მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ვითარება აფეთქდა, რუსეთ-უკრაინის ომზე არანაკლებ მასშტაბს მიიღებს... ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სომხეთს ირანი დაეხმარება" - ჩვენს მეზობლებს შორის დიდი ომის საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება
"თუ ვითარება აფეთქდა, რუსეთ-უკრაინის ომზე არანაკლებ მასშტაბს მიიღებს... ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სომხეთს ირანი დაეხმარება" -  ჩვენს მეზობლებს შორის დიდი ომის საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება

სულ უფრო შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მო­დის სომ­ხე­თი­დან და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყა­რა­ბა­ღის მე­სა­მე ომის პი­რას დგა­ნან.

ამ ცოტა ხნის წინ, აზერ­ბა­ი­ჯან­მა ყა­რა­ბაღ­ში, ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

"და­ი­წყო ად­გი­ლობ­რი­ვი ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი სამმხრი­ვი გან­ცხა­დე­ბის დე­ბუ­ლე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, ყა­რა­ბა­ღის ეკო­ნო­მი­კურ რე­გი­ონ­ში ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის აღ­საკ­ვე­თად, სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ფორ­მი­რე­ბე­ბის ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან გა­ნი­ა­რა­ღე­ბი­სა და გაყ­ვა­ნის, მათი სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბის მიზ­ნით, ასე­ვე ოკუ­პა­ცი­ის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მშვი­დო­ბის, სამ­შე­ნებ­ლო-სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და ჩვე­ნი სამ­ხედ­რო პერ­სო­ნა­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის აღ­სად­გე­ნად“, - გა­ნა­ცხა­დეს ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, ხორ­ცი­ელ­დე­ბა სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ფორ­მი­რე­ბე­ბის სა­ცე­ცხლე წერ­ტი­ლე­ბის, აგ­რეთ­ვე საბ­რძო­ლო აქ­ტი­ვე­ბი­სა და სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბის მწყობ­რი­დან გა­მოყ­ვა­ნა მა­ღა­ლი სი­ზუს­ტის ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით.

"ვი­მე­ო­რებთ, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ობი­ექ­ტე­ბი სა­მიზ­ნეს არ წარ­მო­ად­გენს. ხდე­ბა მხო­ლოდ სამ­ხედ­რო სა­მიზ­ნე­ე­ბის მწყობ­რი­დან გა­მოყ­ვა­ნა“, - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

გან­სხვა­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს სომ­ხუ­რი მხა­რე, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც სწო­რედ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა იბომ­ბე­ბა სტე­ფა­ნა­კერ­ტში. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას სომ­ხუ­რი მე­დია არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი ყა­რა­ბა­ღის ე.წ.ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის წევ­რზე, მე­ტაქ­სე აკო­ბი­ან­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

"ომი. ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში. და­ბომბვა უკვე ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თია გრძელ­დე­ბა. არ არის კავ­ში­რი. სკო­ლე­ბი­დან ბავ­შვე­ბის გა­საყ­ვა­ნი მან­ქა­ნე­ბი არ არის“, - გა­ნა­ცხა­და აკო­ბი­ან­მა.

  • რო­გორც ვი­თარ­დე­ბო­და პრო­ცე­სე­ბი?

1-ლ სექ­ტემ­ბერს აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა და სომ­ხურ­მა მხა­რე­ებ­მა ერ­თმა­ნე­თი ცე­ცხლის გახ­სნა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. სომ­ხე­ბის თქმით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხრი­დან ცე­ცხლის გახ­სნის შე­დე­გად სამი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და ორი და­იჭ­რა. ხოლო აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­თა გან­ცხა­დე­ბით, 3 აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე და­იჭ­რა.

