სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დათოს ოჯახი არასოდეს მიუტოვებია, ის ყოველთვის ყურადღებიანი მეუღლე იყო... ალექსანდრა შემთხვევითი ადამიანი იყო" - ლაურა ღაჭავა შვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება
"დათოს ოჯახი არასოდეს მიუტოვებია, ის ყოველთვის ყურადღებიანი მეუღლე იყო... ალექსანდრა შემთხვევითი ადამიანი იყო" - ლაურა ღაჭავა შვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება

ორი დღეა მე­დია დათო კო­დუ­ა­სა და ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძის წყვი­ლის შე­სა­ხებ წერს. ინ­ტე­რე­სი მათ მი­მართ მას შემ­დეგ გა­ი­ზარ­და, რაც დათო კო­დუ­ას ძმამ, ერეკ­ლემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც კო­დუა, ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან ნა­თია გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­თან არის გა­და­ღე­ბუ­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი­დევ ერთი სა­ერ­თო ფოტო ამ­ჯე­რად ნა­თი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

და­შორ­და თუ არა დათო კო­დუა ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძეს, ამ სა­თა­უ­რე­ბით მე­დი­ა­ში არა­ერ­თი სტა­ტია გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი მცდე­ლო­ბი­სა, ალექ­სან­დრა კონ­ტაქ­ტზე არ გა­მო­ვი­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­დე­ლი და ტე­ლე­სა­ხე თა­ვის მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ან გა­მომ­წე­რებ­თან ყო­ველ­თვის გუ­ლახ­დი­ლია, ამ თე­მა­ზე სტა­ტუ­სიც არ და­უ­წე­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

რა ხდე­ბა კო­დუ­ე­ბის ოჯახ­ში, ამ თე­მა­ზე დათო კო­დუ­ას დე­დას, ბიზ­ნეს­მენ ლა­უ­რა ღა­ჭა­ვას და­ვუ­კავ­შირ­დით. ჩვენს კი­თხვა­ზე, შე­უ­რიგ­და თუ არა დათო კო­დუა მე­უღ­ლეს, ღა­ჭა­ვამ ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ რე­ა­ლუ­რად მის ვაჟს ოჯა­ხი არა­სო­დეს მი­უ­ტო­ვე­ბია.

ლა­უ­რა ღა­ჭა­ვა:

- კი ბა­ტო­ნო, ოჯა­ხი არა­სო­დეს მი­უ­ტო­ვე­ბია. ის ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მე­უღ­ლე იყო და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ახ­ლაც არის. შვი­ლებს ხომ გა­და­ყო­ლი­ლია. ის შემ­თხვე­ვი­თი ადა­მი­ა­ნი ვინც არის, ალექ­სან­დრა, მე არ ვიცი, მე მაგ საქ­მე­ში არ ვე­რე­ვი და არც მა­ინ­ტე­რე­სებს.

მე მა­ინ­ტე­რე­სებს ჩემი ოჯა­ხი, პი­რა­დი ოჯა­ხი და შვი­ლე­ბის ოჯა­ხი, მეტი არ მა­ინ­ტე­რე­სებს იმის გა­რეთ რა ხდე­ბა. ძა­ლი­ან გთხოვთ, მეტი შე­კი­თხვე­ბი არ და­მის­ვათ.

ლა­უ­რა ღა­ჭა­ვა და ნა­თია გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2 წლის წინ ბიზ­ნეს­მე­ნი და­ვით კო­დუა მე­უღ­ლე­ზე, ნა­თია გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­სა და შვილ­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გამო იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ მა­ლე­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია და­ვით კო­დუ­ას ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ. ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი მო­დე­ლი და ტე­ლე­სა­ხე ალექ­სან­დრე პა­ი­ჭა­ძე აღ­მოჩ­ნდა. 2021 წელს კი სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი ვიქ­ტო­რია შე­ე­ძი­ნათ.

დათო კო­დუ­ას გამო ალექ­სან­დრა არა­ერ­თხელ გა­ეხ­ვა სკან­დალ­ში. კო­დუ­ას ოჯა­ხი წლე­ბია ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ორი წლის წინ მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვილ­თან და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ალექ­სან­დრა კო­დუ­ა­სა და ყო­ფი­ლი ცო­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე წერ­და:

ეს­პა­ნეთს რაც შე­ე­ხე­ბა. და­თომ თა­ვი­სი სულ­გრძე­ლო­ბით, ყო­ფილ მე­უღ­ლეს ბინა შე­უ­ძი­ნა, და არც მას მერე წა­არ­თვა, რაც იმან დაჭ­რა და ცი­ხის­თვის გა­ი­მე­ტა... მე ვთხო­ვე შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა მის­თვის ბინა... ხოდა, ამი­ტო­მაც ურე­მონ­ტებს და უვ­ლის ბი­ნას და უკარ­გე­სი კა­ცია. არ უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი ამ­დე­ნი წე­ლია.

