სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედი გვაქვს, რომ დოროთესთან არ დავაგვიანეთ და კუნთის ქსოვილი არ არის დაზიანებული" - ერთი წლის ტყუპისცალ ბიჭუნას საზოგადოების დახმარება სჭირდება
"იმედი გვაქვს, რომ დოროთესთან არ დავაგვიანეთ და კუნთის ქსოვილი არ არის დაზიანებული" - ერთი წლის ტყუპისცალ ბიჭუნას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ბოლო პე­რი­ოდ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბევ­რი გა­და­ა­წყდე­ბო­და სტა­ტუსს - პა­ტა­რა დო­რო­თეს მხარ­და­სა­ჭე­რად. ეს სტა­ტუ­სი ჩემს სი­ძეს - ბესო სი­ხა­რუ­ლი­ძეს ეკუთ­ვნის და მისი მე­ხუ­თე შვი­ლის, 1 წლის ტყუ­პის­ცა­ლი დო­რო­თეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო და­წე­რა:

"გა­მარ­ჯო­ბა ჩემო მე­გობ­რე­ბო!

ეს პა­ტა­რა კაცი არის ჩემი მე­ხუ­თე შვი­ლი, ტყუ­პის­ცა­ლი დო­რო­თე.

მას აღ­მო­აჩ­ნდა იშ­ვი­ა­თი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა, სპი­ნა­ლურ-კუნ­თო­ვა­ნი ატრო­ფია. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ არ­სე­ბობს წა­მა­ლი, რო­მე­ლიც მას სი­ცო­ცხლეს შე­უ­ნარ­ჩუ­ნებს და რო­მელ­საც მთავ­რო­ბა აფი­ნან­სებს, რის­თვი­საც დიდი მად­ლო­ბა ჩვენს მთავ­რო­ბას, მაგ­რამ... სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ წა­მა­ლი არ არის საკ­მა­რი­სი ბავ­შვის გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლებ­ლად..."

1 წლის დო­რო­თე სი­ხა­რუ­ლი­ძის ამ­ბის და მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ყო­ლა ჩემს ბი­ძაშ­ვილს, დო­რო­თეს დე­დას - ქეთი გაფ­რინ­დაშ­ვილს ვთხო­ვე:

- დო­რო­თე ტყუ­პის­ცა­ლია. და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე სამ­შო­ბი­ა­რო­ში საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბით შე­ფას­და, მე­რეც, ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია. თა­ვად ექი­მი ვარ და საკ­მა­ოდ ყუ­რა­დღე­ბით ვი­ყა­ვი - პე­დი­ატრთა­ნაც დაგ­ვყავ­და გეგ­მი­ურ პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ შე­მოწ­მე­ბებ­ზე, ნევ­რო­პა­თო­ლოგ­საც ნა­ნა­ხი ჰყავ­და. გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ბავ­შვი ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად ვი­თარ­დე­ბო­და. საქ­მე ის არის, რომ ყვე­ლა რეფ­ლექ­სი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და და, თით­ქოს, არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა არ უნდა გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია ხელ­ში აყ­ვა­ნი­სას მის­მა არა­ბუ­ნებ­რივ­მა სიმ­ძი­მემ, ასე­ვე, დაჯ­დო­მაც და­აგ­ვი­ა­ნა, თუმ­ცა სე­რი­ო­ზულ და­ა­ვა­დე­ბა­ზე არც კი მი­ფიქ­რია. მა­სა­ჟის რამ­დე­ნი­მე კურ­სის ჩა­ტა­რე­ბის შე­დე­გად ბევ­რი არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა და ისევ მივ­მარ­თეთ ნევ­რო­ლოგს. იმი­სათ­ვის, რომ გა­მო­ე­რი­ცხათ სპი­ნა­ლურ-კუნ­თო­ვა­ნი ატრო­ფია, და­ნიშ­ნეს უფრო ღრმა კვლე­ვა, რის შე­დე­გა­დაც ეს დი­აგ­ნო­ზი მა­ინც და­დას­ტურ­და. სი­ახ­ლე ჩვენ­თვის თავ­ზარ­დამ­ცე­მი იყო, მაგ­რამ გვა­ნუ­გე­შეს იმით, რომ გვი­თხრეს, ამ და­ა­ვა­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ უკვე არ­სე­ბობს მე­დი­კა­მენ­ტი "ევ­რის­დი", რო­მე­ლიც სრულ გან­კურ­ნე­ბას არ ახ­დენს, მაგ­რამ პრო­ცესს აჩე­რებს და ის პა­ცი­ენ­ტმა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უნდა მი­ი­ღო­სო.

