სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთდღიანი ომის ქრონიკა: აზერბაიჯანი 29 წლის შემდეგ მთიან ყარაბაღს იბრუნებს - ალიევის დაპირება და ასობით სომეხი სტეფანაკერტის აეროპორტში ევაკუაციის მოლოდინში
ერთდღიანი ომის ქრონიკა: აზერბაიჯანი 29 წლის შემდეგ მთიან ყარაბაღს იბრუნებს - ალიევის დაპირება და ასობით სომეხი სტეფანაკერტის აეროპორტში ევაკუაციის მოლოდინში

შე­იძ­ლე­ბა უკვე ით­ქვას, რომ ყა­რა­ბა­ღის მე-3 ომი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში შევა, რო­გორც ყვე­ლა­ზე სწრა­ფი ომი, რო­მელ­შიც გა­მარ­ჯვე­ბა 24 სა­ათ­ში იქნა მიღ­წე­უ­ლი... თა­ვი­დან­ვე ცხა­დი ჩან­და, რომ უზარ­მა­ზა­რი სამ­ხედ­რო-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უპი­რა­ტე­სო­ბის გამო, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მას მერე, რაც სომ­ხეთ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი არ ჩა­ერ­თვე­ბოდ­ნენ სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მი­ზანს - მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კა­პი­ტუ­ლა­ცი­ას, მოკ­ლე დრო­ში მი­აღ­წევ­და. თუმ­ცა ეს იმა­ზე სწრა­ფად მოხ­და, ვიდ­რე წარ­მოგ­ვედ­გი­ნა.

20 სექ­ტემ­ბერს, სა­ღა­მოს, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სად­მი სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თვი­სას, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა ყა­რა­ბაღ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ერ­თდღი­ა­ნი "ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის“ შე­დე­გად აღ­დგე­ნი­ლად გა­მო­ა­ცხა­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი.

ალი­ევ­მა ისა­უბ­რა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მა­ღალ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე და თქვა, რომ და­ი­წყო "უკა­ნო­ნო სომ­ხუ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბე­ბის გაყ­ვა­ნა“ და მათ მიერ ია­რა­ღის ჩა­ბა­რე­ბა. ილ­ჰამ ალი­ე­ვის გან­ცხა­დე­ბით, მსოფ­ლიო ყა­რა­ბაღს ყო­ველ­თვის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ად აღი­ა­რებ­და და დღეს ამას უკვე სომ­ხე­თიც აღი­ა­რებს.

ალი­ე­ვის თქმით, ყა­რა­ბაღ­ში მცხოვ­რე­ბი სომ­ხე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და მალე და­ი­ნა­ხა­ვენ უკე­თე­სო­ბას, რად­გან ბა­ქოს მი­ზა­ნია მშვი­დო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, "კრი­მი­ნა­ლუ­რი სომ­ხუ­რი რე­ჟი­მის“ ქმე­დე­ბე­ბის გამო სო­მე­ხი ხალ­ხი არას­დროს და­უ­და­ნა­შა­უ­ლე­ბი­ათ.

ყა­რა­ბა­ღის არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ ცე­ცხლს წყვეტ­და და აზერ­ბა­ი­ჯან­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს იწყებ­და. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი რუ­სუ­ლი სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის შუ­ა­მავ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის ზო­ნას და­ტო­ვე­ბენ, ად­გი­ლობ­რი­ვი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი კი ია­რაღს ჩა­ა­ბა­რე­ბენ, ხოლო ტექ­ნი­კას გა­იყ­ვა­ნენ და უტი­ლი­ზა­ცი­ას ჩა­უ­ტარ­დე­ბენ.

21 სექ­ტემ­ბერს მხა­რე­ე­ბი ევ­ლახ­ში შეხ­ვდე­ბი­ან, სა­დაც ისა­უბ­რე­ბენ სრულ კა­პი­ტუ­ლა­ცი­ა­ზე, არა მხო­ლოდ სამ­ხედ­რო­ე­ბის, არა­მედ არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პო­ლი­ტი­კურ ორ­გა­ნო­ებ­ზეც. 2020 წლის მსგავ­სად, აზერ­ბა­ი­ჯან­მა კი­დევ ერთი დიდი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მარ­ჯვე­ბა მი­ი­წე­რა.

