მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი რუსი მსახიობისა და ტელეწამყვანის პოპულარული ქართველი ექსმეუღლე - სამჯერ დანგრეული ოჯახი და გუზეევა-თოლორდავას საერთო შვილი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს
ცნობილი რუსი მსახიობისა და ტელეწამყვანის პოპულარული ქართველი ექსმეუღლე - სამჯერ დანგრეული ოჯახი და გუზეევა-თოლორდავას საერთო შვილი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს

ცნო­ბი­ლი რუსი მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი 64 წლის ლა­რი­სა გუ­ზე­ე­ვა ცნო­ბი­ლია რო­გორც პრე­ტენ­ზი­უ­ლი და რთუ­ლი ხა­სი­ა­თის მქო­ნე ქალი, რო­მელ­მაც იცის რო­გორ უპა­სუ­ხოს ყვე­ლას, ვი­საც მისი შე­უ­რა­ცხყო­ფა სურს - წერს რუ­სუ­ლი მე­დია. ვარ­სკვლა­ვი არა­სო­დეს უჩი­ო­და მა­მა­კა­ცე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას. გუ­ზე­ე­ვამ სამ­ჯერ მო­ა­ხერ­ხა და­ქორ­წი­ნე­ბა და ორი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. გუ­ზე­ე­ვას ერთ-ერთი ქმა­რი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი კრი­ტი­კო­სი, მთარ­გმნე­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი კახა თო­ლორ­და­ვა გახ­ლდათ. ამ მა­სა­ლა­ში მო­გიყ­ვე­ბით გუ­ზე­ე­ვას ცხოვ­რე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებ­ზე და სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ზე.

ლა­რი­სა გუ­ზე­ე­ვას სამი ქმა­რი

ლა­რი­სა გუ­ზე­ე­ვას პირ­ვე­ლი ქმა­რი კინო ოპე­რა­ტო­რის ასის­ტენ­ტი ილია დრევ­ნო­ვი გახ­ლდათ, რო­მელ­საც მსა­ხი­ო­ბი 1984 წელს ფილ­მის "მე­ტო­ქე­ე­ბის" გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე შეხ­ვდა. წყვილ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქორ­წი­ნა და ერთ ოჯა­ხად და­ი­წყეს ცხოვ­რე­ბა. მო­მა­ვალ კი­ნო­ვარ­სკვლავს ეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ იგი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის დიდ სიყ­ვა­რულს შეხ­ვდა, რო­მელ­თა­ნაც სა­მუ­და­მოდ ქორ­წი­ნე­ბა­ში იქ­ნე­ბო­და. ქორ­წი­ლი­დან მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ ქა­ლის რჩე­უ­ლი ნარ­კო­მა­ნი იყო.

გუ­ზე­ე­ვა პირ­ველ ქმარ­თან

ოჯახ­ში ხში­რად ხდე­ბო­და კონ­ფლიქ­ტი, ქმა­რი საყ­ვა­რელ ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბა­საც არ ერი­დე­ბო­და. ლა­რი­სა მიხ­ვდა, რომ რა­ღაც სას­წრა­ფოდ უნდა შე­ეც­ვა­ლა, სა­ნამ ტრა­გე­დია მოხ­დე­ბო­და. 7-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა და­ას­რუ­ლა და ამის შემ­დეგ მალე დრევ­ნო­ვი ჭარ­ბი დო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა.