წარ­სულ­ში, კო­დუ­ას და­კა­ვე­ბის შემ­დეგ მისი მე­უღ­ლე ნა­თია გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, რომ არ ეგო­ნა მე­უღ­ლეს თუ და­ა­კა­ვებ­დნენ და უნ­დო­და მის­თვის მხო­ლოდ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მო­ე­წე­რათ.

„წუ­ხელ მოხ­და ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტი სახ­ლში, ეს ძა­ლა­დო­ბა არ ყო­ფი­ლა, უბ­რა­ლოდ სი­ტყვი­ე­რი კონ­ფლიქ­ტი მოხ­და. მა­გი­დის აყი­რა­ვე­ბაც იყო, მე ავა­ყი­რა­ვე მა­გი­და. კონ­ფლიქ­ტი ქა­ლის გამო და­ი­წყო. მინ­და, რომ გა­მო­უ­წე­რონ მი­უ­კა­რებ­ლო­ბა, მისი და­ჭე­რა სულ არ მინ­და. ვუ­თხა­რი, რომ მო­სუ­ლიყ­ვნენ და გა­მო­ე­წე­რათ ორ­დე­რი. ვი­თხოვ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლას, სა­ერ­თოდ არ იყო და­ჭე­რა­ზე სა­უ­ბა­რი, მინ­დო­და, რომ ორ­დე­რი გა­მო­ე­წე­რათ, რომ არ მი­სუ­ლი­ყო ძა­ლა­დო­ბამ­დე“, – აღ­ნიშ­ნა ნა­თია გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­მა.

შემ­დეგ გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­მა მე­უღ­ლის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბაც უარ­ყო და გა­ნა­ცხა­და, რომ მე­უღ­ლეს არ უცე­მია და თვა­ლი სა­ვარ­ძელს მი­არ­ტყა. ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი უარ­ყო და­ვით კო­დუ­ას შვილ­მაც.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში კო­დუა რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნაც მო­ექ­ცა, რო­დე­საც 2014 წლის 3 მა­ისს ბიზ­ნეს­მენს თბი­ლის­ში, აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე სამი ნიღ­ბი­ა­ნი და­ეს­ხა თავს. კო­დუ­ას­თან ერ­თად ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ 4 წლის შვი­ლი და ძიძა. კაცი ჯერ ელექტრო­შო­კით გა­თი­შეს, შემ­დეგ კი სას­ტი­კად სცე­მეს. და­ვით კო­დუა სა­ხის და თა­ვის ქა­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბით რკი­ნიგ­ზის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, შემ­დეგ კი ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში მას გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ცე­მა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ნოშ­რე­ვან ნა­მო­რა­ძე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს დარ­ბა­ზი­დან გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

მკითხველის კომენტარები / 77 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაურა
1

სხვის უბედურებაზე რომ საკუთარს ვერ დააშენებ აქსიომაა, მალე გამოუჩნდება ალექსანდრას კონკურენტი...

(*
0

აი, ამათზე რომ რესურს დახარჯავ, დაცემაა აბა რაა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"დათოს ოჯახი არასოდეს მიუტოვებია, ის ყოველთვის ყურადღებიანი მეუღლე იყო... ალექსანდრა შემთხვევითი ადამიანი იყო" - ლაურა ღაჭავა შვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება

"დათოს ოჯახი არასოდეს მიუტოვებია, ის ყოველთვის ყურადღებიანი მეუღლე იყო... ალექსანდრა შემთხვევითი ადამიანი იყო" - ლაურა ღაჭავა შვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება

ორი დღეა მედია დათო კოდუასა და ალექსანდრა პაიჭაძის წყვილის შესახებ წერს. ინტერესი მათ მიმართ მას შემდეგ გაიზარდა, რაც დათო კოდუას ძმამ, ერეკლემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც კოდუა, ყოფილ მეუღლესთან ნათია გედევანიშვილთან არის გადაღებული. მოგვიანებით კიდევ ერთი საერთო ფოტო ამჯერად ნათიამ გამოაქვეყნა.

