მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინისტრი პარლამენტში გამოდიოდა, როცა მისი მხრიდან სამართალდარღვევის შესახებ გავიგეთ და პირდაპირ პარლამენტიდან მოხსნა" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულზე?
"მინისტრი პარლამენტში გამოდიოდა, როცა მისი მხრიდან სამართალდარღვევის შესახებ გავიგეთ და პირდაპირ პარლამენტიდან მოხსნა" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულზე?

თბი­ლის­ში, დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მა­მა­კაც­მა ყო­ფი­ლი ცოლი და სი­დედ­რი შვი­ლე­ბის თვალ­წინ მოკ­ლა. შემ­თხვე­ვა, გუ­შინ და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის 12:00 სა­ათ­ზე მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბის დროს ბი­ნა­ში, სი­დედ­რის, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის გარ­და კი­დევ ერთი პირი იმ­ყო­ფე­ბო­და. და­ნა­შა­უ­ლი ტა­ბე­ლუ­რი ია­რა­ღით არის ჩა­დე­ნი­ლი. მომ­ხდა­რის შემ­დეგ მა­მა­კაც­მა თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და და ის ამ­ჟა­მად ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი გუ­რამ ქა­დე­იშ­ვი­ლია. ის შსს-ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და - გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი იყო, წო­დე­ბით ოფი­ცე­რი.

"ეს პო­ლი­ცი­ე­ლი, დო­ლი­ძე­ზე ყო­ფი­ლი ცოლი და სი­დედ­რი რომ მოკ­ლა, 2018 წელს სამ­სა­ხუ­რი­დან გვყავ­და და­თხო­ვი­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის გამო. მი­ნის­ტრი პარ­ლა­მენ­ტში გა­მო­დი­ო­და მისი მხრი­დან სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ რომ გა­ვი­გეთ და პირ­და­პირ პარ­ლა­მენ­ტი­დან მოხ­სნა.

შემ­დეგ, რო­გორც ჩანს, აღად­გი­ნეს და ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და.სა­ინ­ტე­რე­სოა, ასე­ვე, რო­გორ ამუ­შა­ვე­ბენ მი­ნის­ტრის იმ დროს გა­მო­ცე­მულ ბრძა­ნე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა­ში მხი­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის მი­მართ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ი­ცე­მო­და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი, ჩა­მო­ერ­თმე­ო­და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ია­რა­ღი და ხდე­ბო­და და­თხოვ­ნა.

ზო­გა­დად ფე­მი­ცი­დის ფაქ­ტებ­მა ხომ მო­ი­მა­ტა უმოქ­მე­დო­ბის გამო და მარ­თლა არ მე­გო­ნა ამ ნა­წილ­შიც 2017 წლამ­დე პე­რი­ოდს თუ და­ვუბ­რუნ­დე­ბო­დით, როცა ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის­თვის ძა­ლოვ­ნე­ბის და­უს­ჯე­ლო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი.

დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა და­ი­წყო. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ყო­ფი­ლი ცოლი და სი­დედ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა მოკ­ლა. მკვლე­ლო­ბის დროს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლი­ლის არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ორი ან მეტი პი­რის მი­მართ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატომ?
2

ამ თემაზე ყველა ინფორმაციაში წერია, რომ "მკვლელობის დროს იქ იმყოფებოდა კიდევ ერთი პიროვნება", მაგრამ არავის წამოსცდენია, ვინ იყო ეს პიროვნება - ქალი თუ კაცი და რა უნდოდა იქ ღამის 12 საათზე? რა, მოწმედ წაიყვანა მკვლელმა? თუ იქ დახვდა? რატომ არავის გაინტერესებთ ეს დეტალი? იქნებ ამ დეტალში იმალება ტრაგედიის მიზეზი?

გია
5

ეს ოფიცერი, საუკეთესო ადამიანია..ბოლო .სამსახურში ყველას უყვარდა და პატივს სცემდნენ..გამართლება არ აქვს, მაგრამ ალბად უზომოდ გააღიზიანმა ყოფილმა ცოლმა..

ავტორი:

"მინისტრი პარლამენტში გამოდიოდა, როცა მისი მხრიდან სამართალდარღვევის შესახებ გავიგეთ და პირდაპირ პარლამენტიდან მოხსნა" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულზე?

"მინისტრი პარლამენტში გამოდიოდა, როცა მისი მხრიდან სამართალდარღვევის შესახებ გავიგეთ და პირდაპირ პარლამენტიდან მოხსნა" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულზე?

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი შვილების თვალწინ მოკლა. შემთხვევა, გუშინ დაახლოებით, ღამის 12:00 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობის დროს ბინაში, სიდედრის, ყოფილი მეუღლისა და შვილების გარდა კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა. დანაშაული ტაბელური იარაღით არის ჩადენილი. მომხდარის შემდეგ მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა და ის ამჟამად ხეჩინაშვილის კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული პირი გურამ ქადეიშვილია. ის შსს-ში წლების განმავლობაში მუშაობდა - გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი იყო, წოდებით ოფიცერი.

"ეს პოლიციელი, დოლიძეზე ყოფილი ცოლი და სიდედრი რომ მოკლა, 2018 წელს სამსახურიდან გვყავდა დათხოვილი უფლებამოსილების გადამეტების გამო. მინისტრი პარლამენტში გამოდიოდა მისი მხრიდან სამართალდარღვევის შესახებ რომ გავიგეთ და პირდაპირ პარლამენტიდან მოხსნა.

შემდეგ, როგორც ჩანს, აღადგინეს და ტრაგედია დატრიალდა.საინტერესოა, ასევე, როგორ ამუშავებენ მინისტრის იმ დროს გამოცემულ ბრძანებას, რომლის თანახმად, ოჯახში ძალადობაში მხილებული პოლიციელის მიმართ დაუყოვნებლივ გამოიცემოდა შემაკავებელი ორდერი, ჩამოერთმეოდა სამსახურებრივი იარაღი და ხდებოდა დათხოვნა.

ზოგადად ფემიციდის ფაქტებმა ხომ მოიმატა უმოქმედობის გამო და მართლა არ მეგონა ამ ნაწილშიც 2017 წლამდე პერიოდს თუ დავუბრუნდებოდით, როცა ქალთა მიმართ ძალადობისთვის ძალოვნების დაუსჯელობა ჩვეულებრივი ამბავი იყო" - წერს სოციალურ ქსელში "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.

დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. უწყების განმარტებით, ყოფილი ცოლი და სიდედრი პოლიციის თანამშრომელმა მოკლა. მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ. უწყების განმარტებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წაიკითხეთ ასევე: