მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნათია თურნავა დაემორჩილა ირაკლი კობახიძის მუქარას.... ეს ერთდროულად მიუღებელი და უღირსი საქციელია" - პრეზიდენტი
"ნათია თურნავა დაემორჩილა ირაკლი კობახიძის მუქარას.... ეს ერთდროულად მიუღებელი და უღირსი საქციელია" - პრეზიდენტი

სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის სა­ჯა­რო გა­მოს­ვლა, ანუ ღია მუ­ქა­რა, რო­მე­ლიც გაჟ­ღერ­და გუ­შინ სებ-ის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის მი­მართ - ასე­თი­ვე მი­უ­ღე­ბე­ლი იყო ის ფაქ­ტი, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და­ე­მორ­ჩი­ლა ამ­გვარ მუ­ქა­რას და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე ხე­ლის შე­ხე­ბას,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გად გარ­კვე­უ­ლი რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნი უკვე მი­ად­გა სებ-ს და ეს ზი­ა­ნი ქვე­ყა­ნას და ეროვ­ნულ ბანკს სწო­რედ მათ მი­ა­ყე­ნეს, ვი­საც ევა­ლე­ბო­და, ბან­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე ეზ­რუ­ნა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ქვეყ­ნის ფი­ნან­სუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის ერთ-ერთი გა­რან­ტია და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგრა­დო­ბის ქვა­კუ­თხე­დია - ეს ყვე­ლამ ვი­ცით. მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის საქ­მი­ა­ნო­ბა ეფუძ­ნე­ბა, კი მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბაა - ესეც ყვე­ლამ ვი­ცით. ეს პრინ­ცი­პი ამი­ტო­მაც და­ცუ­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­ის 68-ე მუხ­ლით. ამ­დე­ნად ვთვლი, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი და კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­რან­ტი, რომ ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბაა, და­ვიც­ვა სებ-ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის სა­ჯა­რო გა­მოს­ვლა, ანუ ღია მუ­ქა­რა, რო­მე­ლიც გაჟ­ღერ­და გუ­შინ სებ-ის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის მი­მართ. კი­დევ უფრო მი­უ­ღე­ბე­ლი, ან ასე­თი­ვე მი­უ­ღე­ბე­ლი იყო ის ფაქ­ტი, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და­ე­მორ­ჩი­ლა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მი­მართ ამ­გვარ მუ­ქა­რას და მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე ხე­ლის შე­ხე­ბას.

ეს ერ­თდრო­უ­ლად მი­მაჩ­ნია მი­უ­ღე­ბელ ნა­ბი­ჯად, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ყვე­ლა პრინ­ციპს და უღირს საქ­ცი­ე­ლად. ეს ასე­ვე იყო ერ­თპი­როვ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საბ­ჭოს ყვე­ლა წევ­რის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტე­ბის, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წევ­რე­ბის გვერ­დის ავ­ლით - არც კონ­სულ­ტა­ცია ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, არც მათი წი­ნას­წარ ინ­ფორ­მი­რე­ბა მომ­ხდა­რა. ამას ადას­ტუ­რებს გა­დად­გო­მე­ბის მთე­ლი რიგი, უკვე სამი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი და პრე­ზი­დენ­ტის ერთი მრჩე­ვე­ლი გა­დად­გა. ამ მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გად გარ­კვე­უ­ლი რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნი უკვე მი­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა სებ-ის და მა­შა­სა­და­მე, ქვეყ­ნის მი­მართ.

