დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, „ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, კონსტანტინე ზარნაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ეძგვერაძემ სიტყვით გამოსვლისას ზარნაძეს „არარაობა“ უწოდა.
აღსანიშნავია, რომ ზარნაძემ საპასუხოდ ეძგვერაძის მისამართით დროშები ისროლა, რომელიც მაგიდაზე იყო განთავსებული.
ამ დროისთვის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.
რომ დავთვალოთ, სიტყვა "რუსები"-ის ვარიაციები, რომელიც ზერსართავი სახელი გახდა ოპოზიციის მხრიდან ოცნების მისამართის, მივიღებთ ოთხციფრა რიცხვს დღეში. ასეთია ნაცების ტაქტიკა - თუ ტყუილს ამბობ საკმარისად დიდხანს, საკმარისად ხმამაღლა და საკმარისი სიხშირით, ხალხი იწყებს დაჯერებას ანუ ათასჯერ განმეორებული ტყუილი სიმართლედ აღიქმნება. ამიტომ ჩემი რჩევა ქართულ ოცნებას: რომ არ "წააგოთ" ნაცებთან ამ პოლიტიკურ რინგზე თავის მართლების (500- მდე რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას ხელი მოვაწერეთო, კონსტიტუციაში ნატო ჩვენ ჩავწერეთო, რუსებს ოკუპანტს ვეძახითო და ა.შ.) პოზიციაში კი არ უნდა ჩადგეთ, არამედ უნდა დაასწროთ და მისალმებამდე უნდა დააყაროთ უფაქტო, მაგრამ მაგათი ჭკუით, აღქმებისათვის საჭირო, სიტყვაგამაღიზიანებლები: "რუსეთუმეებო, რუსული ფულით დაფინანსებულო რუსულო მოძრაობავ, თქვენ იმიტომ გინდათ ხელისუფლებაში დაბრუნება, რომ გააგრძელოთ რუსებისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემა" და ასე შემდეგ. სხვანაირად ვერ შეაჩერებთ.
დროშა ისე ესროლა ვითომ ხელსაწმენდი იყოს. ცალტვინა ხალხით სავსეა პოლიტიკური სპექტრი არანაირი სახელმწიფოებრიობის განცდა რომ არ გააჩნიათ.