პოლიტიკა
მსოფლიო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეგობრობა მადონასთან, ავრილ ლავინთან, ჯორჯინასთან, პიკანტური ფოტო ქეით მოსთან - გურამ გვასალიას ვარსკვლავური ცხოვრების დეტალები, სკანდალები და დაპირისპირება ძმასთან
მეგობრობა მადონასთან, ავრილ ლავინთან, ჯორჯინასთან, პიკანტური ფოტო ქეით მოსთან - გურამ გვასალიას ვარსკვლავური ცხოვრების დეტალები, სკანდალები და დაპირისპირება ძმასთან

"მიყ­ვარ­ხარ ქეით", - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა დი­ზა­ი­ნერ­მა გუ­რამ გვა­სა­ლი­ამ ცნო­ბილ ტოპ-მო­დელ ქეით მოსს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ტუ­ჩებ­ში კოც­ნის დროს გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

პოსტზე გვა­სა­ლი­ას ბრენ­დის, Vetements-ის "ინ­სტაგ­რა­მის" ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დის ან­გა­რიშ­მა, კო­მენ­ტა­რებ­ში და­წე­რა "Wow". ქე­ითს ამ დრომ­დე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

გვა­სა­ლი­ას მიერ ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, უცხო­ურ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქე­ი­თი მო­დის ფო­ტოგ­რაფ გრაფ ნი­კო­ლაი ფონ ბის­მარკს და­შორ­და, რო­მელ­ზეც რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

ქეით მოსი და გრა­ფი ნი­კო­ლაი ფონ ბის­მარ­კი

მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ რე­ა­ლუ­რად ეს ყვე­ლა­ფე­რი ჭო­რე­ბია. ამ დრომ­დე მოს­სა და ბის­მარკს არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ კო­მენ­ტა­რი მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე და გა­ურ­კვე­ვე­ლია გვა­სა­ლი­ას პოს­ტი ახა­ლი რო­მა­ნის დას­წყისს ნიშ­ნავს, თუ უბ­რა­ლოდ დი­ზა­ი­ნერს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბა სურ­და.

49 წლის მო­დე­ლი ორ­ჯერ იყო ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლად მსა­ხი­ობ ჯონი დეპ­ზე, მათ დღემ­დე სა­კულ­ტო წყვი­ლად მი­იჩ­ნე­ვენ. მოსს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს, ლილა გრე­ის მოსი, რო­მე­ლიც 2002 წლის 29 სექ­ტემ­ბერს, ლონ­დონ­ში და­ი­ბა­და. გო­გო­ნას მამა მე­დი­ა­კომ­პა­ნია "Dazed Media"-ს დი­რექ­ტო­რი ჯე­ფერ­სონ ჰა­კია. ლი­ლას მშობ­ლე­ბი არას­დროს და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლან, მათ ურ­თი­ერ­თო­ბა 2005 წელს შე­წყვი­ტეს.

  • უფრო მეტი გუ­რამ გვა­სა­ლი­ა­ზე...

ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი, ძმე­ბი დემ­ნა და გუ­რამ გვა­სა­ლი­ე­ბი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით არი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით კი დემ­ნა, რო­მე­ლიც Balenciaga-ს კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რია.

წლე­ბის წინ, დემ­ნამ და გუ­რამ­მა ერ­თად და­ა­არ­სეს მო­დის სახ­ლი VETEMENTS.

ბი­ჭე­ბი სო­ხუმ­ში და­ი­ბად­ნენ, მერე მცი­რე ხანს, ომის შემ­დეგ, თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­დნენ, შემ­დეგ კი ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვიდ­ნენ.

ძმე­ბი გვა­სა­ლი­ე­ბი

"გერ­მა­ნი­ა­ში მე-13 გიმ­ნა­ზია და­ვამ­თავ­რე და ევ­რო­პულ ბიზ­ნესს­კო­ლა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­მარ­თლის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. გა­ნათ­ლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო მარ­თვის სფე­რო­ში გა­ვაგ­რძე­ლე კი­ოლ­ნის ბიზ­ნესს­კო­ლა­ში და ამე­რი­კულ ბიზ­ნეს სკო­ლა­ში, პა­რიზ­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ციფ­რებ­თან "ვმე­გობ­რობ", ში­ნა­გა­ნად მქონ­და გან­ცდა, რომ სა­ბან­კო საქ­მი­ა­ნო­ბა მალე მომ­ბეზ­რდე­ბო­და.

უფრო კრე­ა­ტი­უ­ლი სფე­რო მინ­დო­და. ამი­ტომ გა­დავ­ბარ­გდი ლონ­დონ­ში და მო­დის კო­ლე­ჯში ჩა­ვა­ბა­რე, ლონ­დო­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. შემ­დეგ დავ­ბრუნ­დი პა­რიზ­ში და კონ­სულ­ტა­ცი­ებს ვუ­ტა­რებ დღე­საც დიდ და მცი­რე ბრენ­დებს გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წინსვლა­ში", - იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გუ­რა­მი.

ძმე­ბი გვა­სა­ლი­ე­ბი, მცხე­თა­ში, სვე­ტი­ცხოვ­ლის ტაძ­რის ეზო­ში

"მიყ­ვარს ჩემი ქვე­ყა­ნა და ვა­მა­ყობ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ვარ. ეს დიდ ძა­ლას მაძ­ლევს. რა იქ­ნე­ბო­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი? ყვე­ლა­ფე­რი ღმერ­თის ნე­ბაა. თუმ­ცა თუ მა­ინც დავ­რჩე­ბო­დი, ალ­ბათ, პრე­ზი­დენ­ტად ვიყ­რი­დი კენ­ჭს", - ამ­ბობს გუ­რა­მი.

  • და­პი­რის­პი­რე­ბა ძმას­თან

ორი თვის წინ, გუ­რამ გვა­სა­ლი­ას­თან ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ New Your Times-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ინ­ტერ­ვი­უ­ში ის ძმას და­უ­პი­რის­პირ­და და გა­ნა­ცხა­და, - დემ­ნა­ზე უფრო წინ ვარო.

ძმებს შო­რის და­პირსპი­რე­ბა მო­დის სამ­ყა­რო­ში გან­ხილ­ვის მთა­ვარ თე­მად იქცა. "რო­გორც ჩანს, Vetements-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, 37 წლის გუ­რამ გვა­სა­ლია გრძნობს, რომ თა­ვი­სი ძმის, დემ­ნას ჩრდილ­ში ცხოვ­რობს", - წერ­და მე­დია.

"დემ­ნა ჩემ­ზე ექ­ვსი წლით უფ­რო­სია, როცა მე მე­ო­რე კლას­ში ვი­ყა­ვი, ის მერ­ვე­ში იყო. ჩემ­ზე ადრე მი­ი­ღო ცხოვ­რე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მაგ­რამ თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, სად ვარ მე დღეს და სად იყო ჩემი ძმა ჩემს ასაკ­ში, ვფიქ­რობ, რომ მე მას­ზე ბევ­რად უფრო წინ ვარ“, - ამ­ბობ­და გუ­რა­მი.

ცნო­ბის­თვის, დემ­ნა და გუ­რამ გვა­სა­ლი­ებ­მა ტან­საც­მლის ბრენ­დი Vetements-ი 2014 წელს ერ­თად და­ა­არ­სეს. ერთი წლის შემ­დეგ დემ­ნა Balenciaga-ს კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი გახ­და. სა­ბო­ლო­ოდ Vetements-ი 2019 წელს და­ტო­ვა.

  • გუ­რამ გვა­სა­ლია და ცნო­ბი­ლი ქა­ლე­ბი...

ქეით მოს­თან პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ფო­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე, დი­ზა­ი­ნერ­მა ორი კვი­რის წინ, "ინ­სტაგ­რამ­ზე" ახა­ლი ფოტო გა­ა­ზი­ა­რა, სა­დაც გუ­რამ გვა­სა­ლია კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს ცოლ­თან, ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გეს­თან ერ­თად იყო აღ­ბეჭ­დი­ლი.

ფო­ტო­ზე ჯორ­ჯი­ნას კი Vetemants-ის წი­თე­ლი კაბა აც­ვია. ის ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი.

გუ­რამ გვა­სა­ლია მე­გობ­რობს მა­დო­ნას­თან. რამ­დე­ნი­მე თვის წინ მა­დო­ნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სა­კონ­ცერ­ტო ტური გა­და­ე­დო. რო­გორც გა­ირ­კვა, ტუ­რის­თვის ვარ­სკვლა­ვის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე ხუთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და.

"ინ­სტაგ­რამ­ზე* მან მომ­ღე­რალ­თან ერ­თობ­ლი­ვი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა, რომ მა­დო­ნას­თვის კოს­ტი­უ­მე­ბის შექ­მნა მის­თვის "პრი­ვი­ლე­გია და პა­ტი­ვია“.

გვა­სა­ლია ასე­ვე ავ­რილ ლა­ვი­ნის მე­გო­ბა­რია. თუმ­ცა მათ­მა ფო­ტო­ებ­მა, რო­მე­ლიც გა­ზა­ფხულ­ზე გავ­რცელ­და, გა­ა­ჩი­ნა ეჭვი, რომ მათ შო­რის მე­გობ­რო­ბა­ზე მეტი იყო. თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია მათი რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ არ და­დას­ტურ­და.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

"მე მას­ზე ბევ­რად უფრო წინ ვარ... დემ­ნას ეპო­ქა და­სას­რუ­ლის­კენ მი­დის, ახლა ჩემი დროა" - გუ­რამ გვა­სა­ლია დემ­ნას შე­სა­ხებ: და­პი­რის­პი­რე­ბა მო­დის სამ­ყა­რო­ში ცნო­ბილ ძმებს შო­რის

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
1

ეს დაგლეჯილი, ათი ზომით დიდი, უფრომო ტანსაცმელი, როდემდე უნდა ითვლებოდეს მოდად?! ... კატასტროფაა

ლია
3

აშკარად ძმაზე წინაა, ყოველ შემთხვევაშ, იმით მაინც, რომ ქალები უყვარს და არა მამაკაცები! წარმატებები მინდა ვუსურვო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

მეგობრობა მადონასთან, ავრილ ლავინთან, ჯორჯინასთან, პიკანტური ფოტო ქეით მოსთან - გურამ გვასალიას ვარსკვლავური ცხოვრების დეტალები, სკანდალები და დაპირისპირება ძმასთან

მეგობრობა მადონასთან, ავრილ ლავინთან, ჯორჯინასთან, პიკანტური ფოტო ქეით მოსთან - გურამ გვასალიას ვარსკვლავური ცხოვრების დეტალები, სკანდალები და დაპირისპირება ძმასთან

"მიყვარხარ ქეით", - ამ სიტყვებით მიმართა დიზაინერმა გურამ გვასალიამ ცნობილ ტოპ-მოდელ ქეით მოსს და სოციალურ ქსელში ტუჩებში კოცნის დროს გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

პოსტზე გვასალიას ბრენდის, Vetements-ის "ინსტაგრამის" ოფიციალური გვერდის ანგარიშმა, კომენტარებში დაწერა "Wow". ქეითს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

გვასალიას მიერ ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ, უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეითი მოდის ფოტოგრაფ გრაფ ნიკოლაი ფონ ბისმარკს დაშორდა, რომელზეც რვა წლის განმავლობაში იყო შეყვარებული.ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

ქეით მოსი და გრაფი ნიკოლაი ფონ ბისმარკი

მედიაში წერენ, რომ რეალურად ეს ყველაფერი ჭორებია. ამ დრომდე მოსსა და ბისმარკს არ გაუკეთებიათ კომენტარი მათ ურთიერთობაზე და გაურკვეველია გვასალიას პოსტი ახალი რომანის დასწყისს ნიშნავს, თუ უბრალოდ დიზაინერს საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სურდა.

49 წლის მოდელი ორჯერ იყო ოფიციალურად დაქორწინებული. პირველად მსახიობ ჯონი დეპზე, მათ დღემდე საკულტო წყვილად მიიჩნევენ. მოსს ერთი ქალიშვილი ჰყავს, ლილა გრეის მოსი, რომელიც 2002 წლის 29 სექტემბერს, ლონდონში დაიბადა. გოგონას მამა მედიაკომპანია "Dazed Media"-ს დირექტორი ჯეფერსონ ჰაკია. ლილას მშობლები არასდროს დაქორწინებულან, მათ ურთიერთობა 2005 წელს შეწყვიტეს.

  • უფრო მეტი გურამ გვასალიაზე...

ქართველი დიზაინერები, ძმები დემნა და გურამ გვასალიები მსოფლიოს მასშტაბით არიან პოპულარულები. განსაკუთრებით კი დემნა, რომელიც Balenciaga-ს კრეატიული დირექტორია.

წლების წინ, დემნამ და გურამმა ერთად დააარსეს მოდის სახლი VETEMENTS.

ბიჭები სოხუმში დაიბადნენ, მერე მცირე ხანს, ომის შემდეგ, თბილისში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ემიგრაციაში წავიდნენ.

ძმები გვასალიები

"გერმანიაში მე-13 გიმნაზია დავამთავრე და ევროპულ ბიზნესსკოლაში ეკონომიკური სამართლის ფაკულტეტზე ჩავაბარე. განათლება საერთაშორისო მართვის სფეროში გავაგრძელე კიოლნის ბიზნესსკოლაში და ამერიკულ ბიზნეს სკოლაში, პარიზში. მიუხედავად იმისა, რომ ციფრებთან "ვმეგობრობ", შინაგანად მქონდა განცდა, რომ საბანკო საქმიანობა მალე მომბეზრდებოდა.

უფრო კრეატიული სფერო მინდოდა. ამიტომ გადავბარგდი ლონდონში და მოდის კოლეჯში ჩავაბარე, ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტში. შემდეგ დავბრუნდი პარიზში და კონსულტაციებს ვუტარებ დღესაც დიდ და მცირე ბრენდებს განვითარებასა და წინსვლაში", - იხსენებდა მოგვიანებით გურამი.

ძმები გვასალიები, მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში

"მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვამაყობ, რომ საქართველოდან ვარ. ეს დიდ ძალას მაძლევს. რა იქნებოდა, საქართველოში რომ დავრჩენილიყავი? ყველაფერი ღმერთის ნებაა. თუმცა თუ მაინც დავრჩებოდი, ალბათ, პრეზიდენტად ვიყრიდი კენჭს", - ამბობს გურამი.

  • დაპირისპირება ძმასთან

ორი თვის წინ, გურამ გვასალიასთან ვრცელი ინტერვიუ New Your Times-მა გამოაქვეყნა. ინტერვიუში ის ძმას დაუპირისპირდა და განაცხადა, - დემნაზე უფრო წინ ვარო.

ძმებს შორის დაპირსპირება მოდის სამყაროში განხილვის მთავარ თემად იქცა. "როგორც ჩანს, Vetements-ის აღმასრულებელი დირექტორი, 37 წლის გურამ გვასალია გრძნობს, რომ თავისი ძმის, დემნას ჩრდილში ცხოვრობს", - წერდა მედია.

"დემნა ჩემზე ექვსი წლით უფროსია, როცა მე მეორე კლასში ვიყავი, ის მერვეში იყო. ჩემზე ადრე მიიღო ცხოვრებაში გარკვეული შესაძლებლობები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, სად ვარ მე დღეს და სად იყო ჩემი ძმა ჩემს ასაკში, ვფიქრობ, რომ მე მასზე ბევრად უფრო წინ ვარ“, - ამბობდა გურამი.

ცნობისთვის, დემნა და გურამ გვასალიებმა ტანსაცმლის ბრენდი Vetements-ი 2014 წელს ერთად დააარსეს. ერთი წლის შემდეგ დემნა Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი გახდა. საბოლოოდ Vetements-ი 2019 წელს დატოვა.

  • გურამ გვასალია და ცნობილი ქალები...

ქეით მოსთან პროვოკაციული ფოტოს გამოქვეყნებამდე, დიზაინერმა ორი კვირის წინ, "ინსტაგრამზე" ახალი ფოტო გააზიარა, სადაც გურამ გვასალია კრიშტიანუ რონალდუს ცოლთან, ჯორჯინა როდრიგესთან ერთად იყო აღბეჭდილი.

ფოტოზე ჯორჯინას კი Vetemants-ის წითელი კაბა აცვია. ის ვენეციის კინოფესტივალზეა გადაღებული.

გურამ გვასალია მეგობრობს მადონასთან. რამდენიმე თვის წინ მადონა საავადმყოფოში გადაიყვანეს და იძულებული გახდა, საკონცერტო ტური გადაედო. როგორც გაირკვა, ტურისთვის ვარსკვლავის ჩაცმულობაზე ხუთი თვის განმავლობაში მუშაობდა.

"ინსტაგრამზე* მან მომღერალთან ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მადონასთვის კოსტიუმების შექმნა მისთვის "პრივილეგია და პატივია“.

გვასალია ასევე ავრილ ლავინის მეგობარია. თუმცა მათმა ფოტოებმა, რომელიც გაზაფხულზე გავრცელდა, გააჩინა ეჭვი, რომ მათ შორის მეგობრობაზე მეტი იყო. თუმცა ინფორმაცია მათი რომანტიკული ურთიერთობის შესახებ არ დადასტურდა.

წაიკითხეთ ასევე:

"მე მასზე ბევრად უფრო წინ ვარ... დემნას ეპოქა დასასრულისკენ მიდის, ახლა ჩემი დროა" - გურამ გვასალია დემნას შესახებ: დაპირისპირება მოდის სამყაროში ცნობილ ძმებს შორის