სწო­რედ იმათ­მა მი­ა­ყე­ნეს ზი­ა­ნი ქვე­ყა­ნას, ვი­საც ევა­ლე­ბო­და ეზ­რუ­ნათ ბან­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე, ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე და მის ფი­ნან­სურ და ეკო­ნო­მი­კურ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე. ამან თა­ვის გავ­ლე­ნა იქო­ნია ასევ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბებ­ზე. მინ­და მივ­მარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ამ უღირ­სი ქცე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ამ ყვე­ლა­ფერს არ მი­ე­ცეს რა­ღაც პა­ნი­კუ­რი რე­აქ­ცი­ე­ბის შე­დე­გი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა კი­დევ უფრო და­ა­ზა­რა­ლოს სის­ტე­მა. რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობს რიგი ნა­ბი­ჯე­ბი­სა, რაც გა­დად­გმუ­ლი უნდა იყოს ამ ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი კრი­ზი­სის გა­და­სა­ლა­ხად“,- გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანდრო
2

თურნავამ გააკეთა ის რაც ჭირდებოდა ფარცხალაძეს , ამ ერთის დღის უსანქციობით დაჩქარებული წესით მთელი ქონება გადააფორმა შვილზე , ახლა ასანქცირედ და იყავით , იუსტიციის სამინისტრო საგანგებო რეჟიმში მუშაობდა გუშინ

ნანა
6

როგორ ებრძვიან ირაკლის და ნათელას. უნდათ აიძულონ საქართველო დატოვონ და რუსეთში გადავიდნენ. 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ნათია თურნავა დაემორჩილა ირაკლი კობახიძის მუქარას.... ეს ერთდროულად მიუღებელი და უღირსი საქციელია" - პრეზიდენტი

"ნათია თურნავა დაემორჩილა ირაკლი კობახიძის მუქარას.... ეს ერთდროულად მიუღებელი და უღირსი საქციელია" - პრეზიდენტი

სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ - ასეთივე მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დაემორჩილა ამგვარ მუქარას და დამოუკიდებლობაზე ხელის შეხებას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მოვლენების შედეგად გარკვეული რეპუტაციული ზიანი უკვე მიადგა სებ-ს და ეს ზიანი ქვეყანას და ეროვნულ ბანკს სწორედ მათ მიაყენეს, ვისაც ევალებოდა, ბანკის დამოუკიდებლობაზე ეზრუნა.

"საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტია და ეკონომიკური მდგრადობის ქვაკუთხედია - ეს ყველამ ვიცით. მთავარი პრინციპი, რომელსაც საქართველოს ბანკის საქმიანობა ეფუძნება, კი მისი დამოუკიდებლობაა - ესეც ყველამ ვიცით. ეს პრინციპი ამიტომაც დაცულია კონსტიტუციის 68-ე მუხლით. ამდენად ვთვლი, როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, რომ ჩემი მოვალეობაა, დავიცვა სებ-ის დამოუკიდებლობა. სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ. კიდევ უფრო მიუღებელი, ან ასეთივე მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დაემორჩილა ეროვნული ბანკის მიმართ ამგვარ მუქარას და მისი დამოუკიდებლობაზე ხელის შეხებას.

ეს ერთდროულად მიმაჩნია მიუღებელ ნაბიჯად, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა პრინციპს და უღირს საქციელად. ეს ასევე იყო ერთპიროვნული გადაწყვეტილება საბჭოს ყველა წევრის ვიცე-პრეზიდენტების, როგორც ჩვეულებრივი წევრების გვერდის ავლით - არც კონსულტაცია ჩატარებულა, არც მათი წინასწარ ინფორმირება მომხდარა. ამას ადასტურებს გადადგომების მთელი რიგი, უკვე სამი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის ერთი მრჩეველი გადადგა. ამ მოვლენების შედეგად გარკვეული რეპუტაციული ზიანი უკვე მიყენებული იქნა სებ-ის და მაშასადამე, ქვეყნის მიმართ.

სწორედ იმათმა მიაყენეს ზიანი ქვეყანას, ვისაც ევალებოდა ეზრუნათ ბანკის დამოუკიდებლობაზე, ქვეყნის რეპუტაციაზე და მის ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე. ამან თავის გავლენა იქონია ასევ საზოგადოების განწყობებზე. მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ ამ უღირსი ქცევების მიუხედავად, ამ ყველაფერს არ მიეცეს რაღაც პანიკური რეაქციების შედეგი, რამაც შეიძლება კიდევ უფრო დააზარალოს სისტემა. რეალურად არსებობს რიგი ნაბიჯებისა, რაც გადადგმული უნდა იყოს ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისის გადასალახად“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წაიკითხეთ ასევე: