პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
განყოფილება #731- მეორე მსოფლიო ომის პერიოდის საიდუმლო ლაბორატორია, სადაც ცოცხალ ადამიანებზე შემზარავი ექსპერიმენტები ტარდებოდა
განყოფილება #731- მეორე მსოფლიო ომის პერიოდის საიდუმლო ლაბორატორია, სადაც ცოცხალ ადამიანებზე შემზარავი ექსპერიმენტები ტარდებოდა

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში მო­ნა­წი­ლე ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის სას­ტი­კი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი საქ­ცი­ე­ლი ის­ტო­რი­ას კარ­გად ახ­სოვს. ებ­რა­ე­ლე­ბის გე­ნო­ცი­დი საკ­მა­ოდ ნაც­ნო­ბი თემა და კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლია, მაგ­რამ ცო­ტამ თუ იცის, რომ ომის პე­რი­ოდ­ში ნა­ცის­ტე­ბის­გან არა­ნაკ­ლე­ბი სი­სას­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ო­და მათი მო­კავ­ში­რე - ია­პო­ნია.

გან­ყო­ფი­ლე­ბა #731 - ით­ვლე­ბო­და, რომ ჩი­ნე­თის ქა­ლაქ ჰარ­ბინ­ში მდე­ბა­რე ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ეპი­დე­მი­ე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ის იმ­პე­რი­უ­ლი ია­პო­ნი­ის არ­მი­ის სა­ი­დუმ­ლო დი­ვი­ზი­ის სა­ხე­ლი იყო, სა­დაც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ცო­ცხალ ადა­მი­ა­ნებ­ზე შემ­ზა­რა­ვი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ტარ­დე­ბო­და.

731-ე შე­ნა­ერ­თის შექ­მნის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი 1930-იან წლებ­ში, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი შირო იში­ის მოხ­სე­ნე­ბა გახ­და, სა­დაც ის ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის შექ­მნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობ­და:

"არ­ტი­ლე­რი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღი მო­მენ­ტა­ლუ­რი მოკ­ვდი­ნე­ბის ეფექ­ტით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, მაგ­რამ აუ­ფეთ­ქე­ბე­ლი ნაღ­მე­ბი ხმა­უ­რის გა­რე­შე აღ­წევს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში, ან­გრევს მას, იწ­ვევს ენით აღუ­წე­რელ ტკი­ვილს და ნელ სიკ­ვდილს. ნაღ­მე­ბის წარ­მო­ე­ბა არაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ია­რა­ღად გა­მოდ­გე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი რამ - საკ­ვე­ბი, კოს­მე­ტი­კა, ტან­საც­მე­ლი, ცხო­ვე­ლე­ბი, ჰა­ე­რი, მთა­ვა­რია საქ­მე­ში ბაქ­ტე­რი­ე­ბი ჩავ­რთოთ და შე­დე­გიც იქ­ნე­ბა.“

ამ მოხ­სე­ნე­ბამ სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და სა­ბო­ლო­ოდ, 1932 წელს, ჩი­ნეთ­ში, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი მან­ჯუ­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იქ­მნა „731-ე შე­ნა­ერ­თის“ სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი ლა­ბო­რა­ტო­რია. გა­რე­შე პირ­თათ­ვის ეს კომ­პლექ­სი ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც ია­პო­ნი­ის არ­მი­ის წყლით მო­მა­რა­გე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო. ასე­თი შე­ნიღბვის წყა­ლო­ბით წლე­ბის მან­ძილ­ზე უც­ნო­ბი იყო, თუ რა ხდე­ბო­და გან­თავ­სე­ბულ კომ­პლექსში.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ შე­ნო­ბა ჩი­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გამო გან­თავ­სდა. პირ­ვე­ლი მი­ზე­ზით, ია­პო­ნი­ის სა­ი­დუმ­ლო ასე უფრო გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, მე­ო­რე მი­ზე­ზის თა­ნახ­მად კი, ცდე­ბის შე­დე­გად ჰა­ერ­ში მოხ­ვედ­რი­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი არა ია­პო­ნი­ის, არა­მედ ჩი­ნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას და­ა­ზა­რა­ლებ­და, რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე მი­ზეზს - ეს ტე­რი­ტო­რია სავ­სე იყო „მო­რე­ბით“ (ასე უწო­დებ­დნენ ია­პო­ნე­ლე­ბი ჩი­ნე­ლებს, მონ­ღო­ლებს, კო­რე­ე­ლებ­სა და რუ­სებს), რაც მათ­თვის ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებს ქმნი­და, რად­გან "731-ე და­ნა­ყოფ­ში“ ცდე­ბი სწო­რედ "მო­რებ­ზე“ ტარ­დე­ბო­და.

