მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი საფრთხეს არავის არ უქმნის - ყველაზე დიდი საფრთხე აშშ-სგან მოდის, სადაც კაპიტოლიუმი თუ თეთრი სახლი მდებარეობს" - პუტინი
"რუსეთი საფრთხეს არავის არ უქმნის - ყველაზე დიდი საფრთხე აშშ-სგან მოდის, სადაც კაპიტოლიუმი თუ თეთრი სახლი მდებარეობს" - პუტინი

რუ­სე­თი საფრ­თხეს არა­ვის უქ­მნის. თა­ვად ამე­რი­კე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა­ზე დიდი საფრ­თხე თეთ­რი სახ­ლი­დან მო­დის, თუმ­ცა ისი­ნი საფრ­თხეს გა­რეთ ეძე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ბე­ლა­რუს კო­ლე­გას­თან, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ არა­ვის ვუქ­მნით საფრ­თხეს. ყვე­ლა­ზე დიდი საფრ­თხე, რო­მე­ლიც დღეს მსოფ­ლი­ო­ში იქ­მნე­ბა, დღე­ვან­დე­ლი მმარ­თვე­ლი ელი­ტის მიერ არის შექ­მნი­ლი და, სხვა­თა შო­რის, თა­ვად სა­უბ­რო­ბენ ამა­ზე. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მდი­ვან­მა, ბა­ტონ­მა გე­ითსმა თქვა, რომ ყვე­ლა­ზე დიდი საფრ­თხე თა­ვად შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­თვის მო­დის, იმ ტე­რი­ტო­რი­ი­დან, სა­დაც კა­პი­ტო­ლი­უ­მი თუ თეთ­რი სახ­ლი მდე­ბა­რე­ობს. ისი­ნი თა­ვად სა­უბ­რო­ბენ ამა­ზე, ეძე­ბენ საფრ­თხეს გა­რეთ,“ – გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის მტკი­ცე­ბით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის ხე­ლით კა­სე­ტურ ბომ­ბებს იყე­ნებს.

"სწო­რედ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი იყე­ნებს კა­სე­ტურ საბ­რძო­ლო მა­სა­ლას. ამ შემ­თხვე­ვა­ში, უბ­რა­ლოდ, უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის ხე­ლით და ეს მხა­რე თვლის, რომ ეს არის და­ნა­შა­უ­ლი, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავს უფ­ლე­ბას აძ­ლევს ეს გა­ა­კე­თოს“, - აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.

ამას­თან, მისი მტკი­ცე­ბით, რუ­სეთს არა­სო­დეს უთ­ქვამს უარი უკ­რა­ი­ნას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე, მაგ­რამ მათი მხრი­დან არა­ფე­რი ის­მის.

"მე უკვე ვი­სა­უბ­რე ამა­ზე, რუ­სეთს მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე უარი არას­დროს უთ­ქვამს, ამი­ტომ გთხოვთ, თუ მე­ო­რე მხა­რეს სურს, ნება მი­ე­ცით გა­ა­კე­თოს ეს, პირ­და­პირ თქვას. აი, მე ვამ­ბობ, რომ მე­ო­რე მხა­რის­გან არა­ფე­რი გვსმე­ნია“, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
4

აშშ კომუნიზმის და ბოლშევიზმისათვის ნამდვილად წარმოადგენს საფრთხეს, ავაზაკებო, წადით , რუსი ერი აღადგენს მონარქიას, კონსტიტუციურ ფარგლებში და აღარ იქნება რუსეთი ბოროტების იმპერია, ეს თქვენ გახადეთ ის ასეთად , ბოლშევიკებმა!

lia
1

ყველაფერს და ყველანაირ ტყუილს კადრულობს. 1922 წელს შექმნილ ავტონოიურ ოლქზე განაცხადა. "1775 წელს სამხრეთ ოსეთო ნებით შევიდა რუსეთის ფედერაციაშიო"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რუსეთი საფრთხეს არავის არ უქმნის - ყველაზე დიდი საფრთხე აშშ-სგან მოდის, სადაც კაპიტოლიუმი თუ თეთრი სახლი მდებარეობს" - პუტინი

"რუსეთი საფრთხეს არავის არ უქმნის - ყველაზე დიდი საფრთხე აშშ-სგან მოდის, სადაც კაპიტოლიუმი თუ თეთრი სახლი მდებარეობს" - პუტინი

რუსეთი საფრთხეს არავის უქმნის. თავად ამერიკელები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე თეთრი სახლიდან მოდის, თუმცა ისინი საფრთხეს გარეთ ეძებენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ არავის ვუქმნით საფრთხეს. ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც დღეს მსოფლიოში იქმნება, დღევანდელი მმართველი ელიტის მიერ არის შექმნილი და, სხვათა შორის, თავად საუბრობენ ამაზე. რამდენიმე წლის წინ, თავდაცვის ყოფილმა მდივანმა, ბატონმა გეითსმა თქვა, რომ ყველაზე დიდი საფრთხე თავად შეერთებული შტატებისთვის მოდის, იმ ტერიტორიიდან, სადაც კაპიტოლიუმი თუ თეთრი სახლი მდებარეობს. ისინი თავად საუბრობენ ამაზე, ეძებენ საფრთხეს გარეთ,“ – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის არმიის ხელით კასეტურ ბომბებს იყენებს.

"სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები იყენებს კასეტურ საბრძოლო მასალას. ამ შემთხვევაში, უბრალოდ, უკრაინის არმიის ხელით და ეს მხარე თვლის, რომ ეს არის დანაშაული, მაგრამ საკუთარ თავს უფლებას აძლევს ეს გააკეთოს“, - აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, მისი მტკიცებით, რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე, მაგრამ მათი მხრიდან არაფერი ისმის.

"მე უკვე ვისაუბრე ამაზე, რუსეთს მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უთქვამს, ამიტომ გთხოვთ, თუ მეორე მხარეს სურს, ნება მიეცით გააკეთოს ეს, პირდაპირ თქვას. აი, მე ვამბობ, რომ მეორე მხარისგან არაფერი გვსმენია“, - განაცხადა პუტინმა.