ლა­რი­სა გუ­ზე­ე­ვას პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ელო­და, რო­დე­საც ფილ­მის "რჩე­უ­ლის" გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, მო­მა­ვა­ლი ქმა­რი კახა თო­ლორ­და­ვა გა­იც­ნო. ფილ­მის რე­ჟი­სო­რი მი­ხე­ილ კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი გახ­ლდათ. თო­ლორ­და­ვა გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მე­მონ­ტა­ჟის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და და ამავდრო­უ­ლად ფილმში მღვდლის ეპი­ზო­დუ­რი როლი შე­ას­რუ­ლა. ქარ­თვე­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბის ოჯახ­ში აღ­ზრდილ­მა მსა­ხი­ობ­მა ლა­რი­სა გა­ა­ო­ცა, რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პუ­ლი ენის ცოდ­ნით და მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­დევ­რე­ბით, ასე­ვე იმით, რომ კაცი თა­ვად წერ­და წიგ­ნებს.

კახა თო­ლორ­და­ვა ფილ­მის გა­და­ღე­ბის დროს

ერთ წე­ლი­წად­ში ლა­რი­სას პირ­ვე­ლი შვი­ლი გი­ორ­გი თო­ლორ­და­ვა და­ი­ბა­და და მა­ნამ­დე წყვილ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქორ­წი­ნა. თუმ­ცა, კი­დევ ერთი ძლი­ე­რი და ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხის შექ­მნის მცდე­ლო­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა: მცი­რე ხნის შემ­დეგ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და.

ლა­რი­სას მე­სა­მე ქმა­რი, იგორ ბუ­ხა­რო­ვია. მათ ძვე­ლი ნაც­ნო­ბო­ბა აკავ­ში­რებ­დათ. წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­სა და მრა­ვა­ლი რო­მა­ნის შემ­დეგ ქალი მოს­კოვ­ში დე­დას­თან და პა­ტა­რა შვილ­თან ერ­თად ჩა­ვი­და. რის შემ­დე­გაც სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ად­ვი­ლად და­უ­ახ­ლოვ­და ბუ­ხა­როვს.

გუ­ზე­ე­ვა მე­სა­მე ქმარ­თან

ამ ქორ­წი­ნე­ბა­ში კი ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა. მსა­ხი­ო­ბი თა­ვის მე­სა­მე ქმარს ყვე­ლა­ზე სა­ო­ცარ ადა­მი­ანს უწო­დებს მის ცხოვ­რე­ბა­ში და მად­ლი­ე­რია ბე­დის, რომ მას შე­ახ­ვედ­რა.

ლა­რი­სას და კა­ხას სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია

გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ლა­რი­სა­სა და კა­ხას შო­რის უეც­რად გრძნო­ბებ­მა იფეთ­ქა. ვნე­ბი­ან სიყ­ვა­რულს ლა­რი­სას ორ­სუ­ლო­ბა მოჰ­ყვა. მათი ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ არა­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა წერ­და. ბავ­შვი 1992 წლის 19 აპ­რილს სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში და­ი­ბა­და. წყვი­ლი მალე და­შორ­და ერ­თმა­ნეთს.

"ჩემი ქარ­თვე­ლი ქმა­რი უბ­რა­ლო ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი კი არა, სა­ოც­რად ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო. მისი ცოდ­ნი­სა და ნი­ჭის 20 პრო­ცენ­ტი რომ მქო­ნო­და, ნა­ხე­ვარ მსოფ­ლი­ოს და­ვი­პყრობ­დი....“ - ამ­ბობ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გუ­ზე­ე­ვა.

კახა თო­ლორ­და­ვა, ძი­რი­თა­დად მუ­სი­კა­ლურ სფე­რო­ში მუ­შა­ობს, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წლის წინ სე­რი­ალ „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში“ ფი­ლო­სო­ფო­სი ბა­ჩოს რო­ლით გა­მოჩ­ნდა.

ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში თო­ლორ­და­ვა ჰყვე­ბო­და, რომ მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ შვი­ლი თა­ვად გა­ზარ­და.

"შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ შვი­ლი ჩემი გაზ­რდი­ლია. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ვაკ­ნი­ნებ დე­დის როლს. სკო­ლა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში არ სწავ­ლობ­და, მაგ­რამ მთელ ზა­ფხულს და ყვე­ლა არ­და­დე­გებს აქ ატა­რებ­და. ორი­ვემ ერ­თნა­ი­რად მი­ვი­ღეთ მის აღ­ზრდა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და არ ვარ ცუდი მამა.“

"ლე­ნინ­გრად­ში ვცხოვ­რობ­დით, რო­მე­ლიც მერე სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გად გა­და­იქ­ცა. მა­შინ საკ­მა­ოდ რთუ­ლი დრო იყო. მას კი სპე­ცი­ფი­კუ­რი პრო­ფე­სია ჰქონ­და, ამი­ტო­მაც რუ­სეთ­ში გა­და­ვე­დი და გი­ორ­გიც იქ და­ი­ბა­და. 8 წელი ვი­ცხოვ­რეთ ერ­თად, რაც ცოტა დრო არ არის. მე ძი­რი­თა­დად შვი­ლის გაზ­რდით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი და ბევრ სხვა რა­მე­საც ვა­კე­თებ­დი. შეკ­ვე­თებ­საც ვი­ღებ­დი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის კუ­თხით, ძი­რი­თა­დად თარ­გმა­ნებს ვა­კე­თებ­დით. ეს იყო ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და კი­დევ უფრო რთუ­ლი რუ­სე­თის­თვის. მახ­სოვს, იქ 7 თვით, რო­გორ გაქ­რა დახ­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ფე­რი, სა­ნამ ამე­რი­კამ არ მის­ცა სეს­ხი, რა­მაც ცოტა წა­მო­ა­ყე­ნა ფეხ­ზე რუ­სე­თი. ჩვენ ცოტა უც­ნა­უ­რი ოჯა­ხი ვართ. მისი ქა­ლიშ­ვი­ლიც გვსტუმ­რობს, მისი მე­უღ­ლე ჩემი მე­გო­ბა­რია...“ - ამ­ბობს თო­ლორ­და­ვა.

სა­ერ­თო შვი­ლი გი­ორ­გი თო­ლორ­და­ვა

რუ­სუ­ლი მე­დია გი­ორ­გის აღ­ზრდა­ზე გან­სხვა­ვე­ბულ ვერ­სი­ას წერს: "ლა­რი­სას და კა­ხას ოჯა­ხურ­მა ცხოვ­რე­ბამ არ გა­ა­მარ­თლა. ნი­ჭი­ე­რი ქარ­თვე­ლი რუ­სეთს არ სჭირ­დე­ბო­და და ის მა­ლე­ვე დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში, თბი­ლის­ში. ლა­რი­სა­სა და პა­ტა­რა გი­ორ­გის ცხოვ­რე­ბა­ში რთუ­ლი დრო დად­გა: 90-იანი წლე­ბის შუა ხა­ნებ­ში მსა­ხი­ო­ბი ხში­რად რჩე­ბო­და ფუ­ლის გა­რე­შე. გი­ორ­გი 5 წლის იყო, რო­დე­საც გუ­ზე­ე­ვა შვილ­თან და დე­დას­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და, ქალს კა­რი­ე­რის გა­კე­თე­ბა სურ­და, ამი­ტომ ხში­რად ტო­ვებ­და ბიჭს ბე­ბი­ას­თან.

დე­და­ქა­ლაქ­ში ლა­რი­სამ რო­მა­ნი და­ი­წყო ახალ­გაზ­რდო­ბის მე­გო­ბარ­თან, რეს­ტავ­რა­ტორ იგორ ბუ­ხა­როვ­თან, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ კი ისი­ნი და­ქორ­წინ­დნენ და შე­ე­ძი­ნათ სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი ოლგა. და თუ ლა­რი­სას და გი­ორ­გის შო­რის და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო, მა­მი­ნაც­ვალს ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მო­ზარ­დთან.

სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, გი­ორ­გი მოს­კო­ვის ეკო­ნო­მი­კის უმაღ­ლეს სკო­ლა­ში ჩა­ი­რი­ცხა. იმ დრო­ის­თვის მისი ურ­თი­ერ­თო­ბა დე­დას­თან გა­უმ­ჯო­ბეს­და. ლა­რი­სას თქმით, ის ნა­ნობ­და თა­ვის საქ­ცი­ელს და მო­ი­ნა­ნია, თუ რო­გორ ეპყრო­ბო­და შვილს ბავ­შვო­ბა­ში.

2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, ლა­რი­სა გუ­ზე­ე­ვას ვაჟ­მა ითა­მა­შა მას­თან ერ­თად ორ­ნა­წი­ლი­ან მე­ლოდ­რა­მა­ში "მემ­კვიდ­რე", სა­დაც მან მი­ი­ღო ბიჭი ვო­ვას ეპი­ზო­დუ­რი როლი. მაგ­რამ მო­ზარ­დი არ ოც­ნე­ბობ­და სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე და არც დე­დას სურ­და, ბავ­შვის ნახ­ვა კი­ნო­ინ­დუსტრი­ა­ში.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ წლებ­შიც გი­ორ­გი ანა ფე­დო­რი­ნას შეხ­ვდა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 7 წელი იცხოვ­რეს, შემ­დეგ კი 2018 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ცე­რე­მო­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში - მა­მის სამ­შობ­ლო­ში გა­ი­მარ­თა".

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი დევაძე
0

მეუღლე რესტორატორია და არა რესტავრატორი!

ანა
0

სურათებს არასწორი წარწერები აქვს, მესამე ქმარი არის , პირველი ქმარი რომ აწერია ის

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ცნობილი რუსი მსახიობისა და ტელეწამყვანის პოპულარული ქართველი ექსმეუღლე - სამჯერ დანგრეული ოჯახი და გუზეევა-თოლორდავას საერთო შვილი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს

ცნობილი რუსი მსახიობისა და ტელეწამყვანის პოპულარული ქართველი ექსმეუღლე - სამჯერ დანგრეული ოჯახი და გუზეევა-თოლორდავას საერთო შვილი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს

ცნობილი რუსი მსახიობი და ტელეწამყვანი 64 წლის ლარისა გუზეევა ცნობილია როგორც პრეტენზიული და რთული ხასიათის მქონე ქალი, რომელმაც იცის როგორ უპასუხოს ყველას, ვისაც მისი შეურაცხყოფა სურს - წერს რუსული მედია. ვარსკვლავი არასოდეს უჩიოდა მამაკაცების ყურადღების ნაკლებობას. გუზეევამ სამჯერ მოახერხა დაქორწინება და ორი შვილი შეეძინა. გუზეევას ერთ-ერთი ქმარი ცნობილი ქართველი კრიტიკოსი, მთარგმნელი და ჟურნალისტი კახა თოლორდავა გახლდათ. ამ მასალაში მოგიყვებით გუზეევას ცხოვრების საინტერესო დეტალებზე და საქართველოში ცხოვრების პერიოდზე.

ლარისა გუზეევას სამი ქმარი

ლარისა გუზეევას პირველი ქმარი კინო ოპერატორის ასისტენტი ილია დრევნოვი გახლდათ, რომელსაც მსახიობი 1984 წელს ფილმის "მეტოქეების" გადასაღებ მოედანზე შეხვდა. წყვილმა ოფიციალურად იქორწინა და ერთ ოჯახად დაიწყეს ცხოვრება. მომავალ კინოვარსკვლავს ეჩვენებოდა, რომ იგი თავისი ცხოვრების დიდ სიყვარულს შეხვდა, რომელთანაც სამუდამოდ ქორწინებაში იქნებოდა. ქორწილიდან მალევე გაირკვა, რომ ქალის რჩეული ნარკომანი იყო.

გუზეევა პირველ ქმართან

ოჯახში ხშირად ხდებოდა კონფლიქტი, ქმარი საყვარელ ქალზე ძალადობასაც არ ერიდებოდა. ლარისა მიხვდა, რომ რაღაც სასწრაფოდ უნდა შეეცვალა, სანამ ტრაგედია მოხდებოდა. 7-წლიანი ქორწინება დაასრულა და ამის შემდეგ მალე დრევნოვი ჭარბი დოზით გარდაიცვალა.

ლარისა გუზეევას პირად ცხოვრებაში ახალი სიყვარული საქართველოში ელოდა, როდესაც ფილმის "რჩეულის" გადასაღებ მოედანზე, მომავალი ქმარი კახა თოლორდავა გაიცნო. ფილმის რეჟისორი მიხეილ კალატოზიშვილი გახლდათ. თოლორდავა გადასაღებ მოედანზე მემონტაჟის თანამდებობაზე მუშაობდა და ამავდროულად ფილმში მღვდლის ეპიზოდური როლი შეასრულა. ქართველი ინტელექტუალების ოჯახში აღზრდილმა მსახიობმა ლარისა გააოცა, რამდენიმე ევროპული ენის ცოდნით და მსოფლიო ლიტერატურის შედევრებით, ასევე იმით, რომ კაცი თავად წერდა წიგნებს.

კახა თოლორდავა ფილმის გადაღების დროს

ერთ წელიწადში ლარისას პირველი შვილი გიორგი თოლორდავა დაიბადა და მანამდე წყვილმა ოფიციალურად იქორწინა. თუმცა, კიდევ ერთი ძლიერი და ბედნიერი ოჯახის შექმნის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა: მცირე ხნის შემდეგ ეს ურთიერთობა განქორწინებით დასრულდა.

ლარისას მესამე ქმარი, იგორ ბუხაროვია. მათ ძველი ნაცნობობა აკავშირებდათ. წარუმატებელი ქორწინებისა და მრავალი რომანის შემდეგ ქალი მოსკოვში დედასთან და პატარა შვილთან ერთად ჩავიდა. რის შემდეგაც სასოწარკვეთილი ადვილად დაუახლოვდა ბუხაროვს.

გუზეევა მესამე ქმართან

ამ ქორწინებაში კი ერთი ქალიშვილი შეეძინა. მსახიობი თავის მესამე ქმარს ყველაზე საოცარ ადამიანს უწოდებს მის ცხოვრებაში და მადლიერია ბედის, რომ მას შეახვედრა.

ლარისას და კახას სიყვარულის ისტორია

გადასაღებ მოედანზე ლარისასა და კახას შორის უეცრად გრძნობებმა იფეთქა. ვნებიან სიყვარულს ლარისას ორსულობა მოჰყვა. მათი ქორწილის შესახებ არაერთი მედიასაშუალება წერდა. ბავშვი 1992 წლის 19 აპრილს სანკტ-პეტერბურგში დაიბადა. წყვილი მალე დაშორდა ერთმანეთს.

"ჩემი ქართველი ქმარი უბრალო ინტელექტუალი კი არა, საოცრად ნიჭიერი ადამიანი იყო. მისი ცოდნისა და ნიჭის 20 პროცენტი რომ მქონოდა, ნახევარ მსოფლიოს დავიპყრობდი....“ - ამბობდა მოგვიანებით გუზეევა.

კახა თოლორდავა, ძირითადად მუსიკალურ სფეროში მუშაობს, თუმცა რამდენიმე წლის წინ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ფილოსოფოსი ბაჩოს როლით გამოჩნდა.

ჟურნალ "სარკესთან“ ინტერვიუში თოლორდავა ჰყვებოდა, რომ მეუღლესთან დაშორების შემდეგ შვილი თავად გაზარდა.