სრო­ლა შემ­დგომ დღე­ებ­შიც გაგ­რძელ­და. ამას­თა­ნა­ვე, სომ­ხუ­რი მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯან-სომ­ხე­თის სა­ზღვრის გას­წვრივ და ასე­ვე ყა­რა­ბა­ღის გარ­შე­მო აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია ხდე­ბო­და. ეს მო­ნა­ცე­მე­ბი დას­ტურ­დე­ბა სხვა­დას­ხვა "ტე­ლეგ­რა­მარ­ხე­ბი­თა" და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლე­ბით. კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის ზრდას ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­აც ადას­ტუ­რებ­და.

ამა­სო­ბა­ში სომ­ხე­თის სა­ექ­სპერ­ტო და პო­ლი­ტი­კუ­რი წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ახა­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის გაზ­რდილ რის­კებ­ზე ალა­პა­რაკ­დნენ. პა­რა­ლე­ლუ­რად, სომ­ხე­თის მხრი­დან იზ­რდე­ბა კრი­ტი­კა მოს­კო­ვის მი­მარ­თაც, უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტის რო­ლის არა­სა­თა­ნა­დო შეს­რუ­ლე­ბის გამო.

ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე, ბა­ქომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შსს-ს 4 თა­ნამ­შრომ­ლის ნაღ­მზე აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ღუპ­ვის თა­ო­ბა­ზე. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ტკი­ცებს, რომ ნაღ­მი და­დე­ბუ­ლი იყო "სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­დაზ­ვერ­ვო-დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის მიერ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ყა­რა­ბა­ღის ეკო­ნო­მი­კურ რა­ი­ონ­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით".

  • ლა­ჩი­ნის დე­რე­ფა­ნი და კრი­ზი­სი ყა­რა­ბაღ­ში

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მიერ ყა­რა­ბა­ღის სომ­ხეთ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ლა­ჩი­ნის დე­რეფ­ნის გა­და­კეტ­ვა აშ­კა­რად მი­ა­ნიშ­ნებ­და იმა­ზე, რომ ეს ქვე­ყა­ნა ცდი­ლობს სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვი­ტოს სა­კუ­თა­რი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის სა­კი­თხი.

თა­ვი­დან დე­რეფ­ნის ბლო­კი­რე­ბას ე.წ. გა­რე­მოს დამ­ცველ­თა ჯგუ­ფე­ბი ახ­დენ­დნენ, რომ­ლე­ბიც ყა­რა­ბაღ­ში ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. ცხა­დია ამ აქ­ცი­ის უკან აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იდგა.

ა.წ. აპ­რი­ლის ბო­ლოს აზერ­ბა­ი­ჯან­მა სა­სა­ზღვრო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი შექ­მნა ლა­ჩი­ნის დე­რე­ფან­ში, რი­თაც კი­დევ უფრო მე­ტად, ამ­ჯე­რად ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იმ­ყა­რა კონ­ტრო­ლი მას­ზე. შე­დე­გად მკვეთ­რად შე­ი­ზღუ­და სომ­ხე­თი­დან ყა­რა­ბაღ­ში საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­ტა­ნა, გაჩ­ნდა დე­ფი­ცი­ტი და შე­იქ­მნა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სი.

ბა­ქო­ში აცხა­დებ­დნენ, რომ ყა­რა­ბა­ღის მო­მა­რა­გე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო, რაც ამ რე­გი­ო­ნის აზერ­ბა­ი­ჯან­ში ხე­ლა­ხალ ინ­ტეგ­რა­ცი­ას შე­უ­წყობ­და ხელს, რა­საც არც ყა­რა­ბა­ღის სომ­ხუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა და არც ოფი­ცი­ა­ლუ­რი ერე­ვა­ნი არ იზი­ა­რებ­და. რუ­სე­თიც უარ­ყო­ფი­თად აფა­სებ­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მიერ ლა­ჩი­ნის დე­რეფ­ნის ბლო­კი­რე­ბას, მაგ­რამ ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ არ გა­და­უდ­გამს, რის გა­მოც უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას სომ­ხუ­რი მხა­რე მუდ­მი­ვად გა­მო­ხა­ტავ­და.