  • რა­ტომ გამ­წვავ­და მო­რიგ ჯერ­ზე სი­ტუ­ა­ცია?

სომ­ხეთ­სა და რუ­სეთს შორს ვი­თა­რე­ბა სულ უფრო მწვავ­დე­ბა. ბოლო პე­რი­ოდ­ში პრე­მი­ერ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის მკვეთ­რი პრო­ევ­რო­პუ­ლი კურ­სის აღე­ბამ და პუ­ტი­ნის­გან გა­მი­ჯვნამ, გა­მო­იწ­ვია ის, რომ რუ­სე­თი ახლა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლით სომ­ხეთ­ზე რე­ვანშს იღებს. კურ­სის ცვლი­ლე­ბა­ზე კი­დევ რო­გორ­ღაც თვალს ხუ­ჭავ­და პუ­ტი­ნი, მაგ­რამ 6 სექ­ტემ­ბერს ფა­ში­ნი­ა­ნის ცოლი, ანა აკო­ფი­ა­ნი კი­ევ­ში გა­ემ­გზავ­რა და თან ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბაც ჩა­ი­ტა­ნა. სამ­თავ­რო­ბო დო­ნე­ზე ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იყო, რო­დე­საც სომ­ხეთ­მა უკ­რა­ი­ნას რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­დეგ, დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია.

19 სექ­ტემ­ბერს, აზერ­ბა­ი­ჯან­მა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით მსოფ­ლი­ოს ამ­ცნო "ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის“ და­წყე­ბა და წერ­ტი­ლო­ვან იე­რი­შებ­ზე გა­და­ვი­და. გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო თურ­ქუ­ლი "ბა­ი­რაქ­ტა­რე­ბი“ და კა­მი­კა­ძე დრო­ნე­ბი. სომ­ხუ­რი მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აზერ­ბა­ი­ჯან­მა ასე­ვე გა­მო­ი­ყე­ნა ზალ­პუ­რი ცე­ცხლის სის­ტე­მე­ბი, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე ამის ვი­დეო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა.

იმა­ვე სა­ღა­მოს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხა­რის ულ­ტი­მა­ტუ­მი გავ­რცელ­და, რომ არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის სრუ­ლი კა­პი­ტუ­ლა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, მშვი­დო­ბი­ა­ნი დი­ა­ლო­გის გა­მარ­თვა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო.

პა­რა­ლე­ლუ­რად ერე­ვან­ში პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან აქ­ცია გა­ი­მარ­თა, სა­დაც იყო და­ძა­ბუ­ლო­ბა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან შეხ­ლა-შე­მოხ­ლა. შეკ­რე­ბილ­თა ნა­წი­ლი ფა­ში­ნი­ა­ნის გა­დად­გო­მას ითხოვ­და, ნა­წი­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლად რუ­სეთს, კერ­ძოდ კი პუ­ტინს ლან­ძღავ­და, რომ მისი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბი არა­ფერს აკე­თე­ბენ. აქ­ცია იყო ასე­ვე რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს­თან.

გავ­რცელ­და ფოტო, რო­მელ­ზეც ჩანს, რო­გორ ცდი­ლობს ასო­ბით ადა­მი­ა­ნი სტე­ფა­ნა­კერ­ტის აე­რო­პორ­ტი­დან ევა­კუ­ა­ცი­ას.

  • რო­გორ შეხ­ვდნენ ამ ამ­ბავს რუ­სეთ­ში?

ნათ­ქვა­მია, - შუ­რის­ძი­ე­ბა ტკბი­ლია, სწო­რედ ეს გან­წყო­ბა იგ­რძნო­ბო­და მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი­სა და დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის პოს­ტებ­ში.

რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლე დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვი სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ტე­ლეგ­რამ­ში“ ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"ერთ დღეს ჩემ­მა ერთ-ერ­თმა კო­ლე­გამ მოძ­მე ქვეყ­ნი­დან მი­თხრა: "მე ხომ თქვენ­თვის უცხო ვარ, არ მი­მი­ღებთ“. მე ვუ­პა­სუ­ხე, რაც უნდა მე­პა­სუ­ხა, - ჩვენ ვიმ­სჯე­ლებთ არა ბი­ოგ­რა­ფი­ით, არა­მედ მოქ­მე­დე­ბე­ბით. შემ­დეგ მან წა­ა­გო ომი, მაგ­რამ უც­ნა­უ­რად დარ­ჩა თა­ვის ად­გი­ლას.

შემ­დეგ მან გა­და­წყვი­ტა რუ­სე­თის­თვის და­ებ­რა­ლე­ბი­ნა თა­ვი­სი უღიმ­ღა­მო და­მარ­ცხე­ბა. შემ­დეგ მან დათ­მო თა­ვი­სი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლი. მერე ნატო-სთან ფლირ­ტი გა­და­წყვი­ტა და ცოლი გა­მომ­წვე­ვად წა­ვი­და ჩვენს მტრებ­თან ფუნ­თუ­შე­ბით. გა­მო­ი­ცა­ნით რა ბედი ელის მას..."

"სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თა­ვად ჩა­ა­ბა­რა სომ­ხუ­რი სიწ­მინ­დე­ე­ბი აზერ­ბა­ი­ჯანს. ახლა ისღა დარ­ჩე­ნია, გა­ნა­ცხა­დოს, რომ სომ­ხე­ბის გე­ნო­ცი­დი არ ყო­ფი­ლა და მისი მი­სია დე­და­მი­წა­ზე დას­რუ­ლე­ბუ­ლია. იუ­დას ბედი შე­სა­შუ­რი არ არის", - და­წე­რა კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტმა მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ან­მა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი და­ა­მა­ტა:

"ფა­ში­ნი­ა­ნი ითხოვს (!), რომ რუს­მა სამ­შვი­დო­ბო ძა­ლებ­მა ყა­რა­ბა­ღი და­იც­ვან. და ნატო რას ამ­ბობს? არაო? არ გი­ცავთ?“

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სპი­კერ­მა მა­რია ზა­ხა­რო­ვამ, პირ­და­პირ თქვა მთა­ვა­რი მე­სი­ჯი:

"მოს­კო­ვი არ არის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი ერევ­ნის გან­ცხა­დე­ბით, რომ ან­ტი­რუ­სუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბას ხელს არ უშ­ლის.“

  • რას აკე­თებ­და რუ­სუ­ლი სამ­შვი­დო­ბო კონ­ტი­გენ­ტი?

რუ­სუ­ლი სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის კონ­ტი­გენ­ტი, რო­მე­ლის ბირ­თვს მე-15 გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლი მო­ტომსრო­ლე­ლი ბრი­გა­დის სამ­ხედ­რე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ, 1500-2000 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს ით­ვლის.

19 სექ­ტემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ისი­ნი არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის რეს­პუბ­ლი­კას მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­ა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ამის ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლა გავ­რცელ­და სხვა­დას­ხვა "ტე­ლეგ­რა­მარ­ხებ­ში".

რუ­სე­თის გენშტაბ­მა სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერა და ვერ მო­ი­ფიქ­რა ამ კონ­ტი­გენ­ტის შე­სა­ბა­მი­სი მოქ­მე­დე­ბის პრო­ტო­კო­ლი, რომ­ლი­თაც და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ე­ბის მიერ ძა­ლი­სა და ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ა­რე­გუ­ლი­რებ­და სი­ტუ­ა­ცი­ას. მათ არც ამის მან­და­ტი აქვთ და არც ძა­ლა­უფ­ლე­ბა.

