხვა ქვეყნის ღვინოს აფასებს და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

დაინტერესებულ პირებს ფესტივალი შესაძლებლობას აძლევს, შეხვდნენ პროფესიონალს და მეტი შეიტყონ ღვინის შესახებ.

რა ახალ უნარებს შეგვძენს მასტერკლასი სომელიესგან და რა უნდა ვიცოდეთ, სანამ ფესტივალზე ღვინის ახალი სახეობების აღმოჩენას დავიწყებთ? ამის შესახებ AMBEBI.GE-ს თეონა თოხაძემ უამბო.

- 7 ოქტომბერს, ღვინის ფესტივალზე მოსულ სტუმრებს თქვენს მასტერკლასში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნებათ. საინტერესოა, რა ახალ უნარებს შეიძენენ ისინი?

"დეგუსტაციის ხელოვნება და ყნოსვის ტრენინგი“ - ასე ეწოდება ჩვენს მასტერკლასს, რომელიც დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდება და ვისაუბრებ იმ სტანდარტებსა და კრიტერიუმებზე, რომლის მეშვეობითაც მაქსიმალურად ობიექტურად ვაფასებთ ღვინოს. დასასრულს გვექნება დრო, ჩვენი ყნოსვა გავავარჯიშოთ. მასტერკლასზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა არომატი, რომელიც დაყნოსვისას სწორად უნდა გამოიცნონ მსმენელებმა, რაც სასარგებლოსთან ერთად, ძალიან სახალისო პროცესია.

ისინი, ვინც ღვინის სფეროს წარმოვადგენთ, მოყვარულებს ხშირად ვეუბნებით, რომ ის ღვინოა კარგი, რომელიც მათ მოსწონთ. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ ასეცაა - ადამიანს რაც სიამოვნებს ის უნდა მიირთვას, მაინც მგონია რომ ცოტას ვკეკლუცობთ. ასე რომ არ იყოს, ამდენი ღვინის სამოყვარულო და სადიპლომო კურსი არ იარსებებდა და არც ღვინის კრიტიკოსებსა თუ ექსპერტების შეფასებებს მოუსმენდა ვინმე.

ამიტომაც მგონია, რომ როგორც ყველა ახალ სფეროსთან შეხებისას, აქაც სჯობს თავიდან ამ საქმის პროფესიონალს მოვუსმინოთ და საბაზისო ცოდნის მიღების შემდეგ, უკვე ჩვენს ყნოსვას გავყვეთ. ეს იმდენად საინტერესო და ამოუწურავი პროცესია, რომ სწავლის და ძიების სურვილი მუდმივად გრძელდება.

- რა რჩევებს მისცემთ სტუმრებს ფესტივალზე ღვინის შერჩევის, შეძენისა და მოხმარების კუთხით?

რადგანაც ფესტივალზე ღვინის ძალიან დიდი არჩევანი იქნება, თავიდანვე ასეთი სტრატეგიით მოქმედება სჯობს: ვსინჯავთ ჯერ მსუბუქ სხეულიან თეთრებს და ნელ-ნელა გადავდივართ "მძიმეწონიან“ თეთრებზე. იმავე პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ წითელი ღვინის შემთხვევაშიც. ნახევრად მშრალი, ტკბილი ან სადესერტო და შემაგრებული ღვინის დაგემოვნება კი სულ ბოლოს სჯობს.

  • გაითვალისწინეთ, რა შემთხვევისთვის არჩევთ ღვინოს:
  • თქვენი სიამოვნებისთვის - ის რაც თქვენ მოგწონთ;
  • სტუმრებთან სადილისთვის - სადილის ძირითადი კერძის გათვალისწინებით;
  • პიკნიკისთვის - ჯერ კიდევ როზეს დროა, რატომაც არა?
  • ეზოში ან აივანზე, როცა პლედში გახვეულს სასიამოვნო საღამოს გატარება გსურს - ამ შემთხვევისთვის სავსე სხეულიანი, ინტენსიური, კომპლექსური, განსაკუთრებით წითელი ღვინო გამოგადგება.

მოხმარებას რაც შეეხება, ზომიერება არ დაგვავიწყდეს, თუმცა აქვე სინატრასაც მოვიშველიებ: "მეცოდებიან ის ადამიანები, რომლებიც არ სვამენ, რადგან ეს იმ საუკეთესოს მაქსიმუმია, რასაც მთელი დღე იგრძნობენ“.