9 სექ­ტემ­ბერს ყა­რა­ბა­ღის მთავ­რო­ბა და­თან­ხმდა რუ­სე­თი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თი მი­ე­ღო აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი აგ­და­მის მხრი­დან, ჩრდი­ლო­ე­თი­დან და არა სომ­ხე­თი­დან მო­მა­ვა­ლი ლა­ჩი­ნის გზით, სამ­ხრე­თი­დან.

ზე­წო­ლის სხვა­დას­ხვა ბერ­კე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტი და სხვა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი თა­ვი­ანთ გან­ცხა­დე­ბებ­ში დრო­დად­რო ახ­სე­ნე­ბენ, რომ აზერ­ბა­ი­ჯანს შეს­წევს ძალა მო­რი­გი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­როს ყა­რა­ბაღ­ში და ასე გა­და­წყვი­ტოს სა­კუ­თა­რი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მა.

  • რას ამ­ბო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის ომის საფრ­თხე­ზე?

სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი:

"აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს, რომ გა­ნა­ახ­ლოს 3 წლის წინ შე­ჩე­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რათა სა­ბო­ლო­ოდ და­ამ­ყა­როს თა­ვი­სი დე ფაქ­ტო იუ­რის­დიქ­ცია მთელს ყა­რა­ბაღ­ზე და ერთხელ და სა­მუ­და­მოდ მო­უკ­ლას სომ­ხებს, ყა­რა­ბა­ღის სა­ხით "მე­ო­რე სომ­ხე­თის“ შექ­მნის ის­ტო­რი­უ­ლი ოც­ნე­ბა. ბოლო დღე­ებ­ში ვრცელ­დე­ბო­და ბევ­რი ვი­დე­ო­კად­რი, რომ­ლებ­ზეც ასა­ხუ­ლი იყო აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არ­მი­ის კუთ­ვნი­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის, მათ შო­რის ტან­კე­ბი­სა და სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნად­გა­რე­ბის ყა­რა­ბა­ღის მი­სად­გო­მებ­თან გა­დას­რო­ლის პრო­ცე­სი. სხვა­თა შო­რის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ტექ­ნი­კა­ზე და­ხა­ტუ­ლია ლა­თი­ნუ­რი ასო­ე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით ისე, რო­გორც 2022 წლის 24 თე­ბერ­ვლამ­დე ამას რუ­სე­თის არ­მია უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის წინ აკე­თებ­და, რაც შე­იძ­ლე­ბა ერ­თგვა­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბაც იყოს სო­მე­ხი სამ­ხედ­რო­ე­ბის მი­მართ. ასე­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის კონ­ცეტ­რი­რე­ბა არა მარ­ტო ყა­რა­ბა­ღის, არა­მედ სომ­ხე­თის სა­ზღვრის გა­ყო­ლე­ბი­თაც მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც აღ­ძრავს ეჭვს, რომ ახა­ლი ომის და­წყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი არა მარ­ტო ყა­რა­ბაღ­ში გა­ი­მარ­თე­ბა, არა­მედ სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზეც, რაც ამ ორ ჩვენს მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნას შო­რის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის და­წყე­ბის საფრ­თხე­ზეც მი­უ­თი­თებს.

სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დიდი ომის და­წყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბაქო თა­ვი­დან­ვე დიდ უპი­რა­ტე­სო­ბას შე­ი­ძენს თურ­ქე­თის მხარ­და­ჭე­რი­თა და რუ­სე­თის სომ­ხე­თის­გან დის­ტან­ცი­რე­ბის ფონ­ზე, თუმ­ცა ღიად რჩე­ბა ირა­ნის სომ­ხე­თის­თვის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია ირა­ნის არ­მი­ის მიერ სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის სომ­ხე­თის სა­ზღვრის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ. თე­ი­რა­ნის მიერ ერევ­ნის­თვის ღია სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა გა­მო­რი­ცხუ­ლი ნამ­დვი­ლად არ არის, რაც უცი­ლობ­ლად უბიძ­გებს თურ­ქეთს ჯა­რე­ბი შე­იყ­ვა­ნოს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ნა­ხი­ჩე­ვან­ში. მოკ­ლედ, სი­ტუ­ა­ცია სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, ყა­რა­ბა­ღის ბოლო, 2020 წლის სექ­ტემ­ბერ-ნო­ემ­ბრის ომი­დან 3 წლის­თავ­ზე, უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლია და თუ აქ ვი­თა­რე­ბა აფეთ­ქდა, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომზე არა­ნაკ­ლებ მას­შტა­ბებს მი­ი­ღებს, თუმ­ცა ეს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბა, თუ სომ­ხეთს გვერ­დში იგი­ვე ირა­ნი ამო­უდ­გე­ბა, ვი­ნა­ი­დან ერთი-ერ­თზე ბრძო­ლა­ში, სომ­ხე­ბი სას­ტი­კად და­მარ­ცხდე­ბი­ან აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­თან.

ფა­ში­ნი­ანს ნამ­დვი­ლად სურს ყვე­ლა­ნა­ი­რად აი­ცი­ლოს ახა­ლი ომი აზერ­ბა­ი­ჯან­თან და ბევრ დათ­მო­ბა­ზეც წამ­სვლე­ლია, თვით ყა­რა­ბა­ღის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფო­ში ცნო­ბის ჩათ­ვლით, მაგ­რამ მოს­კო­ვის მიერ მარ­თუ­ლი ყა­რა­ბა­ღე­ლი სომ­ხე­ბი ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ ემორ­ჩი­ლე­ბი­ან, უფრო მე­ტიც, სწო­რედ "ყა­რა­ბა­ღის კლა­ნის“ - ქო­ჩა­რი­ა­ნი­სა და სარ­ქსი­ა­ნის დუ­ე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით პუ­ტი­ნი ეც­დე­ბა და­სავ­ლე­თის­კენ გა­დახ­რი­ლი ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბას ერე­ვან­ში სამ­ხედ­რო ამ­ბო­ხის ორ­გა­ნი­ზე­ბით.

გარ­და ამი­სა, კრემ­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს 11 სექ­ტემ­ბერს, სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში და­წყე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი სომ­ხურ-ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბა, რო­მე­ლიც 20 სექ­ტემ­ბრამ­დე გას­ტანს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი მას­შტა­ბის ერ­თობ­ლი­ვი სწავ­ლე­ბა დი­დად არაფ­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა და ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ტაქ­ტი­კის დახ­ვე­წა­ზეა გათ­ვლი­ლი, მან წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დეს ნა­წილ­ში. აშ­კა­რაა, რომ პუ­ტი­ნი აღარც მა­ლავს ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სას­წრა­ფო შეც­ვლის სურ­ვილს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ფა­ში­ნი­ა­ნი გა­მა­ლე­ბუ­ლი ეძებს უსაფრ­თხო­ე­ბის ახალ გა­რან­ტებს უკვე ევ­რო­პა­სა და აშშ-ში, მაგ­რამ ეს რთუ­ლი და ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია. ამა­სო­ბა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­ვად კრემ­ლი ეც­დე­ბა სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ან სუ­ლაც ფი­ზი­კუ­რი ლიკ­ვი­და­ცი­ის შე­დე­გად და­ამ­ხოს ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა“.

ექ­სპერტთა თქმით, რე­გი­ონ­ში თუ ასე­თი მას­შტა­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყო, რო­მელ­შიც ჩარ­თულ­ნი იქ­ნე­ბი­ან მსხვი­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ზეც აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ტყდე­ბა ჯოხი, მაგ­რამ ეს რა ფორ­მით მოხ­დე­ბა, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია. იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სია აფეთ­ქე­ბას გა­დარ­ჩე­ბა...

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
1

ირანი არავის არ დაეხმარება უანგაროდ.

ნუკი
4

მეცოდებია მაინც სომხები. ამჯერადაც ვერ გათვალეს და დაისჯებიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თუ ვითარება აფეთქდა, რუსეთ-უკრაინის ომზე არანაკლებ მასშტაბს მიიღებს... ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სომხეთს ირანი დაეხმარება" - ჩვენს მეზობლებს შორის დიდი ომის საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება

"თუ ვითარება აფეთქდა, რუსეთ-უკრაინის ომზე არანაკლებ მასშტაბს მიიღებს... ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სომხეთს ირანი დაეხმარება" -  ჩვენს მეზობლებს შორის დიდი ომის საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება

სულ უფრო შემაშფოთებელი ინფორმაციები მოდის სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ფაქტობრივად, ყარაბაღის მესამე ომის პირას დგანან.

ამ ცოტა ხნის წინ, აზერბაიჯანმა ყარაბაღში, ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყება გამოაცხადა.

"დაიწყო ადგილობრივი ანტიტერორისტული მოქმედებები სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველსაყოფად, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად, სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების ჩვენი ტერიტორიებიდან განიარაღებისა და გაყვანის, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალების მიზნით, ასევე ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის მშვიდობის, სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოებში ჩართული მშვიდობიანი მოსახლეობის და ჩვენი სამხედრო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად“, - განაცხადეს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში, ხორციელდება სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების საცეცხლე წერტილების, აგრეთვე საბრძოლო აქტივებისა და სამხედრო ობიექტების მწყობრიდან გამოყვანა მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით.

"ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები სამიზნეს არ წარმოადგენს. ხდება მხოლოდ სამხედრო სამიზნეების მწყობრიდან გამოყვანა“, - აცხადებენ უწყებაში.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს სომხური მხარე, რომლის თანახმადაც სწორედ მშვიდობიანი მოსახლეობა იბომბება სტეფანაკერტში. ამ ინფორმაციას სომხური მედია არაღიარებული ყარაბაღის ე.წ.ეროვნული ასამბლეის წევრზე, მეტაქსე აკობიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ომი. ბავშვები სკოლაში. დაბომბვა უკვე ნახევარი საათია გრძელდება. არ არის კავშირი. სკოლებიდან ბავშვების გასაყვანი მანქანები არ არის“, - განაცხადა აკობიანმა.

  • როგორც ვითარდებოდა პროცესები?

1-ლ სექტემბერს აზერბაიჯანულმა და სომხურმა მხარეებმა ერთმანეთი ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულეს. სომხების თქმით, აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ხოლო აზერბაიჯანელთა განცხადებით, 3 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

სროლა შემდგომ დღეებშიც გაგრძელდა. ამასთანავე, სომხური მხარის განცხადებით, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის გასწვრივ და ასევე ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია ხდებოდა. ეს მონაცემები დასტურდება სხვადასხვა "ტელეგრამარხებითა" და სოციალური ქსელებით გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალებით. კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ზრდას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც ადასტურებდა.

ამასობაში სომხეთის საექსპერტო და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები ახალი შეიარაღებული დაპირისპირების გაზრდილ რისკებზე ალაპარაკდნენ. პარალელურად, სომხეთის მხრიდან იზრდება კრიტიკა მოსკოვის მიმართაც, უსაფრთხოების გარანტის როლის არასათანადო შესრულების გამო.

ანტიტერორისტული ოპერაციის გამოცხადებამდე, ბაქომ გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანის შსს-ს 4 თანამშრომლის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაღუპვის თაობაზე. აზერბაიჯანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ნაღმი დადებული იყო "სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების მიერ აზერბაიჯანის ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში ტერორისტული მიზნით".

  • ლაჩინის დერეფანი და კრიზისი ყარაბაღში

აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის გადაკეტვა აშკარად მიანიშნებდა იმაზე, რომ ეს ქვეყანა ცდილობს საბოლოოდ გადაწყვიტოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.

თავიდან დერეფნის ბლოკირებას ე.წ. გარემოს დამცველთა ჯგუფები ახდენდნენ, რომლებიც ყარაბაღში ბუნებრივი რესურსების უკანონოდ მოპოვებასა და გამოყენებას აპროტესტებდნენ. ცხადია ამ აქციის უკან აზერბაიჯანის ხელისუფლება იდგა.

ა.წ. აპრილის ბოლოს აზერბაიჯანმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი შექმნა ლაჩინის დერეფანში, რითაც კიდევ უფრო მეტად, ამჯერად ოფიციალურად გაიმყარა კონტროლი მასზე. შედეგად მკვეთრად შეიზღუდა სომხეთიდან ყარაბაღში საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების შეტანა, გაჩნდა დეფიციტი და შეიქმნა ჰუმანიტარული კრიზისი.

ბაქოში აცხადებდნენ, რომ ყარაბაღის მომარაგება აზერბაიჯანიდან უნდა განხორციელებულიყო, რაც ამ რეგიონის აზერბაიჯანში ხელახალ ინტეგრაციას შეუწყობდა ხელს, რასაც არც ყარაბაღის სომხური მოსახლეობა და არც ოფიციალური ერევანი არ იზიარებდა. რუსეთიც უარყოფითად აფასებდა აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკირებას, მაგრამ ქმედითი ნაბიჯები ამის საწინააღმდეგოდ არ გადაუდგამს, რის გამოც უკმაყოფილებას სომხური მხარე მუდმივად გამოხატავდა.

9 სექტემბერს ყარაბაღის მთავრობა დათანხმდა რუსეთიდან გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი მიეღო აზერბაიჯანული აგდამის მხრიდან, ჩრდილოეთიდან და არა სომხეთიდან მომავალი ლაჩინის გზით, სამხრეთიდან.

ზეწოლის სხვადასხვა ბერკეტების გამოყენების პარალელურად, აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები თავიანთ განცხადებებში დროდადრო ახსენებენ, რომ აზერბაიჯანს შესწევს ძალა მორიგი სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს ყარაბაღში და ასე გადაწყვიტოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა.

  • რას ამბობენ საქართველოში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ომის საფრთხეზე?

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი:

"აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს, რომ განაახლოს 3 წლის წინ შეჩერებული წარმატებული საბრძოლო მოქმედებები, რათა საბოლოოდ დაამყაროს თავისი დე ფაქტო იურისდიქცია მთელს ყარაბაღზე და ერთხელ და სამუდამოდ მოუკლას სომხებს, ყარაბაღის სახით "მეორე სომხეთის“ შექმნის ისტორიული ოცნება. ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ბევრი ვიდეოკადრი, რომლებზეც ასახული იყო აზერბაიჯანის არმიის კუთვნილი სამხედრო ტექნიკის, მათ შორის ტანკებისა და საარტილერიო დანადგარების ყარაბაღის მისადგომებთან გადასროლის პროცესი. სხვათა შორის, აზერბაიჯანულ ტექნიკაზე დახატულია ლათინური ასოები, დაახლოებით ისე, როგორც 2022 წლის 24 თებერვლამდე ამას რუსეთის არმია უკრაინაში შეჭრის წინ აკეთებდა, რაც შეიძლება ერთგვარი ფსიქოლოგიური ზემოქმედებაც იყოს სომეხი სამხედროების მიმართ. ასევე, აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანული სამხედრო ტექნიკის კონცეტრირება არა მარტო ყარაბაღის, არამედ სომხეთის საზღვრის გაყოლებითაც მიმდინარეობს, რაც აღძრავს ეჭვს, რომ ახალი ომის დაწყების შემთხვევაში, საბრძოლო მოქმედებები არა მარტო ყარაბაღში გაიმართება, არამედ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზეც, რაც ამ ორ ჩვენს მეზობელ ქვეყანას შორის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების საფრთხეზეც მიუთითებს.

