პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი" - შალვა პაპუაშვილი
"დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი"  - შალვა პაპუაშვილი

"დროა, ევ­რო­კავ­შირ­მა სრუ­ლად გა­ი­აზ­როს თა­ვი­სი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თა­მა­შის როლი და მხა­რი და­უ­ჭი­როს იმ ქვეყ­ნე­ბის სუ­ვე­რე­ნულ არ­ჩე­ვანს, რომ­ლე­ბიც ის­ტო­რი­უ­ლად, ევ­რო­პულ ოჯახს გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა რუ­მი­ნე­თის სე­ნატ­ში პლე­ნა­რულ სე­სი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლის დროს.

მისი გან­ცხა­დე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მი­ა­ნი­ჭა ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა, ახლა, დროა, მი­ი­ღოს სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭოს.

„გა­სულ წელს, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის აღი­ა­რე­ბით, ევ­რო­კავ­შირ­თან ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყო, რად­გან ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვე­დით. თუმ­ცა, ახლა, დროა, ევ­რო­კავ­შირ­მა მი­ი­ღოს კი­დევ ერთი სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მი­ა­ნი­ჭოს სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი და და­ი­წყოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თან, უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას­თან ერ­თად.

სა­ქარ­თვე­ლომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა ევ­რო­კავ­ში­რის 12 რე­კო­მენ­და­ცი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად და იმე­დი გვაქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პროგ­რე­სი სა­თა­ნა­დოდ შე­ფას­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად და­ფას­დე­ბა. დღეს­დღე­ო­ბით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ აღარ მოხ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ნე­გა­ტი­უ­რი დი­ფე­რენ­ცი­ა­ცია მოლ­დო­ვა­სა და უკ­რა­ი­ნის­გან, რად­გან მსგავ­სი დი­ფე­რენ­ცი­ა­ცია ჩვენს სა­ერ­თო არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­ებს აძ­ლი­ე­რებს და რე­გი­ონს აგ­რე­სო­რის წი­ნა­შე და­უც­ველს ტო­ვებს. რუ­მი­ნე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის მიერ ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვის მსგავ­სად, ვთხოვ ჩემს რუ­მი­ნელ პარტნი­ო­რებს, რომ კი­დევ ერთხელ წა­რუ­ძღვნენ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის ამ ის­ტო­რი­ულ პრო­ცესს,” - გა­ნა­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
6

და რა ბენეფიტები გვექნება ამითი? სუვერენიტეტის შეზღუდვა და ქართველებისთვის სხვა კულტურის კანონების მიღების დაძალება კი იცოცხლე.

კაჩუბეი
2

შენი შემყურე და საერთოდ ამ მთავრობის შემყურე, სად?-რა უნდა მიიღონ?-მე იმისიც მეშინია,სადაცა ვართ იქიდანაც არ გაგვაგდონ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი" - შალვა პაპუაშვილი

"დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი"  - შალვა პაპუაშვილი

"დროა, ევროკავშირმა სრულად გაიაზროს თავისი გეოპოლიტიკური მოთამაშის როლი და მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნების სუვერენულ არჩევანს, რომლებიც ისტორიულად, ევროპულ ოჯახს განეკუთვნებიან", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის სენატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა, ახლა, დროა, მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილება და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

„გასულ წელს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებით, ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში ახალი ეტაპი დაიწყო, რადგან ევროკავშირში გაწევრიანების ახალ ეტაპზე გადავედით. თუმცა, ახლა, დროა, ევროკავშირმა მიიღოს კიდევ ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი და დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად.

საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ შეფასდება და შესაბამისად დაფასდება. დღესდღეობით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღარ მოხდეს საქართველოს ნეგატიური დიფერენციაცია მოლდოვასა და უკრაინისგან, რადგან მსგავსი დიფერენციაცია ჩვენს საერთო არაკეთილმოსურნეებს აძლიერებს და რეგიონს აგრესორის წინაშე დაუცველს ტოვებს. რუმინეთის ხელმძღვანელი პირების მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების შემთხვევის მსგავსად, ვთხოვ ჩემს რუმინელ პარტნიორებს, რომ კიდევ ერთხელ წარუძღვნენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ამ ისტორიულ პროცესს,” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე