სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში  "ღამის სერენადების“ დასკვნითი კონცერტები დაიწყო
თბილისში  "ღამის სერენადების“ დასკვნითი კონცერტები დაიწყო

22 სექ­ტემ­ბერს, ვანო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რის დიდ დარ­ბაზ­ში XV სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის "ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ დას­კვნი­თი კონ­ცერ­ტე­ბის პირ­ვე­ლი სა­ღა­მო გა­ი­მარ­თა.

მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე წარ­სდგნენ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სე­ბი: იტა­ლი­ე­ლი დი­რი­ჟო­რი ბე­ატ­რი­ჩე ვე­ნე­ცი ,უნი­ჭი­ე­რე­სი ქარ­თვე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე ვე­რი­კო ჭუმ­ბუ­რი­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ორ­კესტრი.

კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის შეს­რულ­და ჯუ­ზე­პე ვერ­დის - "ბე­დის ძალა“ - უვერ­ტი­უ­რა, ჯა­კო­მო პუ­ჩი­ნის - "მა­ნონ ლეს­კო“ - ინ­ტერ­მე­ცო, ჯო­ა­კი­ნო რო­სი­ნის - "ვილ­ჰელმ ტელი“ - უვერ­ტი­უ­რა, უმ­ბერ­ტო ჯორ­და­ნოს - "ფე­დო­რა“ - უვერ­ტი­უ­რა, პი­ეტ­რო მას­კა­ნის - "მე­გო­ბა­რი ფრი­ცი“ - ინ­ტერ­მე­ცო.

კონ­ცერ­ტზე ბე­ატ­რი­ჩე ვე­ნე­ციმ, ფეს­ტი­ვა­ლის პარტნი­ორ­თან, ეროვ­ნულ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად შე­ას­რუ­ლა უვერ­ტი­უ­რე­ბი და ინ­ტერ­მე­ცო­ე­ბი იტა­ლი­უ­რი ოპე­რე­ბი­დან, აგ­რეთ­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ მე­ვი­ო­ლი­ნეს­თან, ვე­ნი­ავ­სკის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბულ­თან, ვე­რი­კო ჭუმ­ბუ­რი­ძეს­თან ერ­თად ჩა­ი­კოვ­სკის სა­ვი­ო­ლი­ნო კონ­ცერ­ტი.

გი­ორ­გი ისა­კა­ძე, "ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის" სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი:

"თბი­ლის­ში უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა "ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი 2023-"ის გახ­სნით­მა კონ­ცერ­ტმა, სა­დაც იტა­ლი­უ­რი სა­ო­პე­რო ხე­ლოვ­ნე­ბის და­უ­ვი­წყა­რი ნი­მუ­შე­ბი აჟ­ღერ­და. იტა­ლი­უ­რი რო­მან­ტი­უ­ლი შარ­მი­თა და და­სავ­ლურ-ევ­რო­პუ­ლი დახ­ვე­წი­ლო­ბით უნი­ჭი­ე­რეს­მა ბე­ატ­რი­ჩე ვა­ნე­ციმ ვერ­დის, პუ­ჩი­ნის, რო­სი­ნის, მას­კა­ნის უვერ­ტი­უ­რე­ბი ბრწყინ­ვა­ლედ შეს­რულ­და.

გა­მორ­ჩე­ულ­მა ახალ­გაზ­რდა მე­ვი­ო­ლი­ნემ ვე­რი­კო ჭუმ­ბუ­რი­ძემ სა­ო­ცა­რი ვირ­ტუ­ო­ზო­ბი­თა და ღრმა წვდო­მით გა­ა­ო­ცა პუბ­ლი­კა ჩა­ი­კოვ­სკის სა­ვი­ო­ლი­ნო კონ­ცერ­ტით შეს­რუ­ლე­ბით. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი პუბ­ლი­კა "ბრა­ვოს" და "ბი­სის" შე­ძა­ხი­ლე­ბით დიდ­ხანს არ უშ­ვებ­და სო­ლისტს სცე­ნი­დან.

მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ "ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის" თბი­ლი­სის გახ­სნით­მა კონ­ცერ­ტმა ასე კარ­გად ჩა­ი­ა­რა."

