მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ამბავი ტელევიზიით შევიტყვე, რა სისულელეა, ვინ მივუქსიე, რა 60 კაცი, ლაშქარი კი არ მყავს" - კოტე ზარნაძე ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს
"ეს ამბავი ტელევიზიით შევიტყვე, რა სისულელეა, ვინ მივუქსიე, რა 60 კაცი, ლაშქარი კი არ მყავს" - კოტე ზარნაძე ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს

ხმა­უ­რი და არე­უ­ლო­ბა გრძელ­დე­ბა გლ­დან­ში, სა­დაც თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს "ნა­ცი­ო­ნალ" დე­პუ­ტატ­ზე თავ­დას­ხმა მოხ­და. ნა­ცე­მია ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძე, რო­მელ­საც გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა უტარ­დე­ბა. ეძგვე­რა­ძე­ზე თავ­დას­ხმის დამ­კვე­თად და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რად კახი კა­ლა­ძის მე­გო­ბარს, გლ­და­ნის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატ კოტე ზარ­ნა­ძეს ასა­ხე­ლე­ბენ. ამ თავ­დას­ხმა დღეს წინ უძღო­და ზარ­ნა­ძე-ეძგვე­რა­ძის და­პი­რის­პი­რე­ბა საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში. რო­გორც ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძე ამ­ბობს, მას გლ­დან­ში, სა­კუ­თარ სა­დარ­ბა­ზოს­თან 30-ზე მეტი პირი და­ეს­ხა თავს, რომ­ლე­ბიც მას და მის 2 მე­გო­ბარს ხელ­კე­ტებ­სა და მძი­მე მე­ტა­ლის საგ­ნებს, მათ შო­რის, სა­ვარ­ჯი­შო გი­რებს ურტყამ­დნენ.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცია და სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ეკი­პა­ჟე­ბი.

ambebi.ge საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატ კოტე ზარ­ნა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც თავ­დას­ხმას­თან კავ­შირს უარ­ყოფს:

"ახ­ლაც საკ­რე­ბუ­ლო­ში ვიმ­ყო­ფე­ბი და ეს ამ­ბა­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ით შე­ვი­ტყვე, რა სი­სუ­ლე­ლეა, ვინ მი­ვუქ­სიე, რა 60 კაცი, მე ლაშ­ქა­რი კი არ მყავს, მე რა ვიცი, ვინ იყ­ვნენ?! მას თუ ვინ­მეს­თან პრობ­ლე­მე­ბი აქვს, მე რა შუ­ა­ში ვარ? ეძგვე­რა­ძე დღეს თა­ვად და­მეს­ხა თავს საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე, არა­რა­ო­ბა, ია­რა­ღის და წამ­ლის ჩამ­დე­ბი და რაღა არ მე­ძა­ხა. გა­და­ხე­დონ მის წარ­სულს, შე­ის­წავ­ლონ, რა ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და და გა­ირ­კვე­ვა, ვინ შე­იძ­ლე­ბო­და გას­წო­რე­ბო­და, მე არა­ფერ შუ­ა­ში ვარ...“

"ტვ პირ­ველ­თან“ კო­მენ­ტარ­ში ეძგვე­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, - "კა­ლა­ძე არ ვიცი, მაგ­რამ კოტე ზარ­ნა­ძე რომ დამ­კვე­თია, 100 %-ით ვიცი".

"შე­მოგ­ვი­ვარ­დნენ ეს არა­კა­ცე­ბი, ესე­ნი ამას ხომ ისე ვერ გა­ბე­და­ვენ, პო­ლი­ცია და სა­ხელ­მწი­ფო რომ არ უმაგ­რებ­დეს ზურგს. არ ვიცი სა­ერ­თოდ რაში წე­რია ასე­თი მოქ­ცე­ვა. ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, ყვე­ლა­ნი ერ­თნა­ი­რად, მე გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მის­წორ­დნენ. ყვე­ლამ ნა­ხეთ საკ­რე­ბუ­ლო­ში რაც მოხ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იმის გაგ­რძე­ლე­ბაა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ყვე­ლას ვიც­ნობ, ვინც იყ­ვნენ. ყვე­ლას ამო­ვიც­ნობ, ყვე­ლას ამოც­ნო­ბა შე­მიძ­ლია.

რა თქმა უნდა, ზარ­ნა­ძეს უდ­გა­ნან ესე­ნი 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ში, კა­ლა­ძე­საც, 2021 წლის არ­ჩევ­ნებ­შიც უბან­ში ია­რა­ღით რომ მო­ვარ­დნენ, ზარ­ნა­ძის გა­რე­მოც­ვაა, ზო­გი­ერ­თი და­საქ­მე­ბუ­ლიც ჰყავთ გამ­გე­ო­ბა­ში. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბიც იყ­ვნენ, მა­გა­ლი­თად, ტატო ხუნ­და­ძე, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აქ­ტი­ვის­ტია.... “. - გა­ნა­ცხა­და ეძგვე­რა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს დე­და­ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რი, კონ­სტან­ტი­ნე ზარ­ნა­ძე და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტა­ტი ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძე ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ. და­პი­რის­პი­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძემ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ზარ­ნა­ძეს "არა­რა­ო­ბა“ უწო­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზარ­ნა­ძემ სა­პა­სუ­ხოდ ეძგვე­რა­ძის მი­სა­მარ­თით დრო­შე­ბი ის­რო­ლა, რო­მე­ლიც მა­გი­და­ზე იდო.

დე­პუ­ტა­ტებს შო­რის ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას წინ უძღო­და ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის “ წევ­რს, კონ­სტან­ტი­ნე ზარ­ნა­ძე­სა და თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რს, ნინო კვი­ტა­იშ­ვილს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ, კონ­სტან­ტი­ნე ზარ­ნა­ძის სი­ტყვით გა­მოს­ვლას მოჰ­ყვა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გლ­დან­ში, სა­დაც "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რებ­სა და სა­მარ­თლდამ­ცა­ვებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე, ნიკა მე­ლია და პარ­ტი­ის წევ­რი ბაჩო დო­ლი­ძე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­იყ­ვა­ნეს და სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ა­კა­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
archil
0

მიზეზ მიზეზ დოშს მარილი აკლიაო. ჯერ ჯერობით უკეთესი კადრები არ არის და მოვითფინოთ. მთავარია მშვიდობა გვაქ.

ნინო
4

ყველამ იცის რომ ზარნაძე მოწესრიგებული და წესიერი ახალგაზრდაა, ეძგვერაძე კი არ შეიძლება უარყოფითი მუხტი გაჩნდეს სადმე და მისი მოთავე ეძგვერაძე არ იყოს.

ავტორი:

"ეს ამბავი ტელევიზიით შევიტყვე, რა სისულელეა, ვინ მივუქსიე, რა 60 კაცი, ლაშქარი კი არ მყავს" - კოტე ზარნაძე ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს

"ეს ამბავი ტელევიზიით შევიტყვე, რა სისულელეა, ვინ მივუქსიე, რა 60 კაცი, ლაშქარი კი არ მყავს" - კოტე ზარნაძე ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს

ხმაური და არეულობა გრძელდება გლდანში, სადაც თბილისის საკრებულოს "ნაციონალ" დეპუტატზე თავდასხმა მოხდა. ნაცემია ირაკლი ეძგვერაძე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდება. ეძგვერაძეზე თავდასხმის დამკვეთად და ორგანიზატორად კახი კალაძის მეგობარს, გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს ასახელებენ. ამ თავდასხმა დღეს წინ უძღოდა ზარნაძე-ეძგვერაძის დაპირისპირება საკრებულოს სხდომათა დარბაზში. როგორც ირაკლი ეძგვერაძე ამბობს, მას გლდანში, საკუთარ სადარბაზოსთან 30-ზე მეტი პირი დაესხა თავს, რომლებიც მას და მის 2 მეგობარს ხელკეტებსა და მძიმე მეტალის საგნებს, მათ შორის, სავარჯიშო გირებს ურტყამდნენ.

ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

ambebi.ge საკრებულოს დეპუტატ კოტე ზარნაძეს დაუკავშირდა, რომელიც თავდასხმასთან კავშირს უარყოფს:

"ახლაც საკრებულოში ვიმყოფები და ეს ამბავი ტელევიზიით შევიტყვე, რა სისულელეა, ვინ მივუქსიე, რა 60 კაცი, მე ლაშქარი კი არ მყავს, მე რა ვიცი, ვინ იყვნენ?! მას თუ ვინმესთან პრობლემები აქვს, მე რა შუაში ვარ? ეძგვერაძე დღეს თავად დამესხა თავს საკრებულოს სხდომაზე, არარაობა, იარაღის და წამლის ჩამდები და რაღა არ მეძახა. გადახედონ მის წარსულს, შეისწავლონ, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და გაირკვევა, ვინ შეიძლებოდა გასწორებოდა, მე არაფერ შუაში ვარ...“

"ტვ პირველთან“ კომენტარში ეძგვერაძემ განაცხადა, - "კალაძე არ ვიცი, მაგრამ კოტე ზარნაძე რომ დამკვეთია, 100 %-ით ვიცი".

"შემოგვივარდნენ ეს არაკაცები, ესენი ამას ხომ ისე ვერ გაბედავენ, პოლიცია და სახელმწიფო რომ არ უმაგრებდეს ზურგს. არ ვიცი საერთოდ რაში წერია ასეთი მოქცევა. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, ყველანი ერთნაირად, მე განსაკუთრებით გამისწორდნენ. ყველამ ნახეთ საკრებულოში რაც მოხდა. დარწმუნებული ვარ, იმის გაგრძელებაა ეს ყველაფერი. ყველას ვიცნობ, ვინც იყვნენ. ყველას ამოვიცნობ, ყველას ამოცნობა შემიძლია.

რა თქმა უნდა, ზარნაძეს უდგანან ესენი 2020 წლის არჩევნებში, კალაძესაც, 2021 წლის არჩევნებშიც უბანში იარაღით რომ მოვარდნენ, ზარნაძის გარემოცვაა, ზოგიერთი დასაქმებულიც ჰყავთ გამგეობაში. ოფიციალური პირებიც იყვნენ, მაგალითად, ტატო ხუნდაძე, „ქართული ოცნების“ აქტივისტია.... “. - განაცხადა ეძგვერაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, "ქართული ოცნების“ წევრი, კონსტანტინე ზარნაძე და "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ეძგვერაძემ სიტყვით გამოსვლისას ზარნაძეს "არარაობა“ უწოდა.

აღსანიშნავია, რომ ზარნაძემ საპასუხოდ ეძგვერაძის მისამართით დროშები ისროლა, რომელიც მაგიდაზე იდო.

დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა ფრაქცია "ქართული ოცნების “ წევრს, კონსტანტინე ზარნაძესა და თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნინო კვიტაიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც თავის მხრივ, კონსტანტინე ზარნაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, გლდანში, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართლდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, "ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და პარტიის წევრი ბაჩო დოლიძე სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს და სავარაუდოდ, დააკავეს.