პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”ეს დაავადება სიცოცხლისთვის საშიშია, თან ახლავს მტანჯველი ტკივილის შეტევები" - ჭორები თუ სინამდვილე: უახლესი ცნობები კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
”ეს დაავადება სიცოცხლისთვის საშიშია, თან ახლავს მტანჯველი ტკივილის შეტევები" - ჭორები თუ სინამდვილე: უახლესი ცნობები კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­დია, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ანო­ნი­მუ­რი წყა­რო­ე­ბი და ტე­ლეგ­რა­მის არ­ხე­ბი გა­ნი­ხი­ლავ­დნენ ჩეჩ­ნე­თის მუდ­მი­ვი მე­თა­უ­რის და პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის "ერ­თგუ­ლი ჯა­რის­კა­ცის" რამ­ზან კა­დი­რო­ვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას. არ­სე­ბობ­და სხვა­დას­ხვა ვა­რა­უ­დი: ზოგი ამ­ბობ­და, რომ კა­დი­რო­ვი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია, ზო­გის თქმით კი კო­მა­ში იყო, თუმ­ცა 17 სექ­ტემ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნდა ვი­დეო, სა­დაც ჩან­და, რომ კა­დი­რო­ვი წვი­მა­ში სე­ირ­ნობ­და.

რო­დის და­ი­წყო კა­დი­რო­ვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა

ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი და ჭო­რე­ბი გუ­შინ არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­დი­ა­ში ფარ­თოდ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, წლე­ბის წინ Novaya Gazeta-ს წყა­რო­ებ­მა ისა­უბ­რეს, რომ კა­დი­როვს "სე­რი­ო­ზულ და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და, რომ­ლის მკურ­ნა­ლო­ბაც რთუ­ლია და 30% შემ­თხვე­ვა­ში მთავ­რდე­ბა სიკ­ვდი­ლით".

ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, რამ­ზან კა­დი­რო­ვი გა­ნაგ­რძობ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნას, აქ­ვეყ­ნებ­და ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ო­ებს, თუმ­ცა ხან­და­ხან სწრა­ფად იმა­ტებ­და წო­ნა­ში და შემ­დეგ ისე­ვე სწრა­ფად იკ­ლებ­და, მაგ­რამ ეს ფაქ­ტი თა­ვის­თა­ვად არ ნიშ­ნავ­და იმას, რომ მას ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

გა­სუ­ლი წლის ბო­ლო­დან ჩეჩ­ნურ­მა ტე­ლეგ­რა­მის არ­ხებ­მა (ჟურ­ნა­ლის­ტმა ელე­ნა მი­ლა­ში­ნამ, რო­მე­ლიც კარ­გად იც­ნობს ჩეჩ­ნეთ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას) და­ი­წყო ჭო­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, რომ სი­ტუ­ა­ცია შე­იძ­ლე­ბა იყოს კრი­ტი­კუ­ლი. ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დის­კუ­სი­ას შე­უ­ერ­თდნენ უკ­რა­ი­ნე­ლი და რუსი ბლო­გე­რე­ბი, ასე­ვე უკ­რა­ი­ნის დაზ­ვერ­ვა.

ამ დის­კუ­სი­ის ახა­ლი რა­უნ­დი და­ი­წყო ჩეჩ­ნუ­რი ტე­ლეგ­რა­მის არ­ხი­დან NIYSO პოს­ტით - ავ­ტო­რე­ბი წერ­დნენ, რომ კა­დი­რო­ვი, სა­ვა­რა­უ­დოდ, კო­მა­ში ჩა­ვარ­და. იმა­ვე დღეს, უკ­რა­ი­ნულ­მა გა­მო­ცე­მამ Obozrevatel-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ჩეჩ­ნურ დი­ას­პო­რა­ზე დაყ­რდნო­ბით ჩა­ნა­წე­რი, კა­დი­რო­ვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბის შე­სა­ხებ.

შემ­დეგ კი "წყა­რო­ებს" შე­უ­ერ­თდა უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ან­დრეი იუსო­ვი, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლი "მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია".

რას ამ­ბობ­დნენ წყა­რო­ე­ბი

ცნო­ბილ­მა ჩე­ჩენ­მა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა და ბლო­გერ­მა ტუმ­სო აბ­დუ­რახ­მა­ნოვ­მა, რო­მე­ლიც სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს, გა­ნა­ცხა­და, რომ რამ­ზან კა­დი­როვს შე­საძ­ლოა თირკმლის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დეს, რის გა­მოც ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი დი­ა­ლიზ­ზეა, რაც "არ შვე­ლის“.

"შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ეს მისი ბოლო დღე­ე­ბია", - წერ­და აბ­დუ­რახ­მა­ნო­ვი 1 ივ­ლისს.

ამის სა­პა­სუ­ხოდ რამ­ზან კა­დი­როვ­მა და მის­მა ბი­ძაშ­ვილ­მა, სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს დე­პუ­ტატ­მა ადამ დე­ლიმ­ხა­ნოვ­მა ვი­დეო ჩა­წე­რეს. ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც 2 ივ­ლისს გა­მოქ­ვეყ­ნდა, აშ­კა­რად ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ჭო­რებ­ზე ცი­ნი­კუ­რი პა­სუ­ხი გა­ცე­მას. დე­ლიმ­ხა­ნო­ვიც, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, "მკვდა­რად" იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

ანეს­თე­ზი­ო­ლოგ­მა ის­რა­ე­ლი­დან მი­ხა­ილ ფრემ­დერ­მან­მა ამ ვი­დე­ოს ნახ­ვი­სას ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა, თუ რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა პუ­ტი­ნის მარ­ჯვე­ნა ხელი. მისი თქმით, ეტყო­ბო­და ინექ­ცი­ე­ბის კვა­ლი და ის სულ მცი­რე, ხან­გრძლივ ინ­ტრა­ვე­ნურ თე­რა­პი­ა­ზე იყო. ეს არ არის დი­აგ­ნო­ზი, მაგ­რამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა იმი­სა, რომ კა­დი­რო­ვი შე­იძ­ლე­ბა უკი­დუ­რე­სად ცუ­დად იყოს“, - გა­ნუ­ცხა­და მან BBC-ს.

ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ვერ­სია ჭო­რებს შო­რის გახ­ლდათ თირკმე­ლე­ბის პრობ­ლე­მა. რა­დი­ო­სად­გურ "ეხო მოს­კო­ვის" ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ალექ­სეი ვე­ნე­დიქ­ტო­ვი (გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია უცხო­ელ აგენ­ტად რუ­სეთ­ში) ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ კა­დი­რო­ვი ახლა მოს­კო­ვის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია.

"ტი­პუ­რი მძი­მე თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბა აქვს. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხში­რი ჰე­მო­დი­ა­ლი­ზი. ის ცენ­ტრა­ლურ კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია (რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო)“, - წერ­და ვე­ნე­დიქ­ტო­ვი.

რა ვი­ცით სი­ნამ­დვი­ლე­ში?

წელს კა­დი­რო­ვი ოფი­ცი­ა­ლუ­რად სამ­ჯერ წა­ვი­და შვე­ბუ­ლე­ბა­ში: იან­ვარ­ში, აპ­რილ­ში (რა­მა­ზა­ნის დროს) და ივ­ლის­ში. შვე­ბუ­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის თა­რი­ღი არ იყო მი­თი­თე­ბუ­ლი.

21 თე­ბერ­ვალს რამ­ზან კა­დი­რო­ვი არ გა­მო­ჩე­ნი­ლა ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მი­მარ­თვი­სას მოს­კოვ­ში, რა­მაც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი გა­ა­ო­ცა. და 3 მარტს პუ­ტი­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლად "არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად" შეხ­ვდა კა­დი­რო­ვის შვილს, მა­შინ 17 წლის ახ­მატს და მი­უ­ლო­ცა მო­მა­ვა­ლი ქორ­წი­ნე­ბა - ახ­მატ კა­დი­რო­ვი პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რი­დან მე­ო­რე დღეს და­ქორ­წინ­და.

ამის შემ­დეგ ბლო­გე­რებს გა­უჩ­ნდათ ეჭვი, რომ ეს შეხ­ვედ­რა სავ­სე იყო სიმ­ბო­ლიზ­მით: ის ძა­ლი­ან მოგ­ვა­გო­ნებ­და 2004 წელს, რო­დე­საც რამ­ზან კა­დი­რო­ვი კრემლში მა­მის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მი­ვი­და. ამ შეხ­ვედ­რი­დან და­ი­წყო კა­დი­რო­ვის, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სის ეპო­ქა.

რამ­ზან კა­დი­რო­ვის (და გან­სა­კუთ­რე­ბით უფ­როს­მა, ახ­მატ­მა) შვი­ლებ­მა ამ ბოლო დროს უფრო ხში­რად და­ი­წყეს გა­მო­ჩე­ნა ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლად არა­ვის სჯე­რა, რომ მო­ზარ­დი მა­მის სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, რეს­პუბ­ლი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლის როლს მო­ირ­გებს.

კონ­კრე­ტუ­ლად რა ხდე­ბა კა­დი­რო­ვის გარ­შე­მო?

რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი ელე­ნა მი­ლა­ში­ნა, რო­მელ­საც აქვს, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე სან­დო ინ­ფორ­მა­ცია, თა­ვის წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერ­და: ”ეს და­ა­ვა­დე­ბა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­შია, რად­გან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის, პირ­ველ რიგ­ში, თირკმე­ლე­ბი­სა და ფილ­ტვე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა. ამ და­ა­ვა­დე­ბას თან ახ­ლავს მტან­ჯვე­ლი ტკი­ვი­ლის შე­ტე­ვე­ბი, რის გა­მოც ადა­მი­ა­ნი ვერ იძი­ნებს. ძლი­ე­რი ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბიც კი, რომ­ლებ­საც ჩვე­უ­ლებ­რივ უნიშ­ნა­ვენ კი­ბოს ტერ­მი­ნა­ლურ პა­ცი­ენ­ტებს, არ შვე­ლის“.

17 სექ­ტემ­ბერს ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოჩ­ნდა ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ რამ­ზან კა­დი­რო­ვი პარკში სე­ირ­ნობს.

"ყვე­ლას, ვინც სი­მარ­თლე­სა და სიც­რუ­ეს ვერ არ­ჩევს, ვურ­ჩევ, გა­ი­სე­ირ­ნოს სუფ­თა ჰა­ერ­ზე, და­ა­ლა­გოს აზ­რე­ბი, წვი­მა ძა­ლი­ან კარ­გად მოქ­მე­დებს“, - ამ­ბობს ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი.

ვი­დე­ო­ში წვი­მი­ა­ნი ამინ­დი შე­ე­სა­ბა­მე­ბა გროზ­ნოს პროგ­ნოზს - და­ახ­ლო­ე­ბით 16 გრა­დუ­სი და ნა­ლე­ქი. სა­ა­გენ­ტო­ე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ჩა­ნა­წერ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია გროზ­ნო­ში ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლის რე­ზი­დენ­ცი­ის მსგავ­სი შე­ნო­ბა.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
7

მთელი ქართული მასმედია ჩართულია პუტინის უკანალის ბანვაში... რა სამარცხვინო ერი გავხდით, 

მსაჯული
0

გარანტირებული აქვს ჯოჯოხეთი. ელოდებიან უკვე იქ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

”ეს დაავადება სიცოცხლისთვის საშიშია, თან ახლავს მტანჯველი ტკივილის შეტევები" - ჭორები თუ სინამდვილე: უახლესი ცნობები კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