გა­მომ­დი­ნა­რე გენშტა­ბის უმოქ­მე­დო­ბი­დან, რუ­სუ­ლი სამ­შვი­დო­ბო კონ­ტი­გენ­ტი მუდ­მი­ვად კრი­ტი­კის ან უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში, მხა­რე­ე­ბის ცე­ცხლის ქვეშ იყო. შე­სა­ბა­მი­სად, 20 სექ­ტემ­ბერს რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ყა­რა­ბაღ­ში რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის ავ­ტო­მო­ბილს ცე­ცხლი გა­უხ­სნეს, რის შე­დე­გა­დაც რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი და­ი­ღუპ­ნენ. მე­ო­რე დღეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ილ­ჰამ ალი­ევ­მა რუს კო­ლე­გას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დროს ყა­რა­ბაღ­ში რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის და­ღუპ­ვის გამო ბო­დი­ში მო­ი­ხა­და, - ამის თა­ო­ბა­ზე კრემ­ლის პრეს­სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"ალი­ევ­მა ბო­დი­ში მო­ი­ხა­და და ღრმა მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვა 20 სექ­ტემ­ბერს ყა­რა­ბაღ­ში რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის ტრა­გი­კუ­ლი და­ღუპ­ვის გამო. ხაზ­გას­მით აღი­ნიშ­ნა, რომ მომ­ხდა­რის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­დე­ბა და ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე სა­თა­ნა­დოდ და­ის­ჯება“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

კრემ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალი­ევ­მა ასე­ვე გა­მოთ­ქვა მზად­ყოფ­ნა, და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს. მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­უ­ბა­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით შედ­გა.

თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ომ­ბუდსმე­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრძო­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­ღუ­პა მი­ნი­მუმ 200 ადა­მი­ა­ნი (მათ შო­რის 10 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე), და­ახ­ლო­ე­ბით 400 და­შავ­და (მათ შო­რის 40 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე); მოკ­ლუ­ლია ქა­ლაქ მარ­ტუ­ნის მერი. სომ­ხუ­რი წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, 7000-მდე ადა­მი­ან­მა და­ტო­ვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
3

დიდება უფალს სამართალის აღდგენისთვის იმედია შემდეგი საქართველოს ჯერი იქნება და გამთლიანდება ომის გარეშე 

ნინორე
68

ზელენსკის მალე გააქრობენ,დუდამ პოლონეთის პრემიერმა არნაირ იარაღს აღარ მივაწოდებთ უკრაინასო.მიხვდა ყველა რა უმადურები არიან უკრაინელები და მათი მთავრობა.ამერიკაშიც ცარიელ დარბაზში გამოვიდა სიტყვით ზელენსკი,დარბაზი დაიცალა,უკვე ყველას ეზიზღება,დაიჯერა ვითომ გმირია,მალე მოეღება ბოლო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ერთდღიანი ომის ქრონიკა: აზერბაიჯანი 29 წლის შემდეგ მთიან ყარაბაღს იბრუნებს - ალიევის დაპირება და ასობით სომეხი სტეფანაკერტის აეროპორტში ევაკუაციის მოლოდინში

ერთდღიანი ომის ქრონიკა: აზერბაიჯანი 29 წლის შემდეგ მთიან ყარაბაღს იბრუნებს - ალიევის დაპირება და ასობით სომეხი სტეფანაკერტის აეროპორტში ევაკუაციის მოლოდინში

შეიძლება უკვე ითქვას, რომ ყარაბაღის მე-3 ომი მსოფლიო ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე სწრაფი ომი, რომელშიც გამარჯვება 24 საათში იქნა მიღწეული... თავიდანვე ცხადი ჩანდა, რომ უზარმაზარი სამხედრო-ტექნოლოგიური უპირატესობის გამო, განსაკუთრებით კი მას მერე, რაც სომხეთმა განაცხადა, რომ მისი თავდაცვის ძალები არ ჩაერთვებოდნენ სამხედრო კონფლიქტში, აზერბაიჯანი მიზანს - მთიანი ყარაბაღის კაპიტულაციას, მოკლე დროში მიაღწევდა. თუმცა ეს იმაზე სწრაფად მოხდა, ვიდრე წარმოგვედგინა.

20 სექტემბერს, საღამოს, მოქალაქეებისადმი სატელევიზიო მიმართვისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში ჩატარებული ერთდღიანი "ანტიტერორისტული ღონისძიებების წარმატებით დასრულების“ შედეგად აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი.

