მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯენიფერ ლოპესის ქმრის "ინტიმური მომენტი" ყოფილ ცოლთან ერთად - მედია მანქანაში გადაღებულ პაპარაცულ კადრებს ავრცელებს "ერთმანეთს ეხუტებოდნენ და..." (ფოტოები)
ჯენიფერ ლოპესის ქმრის "ინტიმური მომენტი" ყოფილ ცოლთან ერთად - მედია მანქანაში გადაღებულ პაპარაცულ კადრებს ავრცელებს "ერთმანეთს ეხუტებოდნენ და..." (ფოტოები)

გა­მო­ცე­მა Page Six ავ­რცე­ლებს ფო­ტო­ებს, რომ­ლებ­ზეც ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სის ქმა­რი, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი ბენ აფ­ლე­კი, ყო­ფილ ცოლ­თან, მსა­ხი­ობ ჯე­ნი­ფერ გარ­ნერ­თან ერ­თა­დაა აღ­ბეჭ­დი­ლი. "ისი­ნი მან­ქა­ნა­ში იყ­ვნენ და ერ­თმა­ნეთს ეხუ­ტე­ბოდ­ნენ“, - წე­რენ ტაბ­ლო­ი­დე­ბი.

მან­ქა­ნა­ში მათ­თან ერ­თად იყო წყვი­ლის სა­ერ­თო შვი­ლი, სე­რა­ფი­ნა. Page Six-მა მსა­ხი­ო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს კო­მენ­ტა­რის­თვის მი­მარ­თა, მე­დია და­ინ­ტე­რეს­და, ხომ არ შე­რიგ­დნენ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე­ე­ბი, თუმ­ცა გა­მო­ცე­მის კი­თხვებს არა­ვინ უპა­სუ­ხა.

ბენ აფ­ლე­კი და ჯე­ნი­ფერ გარ­ნე­რი 2005 წელს და­ქორ­წინ­დნენ. 10-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ კი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. ამის შემ­დეგ გარ­ნერ­მა ბიზ­ნეს­მენ ჯონ მი­ლერ­თან და­ი­წყო ურ­თი­ერ­თო­ბა, ხოლო ბენ აფ­ლე­კი ყო­ფილ სიყ­ვა­რულს, ჯე­ნი­ფერ ლო­პესს და­უბ­რუნ­და და მას­ზე და­ქორ­წინ­და კი­დეც.

ჯე­ნი­ფერ გარ­ნერ­სა და ბენ აფ­ლეკს სამი შვი­ლი ჰყავთ. და­შო­რე­ბის შემ­დეგ ისი­ნი ინარ­ჩუ­ნე­ბენ მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას და შვი­ლებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ინა­წი­ლე­ბენ.

თუმ­ცა ბოლო დროს ყო­ფილ ცოლ-ქმარს შო­რის თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ხში­რად ხვდე­ბა პა­პა­რა­ცე­ბის ობი­ექ­ტივ­ში და ყვი­თე­ლი პრე­სა მათ სა­ვა­რა­უ­დო რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე წერს.

ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ რო­დე­საც ბენ აფ­ლე­კი თა­ვის ამ­ჟა­მინ­დელ ცოლ­თან, ჯე­ნი­ფერ ლო­პეს­თან ერ­თად ჩნდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ის ყო­ველ­თვის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და მო­წყე­ნი­ლია, ხოლო როცა ჯე­ნი­ფერ გარ­ნერ­თან ერ­თად არის, მის სა­ხე­ზე ბედ­ნი­ე­რე­ბაა აღ­ბეჭ­დი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
***
12

ყველა კაცს ეროვნების მიუხედავად, ერთნაირი მენტალური პრობლემები რატომ აქვს? :))) ჰყავდა ანგელოზივით ცოლი, ვერ შეირგო, მიედო, მოედო ერთს, მეორეს და მიხვდა ბოლოს, რომ მისი შვილების დედაა ყველაზე კაი ტიპი? :))) ჯენიფერ გარნერის ადგილას, ესეთ ინფანტილურ, ჩამოუყალიბებელს და ლოთს სულ არ დავაბრუნებდი ჩემს ცხოვრებაში იმაზე დიდი დოზით, ვიდრე შვილების მამაა, მაგრამ რას გაიგებ... 

...
5

ეს ბიჭი ვერ ჩამოყალიბდა რაააა😁... გვანერვიულებს...

ავტორი:

ჯენიფერ ლოპესის ქმრის "ინტიმური მომენტი" ყოფილ ცოლთან ერთად - მედია მანქანაში გადაღებულ პაპარაცულ კადრებს ავრცელებს "ერთმანეთს ეხუტებოდნენ და..." (ფოტოები)

ჯენიფერ ლოპესის ქმრის "ინტიმური მომენტი" ყოფილ ცოლთან ერთად - მედია მანქანაში გადაღებულ პაპარაცულ კადრებს ავრცელებს "ერთმანეთს ეხუტებოდნენ და..." (ფოტოები)

გამოცემა Page Six ავრცელებს ფოტოებს, რომლებზეც ჯენიფერ ლოპესის ქმარი, ჰოლივუდის ვარსკვლავი ბენ აფლეკი, ყოფილ ცოლთან, მსახიობ ჯენიფერ გარნერთან ერთადაა აღბეჭდილი. "ისინი მანქანაში იყვნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ“, - წერენ ტაბლოიდები.

მანქანაში მათთან ერთად იყო წყვილის საერთო შვილი, სერაფინა. Page Six-მა მსახიობების წარმომადგენლებს კომენტარისთვის მიმართა, მედია დაინტერესდა, ხომ არ შერიგდნენ ყოფილი მეუღლეები, თუმცა გამოცემის კითხვებს არავინ უპასუხა.

ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი 2005 წელს დაქორწინდნენ. 10-წლიანი ქორწინების შემდეგ კი ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შემდეგ გარნერმა ბიზნესმენ ჯონ მილერთან დაიწყო ურთიერთობა, ხოლო ბენ აფლეკი ყოფილ სიყვარულს, ჯენიფერ ლოპესს დაუბრუნდა და მასზე დაქორწინდა კიდეც.

ჯენიფერ გარნერსა და ბენ აფლეკს სამი შვილი ჰყავთ. დაშორების შემდეგ ისინი ინარჩუნებენ მეგობრულ ურთიერთობას და შვილებზე პასუხისმგებლობას ინაწილებენ.

თუმცა ბოლო დროს ყოფილ ცოლ-ქმარს შორის თბილი ურთიერთობა ხშირად ხვდება პაპარაცების ობიექტივში და ყვითელი პრესა მათ სავარაუდო რომანტიკულ ურთიერთობაზე წერს.

ამას ისიც ემატება, რომ როდესაც ბენ აფლეკი თავის ამჟამინდელ ცოლთან, ჯენიფერ ლოპესთან ერთად ჩნდება საზოგადოებაში, ის ყოველთვის გაღიზიანებული და მოწყენილია, ხოლო როცა ჯენიფერ გარნერთან ერთად არის, მის სახეზე ბედნიერებაა აღბეჭდილი.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"