”ეს დაავადება სიცოცხლისთვის საშიშია, თან ახლავს მტანჯველი ტკივილის შეტევები" - ჭორები თუ სინამდვილე: უახლესი ცნობები კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მედია, პოლიტიკოსები, ანონიმური წყაროები და ტელეგრამის არხები განიხილავდნენ ჩეჩნეთის მუდმივი მეთაურის და პრეზიდენტ პუტინის "ერთგული ჯარისკაცის" რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობას. არსებობდა სხვადასხვა ვარაუდი: ზოგი ამბობდა, რომ კადიროვი საავადმყოფოშია, ზოგის თქმით კი კომაში იყო, თუმცა 17 სექტემბერს გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ კადიროვი წვიმაში სეირნობდა.

როდის დაიწყო კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჭორების გავრცელება

ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის შესახებ სპეკულაციები და ჭორები გუშინ არ გავრცელებულა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მედიაში ფართოდ განიხილებოდა. მაგალითად, წლების წინ Novaya Gazeta-ს წყაროებმა ისაუბრეს, რომ კადიროვს "სერიოზულ დაავადება ჰქონდა, რომლის მკურნალობაც რთულია და 30% შემთხვევაში მთავრდება სიკვდილით".

ამის პარალელურად, რამზან კადიროვი განაგრძობდა საზოგადოებაში გამოჩენას, აქვეყნებდა ფოტოებსა და ვიდეოებს, თუმცა ხანდახან სწრაფად იმატებდა წონაში და შემდეგ ისევე სწრაფად იკლებდა, მაგრამ ეს ფაქტი თავისთავად არ ნიშნავდა იმას, რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.

გასული წლის ბოლოდან ჩეჩნურმა ტელეგრამის არხებმა (ჟურნალისტმა ელენა მილაშინამ, რომელიც კარგად იცნობს ჩეჩნეთში არსებულ ვითარებას) დაიწყო ჭორების გავრცელება, რომ სიტუაცია შეიძლება იყოს კრიტიკული. ბოლო თვეების განმავლობაში დისკუსიას შეუერთდნენ უკრაინელი და რუსი ბლოგერები, ასევე უკრაინის დაზვერვა.

ამ დისკუსიის ახალი რაუნდი დაიწყო ჩეჩნური ტელეგრამის არხიდან NIYSO პოსტით - ავტორები წერდნენ, რომ კადიროვი, სავარაუდოდ, კომაში ჩავარდა. იმავე დღეს, უკრაინულმა გამოცემამ Obozrevatel-მა გამოაქვეყნა ჩეჩნურ დიასპორაზე დაყრდნობით ჩანაწერი, კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ.

შემდეგ კი "წყაროებს" შეუერთდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტის წარმომადგენელი ანდრეი იუსოვი, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ჩეჩნეთის ხელმძღვანელი "მძიმე მდგომარეობაშია".

რას ამბობდნენ წყაროები

ცნობილმა ჩეჩენმა ოპოზიციონერმა და ბლოგერმა ტუმსო აბდურახმანოვმა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, განაცხადა, რომ რამზან კადიროვს შესაძლოა თირკმლის პრობლემები ჰქონდეს, რის გამოც ჩეჩნეთის ლიდერი დიალიზზეა, რაც "არ შველის“.

"შესაძლებელია, რომ ეს მისი ბოლო დღეებია", - წერდა აბდურახმანოვი 1 ივლისს.

ამის საპასუხოდ რამზან კადიროვმა და მისმა ბიძაშვილმა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ადამ დელიმხანოვმა ვიდეო ჩაწერეს. ჩანაწერი, რომელიც 2 ივლისს გამოქვეყნდა, აშკარად ემსახურებოდა ჭორებზე ცინიკური პასუხი გაცემას. დელიმხანოვიც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, "მკვდარად" იყო გამოცხადებული.

ანესთეზიოლოგმა ისრაელიდან მიხაილ ფრემდერმანმა ამ ვიდეოს ნახვისას ყურადღება გაამახვილა, თუ როგორ გამოიყურება პუტინის მარჯვენა ხელი. მისი თქმით, ეტყობოდა ინექციების კვალი და ის სულ მცირე, ხანგრძლივ ინტრავენურ თერაპიაზე იყო. ეს არ არის დიაგნოზი, მაგრამ მტკიცებულებაა იმისა, რომ კადიროვი შეიძლება უკიდურესად ცუდად იყოს“, - განუცხადა მან BBC-ს.

ყველაზე პოპულარული ვერსია ჭორებს შორის გახლდათ თირკმელების პრობლემა. რადიოსადგურ "ეხო მოსკოვის" ყოფილი მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი (გამოცხადებულია უცხოელ აგენტად რუსეთში) ირწმუნებოდა, რომ კადიროვი ახლა მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოშია.

"ტიპური მძიმე თირკმლის უკმარისობა აქვს. ამიტომ აუცილებელია ხშირი ჰემოდიალიზი. ის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოშია (რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო)“, - წერდა ვენედიქტოვი.

რა ვიცით სინამდვილეში?

წელს კადიროვი ოფიციალურად სამჯერ წავიდა შვებულებაში: იანვარში, აპრილში (რამაზანის დროს) და ივლისში. შვებულების დასრულების თარიღი არ იყო მითითებული.

21 თებერვალს რამზან კადიროვი არ გამოჩენილა ვლადიმერ პუტინის მიმართვისას მოსკოვში, რამაც ჟურნალისტები გააოცა. და 3 მარტს პუტინი მოულოდნელად "არაოფიციალურად" შეხვდა კადიროვის შვილს, მაშინ 17 წლის ახმატს და მიულოცა მომავალი ქორწინება - ახმატ კადიროვი პრეზიდენტთან შეხვედრიდან მეორე დღეს დაქორწინდა.

ამის შემდეგ ბლოგერებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ეს შეხვედრა სავსე იყო სიმბოლიზმით: ის ძალიან მოგვაგონებდა 2004 წელს, როდესაც რამზან კადიროვი კრემლში მამის მკვლელობის შემდეგ მივიდა. ამ შეხვედრიდან დაიწყო კადიროვის, როგორც პოლიტიკოსის ეპოქა.

რამზან კადიროვის (და განსაკუთრებით უფროსმა, ახმატმა) შვილებმა ამ ბოლო დროს უფრო ხშირად დაიწყეს გამოჩენა ოფიციალურ ღონისძიებებზე, მაგრამ სერიოზულად არავის სჯერა, რომ მოზარდი მამის სიკვდილის შემთხვევაში, რესპუბლიკის ხელმძღვანელის როლს მოირგებს.

კონკრეტულად რა ხდება კადიროვის გარშემო?

რუსი ჟურნალისტი ელენა მილაშინა, რომელსაც აქვს, ალბათ, ყველაზე სანდო ინფორმაცია, თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა: ”ეს დაავადება სიცოცხლისთვის საშიშია, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სხვა ორგანოების, პირველ რიგში, თირკმელებისა და ფილტვების უკმარისობა. ამ დაავადებას თან ახლავს მტანჯველი ტკივილის შეტევები, რის გამოც ადამიანი ვერ იძინებს. ძლიერი ტკივილგამაყუჩებლებიც კი, რომლებსაც ჩვეულებრივ უნიშნავენ კიბოს ტერმინალურ პაციენტებს, არ შველის“.

17 სექტემბერს ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რამზან კადიროვი პარკში სეირნობს.

"ყველას, ვინც სიმართლესა და სიცრუეს ვერ არჩევს, ვურჩევ, გაისეირნოს სუფთა ჰაერზე, დაალაგოს აზრები, წვიმა ძალიან კარგად მოქმედებს“, - ამბობს ჩეჩნეთის ლიდერი.

ვიდეოში წვიმიანი ამინდი შეესაბამება გროზნოს პროგნოზს - დაახლოებით 16 გრადუსი და ნალექი. სააგენტოები ვარაუდობენ, რომ ჩანაწერში ნაჩვენებია გროზნოში ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რეზიდენციის მსგავსი შენობა.

წყარო