- საინტერესოა, რა როლს თამაშობს ღვინის ფესტივალები როგორც ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ისე სომელიეს პროფესიის განვითარების კუთხით?

- დღევანდელ საქართველოში, სადაც ამხელა გამოცოცხლება და პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებით, სომელიეს პროფესია უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. სომელიე არის შუამავალი, მეღვინის და მომხმარებლის დამაკავშირებელი რგოლი, რომელიც კარგად წარადგენს, აცნობს, ურჩევს და სთავაზობს მომხმარებელს, მის გემოვნებაზე მორგებულ ღვინოს. მსოფლიოს წამყვანი ღვინის კრიტიკოსები და მწერლებიც კი, მათივე თქმით, რესტორანში სადილობისას, ხშირად სარგებლობენ სომელიეს რჩევებით. რადგან რესტორნის ღვინის ბარათს ადგენს სომელიე და ის ასევე კარგად იცნობს კერძებს, მას შეუძლია საუკეთესო შეხამება შესთავაზოს სტუმარს.

2016 წელს, როცა სომელიეს დიპლომები ავიღეთ, სულ თითზე ჩამოსათვლელ რესტორანს ჰყავდა ან სურდა სომელიესთან თანამშრომლობა. საბედნიეროდ, ახლა სხვა სურათია, ვერ ნახავთ თბილისში "თავმოყვარე“ რესტორანს თუ ღვინის მაღაზიას, თავისი სომელიე ან კავისტი არ ჰყავდეს.

რაც შეეხება ცოდნის მიღებას, მე პირადად "ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა“ მაქვს დამთავრებული. იშვიათად შეხვდებით საქართველოში წარმატებულ სომელიესა და ამ სფეროში დასაქმებულს, ვისაც გავლილი არ აქვს ამ სკოლის კურსები ან WSET (Wine and Spirit Education trust). რამდენადაც ვიცი, მათ საგრანტო და საშეღავათო შეთავაზებებიც აქვთ.

ფესტივალი იდეალური შეხვედრის ადგილია ყველასთვის. ასეთ ღონისძიებებს მეღვინეები/მარნები, სომელიეები თუ მოყვარულები ერთნაირი ენთუზიაზმით ესწრებიან. გარდა კულტურულ-გასართობი კომპონენტისა, ეს ერთგვარი "აღმოჩენების“ დროცაა. ეს ის ადგილია, როცა ხშირად შეხვდებით სიახლეების მაძიებელ სომელიეებსა და ღვინის მოყვარულებს. მე პირადად მყავს რამდენიმე ასეთი სასიამოვნო აღმოჩენა, რომელსაც სწორედ ღვინის ფესტივალზე მივაკვლიე.

- საინტერესოა, რა გამოცდილება გაქვთ აქამდე გამართული ღვინის ფესტივალებიდან და რა მოლოდინი აქვთ წლევანდელი ღონისძიებისგან?

"ქართული ღვინის ფესტივალზე“ პირველად ვარ, სხვა ფესტივალებში მიმიღია მონაწილეობა. როგორც აღვნიშნე, ღვინის ფესტივალი სასიამოვნოსთან ერთად, სასარგებლოცაა, რადგან ყველა დაინტერესებული მხარე ერთ სივრცეში იყრის თავს. გარდა ამისა, მაღაზიასა თუ რესტორანში ამდენი ღვინის გასინჯვას დიდი დრო და არც თუ ისე ცოტა თანხა სჭირდება. ფესტივალი კი შემოკლებული გზაა, დროსა და ხარჯებს ზოგავს, თუმცა კი დილის თავისტკივილზე კი რა გითხრათ.

აღსანიშნავია, რომ თეონა თოხაძის ღვინის მასტერკლასი, ღვინის მუზეუმში, 15:00 საათზე გაიმართება, სადაც დასწრება თავისუფალი იქნება, ხოლო ადგილების რაოდენობა - შეზღუდული, ამიტომ იჩქარეთ და დილიდან ესტუმრეთ "ქართული ღვინის ფესტივალს".

#ღვინისფესტივალი #ღვინო #ქართულიღვინისფესტივალი