"შეიძლება ითქვას, რომ შვილი ჩემი გაზრდილია. არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებ დედის როლს. სკოლაში საქართველოში არ სწავლობდა, მაგრამ მთელ ზაფხულს და ყველა არდადეგებს აქ ატარებდა. ორივემ ერთნაირად მივიღეთ მის აღზრდაში მონაწილეობა და არ ვარ ცუდი მამა.“

"ლენინგრადში ვცხოვრობდით, რომელიც მერე სანკტ-პეტერბურგად გადაიქცა. მაშინ საკმაოდ რთული დრო იყო. მას კი სპეციფიკური პროფესია ჰქონდა, ამიტომაც რუსეთში გადავედი და გიორგიც იქ დაიბადა. 8 წელი ვიცხოვრეთ ერთად, რაც ცოტა დრო არ არის. მე ძირითადად შვილის გაზრდით ვიყავი დაკავებული და ბევრ სხვა რამესაც ვაკეთებდი. შეკვეთებსაც ვიღებდი ჟურნალისტიკის კუთხით, ძირითადად თარგმანებს ვაკეთებდით. ეს იყო ძალიან რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ უფრო რთული რუსეთისთვის. მახსოვს, იქ 7 თვით, როგორ გაქრა დახლებიდან ყველაფერი, სანამ ამერიკამ არ მისცა სესხი, რამაც ცოტა წამოაყენა ფეხზე რუსეთი. ჩვენ ცოტა უცნაური ოჯახი ვართ. მისი ქალიშვილიც გვსტუმრობს, მისი მეუღლე ჩემი მეგობარია...“ - ამბობს თოლორდავა.

საერთო შვილი გიორგი თოლორდავა

რუსული მედია გიორგის აღზრდაზე განსხვავებულ ვერსიას წერს: "ლარისას და კახას ოჯახურმა ცხოვრებამ არ გაამართლა. ნიჭიერი ქართველი რუსეთს არ სჭირდებოდა და ის მალევე დაბრუნდა სამშობლოში, თბილისში. ლარისასა და პატარა გიორგის ცხოვრებაში რთული დრო დადგა: 90-იანი წლების შუა ხანებში მსახიობი ხშირად რჩებოდა ფულის გარეშე. გიორგი 5 წლის იყო, როდესაც გუზეევა შვილთან და დედასთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, ქალს კარიერის გაკეთება სურდა, ამიტომ ხშირად ტოვებდა ბიჭს ბებიასთან.

დედაქალაქში ლარისამ რომანი დაიწყო ახალგაზრდობის მეგობართან, რესტავრატორ იგორ ბუხაროვთან, რამდენიმე წლის შემდეგ კი ისინი დაქორწინდნენ და შეეძინათ საერთო ქალიშვილი ოლგა. და თუ ლარისას და გიორგის შორის დაძაბული ურთიერთობა იყო, მამინაცვალს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მოზარდთან.

საშუალო განათლების მიღების შემდეგ, გიორგი მოსკოვის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში ჩაირიცხა. იმ დროისთვის მისი ურთიერთობა დედასთან გაუმჯობესდა. ლარისას თქმით, ის ნანობდა თავის საქციელს და მოინანია, თუ როგორ ეპყრობოდა შვილს ბავშვობაში.

2000-იანი წლების დასაწყისში, ლარისა გუზეევას ვაჟმა ითამაშა მასთან ერთად ორნაწილიან მელოდრამაში "მემკვიდრე", სადაც მან მიიღო ბიჭი ვოვას ეპიზოდური როლი. მაგრამ მოზარდი არ ოცნებობდა სამსახიობო კარიერის გაგრძელებაზე და არც დედას სურდა, ბავშვის ნახვა კინოინდუსტრიაში.

უნივერსიტეტის პირველ წლებშიც გიორგი ანა ფედორინას შეხვდა. შეყვარებულებმა სამოქალაქო ქორწინებაში დაახლოებით 7 წელი იცხოვრეს, შემდეგ კი 2018 წლის სექტემბერში ცერემონია საქართველოში - მამის სამშობლოში გაიმართა".