დაშორდა თუ არა დათო კოდუა ალექსანდრა პაიჭაძეს, ამ სათაურებით მედიაში არაერთი სტატია გამოჩნდა, თუმცა მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ალექსანდრა კონტაქტზე არ გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მოდელი და ტელესახე თავის მრავალათასიან გამომწერებთან ყოველთვის გულახდილია, ამ თემაზე სტატუსიც არ დაუწერია სოციალურ ქსელში.

რა ხდება კოდუების ოჯახში, ამ თემაზე დათო კოდუას დედას, ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას დავუკავშირდით. ჩვენს კითხვაზე, შეურიგდა თუ არა დათო კოდუა მეუღლეს, ღაჭავამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ რეალურად მის ვაჟს ოჯახი არასოდეს მიუტოვებია.

ლაურა ღაჭავა:

- კი ბატონო, ოჯახი არასოდეს მიუტოვებია. ის ყოველთვის ყურადღებიანი მეუღლე იყო და ყურადღებიანი ახლაც არის. შვილებს ხომ გადაყოლილია. ის შემთხვევითი ადამიანი ვინც არის, ალექსანდრა, მე არ ვიცი, მე მაგ საქმეში არ ვერევი და არც მაინტერესებს.

მე მაინტერესებს ჩემი ოჯახი, პირადი ოჯახი და შვილების ოჯახი, მეტი არ მაინტერესებს იმის გარეთ რა ხდება. ძალიან გთხოვთ, მეტი შეკითხვები არ დამისვათ.

ლაურა ღაჭავა და ნათია გედევანიშვილი

შეგახსენებთ, რომ 2 წლის წინ ბიზნესმენი დავით კოდუა მეუღლეზე, ნათია გედევანიშვილსა და შვილზე ფიზიკური ძალადობის გამო იყო დაკავებული. მისი გათავისუფლების შემდეგ მალევე გავრცელდა ინფორმაცია დავით კოდუას ახალი სიყვარულის შესახებ. ახალი სიყვარული მოდელი და ტელესახე ალექსანდრე პაიჭაძე აღმოჩნდა. 2021 წელს კი საერთო ქალიშვილი ვიქტორია შეეძინათ.

დათო კოდუას გამო ალექსანდრა არაერთხელ გაეხვა სკანდალში. კოდუას ოჯახი წლებია ესპანეთში ცხოვრობს. სოციალურ ქსელში ორი წლის წინ მარიამ კუკუნაშვილთან დაპირისპირებისას ალექსანდრა კოდუასა და ყოფილი ცოლის ურთიერთობაზე წერდა:

ესპანეთს რაც შეეხება. დათომ თავისი სულგრძელობით, ყოფილ მეუღლეს ბინა შეუძინა, და არც მას მერე წაართვა, რაც იმან დაჭრა და ციხისთვის გაიმეტა... მე ვთხოვე შეენარჩუნებინა მისთვის ბინა... ხოდა, ამიტომაც ურემონტებს და უვლის ბინას და უკარგესი კაცია. არ უყვართ ერთმანეთი ამდენი წელია.

წარსულში, კოდუას დაკავების შემდეგ მისი მეუღლე ნათია გედევანიშვილი ამბობდა, რომ არ ეგონა მეუღლეს თუ დააკავებდნენ და უნდოდა მისთვის მხოლოდ შემაკავებელი ორდერი გამოეწერათ.

„წუხელ მოხდა ოჯახური კონფლიქტი სახლში, ეს ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. მაგიდის აყირავებაც იყო, მე ავაყირავე მაგიდა. კონფლიქტი ქალის გამო დაიწყო. მინდა, რომ გამოუწერონ მიუკარებლობა, მისი დაჭერა სულ არ მინდა. ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ და გამოეწერათ ორდერი. ვითხოვ კვალიფიკაციის შეცვლას, საერთოდ არ იყო დაჭერაზე საუბარი, მინდოდა, რომ ორდერი გამოეწერათ, რომ არ მისულიყო ძალადობამდე“, – აღნიშნა ნათია გედევანიშვილმა.

შემდეგ გედევანიშვილმა მეუღლის მხრიდან ძალადობაც უარყო და განაცხადა, რომ მეუღლეს არ უცემია და თვალი სავარძელს მიარტყა. ძალადობის ფაქტი უარყო დავით კოდუას შვილმაც.

საზოგადოების ყურადღების ცენტრში კოდუა რამდენიმე წლის წინაც მოექცა, როდესაც 2014 წლის 3 მაისს ბიზნესმენს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე სამი ნიღბიანი დაესხა თავს. კოდუასთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ 4 წლის შვილი და ძიძა. კაცი ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს. დავით კოდუა სახის და თავის ქალის დაზიანებებით რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი ინგოროყვას კლინიკაში მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მოგვიანებით კი ცემაში ბრალდებული ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.