საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს..." - მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესიდან ბიძინა ივანიშვილს მიმართა
"მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს..." - მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესიდან ბიძინა ივანიშვილს მიმართა

"ერ­თა­დერ­თი, რაც მე მინ­და ვუ­თხრა ივა­ნიშ­ვილს - ახლა სწო­რედ დროა, დაჯ­დეს მო­ლა­პა­რა­კე­ბის მრგვალ მა­გი­დას­თან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ან გა­და­ბა­რე­ბა­ზე... მე არ მსურს თქვენ­თვის უსა­მარ­თლო­ბა. ქარ­თვე­ლე­ბი ისე­დაც ცო­ტა­ნი ვართ, ქარ­თვე­ლე­ბი ერთი ოჯა­ხი უნდა ვი­ყოთ", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დის­ტან­ცი­უ­რად ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მი­მარ­თა.

ქვეყ­ნის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სხდო­მა­ზე, სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ზე ისა­უბ­რა, მათ შო­რის ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის და­სან­ქცი­რე­ბა­სა და უკ­რა­ი­ნას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე..

"რა თქმა უნდა, ხალ­ხი უნდა იყოს პრო­ტეს­ტში მუდ­მი­ვად სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას, რა თქმა უნდა, უნდა ვი­ყოთ ჩვენ ქუ­ჩა­ში. ვინ გა­და­წყვი­ტა, რომ ეს ქუ­ჩე­ბი და ეს კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთ ადა­მი­ანს ეკუთ­ვნის და მის პატ­რო­ნებს რუ­სეთ­ში? ის ეკუთ­ვნის ქარ­თველ ხალ­ხს.

მინ­და ვთქვა, თუ სა­ქარ­თვე­ლო ვერ მი­ი­ღებს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტო­ბას და თუ იქ­ნე­ბა კო­მი­სი­ის უარ­ყო­ფი­თი დას­კვნა, თქვენ ყვე­ლამ ერ­თად უნდა უზ­რუნ­ველ­ყოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა გა­დად­გეს, და­ი­ნიშ­ნოს ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და ის ჩა­ტარ­დეს ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში. ამას წყა­ლი არ გა­უ­ვა, ჩვენ არც ერთი და­სა­კარ­გი დრო არ გვაქვს. ახლა არ არის ასე­თი ამ­ბი­ცი­ე­ბის დრო. „ეს ოპო­ზი­ცი­უ­რი ჯგუ­ფი“, „ის ოპო­ზი­ცი­უ­რი ჯგუ­ფი“, „ეს პარ­ტია, ის პარ­ტია“ - ყვე­ლა­ნი ერ­თად! ევ­რო­პუ­ლო­ბის ნი­შა­ნია პრო­ტეს­ტი.

დღეს მკლა­ვენ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო - მსჯი­ან და მკლა­ვენ იმი­ტომ, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­გა­რეო [პო­ლი­ტი­კის] პრე­ცე­დენ­ტი შევ­ქმე­ნი. მსჯი­ან და მკლა­ვენ იმი­ტომ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში წა­ვე­დი, ვეხ­მა­რე­ბი და ძა­ლი­ან დიდ როლს ვთა­მა­შობ იმ ქვე­ყა­ნა­ში. მსჯი­ან იმი­ტომ, რომ პუ­ტინს ოდე­სა ხე­ლი­დან გა­ვაგ­დე­ბი­ნეთ 2015 წელს.... მსჯი­ან იმის­თვის, რომ ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­ვა­ნა­თე, ქურ­დო­ბა მოვ­სპე, მსჯი­ან იმის­თვის, რომ ახალ­გაზ­რდებს გა­ვუხ­სე­ნი გზა, კო­რუფ­ცია მოვ­სპე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, მე მსჯი­ან იმის­თვის, რომ არ ვი­ყა­ვი მათი მსგავ­სი. არას­დროს არა­ფე­რი მო­მი­პა­რავს, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მინ­დო­და ყვე­ლა­ფე­რი. ამი­ტომ, ჩემი დას­ჯა ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს სირ­ცხვი­ლი...“- გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი პა­ტიმ­რო­ბა პუ­ტი­ნის პი­რა­დი შუ­რის­ძი­ე­ბაა, რად­გა­ნაც „მას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი არ უყ­ვარს“.

მისი თქმით, მი­დის „ტვი­ნის რე­ცხვა“ და იმის ნაც­ვლად, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი 9 წე­ლი­წა­დი იყოს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს, მათ შო­რის „ახალ­გაზ­რდო­ბას თავ­ში ჩა­უ­დეს, რომ "ეს იყო სის­ხლი­ა­ნი 9 წელი“. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის.

„ჩვენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მი­ვი­ღოთ თი­თო­ე­ულ პრო­ცეს­ში, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ევ­რო­პას­თან უნდა იყოს ჩვენ ხელ­ში. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა რუ­სეთ­თან, დამ­პყრო­ბელ­თან უნდა ავი­ღოთ ჩვენ ხელ­ში და ეს არ უნდა იყოს ფარ­ცხა­ლა­ძის გა­და­სა­წყვე­ტი. ესე­ნი აგენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი არ არი­ან, ესე­ნი აგენ­ტე­ბის [გამ­ტა­რებ­ლე­ბი] არი­ან, აგენ­ტუ­რამ ფეხი ყველ­გან გა­იდ­გა, მათ შო­რის ჩემი მო­წამ­ვლაც „ეფეს­ბეს“ და­გეგ­მი­ლი იყო... ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვარ­ღვევთ ამ მან­კი­ერ წესს. მე ვგრძნობ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სიყ­ვა­რულს, მხარ­და­ჭე­რას, მაგ­რამ რაც მთა­ვა­რია, მე ვგრძნობ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის საბ­რძო­ლო სუ­ლის­კვე­თე­ბას. ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სუ­ლის­კვე­თე­ბას წინ ვე­რა­ფე­რი და­უდ­გე­ბა.

ერ­თა­დერ­თი, რაც მე მინ­და ვუ­თხრა ივა­ნიშ­ვილს, ახლა დროა სწო­რედ დაჯ­დეს მო­ლა­პა­რა­კე­ბის მრგვალ მა­გი­დას­თან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ან გა­და­ბა­რე­ბა­ზე... მე არ მსურს თქვენ­თვის უსა­მარ­თლო­ბა. ქარ­თვე­ლე­ბი ისე­დაც ცო­ტა­ნი ვართ, ქარ­თვე­ლე­ბი ერთი ოჯა­ხი უნდა ვი­ყოთ... რა თქმა უნდა, მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემი უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბა­ში. მე ვარ უკ­რა­ი­ნის ამა­ყი მო­ქა­ლა­ქე“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზუ რა
0

აბრალებენ ალბათ მიშას, ეს და ბიძამისი ქართველებს რომ აგინებდნენ და ავადმყოფ ერად მოიხსენიებდნენ... იმასაც, თითქოს მიშას ინტერვიუში ეთქვას მე შევუქმენი ქართველებს სახელმწიფოებრიობა, ჩემს ხელისუფლებაში მოსვლამდე ქართველები ერთი ველური ხალხი იყო უზარმაზარი ულვაშებითა და აეროდრომი-ქუდებით და მე ვაქციე ევროპულ ხალხადო... ყველაფერს აბრაალებენ საწყალს...

სოსო
3

მაშინ ბევრი ვიყავით ხო ხალხს ქუჩებში რო კლავდით?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს..." - მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესიდან ბიძინა ივანიშვილს მიმართა

"მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს..." - მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესიდან ბიძინა ივანიშვილს მიმართა

"ერთადერთი, რაც მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს - ახლა სწორედ დროა, დაჯდეს მოლაპარაკების მრგვალ მაგიდასთან ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე... მე არ მსურს თქვენთვის უსამართლობა. ქართველები ისედაც ცოტანი ვართ, ქართველები ერთი ოჯახი უნდა ვიყოთ", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რითაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა სხდომაზე, სხვადასხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესზე ისაუბრა, მათ შორის ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასა და უკრაინასთან ურთიერთობაზე..

"რა თქმა უნდა, ხალხი უნდა იყოს პროტესტში მუდმივად სხვადასხვა ადგილას, რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ ჩვენ ქუჩაში. ვინ გადაწყვიტა, რომ ეს ქუჩები და ეს კერძო დაწესებულებები, ეს ყველაფერი ერთ ადამიანს ეკუთვნის და მის პატრონებს რუსეთში? ის ეკუთვნის ქართველ ხალხს.

მინდა ვთქვა, თუ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატობას და თუ იქნება კომისიის უარყოფითი დასკვნა, თქვენ ყველამ ერთად უნდა უზრუნველყოთ, რომ საქართველოს მთავრობა გადადგეს, დაინიშნოს ახალი არჩევნები და ის ჩატარდეს ახალი ეროვნული თანხმობის მთავრობის პირობებში. ამას წყალი არ გაუვა, ჩვენ არც ერთი დასაკარგი დრო არ გვაქვს. ახლა არ არის ასეთი ამბიციების დრო. „ეს ოპოზიციური ჯგუფი“, „ის ოპოზიციური ჯგუფი“, „ეს პარტია, ის პარტია“ - ყველანი ერთად! ევროპულობის ნიშანია პროტესტი.

დღეს მკლავენ მარტივი მიზეზის გამო - მსჯიან და მკლავენ იმიტომ, რომ წარმატებული საგარეო [პოლიტიკის] პრეცედენტი შევქმენი. მსჯიან და მკლავენ იმიტომ, რომ უკრაინაში წავედი, ვეხმარები და ძალიან დიდ როლს ვთამაშობ იმ ქვეყანაში. მსჯიან იმიტომ, რომ პუტინს ოდესა ხელიდან გავაგდებინეთ 2015 წელს.... მსჯიან იმისთვის, რომ ჩაბნელებული საქართველო გავანათე, ქურდობა მოვსპე, მსჯიან იმისთვის, რომ ახალგაზრდებს გავუხსენი გზა, კორუფცია მოვსპე განათლების სისტემაში, მე მსჯიან იმისთვის, რომ არ ვიყავი მათი მსგავსი. არასდროს არაფერი მომიპარავს, საქართველოსთვის მინდოდა ყველაფერი. ამიტომ, ჩემი დასჯა ეს არის საქართველოს სირცხვილი...“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მისი პატიმრობა პუტინის პირადი შურისძიებაა, რადგანაც „მას წარმატებული ქართველები არ უყვარს“.

მისი თქმით, მიდის „ტვინის რეცხვა“ და იმის ნაცვლად, რომ წარმატებული 9 წელიწადი იყოს საქართველოს ისტორიაში, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, მათ შორის „ახალგაზრდობას თავში ჩაუდეს, რომ "ეს იყო სისხლიანი 9 წელი“. მიხეილ სააკაშვილის თქმით, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის.

„ჩვენ მონაწილეობა უნდა მივიღოთ თითოეულ პროცესში, ჩვენი ურთიერთობა ევროპასთან უნდა იყოს ჩვენ ხელში. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან, დამპყრობელთან უნდა ავიღოთ ჩვენ ხელში და ეს არ უნდა იყოს ფარცხალაძის გადასაწყვეტი. ესენი აგენტების წინააღმდეგები არ არიან, ესენი აგენტების [გამტარებლები] არიან, აგენტურამ ფეხი ყველგან გაიდგა, მათ შორის ჩემი მოწამვლაც „ეფესბეს“ დაგეგმილი იყო... ჩვენ აუცილებლად გავარღვევთ ამ მანკიერ წესს. მე ვგრძნობ ქართველი ხალხის სიყვარულს, მხარდაჭერას, მაგრამ რაც მთავარია, მე ვგრძნობ ქართველი ხალხის საბრძოლო სულისკვეთებას. ქართველი ხალხის სულისკვეთებას წინ ვერაფერი დაუდგება.

ერთადერთი, რაც მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, ახლა დროა სწორედ დაჯდეს მოლაპარაკების მრგვალ მაგიდასთან ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე... მე არ მსურს თქვენთვის უსამართლობა. ქართველები ისედაც ცოტანი ვართ, ქართველები ერთი ოჯახი უნდა ვიყოთ... რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, ჩემი უკრაინის გამარჯვებაში. მე ვარ უკრაინის ამაყი მოქალაქე“, - განაცხადა სააკაშვილმა.