ენი გასიევა AMBEBI.GE-სთან ყოფილი მეუღლის, მსახიობის გიორგი ყიფშიძის ბრალდებებს პასუხობს. fortuna.ge-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში მსახიობი ყოფილ ცოლზეც საუბრობს და ამბობს, რომ ენი ბავშვებს ხშირად არ ნახულობს. ვრცელ ინტერვიუში ყიფშიძე ენიზე ამბობს, რომ „ქლაბერი“ გოგოა და აღარ მოსწონდა, რომ ოჯახური ცხოვრების გამო კლუბში წასვლას ვეღარ ახერხებდა.
შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ გიორგი ყოფშიძე მესამე ცოლს დაშორდა. თუმცა ამ ამბის გასაჯაროებამდე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ მსახიობის მეუღლე მუსიკალურ ფესტივალზე მკერდზე მამაკაცს კოცნიდა. ვიდეოს იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ გიორგის დამ, ლენუკამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ენი გასიევა მათი რძალი აღარ იყო.
მოგვიანებით გაირკვა, რომ გასიევა და ყიფშიძე, რომლებიც ორ საერთო შვილს ზრდიდნენ, რამდენიმე თვის დაშორებულები იყვნენ, თუმცა ქალი ბინის არქონის გამო, ისევ ყოფილ ქმართან ცხოვრობდა. მომხდარის შემდეგ ანიმ გიორგის სახლი დატოვა და საცხოვრებლად მეგობართან გადავიდა. საერთო შვილები კი ჯერჯერობით მამასთან რჩებიან.
- ენი, ალბათ გაეცანით უკვე თქვენი ყოფილი მეუღლის, გიორგი ყიფშიძის ინტერვიუს, სადაც თქვენზეც საუბრობს.
- არ ვიცი, არ მინახავს.
- შეიძლება რამდენიმე მონაკვეთი წაგიკითხოთ?
- დიახ.
- ენი, გიორგი ამბობს, რომ ბავშვებთან ერთი თვეა არ ყოფილხართ, „ქლაბერი გოგოა, მოვა ცოტა ხანს, ბავშვებს დაიჭერს ხელში და ვეღარ ძლებს, მალევე იღლება და მიდის“
- მაგას უარვყოფ რა თქმა უნდა, სრული სისულელეა. ბოლოს გუშინ ვნახე და გუშინდლამდე სამი დღით ადრე. ახლა ისეთი პერიოდი მაქვს, რომ ვლაგდები და ეს ყველაფერი არ არის სიმართლე. ყველაფერი ვერ არის ისე დალაგებული, როგორც უნდა იყოს. ადამიანს დასალაგებლად სჭირდება გარკვეული პერიოდი, მერე გაქვს იმის საშუალებაც, რომ ბავშვი შენთან წამოიყვანო, რასაც აუცილებლად ვაპირებ და არ მესმის რატომ საუბრობს ასე, სრული მარაზმია რასაც ამბობს.
- ბავშვები როგორ გხვდებიან როდესაც გნახულობენ.
- როგორ უნდა ვთქვა შვილებზე უარი, ჩემი მიზანი ის არის, რომ გადმოვიყვანო ჩემთან. უბრალოდ ვერ დალაგდა სიტუაცია ისე, ფინანსური თემაც არის, უნდა ვიქირავო ბინა, ფული მაქვს და ვეძებ. არ მინდა, რომ პატარა და გაურემონტებელ სახლში გადავიყვანო, კომფორტი ხომ უნდა ჰქონდეთ.
- ბავშვები როგორც დედასთან, ასევე მამასთან იქნებიან?
- მნიშვნელობა არ აქვს ურთიერთობაში არიან ადამიანები თუ დაშორებულები არიან. უბრალოდ დახმარებაა, ზოგჯერ მე ვიქნები ცუდად და გიორგი მიხედავს, ზოგჯერ გიორგი იქნება ცუდად და მე მივხედავ. ახლა მე ვარ ცუდად პირდაპირ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ვეძებ სახლს, ვერ ვიპოვე, გაურკვევლობაში ვარ. სანამ არ დავლაგდები ქუჩაში ხომ არ წავიყვან ბავშვებს? ჩემს გაჭირვებაზე კიდევ წიხლს რომ მაჭერენ და მაზოლზე ფეხს მაჭერენ, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მძიმეა და არ ვემხრობი.
- გიორგი ამბობს, რომ ბავშვებს მარტო ზრდის და ლენუკას როდესაც სცალია მაშინ ეხმარება.
- რამდენი ხანი სცალია, უკაცრავად? - მაგას არ ვიმჩნევთ. ამჟამად ბოლო ერთი თვეა გიორგი უვლის.
- გიორგის დედა არ ეხმარება?
- ვერ ეხმარება, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
წაიკითხეთ ასევე:
იქნებ შერიგდეთ, ერთნაირები ხართ, კარგად უგებდით ერთმანეთს, შვილებს ერთად მიხედეთ, იქირავეთ ბინა და ცალკე იცხოვრეთ. და ლენუკას და ყველა მეორე არამკითხეს ნუ ჩაახედებთ თქვენს ცხოვრებაში. ლენუკა ისე ბერდება თავისი არეული ვერ დაულაგებია, თქვენსას დაალაგებს? პირიქით იზავს. გიორგიმ იცოდა როცა მოგიყვანა ქლაბერი რომ იყავი, ეხლა არ უნდა ამბობდეს მაგას, შენც იცოდი გიორგის ცხოვრების წესი. მიუტევეთ ერთმანეთს, შერიგდით და ცალკე იცხოვრეთ. ბავშვები ერთად გაზარდეთ ციკვალულები😊. ჰო და იმუშავეთ რა, ერთ-ერთმა მაინც და დალაგდებით. წარმატებები. ( ჰო და ყოველთვის გაითცალისწინეთ, რომ ერთ დღეს შეიძლება მართლა შერიგდეთ და ისეთ რამეებს ნუ ილაპარაკებთ ერთმანეთზე, რომ მერე ერთმანეთის შეგრცხვეთ. გინდაც არ შერიგდეთ, მაინც ტეხავს ასეთი საუბარი, შვილები გყავთ, მაგრათ ეწყინებათ მერე. უსიამოვნებები ყველა ოჯახშია, მაგრამ შენი ზეწრები ქუჩაში არ უნდა გამოფინო, მაინც არავის ეწყინება, პირიქით, ბევრს გაუხარდება და გადაგთელავენ). ცოტა ჭკვიანურადაც შეიძლება ყველაფრის დალაგება, ზედმეტი ხმაურის გარეშე. წარმატებები
სულ ყიფშიძეების წუწუნი რომ ისმის, ფაქტია. ხან ბინაზე, ხან მატერიალურ გაჭირვებაზე, ხან "პრაიმ ჰაუსთან" დაკავშირებულ ბულინგზე, ხან პირად ცხოვრებაზე. ყველასთან მართლები როგორ არიან? თითქოს თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან. სანამ სხვას დაადანაშაულებ, საკუთარ თავში ჩაიხედე!