და­ნა­ყოფ­ში თით­ქმის ყო­ველ დღე შე­ე­დი­ნე­ბო­და ტყვე­ე­ბის ახა­ლი ნა­კა­დი. საკ­ნებ­ში გა­მო­კე­ტი­ლე­ბი ვე­რას­დროს წარ­მო­იდ­გენ­დნენ თუ რა სა­ში­ნე­ლე­ბა ელო­დათ წინ. თავ­და­პირ­ვე­ლად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ტყვე­ე­ბის კარ­გად გა­მოკ­ვე­ბა, რად­გან შემ­დგო­მი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის­თვის მათი კარ­გი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დიდ სა­ჭი­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენ­და. ისი­ნი ხომ ია­პო­ნე­ლე­ბის­თვის მხო­ლოდ საც­დე­ლი „თაგ­ვე­ბი“ იყ­ვნენ და სხვა არა­ფე­რი.

ტყვე­ე­ბით მო­მა­რა­გე­ბის შემ­დეგ, ლა­ბო­რა­ტო­რია მო­ვა­ლე­ო­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად უკვე მზად იყო. სწო­რედ ამ ეტა­პი­დან იწყე­ბა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ერთ-ერთი უსას­ტი­კე­სი ფურ­ცლის წერა.

ყვე­ლა ცდის დო­კუ­მენ­ტუ­რი და­ფიქ­სი­რე­ბა ხდე­ბო­და: იწერ­დნენ, აკე­თებ­დნენ ჩა­ნა­ხა­ტებს, აფიქ­სი­რებ­დნენ ფოტო და ვი­დეო აპა­რა­ტუ­რა­ზე.

ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ერთ-ერთ შე­ნო­ბა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო პა­ტა­რა და დიდი ზო­მის გა­ლი­ე­ბი. პა­ტიმ­რე­ბის ორ­გა­ნიზ­მში სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის შემ­ცვე­ლი ვაქ­ცი­ნის შეყ­ვა­ნის შემ­დეგ, მათ პა­ტა­რა გა­ლი­ებ­ში ათავ­სებ­დნენ და დას­ნე­უ­ლე­ბის პრო­ცესს აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ. დიდ გა­ლი­ებ­ში ერ­თად ათავ­სებ­დნენ ჯან­მრთელ და და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ანს და ჯან­მრთე­ლი პა­ტიმ­რის ინ­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცესს ადევ­ნებ­დნენ თვალს.

ყვე­ლა­ზე ამაზ­რზე­ნი ცდე­ბი კი ე.წ სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში ტარ­დე­ბო­და. სა­ო­პე­რა­ციო მა­გი­და­ზე მყოფ ფხი­ზელ პა­ტი­მარს ექი­მე­ბი ცო­ცხლად კვეთ­დნენ (იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვა­ში ანეს­თე­ზი­ით) და გულ-მკერდ გა­დახ­სნი­ლი, მუ­ცელ­გა­ფატ­რუ­ლი პა­ცი­ენ­ტის ში­ნა­გან ორ­გა­ნო­ებს სწავ­ლობ­დნენ.

731-ე და­ნა­ყო­ფის ერთ-ერთი წევ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ: “ისი­ნი ჩემ­თვის „მო­რე­ბი” იყ­ვნენ. „მო­რებს” ადა­მი­ა­ნად არ ვთვლი­დით. ისი­ნი იქამ­დეც მკვდრე­ბი იყ­ვნენ და მე­ო­რე­ჯერ კვდე­ბოდ­ნენ, ჩვენ მხო­ლოდ სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი მოგ­ვყავ­და ძა­ლა­ში.“

არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ცდე­ბის რი­ცხვი დღი­თი­დღე მა­ტუ­ლობ­და. შე­ნა­ერ­თის წევ­რე­ბის “შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნიჭი” კი უსა­ზღვრო იყო. პა­ტიმ­რებს უზღუ­დავ­დნენ საჭ­მლი­სა და წყლის რა­ო­დე­ნო­ბას, ათავ­სებ­დნენ და­ბა­ლი წნე­ვის კა­მე­რებ­ში, სა­ნამ თვა­ლე­ბი ბუ­დე­ე­ბი­დან არ ამო­უ­ვარ­დე­ბო­დათ, კი­დებ­დნენ თავ­და­ყი­რა, უს­ხამ­დნენ ცხო­ვე­ლის სის­ხლს (ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ცხე­ნი­სას), გუ­დავ­დნენ გა­ზის კა­მე­რებ­ში, წვავ­დნენ ან ცო­ცხლად მარ­ხავ­დნენ. სწავ­ლობ­დნენ სექ­სუ­ა­ლუ­რი გზით გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბებს და სა­კან­ში გა­ჩე­ნილ ბავ­შვებ­საც ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის­თვის იყე­ნებ­დნენ. სის­ხლის და­კარ­გვის შე­დე­გის შე­სას­წავ­ლად დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სის­ხლს არ­თმევ­დნენ. გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის, ოკა­ვა ფუ­კუ­მა­ცუს თა­ნახ­მად, ერთ-ერთი შემ­თხვე­ვის დროს, ორი-სამ დღის ინ­ტერ­ვალ­ში რამ­დე­ნი­მე ლიტ­რი სის­ხლი აი­ღეს.

“მი­ნუს 20 გრა­დუს ცელ­სი­უს ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი ეზო­ში გაჰ­ყავ­დათ, მო­შიშ­ვლე­ბულ კი­დუ­რებს გა­ყი­ნულ კას­რებ­ში ადე­ბი­ნებ­დნენ და სრუ­ლი გა­ყინ­ვის შემ­დეგ ცდას წყვეტ­დნენ. შემ­დეგ ხის წკეპ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ხე­ლებ­ზე იქამ­დე ურტყამ­დნენ, სა­ნამ გა­ყი­ნუ­ლი კი­დუ­რე­ბი არ და­იმ­სხვრე­ო­და”. – 731-ე შე­ნა­ერ­თის ერთ-ერთი წევ­რის მო­გო­ნე­ბე­ბი­დან.

მსგავს ცდებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ ბავ­შვებ­საც. ერთ-ერთ დო­კუ­მენ­ტში სამი დღის ჩვი­ლის ცო­ცხლად გა­ყინ­ვის ფაქ­ტი ფიქ­სირ­დე­ბა.

  • ექ­სპე­რი­მენ­ტებს ბოლო 1945 წლის აგ­ვის­ტო­ში მო­ე­ღო. ია­პო­ნი­ის კა­პი­ტუ­ლა­ცი­ის დღე ახ­ლოვ­დე­ბო­და. გა­და­წყდა შე­ნა­ერ­თის ლიკ­ვი­და­ცია. და­ი­წყეს ნივთმტკი­ცე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა. დაწ­ვეს მათი მამ­ხი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, შე­ნო­ბის დიდი ნა­წი­ლი და­ან­გრი­ეს. კრე­მა­ტო­რი­უმ­ში დაწ­ვეს გვა­მე­ბი, ძვლე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბით დაფ­ქვეს, ნა­წი­ლი და­მარ­ხეს, ნა­წი­ლი კი მდი­ნა­რეს გა­ა­ტა­ნეს.

და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლის გა­ნად­გუ­რე­ბის შემ­დეგ, შე­ნა­ერ­თის წევ­რე­ბი, სამ­ხედ­რო მა­ტა­რებ­ლით, აღ­მო­სავ­ლეთ ია­პო­ნი­ის­კენ და­იძ­რნენ. თან მხო­ლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბი წა­ი­ღეს, რომ­ლე­ბიც ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­რან­ტი­ით აშშ-ს გა­დას­ცეს.

1949 წლის 25-30 დე­კემ­ბერს საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, ქა­ლაქ ხა­ბა­როვ­სკში გა­ი­მარ­თა სამ­ხედ­რო ტრი­ბუ­ნა­ლი, რომ­ლის მი­ზა­ნიც “731-ე გან­ყო­ფი­ლე­ბის” საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბა და შე­ნა­ერ­თის 12 წევ­რის გა­სა­მარ­თლე­ბა იყო. ოთხ ადა­მი­ანს 25 წელი მი­ე­სა­ჯა გა­მო­სას­წო­რე­ბელ ბა­ნა­კებ­ში, და­ნარ­ჩე­ნებს შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი. სამი ათა­სი ადა­მი­ა­ნი­დან, მხო­ლოდ 12-ის და­ჭე­რა მო­ა­ხერ­ხეს, და­ნარ­ჩე­ნი ია­პო­ნი­ა­ში აგ­რძე­ლებ­და ცხოვ­რე­ბას და თა­ნაც საკ­მა­ოდ სა­პა­ტიო თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე. ია­პო­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ დას­ჯას არც გეგ­მავ­და.

სის­ხლი­ა­ნი შე­ნა­ერ­თის წევ­რე­ბი­დან ზო­გი­ერ­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­კა­ნი იყო, ზო­გი­ერ­თი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აგ­რძე­ლებ­და თა­ვის სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბას, ზოგი მათ­გა­ნი კი ბიზ­ნეს­ში ცდი­და ძა­ლებს. ბო­რო­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი შირო იშიი უდარ­დე­ლად ცხოვ­რობ­და და 1959 წელს სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა.

გან­ყო­ფი­ლე­ბა #731 წლე­ბის მან­ძილ­ზე ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი თემა იყო. მის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ პირ­ვე­ლად 2017 წელს, ია­პო­ნი­ის ეროვ­ნუ­ლი მა­უ­წყებ­ლო­ბის NHK-ის ეთერ­ში გა­სულ დო­კუ­მენ­ტურ ფილმში ისა­უბ­რეს, რა­მაც ქვე­ყა­ნა­ში დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია.

ზუს­ტად არა­ვინ იცის, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა ექ­სპე­რი­მენ­ტებს. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ პა­ტიმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 300 000 იყო, მათ­გან ცო­ცხა­ლი კი არა­ვინ გა­დარ­ჩე­ნი­ლა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
////
0

იაპონელებმა ამამაზრზენი ქმედებების თვალნათლივ ასახვის მიზნით მუზეუმი გააკეთეს და ნატურალურად მანეკენების გამოყენებით ასახეს ის საშინელებები რაც ამ დაწესებულებაში ხდებოდა ადამიანები შოკში ვარდებოდნენ და გულები მისდიოდათ იმდენად შემაძრწუნებელი იყო ყოველივე ამის დანახვა...ასე რომ ტყუილად გამოდიან მსხვერპლის ამპლუაში იაპონელები.

Georgia
3

მერე კიდევ იტყვის ვინმე და დასვამს კითხვას რატომ ესროლეს ატომური ბომბიო?! 

ავტორი:

განყოფილება #731- მეორე მსოფლიო ომის პერიოდის საიდუმლო ლაბორატორია, სადაც ცოცხალ ადამიანებზე შემზარავი ექსპერიმენტები ტარდებოდა

განყოფილება #731- მეორე მსოფლიო ომის პერიოდის საიდუმლო ლაბორატორია, სადაც ცოცხალ ადამიანებზე შემზარავი ექსპერიმენტები ტარდებოდა

მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ნაცისტური გერმანიის სასტიკი და არაადამიანური საქციელი ისტორიას კარგად ახსოვს. ებრაელების გენოციდი საკმაოდ ნაცნობი თემა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი დანაშაულია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ომის პერიოდში ნაცისტებისგან არანაკლები სისასტიკით გამოირჩეოდა მათი მოკავშირე - იაპონია.

განყოფილება #731 - ითვლებოდა, რომ ჩინეთის ქალაქ ჰარბინში მდებარე ეს დაწესებულება ეპიდემიების პრევენციაზე მუშაობდა. სინამდვილეში კი ის იმპერიული იაპონიის არმიის საიდუმლო დივიზიის სახელი იყო, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს ცოცხალ ადამიანებზე შემზარავი ექსპერიმენტები ტარდებოდა.

731-ე შენაერთის შექმნის მთავარი მიზეზი 1930-იან წლებში, მიკრობიოლოგი შირო იშიის მოხსენება გახდა, სადაც ის ბიოლოგიური იარაღის შექმნის მნიშვნელობაზე საუბრობდა:

"არტილერიისგან განსხვავებით ბიოლოგიური იარაღი მომენტალური მოკვდინების ეფექტით არ გამოირჩევა, მაგრამ აუფეთქებელი ნაღმები ხმაურის გარეშე აღწევს ადამიანის ორგანიზმში, ანგრევს მას, იწვევს ენით აღუწერელ ტკივილს და ნელ სიკვდილს. ნაღმების წარმოება არაა აუცილებელი, იარაღად გამოდგება ნებისმიერი რამ - საკვები, კოსმეტიკა, ტანსაცმელი, ცხოველები, ჰაერი, მთავარია საქმეში ბაქტერიები ჩავრთოთ და შედეგიც იქნება.“