ალიევმა ისაუბრა აზერბაიჯანელი სამხედროების მაღალ პროფესიონალიზმზე და თქვა, რომ დაიწყო "უკანონო სომხური შეიარაღებული ფორმირებების გაყვანა“ და მათ მიერ იარაღის ჩაბარება. ილჰამ ალიევის განცხადებით, მსოფლიო ყარაბაღს ყოველთვის აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებდა და დღეს ამას უკვე სომხეთიც აღიარებს.

ალიევის თქმით, ყარაბაღში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და მალე დაინახავენ უკეთესობას, რადგან ბაქოს მიზანია მშვიდობის საფუძველზე თანაცხოვრება, ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, "კრიმინალური სომხური რეჟიმის“ ქმედებების გამო სომეხი ხალხი არასდროს დაუდანაშაულებიათ.

ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებამაც განაცხადა, რომ ცეცხლს წყვეტდა და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს იწყებდა. მოლაპარაკებები რუსული სამშვიდობო ძალების შუამავლობით მიმდინარეობდა.

წინასწარი შეთანხმების მიხედვით, სომხეთის შეიარაღებული ძალები სამშვიდობო ძალების ზონას დატოვებენ, ადგილობრივი შეიარაღებული ძალები კი იარაღს ჩააბარებენ, ხოლო ტექნიკას გაიყვანენ და უტილიზაციას ჩაუტარდებენ.

21 სექტემბერს მხარეები ევლახში შეხვდებიან, სადაც ისაუბრებენ სრულ კაპიტულაციაზე, არა მხოლოდ სამხედროების, არამედ არაღიარებული რესპუბლიკის პოლიტიკურ ორგანოებზეც. 2020 წლის მსგავსად, აზერბაიჯანმა კიდევ ერთი დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვება მიიწერა.

  • რატომ გამწვავდა მორიგ ჯერზე სიტუაცია?

სომხეთსა და რუსეთს შორს ვითარება სულ უფრო მწვავდება. ბოლო პერიოდში პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის მკვეთრი პროევროპული კურსის აღებამ და პუტინისგან გამიჯვნამ, გამოიწვია ის, რომ რუსეთი ახლა აზერბაიჯანის ხელით სომხეთზე რევანშს იღებს. კურსის ცვლილებაზე კიდევ როგორღაც თვალს ხუჭავდა პუტინი, მაგრამ 6 სექტემბერს ფაშინიანის ცოლი, ანა აკოფიანი კიევში გაემგზავრა და თან ჰუმანიტარული დახმარებაც ჩაიტანა. სამთავრობო დონეზე ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სომხეთმა უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ, დახმარება გაუწია.

19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა თავდაცვის სამინისტროს განცხადებით მსოფლიოს ამცნო "ანტიტერორისტული ოპერაციის“ დაწყება და წერტილოვან იერიშებზე გადავიდა. გამოყენებული იყო თურქული "ბაირაქტარები“ და კამიკაძე დრონები. სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა ასევე გამოიყენა ზალპური ცეცხლის სისტემები, თუმცა ამ ეტაპზე ამის ვიდეო მტკიცებულება არ გავრცელებულა.

იმავე საღამოს აზერბაიჯანის მხარის ულტიმატუმი გავრცელდა, რომ არაღიარებული რეგიონის სრული კაპიტულაციის შემთხვევაში, მშვიდობიანი დიალოგის გამართვა შესაძლებელი იყო.

პარალელურად ერევანში პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა, სადაც იყო დაძაბულობა და სამართალდამცავებთან შეხლა-შემოხლა. შეკრებილთა ნაწილი ფაშინიანის გადადგომას ითხოვდა, ნაწილი, ტრადიციულად რუსეთს, კერძოდ კი პუტინს ლანძღავდა, რომ მისი სამშვიდობოები არაფერს აკეთებენ. აქცია იყო ასევე რუსეთის საელჩოსთან.

გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობს ასობით ადამიანი სტეფანაკერტის აეროპორტიდან ევაკუაციას.

  • როგორ შეხვდნენ ამ ამბავს რუსეთში?