ენ­რი­კო ვალ­ვო, იტა­ლი­ის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში:

"ფეს­ტი­ვა­ლი "ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი" უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ჩარ­თუ­ლი ვართ ამ ფეს­ტი­ვალ­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვე­ნი უნი­ჭი­ე­რე­სი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი ჩა­მო­დი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­სა და იტა­ლი­ის კულ­ტუ­რუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. კო­ლა­ბო­რა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ 2 ქვეყ­ნის ხე­ლო­ვა­ნე­ბის­თვის.

კარ­გი იქ­ნე­ბა, ფეს­ტი­ვა­ლი დაბ­რუნ­დეს იქ, სა­ი­და­ნაც და­ი­წყო - აფხა­ზეთ­ში, ბიჭ­ვინ­თა­ში. წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი კი­დევ უფრო გა­ფარ­თოვ­და - და­ი­წყო ბორ­ჯომ­ში, გაგ­რძელ­და ბა­თუ­ში და ახლა უკვე დას­კვნი­თი კონ­ცერ­ტე­ბით თბი­ლის­ში გად­მო­ი­ნაც­ვლა.

წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ ფეს­ტი­ვალს და მის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გუნდს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს აკე­თებს და­უ­ვი­წყა­რი დღე­სას­წა­უ­ლის მო­სა­წყო­ბად."

მაკა ნას­რაშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის მე­რი­ის კულ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი:

"თბი­ლი­სის მე­რია ტრა­დი­ცი­უ­ლად მხარს უჭერს ფეს­ტი­ვალს "ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი" და ულო­ცავს სა­ი­უ­ბი­ლეო მე-15 ფეს­ტი­ვა­ლის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბას.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ფეს­ტი­ვალს, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ეწ­ვივ­ნენ გა­მო­ჩე­ნი­ლი მუ­სი­კო­სე­ბი და კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლებს და­უ­ვი­წყა­რი დღე­ე­ბი აჩუ­ქეს.

მინ­და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვო "ღა­მის სე­რე­ნა­დებს". დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, წინ კი­დევ არა­ერ­თი და­უ­ვი­წყა­რი სა­ღა­მო გვე­ლო­დე­ბა.

ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე და დი­რი­ჟო­რი ლი­ა­ნა ისა­კა­ძე, სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი გერ­მა­ნი­ა­ში მოღ­ვა­წე მუ­სი­კო­სი გი­ორ­გი ისა­კა­ძე. ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­გეგ­მი­ლია ექ­ვსი კონ­ცერ­ტი ქ.ბორ­ჯომ­ში, ქ.ბა­თუმ­სა და ქ.თბი­ლის­ში.

წლე­ვან­დელ ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი და ახალ­გაზ­რდა ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სე­ბი. ფეს­ტი­ვა­ლის სა­ბა­ზო ორ­კესტრია "სა­ქარ­თვე­ლოს ვირ­ტუ­ო­ზე­ბი“. ორ­კესტრის კონ­ცერ­ტმა­ის­ტე­რი, პირ­ვე­ლი ვი­ო­ლი­ნო - ლელა მჭედ­ლი­ძე. ფეს­ტი­ვა­ლის პარტნი­ო­რია ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი.

"ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რია : სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რია,ბა­თუ­მის მე­რია, ქა­ლაქ ბორ­ჯო­მის მე­რია, აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო, იტა­ლი­ის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში, გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში. იტა­ლი­ის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში, გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ წლე­ვან­დე­ლი, სა­ი­უ­ბი­ლეო ფსტი­ვა­ლი უფრო გა­ფარ­თოვ­და. ფეს­ტი­ვა­ლი გა­იხ­სნა ბორ­ჯომ­ში, სას­ტუმ­რო "ბორ­ჯო­მი ლი­კან­ში“. გალა კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­ბი­ნე გროფ­მა­ი­ე­რი - კლარ­ნე­ტი, გერ­მა­ნია, ეი­ლი­კა ვუნ­ში - სოპ­რა­ნო, გერ­მა­ნია, გი­ორ­გი ონი­ა­ნი - ტე­ნო­რი, სა­ქარ­თვე­ლო, რი­კარ­დო მა­რი­ნე­ლო - ტე­ნო­რი, იტა­ლია, ან­სამ­ბლი "ბორ­ჯო­მი“ ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი ბუ­გი­ა­ნიშ­ვი­ლი.

ბა­თუ­მუ­რი კონ­ცერ­ტებს მას­პინ­ძლობ­და ქა­ლაქ ბა­თუ­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რში, სა­დაც მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე წარ­სდგნენ ეი­ლი­კა ვუნ­ში - სოპ­რა­ნო, გერ­მა­ნია, რი­კარ­დო მა­რი­ნე­ლო - ტე­ნო­რი, იტა­ლია. ჰე­ი­ონ პარ­კი ფეს­ტი­ვა­ლის სა­ბა­ზო ორ­კესტრის "სა­ქარ­თვე­ლოს ვირ­ტუ­ო­ზე­ბი“-ს თან­ხლე­ბით, თა­მარ ლი­ჩე­ლი.

კონ­ცერ­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო­ბა შე­მეც­ნე­ბით-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას - მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდე­ბი­სათ­ვის, მათ შო­რის შშმ პი­რე­ბის­თვის გა­ი­მარ­თე­ბა დარ­გობ­რი­ვი მას­ტერკლა­სე­ბი, ვორ­ქშო­პე­ბი და ღია ლექ­ცი­ე­ბი.

ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი კომ­პა­ნი­აა "არტ ალი­ან­სი“, ფეს­ტი­ვა­ლის დი­რექ­ტო­რი ნინა ცა­გა­რე­ლი.

"ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი“ ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რი­ის მქო­ნე სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც არ­სე­ბო­ბის 41 წელს ით­ვლის. ფეს­ტი­ვა­ლის შექ­მნის იდეა ეკუთ­ვნის ლი­ა­ნა ისა­კა­ძეს - ქარ­თველ მე­ვი­ო­ლი­ნე­სა და დი­რი­ჟორს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტისტს, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნის უდი­დე­სი მუ­სი­კო­სე­ბის რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. იგი კემ­ბრი­ჯის ბიბ­ლი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცენ­ტრის მიერ შეყ­ვა­ნი­ლია XX სა­უ­კუ­ნის 2000 გა­მო­ჩე­ნილ მუ­სი­კოს­თა ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ში (ინ­გლი­სი, 2002 წელი).

ჯერ კი­დევ 1982 წელს, ლი­ა­ნა ისა­კა­ძემ, სა­ქარ­თვე­ლოს უმ­შვე­ნი­ე­რეს მხა­რე­ში - აფხა­ზეთ­ში, და­არ­სა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი "ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბი“, რო­მე­ლიც ზა­ფხუ­ლო­ბით ბიჭ­ვინ­თა­ში იმარ­თე­ბო­და და უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, 1991 წელს ფეს­ტი­ვალ­მა არ­სე­ბო­ბა შე­წყვი­ტა,2002 -2009 წლებ­ში­ფეს­ტი­ვა­ლი ტარ­დე­ბო­და ბორ­ჯომ­ში "ხე­ლოვ­ნე­ბის ზე­ი­მის” სა­ხე­ლით, 2009 წლი­დან კი შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და "ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“აღ­დგე­ნა და ფეს­ტი­ვალ­მა შა­ვი­ზღვის­პი­რე­თის ულა­მა­ზეს ქა­ლაქ ბა­თუმ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა.

2018 წლი­დან ფეს­ტი­ვა­ლის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლია გი­ორ­გი ისა­კა­ძე - მუ­სი­კო­სი და პე­და­გო­გი, ინ­გოლშტა­ტი­სა და მი­უნ­ხე­ნის მუ­სი­კი­სა და ცეკ­ვის აკა­დე­მი­ის და სკო­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი, ლი­ა­ნა ისა­კა­ძის ძმის­შვი­ლი.

ამა­ვე წლი­დან ფეს­ტი­ვა­ლის სა­ბა­ზო ორ­კესტრია ლი­ა­ნა და გი­ორ­გი ისა­კა­ძე­ე­ბის მიერ შექ­მნი­ლი კა­მე­რუ­ლი ორ­კესტრი "სა­ქარ­თვე­ლოს ვირ­ტუ­ო­ზე­ბი“ (კონ­ცერ­ტმა­ი­სე­რი ლელა მჭედ­ლი­ძე), რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ან ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სე­ბი.

ფეს­ტი­ვა­ლი არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე არა­ერთ მსოფ­ლიო დო­ნის მუ­სი­კოსს მას­პინ­ძლობ­და, მათ შო­რის არი­ან: ალფ­რედ შნიტ­კე, კურტ მა­ზუ­რი, გი­დონ კრე­მე­რი და მრა­ვა­ლი სხვ.

”ღა­მის სე­რე­ნა­დე­ბის“ მას­პინ­ძე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბი: ბორ­ჯო­მი ლი­კა­ნი, ჰილ­ტონ გარ­დენ ინნ თბი­ლი­სი. ფეს­ტი­ვა­ლის პარტნი­ო­რე­ბი: ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი, ბა­თუ­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი. ხა­რის­ხი­სა და დი­ზა­ი­ნის სა­უ­კე­თე­სო გა­რან­ტი ავე­ჯის სახ­ლი "ნიტა“, პარ­ფი­უ­მე­რულ მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი "ლუ­ტე­ცია“, მცე­ნა­რე­უ­ლი კოს­მე­ტი­კის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი საფ­რან­გე­თი­დან “ივ როშე”, კომ­პა­ნია "სა­რა­ჯიშ­ვი­ლი“, ძმე­ბი ხუ­ციშ­ვი­ლე­ბის "ღვი­ნის მა­რა­ნი" “HOTSALE.GE”-ს პრე­მი­უმ მი­მარ­თუ­ლე­ბა, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია "პსპ“ სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­დამ­ჭე­რე­ბი: აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არხი, ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი2“, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი“, "პოს ტვ“, "ევ­რო­ნი­უს ჯორ­ჯია“, მე­დი­აჰოლ­დინ­გი "ჯორ­ჯი­ან თა­იმ­სი“, სა­პატ­რი­არ­ქოს ტე­ლე­ვი­ზია "ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა“,"ტვ25“, მე­დია და ციფ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო "კლიპ არტი“, სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლი "ამ­ბე­ბი.ჯი", სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "პრა­იმ ტა­ი­მი“, "ჯორ­ჯი­ან პრე­სი“ , ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი გა­ზე­თი “Georgia Today“, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი გა­ზე­თი "Messenger“, ჟურ­ნა­ლი "სარ­კე“, გა­ზე­თი "აჭა­რა“, რა­დიო "ფორ­ტუ­ნა“ და ვებ-სა­ი­ტი ფორ­ტუ­ნა.ჯი

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

თბილისში  "ღამის სერენადების“ დასკვნითი კონცერტები დაიწყო

თბილისში  "ღამის სერენადების“ დასკვნითი კონცერტები დაიწყო

22 სექტემბერს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორის დიდ დარბაზში XV საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალის "ღამის სერენადების“ დასკვნითი კონცერტების პირველი საღამო გაიმართა.

მსმენელის წინაშე წარსდგნენ მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები: იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი ,უნიჭიერესი ქართველი მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე, საქართველოს ეროვნული ორკესტრი.

კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის შესრულდა ჯუზეპე ვერდის - "ბედის ძალა“ - უვერტიურა, ჯაკომო პუჩინის - "მანონ ლესკო“ - ინტერმეცო, ჯოაკინო როსინის - "ვილჰელმ ტელი“ - უვერტიურა, უმბერტო ჯორდანოს - "ფედორა“ - უვერტიურა, პიეტრო მასკანის - "მეგობარი ფრიცი“ - ინტერმეცო.

კონცერტზე ბეატრიჩე ვენეციმ, ფესტივალის პარტნიორთან, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა უვერტიურები და ინტერმეცოები იტალიური ოპერებიდან, აგრეთვე საერთაშორისოდ აღიარებულ მევიოლინესთან, ვენიავსკის კონკურსის გამარჯვებულთან, ვერიკო ჭუმბურიძესთან ერთად ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტი.

გიორგი ისაკაძე, "ღამის სერენადების" სამხატვრო ხელმძღვანელი:

"თბილისში უდიდესი წარმატებით ჩაიარა "ღამის სერენადები 2023-"ის გახსნითმა კონცერტმა, სადაც იტალიური საოპერო ხელოვნების დაუვიწყარი ნიმუშები აჟღერდა. იტალიური რომანტიული შარმითა და დასავლურ-ევროპული დახვეწილობით უნიჭიერესმა ბეატრიჩე ვანეციმ ვერდის, პუჩინის, როსინის, მასკანის უვერტიურები ბრწყინვალედ შესრულდა.

გამორჩეულმა ახალგაზრდა მევიოლინემ ვერიკო ჭუმბურიძემ საოცარი ვირტუოზობითა და ღრმა წვდომით გააოცა პუბლიკა ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტით შესრულებით. აღფრთოვანებული პუბლიკა "ბრავოს" და "ბისის" შეძახილებით დიდხანს არ უშვებდა სოლისტს სცენიდან.

მოხარული ვარ, რომ "ღამის სერენადების" თბილისის გახსნითმა კონცერტმა ასე კარგად ჩაიარა."

ენრიკო ვალვო, იტალიის ელჩი საქართველოში:

"ფესტივალი "ღამის სერენადები" უმნიშვნელოვანესი კულტურული ღონისძიებაა საქართველოსთვის. მოხარულები ვართ, რომ ჩართული ვართ ამ ფესტივალში და საქართველოში ჩვენი უნიჭიერესი და გამორჩეული ხელოვანები ჩამოდიან. საქართველოსა და იტალიის კულტურული თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. კოლაბორაცია აუცილებელია ამ 2 ქვეყნის ხელოვანებისთვის.

კარგი იქნება, ფესტივალი დაბრუნდეს იქ, საიდანაც დაიწყო - აფხაზეთში, ბიჭვინთაში. წლევანდელი ფესტივალი კიდევ უფრო გაფართოვდა - დაიწყო ბორჯომში, გაგრძელდა ბათუში და ახლა უკვე დასკვნითი კონცერტებით თბილისში გადმოინაცვლა.

წარმატებებს ვუსურვებ ფესტივალს და მის არაჩვეულებრივ გუნდს, რომელიც ყველაფერს აკეთებს დაუვიწყარი დღესასწაულის მოსაწყობად."

მაკა ნასრაშვილი, თბილისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი:

"თბილისის მერია ტრადიციულად მხარს უჭერს ფესტივალს "ღამის სერენადები" და ულოცავს საიუბილეო მე-15 ფესტივალის წარმატებით ჩატარებას.

მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალს, ტრადიციულად, ეწვივნენ გამოჩენილი მუსიკოსები და კლასიკური მუსიკის მოყვარულებს დაუვიწყარი დღეები აჩუქეს.

მინდა წარმატებებს ვუსურვო "ღამის სერენადებს". დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ არაერთი დაუვიწყარი საღამო გველოდება.

ფესტივალის დამფუძნებელია მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე. ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილია ექვსი კონცერტი ქ.ბორჯომში, ქ.ბათუმსა და ქ.თბილისში.

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები და ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები. ფესტივალის საბაზო ორკესტრია "საქართველოს ვირტუოზები“. ორკესტრის კონცერტმაისტერი, პირველი ვიოლინო - ლელა მჭედლიძე. ფესტივალის პარტნიორია ეროვნული სიმფონიური ორკესტრი.

"ღამის სერენადების“ მხარდამჭერია : საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია,ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იტალიის საელჩო საქართველოში, გერმანიის საელჩო საქართველოში. იტალიის საელჩო საქართველოში, გერმანიის საელჩო საქართველოში.

"ღამის სერენადების“ წლევანდელი, საიუბილეო ფსტივალი უფრო გაფართოვდა. ფესტივალი გაიხსნა ბორჯომში, სასტუმრო "ბორჯომი ლიკანში“. გალა კონცერტში მონაწილეობდნენ საბინე გროფმაიერი - კლარნეტი, გერმანია, ეილიკა ვუნში - სოპრანო, გერმანია, გიორგი ონიანი - ტენორი, საქართველო, რიკარდო მარინელო - ტენორი, იტალია, ანსამბლი "ბორჯომი“ ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი.

ბათუმური კონცერტებს მასპინძლობდა ქალაქ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში, სადაც მსმენელის წინაშე წარსდგნენ ეილიკა ვუნში - სოპრანო, გერმანია, რიკარდო მარინელო - ტენორი, იტალია. ჰეიონ პარკი ფესტივალის საბაზო ორკესტრის "საქართველოს ვირტუოზები“-ს თანხლებით, თამარ ლიჩელი.

კონცერტების პარალელურად, ფესტივალის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას - მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის გაიმართება დარგობრივი მასტერკლასები, ვორქშოპები და ღია ლექციები.

ფესტივალის ორგანიზატორი კომპანიაა "არტ ალიანსი“, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი.

"ღამის სერენადები“ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე საერთაშორისო ფესტივალია საქართველოში, რომელიც არსებობის 41 წელს ითვლის. ფესტივალის შექმნის იდეა ეკუთვნის ლიანა ისაკაძეს - ქართველ მევიოლინესა და დირიჟორს, საქართველოს სახალხო არტისტს, რომელიც საუკუნის უდიდესი მუსიკოსების რიცხვს მიეკუთვნება. იგი კემბრიჯის ბიბლიოგრაფიული ცენტრის მიერ შეყვანილია XX საუკუნის 2000 გამოჩენილ მუსიკოსთა ენციკლოპედიაში (ინგლისი, 2002 წელი).

ჯერ კიდევ 1982 წელს, ლიანა ისაკაძემ, საქართველოს უმშვენიერეს მხარეში - აფხაზეთში, დაარსა საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები“, რომელიც ზაფხულობით ბიჭვინთაში იმართებოდა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა,2002 -2009 წლებშიფესტივალი ტარდებოდა ბორჯომში "ხელოვნების ზეიმის” სახელით, 2009 წლიდან კი შესაძლებელი გახდა "ღამის სერენადების“აღდგენა და ფესტივალმა შავიზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გადაინაცვლა.

2018 წლიდან ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე - მუსიკოსი და პედაგოგი, ინგოლშტატისა და მიუნხენის მუსიკისა და ცეკვის აკადემიის და სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, ლიანა ისაკაძის ძმისშვილი.

ამავე წლიდან ფესტივალის საბაზო ორკესტრია ლიანა და გიორგი ისაკაძეების მიერ შექმნილი კამერული ორკესტრი "საქართველოს ვირტუოზები“ (კონცერტმაისერი ლელა მჭედლიძე), რომლის შემადგენლობაში შედიან ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები.

ფესტივალი არსებობის მანძილზე არაერთ მსოფლიო დონის მუსიკოსს მასპინძლობდა, მათ შორის არიან: ალფრედ შნიტკე, კურტ მაზური, გიდონ კრემერი და მრავალი სხვ.

”ღამის სერენადების“ მასპინძელი სასტუმროები: ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი. ფესტივალის პარტნიორები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი "ნიტა“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი "ლუტეცია“, მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან “ივ როშე”, კომპანია "სარაჯიშვილი“, ძმები ხუციშვილების "ღვინის მარანი" “HOTSALE.GE”-ს პრემიუმ მიმართულება, ფარმაცევტული კომპანია "პსპ“ საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია "რუსთავი2“, ტელეკომპანია "იმედი“, "პოს ტვ“, "ევრონიუს ჯორჯია“, მედიაჰოლდინგი "ჯორჯიან თაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება“,"ტვ25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო "კლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალი "ამბები.ჯი", საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ ტაიმი“, "ჯორჯიან პრესი“ , ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი "Messenger“, ჟურნალი "სარკე“, გაზეთი "აჭარა“, რადიო "ფორტუნა“ და ვებ-საიტი ფორტუნა.ჯი

(R)