ამ მოხსენებამ სამხედრო ხელმძღვანელობის დიდი მოწონება დაიმსახურა და საბოლოოდ, 1932 წელს, ჩინეთში, ოკუპირებული მანჯურიის ტერიტორიაზე შეიქმნა „731-ე შენაერთის“ სახელით ცნობილი ლაბორატორია. გარეშე პირთათვის ეს კომპლექსი ცნობილი იყო, როგორც იაპონიის არმიის წყლით მომარაგების მთავარი სამმართველო. ასეთი შენიღბვის წყალობით წლების მანძილზე უცნობი იყო, თუ რა ხდებოდა განთავსებულ კომპლექსში.

  • აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შენობა ჩინეთის ტერიტორიაზე რამდენიმე მიზეზის გამო განთავსდა. პირველი მიზეზით, იაპონიის საიდუმლო ასე უფრო გასაიდუმლოებული იქნებოდა, მეორე მიზეზის თანახმად კი, ცდების შედეგად ჰაერში მოხვედრილი ბაქტერიები არა იაპონიის, არამედ ჩინეთის მოსახლეობას დააზარალებდა, რაც შეეხება მესამე მიზეზს - ეს ტერიტორია სავსე იყო „მორებით“ (ასე უწოდებდნენ იაპონელები ჩინელებს, მონღოლებს, კორეელებსა და რუსებს), რაც მათთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა, რადგან "731-ე დანაყოფში“ ცდები სწორედ "მორებზე“ ტარდებოდა.

დანაყოფში თითქმის ყოველ დღე შეედინებოდა ტყვეების ახალი ნაკადი. საკნებში გამოკეტილები ვერასდროს წარმოიდგენდნენ თუ რა საშინელება ელოდათ წინ. თავდაპირველად, მნიშვნელოვანი იყო ტყვეების კარგად გამოკვება, რადგან შემდგომი ექსპერიმენტებისთვის მათი კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდ საჭიროებას წარმოადგენდა. ისინი ხომ იაპონელებისთვის მხოლოდ საცდელი „თაგვები“ იყვნენ და სხვა არაფერი.

ტყვეებით მომარაგების შემდეგ, ლაბორატორია მოვალეობის შესასრულებლად უკვე მზად იყო. სწორედ ამ ეტაპიდან იწყება მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი უსასტიკესი ფურცლის წერა.

ყველა ცდის დოკუმენტური დაფიქსირება ხდებოდა: იწერდნენ, აკეთებდნენ ჩანახატებს, აფიქსირებდნენ ფოტო და ვიდეო აპარატურაზე.

ლაბორატორიის ერთ-ერთ შენობაში განთავსებული იყო პატარა და დიდი ზომის გალიები. პატიმრების ორგანიზმში სხვადასხვა დაავადების შემცველი ვაქცინის შეყვანის შემდეგ, მათ პატარა გალიებში ათავსებდნენ და დასნეულების პროცესს აკვირდებოდნენ. დიდ გალიებში ერთად ათავსებდნენ ჯანმრთელ და დაავადებულ ადამიანს და ჯანმრთელი პატიმრის ინფიცირების პროცესს ადევნებდნენ თვალს.

ყველაზე ამაზრზენი ცდები კი ე.წ საოპერაციოში ტარდებოდა. საოპერაციო მაგიდაზე მყოფ ფხიზელ პატიმარს ექიმები ცოცხლად კვეთდნენ (იშვიათ შემთხვევაში ანესთეზიით) და გულ-მკერდ გადახსნილი, მუცელგაფატრული პაციენტის შინაგან ორგანოებს სწავლობდნენ.

731-ე დანაყოფის ერთ-ერთი წევრის განცხადებაში ვკითხულობთ: “ისინი ჩემთვის „მორები” იყვნენ. „მორებს” ადამიანად არ ვთვლიდით. ისინი იქამდეც მკვდრები იყვნენ და მეორეჯერ კვდებოდნენ, ჩვენ მხოლოდ სასიკვდილო განაჩენი მოგვყავდა ძალაში.“

არაადამიანური ცდების რიცხვი დღითიდღე მატულობდა. შენაერთის წევრების “შემოქმედებითი ნიჭი” კი უსაზღვრო იყო. პატიმრებს უზღუდავდნენ საჭმლისა და წყლის რაოდენობას, ათავსებდნენ დაბალი წნევის კამერებში, სანამ თვალები ბუდეებიდან არ ამოუვარდებოდათ, კიდებდნენ თავდაყირა, უსხამდნენ ცხოველის სისხლს (ხშირ შემთხვევაში ცხენისას), გუდავდნენ გაზის კამერებში, წვავდნენ ან ცოცხლად მარხავდნენ. სწავლობდნენ სექსუალური გზით გადამდებ დაავადებებს და საკანში გაჩენილ ბავშვებსაც ექსპერიმენტებისთვის იყენებდნენ. სისხლის დაკარგვის შედეგის შესასწავლად დიდი რაოდენობით სისხლს ართმევდნენ. განყოფილების ყოფილი თანამშრომლის, ოკავა ფუკუმაცუს თანახმად, ერთ-ერთი შემთხვევის დროს, ორი-სამ დღის ინტერვალში რამდენიმე ლიტრი სისხლი აიღეს.

“მინუს 20 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე ადამიანები ეზოში გაჰყავდათ, მოშიშვლებულ კიდურებს გაყინულ კასრებში ადებინებდნენ და სრული გაყინვის შემდეგ ცდას წყვეტდნენ. შემდეგ ხის წკეპლის გამოყენებით ხელებზე იქამდე ურტყამდნენ, სანამ გაყინული კიდურები არ დაიმსხვრეოდა”. – 731-ე შენაერთის ერთ-ერთი წევრის მოგონებებიდან.

მსგავს ცდებში მონაწილეობის მიღებას აიძულებდნენ ბავშვებსაც. ერთ-ერთ დოკუმენტში სამი დღის ჩვილის ცოცხლად გაყინვის ფაქტი ფიქსირდება.

  • ექსპერიმენტებს ბოლო 1945 წლის აგვისტოში მოეღო. იაპონიის კაპიტულაციის დღე ახლოვდებოდა. გადაწყდა შენაერთის ლიკვიდაცია. დაიწყეს ნივთმტკიცებების განადგურება. დაწვეს მათი მამხილებელი დოკუმენტები, შენობის დიდი ნაწილი დაანგრიეს. კრემატორიუმში დაწვეს გვამები, ძვლები სპეციალური მოწყობილობით დაფქვეს, ნაწილი დამარხეს, ნაწილი კი მდინარეს გაატანეს.

დანაშაულის კვალის განადგურების შემდეგ, შენაერთის წევრები, სამხედრო მატარებლით, აღმოსავლეთ იაპონიისკენ დაიძრნენ. თან მხოლოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტები წაიღეს, რომლებიც ხელშეუხებლობის გარანტიით აშშ-ს გადასცეს.

1949 წლის 25-30 დეკემბერს საბჭოთა კავშირში, ქალაქ ხაბაროვსკში გაიმართა სამხედრო ტრიბუნალი, რომლის მიზანიც “731-ე განყოფილების” საქმიანობის შეფასება და შენაერთის 12 წევრის გასამართლება იყო. ოთხ ადამიანს 25 წელი მიესაჯა გამოსასწორებელ ბანაკებში, დანარჩენებს შედარებით ნაკლები. სამი ათასი ადამიანიდან, მხოლოდ 12-ის დაჭერა მოახერხეს, დანარჩენი იაპონიაში აგრძელებდა ცხოვრებას და თანაც საკმაოდ საპატიო თანამდებობებზე. იაპონიის ხელისუფლება მათ დასჯას არც გეგმავდა.

სისხლიანი შენაერთის წევრებიდან ზოგიერთი უნივერსიტეტის დეკანი იყო, ზოგიერთი საავადმყოფოში აგრძელებდა თავის სამედიცინო საქმიანობას, ზოგი მათგანი კი ბიზნესში ცდიდა ძალებს. ბოროტების ხელმძღვანელი შირო იშიი უდარდელად ცხოვრობდა და 1959 წელს სიმსივნით გარდაიცვალა.

განყოფილება #731 წლების მანძილზე ტაბუდადებული თემა იყო. მის შესახებ საჯაროდ პირველად 2017 წელს, იაპონიის ეროვნული მაუწყებლობის NHK-ის ეთერში გასულ დოკუმენტურ ფილმში ისაუბრეს, რამაც ქვეყანაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ზუსტად არავინ იცის, რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ექსპერიმენტებს. ვარაუდობენ, რომ პატიმრების რაოდენობა დაახლოებით 300 000 იყო, მათგან ცოცხალი კი არავინ გადარჩენილა.