ეს საკ­მა­ოდ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტია და სა­ხელ­მწი­ფო აფი­ნან­სებს. ვიდ­რე ამ წა­მალს გა­მო­ი­გო­ნებ­დნენ, სპი­ნა­ლურ-კუნ­თო­ვა­ნი ატრო­ფი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ლე­ტა­ლო­ბით მთავ­რდე­ბო­და ხოლ­მე, მაგ­რამ დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თუკი პა­ცი­ენ­ტი სწორ ინ­ტენ­სი­ურ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ჩა­ი­ტა­რებს, უწყვე­ტი მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის ფონ­ზე, საკ­მა­ოდ კარ­გი შე­დე­გი დგე­ბა.

იმე­დი გვაქვს, რომ დო­რო­თეს­თან არ და­ვაგ­ვი­ა­ნეთ და კუნ­თის ქსო­ვი­ლი არ არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. დო­რო­თეს ტყუ­პის­ცა­ლი და­ი­კო - სა­ბი­ა­ნაც ეხ­მა­რე­ბა და­ა­ვა­დე­ბის დაძ­ლე­ვა­ში. ის ერ­თგვა­რი მო­ტი­ვა­ცი­აა დო­რო­თეს­თვის, ფეხ­ზე რომ დად­გეს. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გარ­კვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბას სა­ხელ­მწი­ფო აფი­ნან­სებს, მაგ­რამ ეს საკ­მა­რი­სი არ არის და ვა­მა­ტებთ ვარ­ჯი­შებს. ამას კე­თი­ლი და გუ­ლის­ხმი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ქველ­მოქ­მე­დე­ბით, ნა­წი­ლობ­რივ კი - სა­კუ­თა­რი ფი­ნან­სე­ბით ვა­ხერ­ხებთ. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი დაგ­ვიდ­გა გვერ­დით, რის­თვი­საც მათი უზო­მოდ მად­ლი­ე­რე­ბი ვარ.

ბესო, სი­ხა­რუ­ლი­ძე:

"დო­რო­თე ფეხ­ზე რომ დად­გეს, ესა­ჭი­რო­ე­ბა ძა­ლი­ან ხან­გრძლი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია (მეტ­წი­ლად - უცხო­ეთ­ში), რაც, რო­გორც გა­ვი­კი­თხეთ უცხო­ე­თის კლი­ნი­კებ­ში, საკ­მა­ოდ ძვი­რი ჯდე­ბა. სხვა გზა არ დაგ­ვრჩა და ამი­ტომ გთხოვთ, იქ­ნებ დაგ­ვეხ­მა­როთ, რომ ჩემი პა­ტა­რა ვაჟ­კა­ცი ფეხ­ზე დად­გეს და გა­ი­ა­როს.

ყვე­ლას წი­ნას­წარ გიხ­დით დიდ მად­ლო­ბას, სი­კე­თით გა­და­მე­ხა­დოს".

ვფიქ­რობ, რომ, რო­გორც ყო­ველ­თვის, ახ­ლაც გა­ვი­ზი­ა­რებთ 1 წლის დო­რო­თეს მშობ­ლე­ბის ტკი­ვილ­სა და თხოვ­ნას და, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, მხარ­ში ამო­ვუდ­გე­ბით ამ უდი­დე­სი პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვა­ში. პა­ტა­რა დო­რო­თემ თა­ვის და­ი­კო სა­ბი­ა­ნას­თან ერ­თად აუ­ცი­ლებ­ლად დიდ­ხანს უნდა იცო­ცხლოს, იმ­რავ­ლოს და ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი საქ­მე გა­ა­კე­თოს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის.

აქვე გთა­ვა­ზობთ ან­გა­რი­შებს, რო­მელ­ზეც, ისევ და ისევ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, შე­გიძ­ლი­ათ დო­რო­თე სი­ხა­რუ­ლი­ძის და­სახ­მა­რებ­ლად თან­ხის გა­და­რი­ცხვა. წი­ნას­წარ ყვე­ლას დიდ მად­ლო­ბას გიხ­დით.

თი­ბი­სი ბან­კი

#19TB7525545064300001

მიმ­ღე­ბი

ქე­თე­ვან გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი

#GE34BG0000000898721300

მიმ­ღე­ბი

ბე­სა­რი­ონ სი­ხა­რუ­ლი­ძე

paypal ან­გა­რი­ში

besosikharulidze71@gmail.com

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ზვიადი
0

თიბისის ანგარიშს GE აკლია თავიდან. უნდა იყოს: GE19TB7525545064300001

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"იმედი გვაქვს, რომ დოროთესთან არ დავაგვიანეთ და კუნთის ქსოვილი არ არის დაზიანებული" - ერთი წლის ტყუპისცალ ბიჭუნას საზოგადოების დახმარება სჭირდება

"იმედი გვაქვს, რომ დოროთესთან არ დავაგვიანეთ და კუნთის ქსოვილი არ არის დაზიანებული" - ერთი წლის ტყუპისცალ ბიჭუნას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ბევრი გადააწყდებოდა სტატუსს - პატარა დოროთეს მხარდასაჭერად. ეს სტატუსი ჩემს სიძეს - ბესო სიხარულიძეს ეკუთვნის და მისი მეხუთე შვილის, 1 წლის ტყუპისცალი დოროთეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაწერა:

"გამარჯობა ჩემო მეგობრებო!

ეს პატარა კაცი არის ჩემი მეხუთე შვილი, ტყუპისცალი დოროთე.

მას აღმოაჩნდა იშვიათი მძიმე დაავადება, სპინალურ-კუნთოვანი ატროფია. მადლობა ღმერთს, რომ არსებობს წამალი, რომელიც მას სიცოცხლეს შეუნარჩუნებს და რომელსაც მთავრობა აფინანსებს, რისთვისაც დიდი მადლობა ჩვენს მთავრობას, მაგრამ... სამწუხაროდ, მხოლოდ წამალი არ არის საკმარისი ბავშვის გამოსაჯანმრთელებლად..."

1 წლის დოროთე სიხარულიძის ამბის და მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოყოლა ჩემს ბიძაშვილს, დოროთეს დედას - ქეთი გაფრინდაშვილს ვთხოვე:

- დოროთე ტყუპისცალია. დაბადებისთანავე სამშობიაროში საკმაოდ მაღალი ქულებით შეფასდა, მერეც, ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემა არ ჰქონია. თავად ექიმი ვარ და საკმაოდ ყურადღებით ვიყავი - პედიატრთანაც დაგვყავდა გეგმიურ პროფილაქტიკურ შემოწმებებზე, ნევროპათოლოგსაც ნანახი ჰყავდა. გვეუბნებოდნენ, რომ ბავშვი ასაკის შესაბამისად ვითარდებოდა. საქმე ის არის, რომ ყველა რეფლექსი შენარჩუნებული ჰქონდა და, თითქოს, არავითარი პრობლემა არ უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ ყურადღება მიიქცია ხელში აყვანისას მისმა არაბუნებრივმა სიმძიმემ, ასევე, დაჯდომაც დააგვიანა, თუმცა სერიოზულ დაავადებაზე არც კი მიფიქრია. მასაჟის რამდენიმე კურსის ჩატარების შედეგად ბევრი არაფერი შეცვლილა და ისევ მივმართეთ ნევროლოგს. იმისათვის, რომ გამოერიცხათ სპინალურ-კუნთოვანი ატროფია, დანიშნეს უფრო ღრმა კვლევა, რის შედეგადაც ეს დიაგნოზი მაინც დადასტურდა. სიახლე ჩვენთვის თავზარდამცემი იყო, მაგრამ გვანუგეშეს იმით, რომ გვითხრეს, ამ დაავადების წინააღმდეგ უკვე არსებობს მედიკამენტი "ევრისდი", რომელიც სრულ განკურნებას არ ახდენს, მაგრამ პროცესს აჩერებს და ის პაციენტმა მთელი ცხოვრება უნდა მიიღოსო.

ეს საკმაოდ ძვირად ღირებული პრეპარატია და სახელმწიფო აფინანსებს. ვიდრე ამ წამალს გამოიგონებდნენ, სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის მქონე ადამიანის სიცოცხლე ლეტალობით მთავრდებოდა ხოლმე, მაგრამ დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში, თუკი პაციენტი სწორ ინტენსიურ რეაბილიტაციას ჩაიტარებს, უწყვეტი მედიკამენტოზური მკურნალობის ფონზე, საკმაოდ კარგი შედეგი დგება.

იმედი გვაქვს, რომ დოროთესთან არ დავაგვიანეთ და კუნთის ქსოვილი არ არის დაზიანებული. დოროთეს ტყუპისცალი დაიკო - საბიანაც ეხმარება დაავადების დაძლევაში. ის ერთგვარი მოტივაციაა დოროთესთვის, ფეხზე რომ დადგეს. რეაბილიტაციის გარკვეულ რაოდენობას სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და ვამატებთ ვარჯიშებს. ამას კეთილი და გულისხმიერი ადამიანების ქველმოქმედებით, ნაწილობრივ კი - საკუთარი ფინანსებით ვახერხებთ. უამრავი ადამიანი დაგვიდგა გვერდით, რისთვისაც მათი უზომოდ მადლიერები ვარ.

ბესო, სიხარულიძე:

"დოროთე ფეხზე რომ დადგეს, ესაჭიროება ძალიან ხანგრძლივი რეაბილიტაცია (მეტწილად - უცხოეთში), რაც, როგორც გავიკითხეთ უცხოეთის კლინიკებში, საკმაოდ ძვირი ჯდება. სხვა გზა არ დაგვრჩა და ამიტომ გთხოვთ, იქნებ დაგვეხმაროთ, რომ ჩემი პატარა ვაჟკაცი ფეხზე დადგეს და გაიაროს.

ყველას წინასწარ გიხდით დიდ მადლობას, სიკეთით გადამეხადოს".

ვფიქრობ, რომ, როგორც ყოველთვის, ახლაც გავიზიარებთ 1 წლის დოროთეს მშობლების ტკივილსა და თხოვნას და, შეძლებისდაგვარად, მხარში ამოვუდგებით ამ უდიდესი პრობლემის დაძლევაში. პატარა დოროთემ თავის დაიკო საბიანასთან ერთად აუცილებლად დიდხანს უნდა იცოცხლოს, იმრავლოს და ბევრი ღირსეული საქმე გააკეთოს ჩვენი ქვეყნისთვის.

აქვე გთავაზობთ ანგარიშებს, რომელზეც, ისევ და ისევ შეძლებისდაგვარად, შეგიძლიათ დოროთე სიხარულიძის დასახმარებლად თანხის გადარიცხვა. წინასწარ ყველას დიდ მადლობას გიხდით.

თიბისი ბანკი

#19TB7525545064300001

მიმღები

ქეთევან გაფრინდაშვილი

საქართველოს ბანკი

#GE34BG0000000898721300

მიმღები

ბესარიონ სიხარულიძე

paypal ანგარიში

besosikharulidze71@gmail.com

ირმა ხარშილაძე