სომხეთ-აზერბაიჯანის დიდი ომის დაწყების შემთხვევაში, ბაქო თავიდანვე დიდ უპირატესობას შეიძენს თურქეთის მხარდაჭერითა და რუსეთის სომხეთისგან დისტანცირების ფონზე, თუმცა ღიად რჩება ირანის სომხეთისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა. ვრცელდება ინფორმაცია ირანის არმიის მიერ სამხედრო ტექნიკის სომხეთის საზღვრის მიმართულებით გადაადგილების შესახებ. თეირანის მიერ ერევნისთვის ღია სამხედრო დახმარების აღმოჩენა გამორიცხული ნამდვილად არ არის, რაც უცილობლად უბიძგებს თურქეთს ჯარები შეიყვანოს აზერბაიჯანის ნახიჩევანში. მოკლედ, სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში, ყარაბაღის ბოლო, 2020 წლის სექტემბერ-ნოემბრის ომიდან 3 წლისთავზე, უკიდურესად დაძაბულია და თუ აქ ვითარება აფეთქდა, რუსეთ-უკრაინის ომზე არანაკლებ მასშტაბებს მიიღებს, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სომხეთს გვერდში იგივე ირანი ამოუდგება, ვინაიდან ერთი-ერთზე ბრძოლაში, სომხები სასტიკად დამარცხდებიან აზერბაიჯანელებთან.

ფაშინიანს ნამდვილად სურს ყველანაირად აიცილოს ახალი ომი აზერბაიჯანთან და ბევრ დათმობაზეც წამსვლელია, თვით ყარაბაღის აზერბაიჯანის სახელმწიფოში ცნობის ჩათვლით, მაგრამ მოსკოვის მიერ მართული ყარაბაღელი სომხები ფაშინიანის ხელისუფლებას, ფაქტობრივად, აღარ ემორჩილებიან, უფრო მეტიც, სწორედ "ყარაბაღის კლანის“ - ქოჩარიანისა და სარქსიანის დუეტის გამოყენებით პუტინი ეცდება დასავლეთისკენ გადახრილი ფაშინიანის ხელისუფლების დამხობას ერევანში სამხედრო ამბოხის ორგანიზებით.

გარდა ამისა, კრემლის გაღიზიანებას იწვევს 11 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკაში დაწყებული ერთობლივი სომხურ-ამერიკული სამხედრო სწავლება, რომელიც 20 სექტემბრამდე გასტანს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოკრძალებული მასშტაბის ერთობლივი სწავლება დიდად არაფრით გამოირჩევა და ის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის ტაქტიკის დახვეწაზეა გათვლილი, მან წარმოუდგენელი ვნებათაღელვა გამოიწვია რუსეთის ხელისუფლებაში და რუსეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში. აშკარაა, რომ პუტინი აღარც მალავს ფაშინიანის ხელისუფლების სასწრაფო შეცვლის სურვილს, პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი გამალებული ეძებს უსაფრთხოების ახალ გარანტებს უკვე ევროპასა და აშშ-ში, მაგრამ ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია. ამასობაში, სავარაუდოდ, თავად კრემლი ეცდება სამხედრო გადატრიალების ან სულაც ფიზიკური ლიკვიდაციის შედეგად დაამხოს ფაშინიანის ხელისუფლება“.

ექსპერტთა თქმით, რეგიონში თუ ასეთი მასშტაბის დაპირისპირება დაიწყო, რომელშიც ჩართულნი იქნებიან მსხვილი მოთამაშეები, საქართველოზეც აუცილებლად გადატყდება ჯოხი, მაგრამ ეს რა ფორმით მოხდება, რთული სათქმელია. იმედი ვიქონიოთ, რომ სამხრეთ კავკასია აფეთქებას გადარჩება...