ნათქვამია, - შურისძიება ტკბილია, სწორედ ეს განწყობა იგრძნობოდა მარგარიტა სიმონიანისა და დიმიტრი მედვედევის პოსტებში.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე მოვლენებს ტელეგრამში“ ასე გამოეხმაურა:

"ერთ დღეს ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ მოძმე ქვეყნიდან მითხრა: "მე ხომ თქვენთვის უცხო ვარ, არ მიმიღებთ“. მე ვუპასუხე, რაც უნდა მეპასუხა, - ჩვენ ვიმსჯელებთ არა ბიოგრაფიით, არამედ მოქმედებებით. შემდეგ მან წააგო ომი, მაგრამ უცნაურად დარჩა თავის ადგილას.

შემდეგ მან გადაწყვიტა რუსეთისთვის დაებრალებინა თავისი უღიმღამო დამარცხება. შემდეგ მან დათმო თავისი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. მერე ნატო-სთან ფლირტი გადაწყვიტა და ცოლი გამომწვევად წავიდა ჩვენს მტრებთან ფუნთუშებით. გამოიცანით რა ბედი ელის მას..."

"სომხეთის ხელისუფლებამ თავად ჩააბარა სომხური სიწმინდეები აზერბაიჯანს. ახლა ისღა დარჩენია, განაცხადოს, რომ სომხების გენოციდი არ ყოფილა და მისი მისია დედამიწაზე დასრულებულია. იუდას ბედი შესაშური არ არის", - დაწერა კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა.

მოგვიანებით კი დაამატა:

"ფაშინიანი ითხოვს (!), რომ რუსმა სამშვიდობო ძალებმა ყარაბაღი დაიცვან. და ნატო რას ამბობს? არაო? არ გიცავთ?“

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ, პირდაპირ თქვა მთავარი მესიჯი:

"მოსკოვი არ არის დაკმაყოფილებული ერევნის განცხადებით, რომ ანტირუსული ნაბიჯები ორმხრივ ურთიერთობას ხელს არ უშლის.“

  • რას აკეთებდა რუსული სამშვიდობო კონტიგენტი?

რუსული სამშვიდობო ძალების კონტიგენტი, რომელის ბირთვს მე-15 განცალკევებული მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრები წარმოადგენენ, 1500-2000 სამხედრო მოსამსახურეს ითვლის.

19 სექტემბრიდან მოყოლებული, ისინი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას მოსახლეობის ევაკუაციაში ეხმარებოდნენ. ამის ფოტო და ვიდეო მასალა გავრცელდა სხვადასხვა "ტელეგრამარხებში".

რუსეთის გენშტაბმა სამი წლის განმავლობაში ვერა და ვერ მოიფიქრა ამ კონტიგენტის შესაბამისი მოქმედების პროტოკოლი, რომლითაც დაპირისპირებული მხარეეების მიერ ძალისა და იარაღის გამოყენების შემთხვევაში დაარეგულირებდა სიტუაციას. მათ არც ამის მანდატი აქვთ და არც ძალაუფლება.

გამომდინარე გენშტაბის უმოქმედობიდან, რუსული სამშვიდობო კონტიგენტი მუდმივად კრიტიკის ან უარეს შემთხვევაში, მხარეების ცეცხლის ქვეშ იყო. შესაბამისად, 20 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც რუსი სამხედროები დაიღუპნენ. მეორე დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების დაღუპვის გამო ბოდიში მოიხადა, - ამის თაობაზე კრემლის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

"ალიევმა ბოდიში მოიხადა და ღრმა მწუხარება გამოთქვა 20 სექტემბერს ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ტრაგიკული დაღუპვის გამო. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მომხდარის საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდება და ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება“, - ნათქვამია განცხადებაში.

კრემლის ინფორმაციით, ალიევმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა, დაღუპულთა ოჯახებს ფინანსური დახმარება გაუწიოს. მათივე ცნობით, საუბარი აზერბაიჯანული მხარის ინიციატივით შედგა.

თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენის ინფორმაციით, ბრძოლების განმავლობაში დაიღუპა მინიმუმ 200 ადამიანი (მათ შორის 10 მშვიდობიანი მოქალაქე), დაახლოებით 400 დაშავდა (მათ შორის 40 მშვიდობიანი მოქალაქე); მოკლულია ქალაქ მარტუნის მერი. სომხური წყაროების ცნობით, 7000-მდე ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი ადგილი.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე