სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოთარ ფარცხალაძეს აქვს ხელშეუხებლობის გარანტიები, მის წინააღმდეგ გამოძიება მხოლოდ ფორმალურად წარიმართა " - ლაშა თორდია
"ოთარ ფარცხალაძეს აქვს ხელშეუხებლობის გარანტიები, მის წინააღმდეგ გამოძიება მხოლოდ ფორმალურად წარიმართა " - ლაშა თორდია

ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს აქვს ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­რან­ტი­ე­ბი, მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად წა­რი­მარ­თა, - ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა, ლაშა თორ­დი­ამ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ 2017 წელს მას­სა და ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს შო­რის მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ლაშა თორ­დი­ას გან­ცხა­დე­ბით, არ­ცერთ საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში შე­დე­გი არ დამ­დგა­რა.

„თავ­დას­ხმა როცა მოხ­და და ყვე­ლა შემ­დგომ­მა პრო­ცეს­მა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნა­თე­ლია, რო­გორც გან­ხორ­ცი­ელ­და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, გა­მო­ძი­ე­ბა, საქ­მის წარ­მო­ე­ბა, კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ ამ ადა­მი­ანს აქვს ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­რან­ტი­ე­ბი. ის გა­მარ­თლე­ბუ­ლი იქნა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს ჩათ­ვლით ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ფორ­მა­ლუ­რად იყო ეს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა წარ­მარ­თუ­ლი. მუხ­ლიც იმ დო­ნის ჰქონ­და წა­ყე­ნე­ბუ­ლი, რომ სა­ბო­ლოო შე­დე­გი არ დად­გე­ბო­და ის, რა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს მსგავ­სი ტი­პის და­ნა­შა­უ­ლი. ყვე­ლა სხვა საქ­მეც, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს, კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბი იქ­ნე­ბა ეს თუ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის გაყ­ვა­ნის საქ­მე იქ­ნე­ბა, არ­ცერთ საქ­მე­ზე სა­ბო­ლოო ჯამ­ში შე­დე­გი არ დამ­დგა­რა. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ მეტ-ნაკ­ლე­ბად ფორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი გა­ევ­ლოთ ვი­თომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის, გა­მო­ძი­ე­ბის და სა­სა­მარ­თლო­სი“, - გა­ნა­ცხა­და ლაშა თორ­დი­ამ.

ლაშა თორ­დია გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ წე­რილ­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ის ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ და იუ­რი­დი­ულ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­მო­ი­ყე­ნებს, რათა და­ამ­ტკი­ცოს, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ უსა­მარ­თლო სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცი­ლისმწა­მებ­ლურ კამ­პა­ნი­ა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

ლაშა თორ­დი­ამ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბებს „სრუ­ლი ბოდ­ვა და სი­სუ­ლე­ლე“ უწო­და.

„რო­გორ უნდა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე სა­მარ­თლებ­რივ მე­ქა­ნიზ­მებს გა­ა­ტა­რებს? ლაშა თორ­დი­ამ ან ვი­ღა­ცამ უთხრა სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს და მათ ეს სან­ქცი­ე­ბი და­ა­წე­სეს? რა სი­სუ­ლე­ლეა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამა­ზე იყოს სა­უ­ბა­რი. ეს შაბ­ლო­ნუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნა­დაა და მეტი არა­ფე­რი“, - გა­ნა­ცხა­და ლაშა თორ­დი­ამ.

ცნო­ბის­თვის, აშშ-მა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ მთა­ვარ პრო­კუ­რორს, ოთარ-ფარ­ცხა­ლა­ძეს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის უცხო­უ­რი აქ­ტი­ვე­ბის კონ­ტრო­ლის ოფი­სი ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, ახა­ლი სა­სან­ქციო პა­კე­ტის ფარ­გლებ­ში სან­ქცი­ე­ბი კი­დევ 24 ინ­დი­ვიდ­ზე გავ­რცელ­დე­ბა, რო­მელ­თა შო­რის ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეც არის.

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდე­გაც სან­ქცი­ე­ბი და­ა­წე­სა, ქარ­თველ-რუს ოლი­გარ­ქად მო­იხ­სე­ნი­ებს, რო­მელ­თა­ნაც რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი (“ეფეს­ბე”) მუ­შა­ობ­და, რათა რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და პო­ლი­ტი­კა­ზე.

ასე­ვე, შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელს, ლაშა თორ­დი­ა­სა და ყო­ფილ მთა­ვარ პრო­კუ­რორ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს შო­რის ინ­ცი­დენ­ტი 2017 წლის 12 მა­ისს თბი­ლის­ში, შარ­დე­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კლუბ "ელ ცენ­ტრო­ში" მოხ­და.

ლაშა თორ­დი­ას მტკი­ცე­ბით, მას თავს ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე და მისი თან­მხლე­ბი რამ­დე­ნი­მე პირი და­ეს­ხა. სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი მომ­ხდარს მის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას უკავ­ში­რებ­და.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
0

ჯერ, ჯერ აქვს გარანტიები....

ჰაჰა
2

წვერს თუ მოუშვებ, ვეღარ გიცნობენ და შენს უსამართლო აუდიტებს ვერ გაიხსენებენ?

ავტორი:

"ოთარ ფარცხალაძეს აქვს ხელშეუხებლობის გარანტიები, მის წინააღმდეგ გამოძიება მხოლოდ ფორმალურად წარიმართა " - ლაშა თორდია

"ოთარ ფარცხალაძეს აქვს ხელშეუხებლობის გარანტიები, მის წინააღმდეგ გამოძიება მხოლოდ ფორმალურად წარიმართა " - ლაშა თორდია

ოთარ ფარცხალაძეს აქვს ხელშეუხებლობის გარანტიები, მის წინააღმდეგ გამოძიება მხოლოდ ფორმალურად წარიმართა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლაშა თორდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ 2017 წელს მასსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

ლაშა თორდიას განცხადებით, არცერთ საქმეზე, რომელიც ოთარ ფარცხალაძესთანაა დაკავშირებული, საბოლოო ჯამში შედეგი არ დამდგარა.

„თავდასხმა როცა მოხდა და ყველა შემდგომმა პროცესმა, რომელიც საზოგადოებისთვის ნათელია, როგორც განხორციელდა მართლმსაჯულება, გამოძიება, საქმის წარმოება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანს აქვს ხელშეუხებლობის გარანტიები. ის გამართლებული იქნა უზენაესი სასამართლოს ჩათვლით ამ საქმესთან დაკავშირებით, ფორმალურად იყო ეს მართლმსაჯულება წარმართული. მუხლიც იმ დონის ჰქონდა წაყენებული, რომ საბოლოო შედეგი არ დადგებოდა ის, რასაც ითვალისწინებს მსგავსი ტიპის დანაშაული. ყველა სხვა საქმეც, რომელიც უკავშირდება ოთარ ფარცხალაძეს, კორუფციული გარიგებები იქნება ეს თუ ვანო მერაბიშვილის გაყვანის საქმე იქნება, არცერთ საქმეზე საბოლოო ჯამში შედეგი არ დამდგარა. ჩემს შემთხვევაში იძულებული გახდნენ მეტ-ნაკლებად ფორმალური პროცედურები გაევლოთ ვითომ მართლმსაჯულების, გამოძიების და სასამართლოსი“, - განაცხადა ლაშა თორდიამ.

ლაშა თორდია გადაცემა „360 გრადუსში“ ოთარ ფარცხალაძის მიერ გავრცელებულ წერილსაც გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ ის ყველა სამართლებრივ და იურიდიულ შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა დაამტკიცოს, რომ მის წინააღმდეგ უსამართლო სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ცილისმწამებლურ კამპანიაზეა დაფუძნებული.

ლაშა თორდიამ ოთარ ფარცხალაძის განცხადებებს „სრული ბოდვა და სისულელე“ უწოდა.

„როგორ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ ოთარ ფარცხალაძე სამართლებრივ მექანიზმებს გაატარებს? ლაშა თორდიამ ან ვიღაცამ უთხრა სახელმწიფო დეპარტამენტს და მათ ეს სანქციები დააწესეს? რა სისულელეა, როგორ შეიძლება ამაზე იყოს საუბარი. ეს შაბლონური განცხადებები თავის გადასარჩენადაა და მეტი არაფერი“, - განაცხადა ლაშა თორდიამ.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდება, რომელთა შორის ოთარ ფარცხალაძეც არის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს, რომლის წინააღმდეგაც სანქციები დააწესა, ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.

ასევე, შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი 2017 წლის 12 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა.

ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებდა.