პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხომ შეიძლება პუტინის ტყვე კაცი პატიმრობაში მაინც დაასვენოთ და კიდევ მასზე არ საუბრობდეთ? - უხერხულია" - ლევან ხაბეიშვილი
"ხომ შეიძლება პუტინის ტყვე კაცი პატიმრობაში მაინც დაასვენოთ და კიდევ მასზე არ საუბრობდეთ? - უხერხულია" - ლევან ხაბეიშვილი

ცალ­სა­ხად გი­პა­სუ­ხებთ, რომ გიგი უგუ­ლა­ვას რა­ი­მე პარ­ტი­ულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნა არ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და და არ გა­ნი­ხი­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ხა­ბე­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ის მი­ე­სალ­მე­ბა ნე­ბის­მი­ერ ერ­თო­ბას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გარ­შე­მო.

"ცალ­სა­ხად გი­პა­სუ­ხებთ, რომ გიგი უგუ­ლა­ვას რა­ი­მე პარ­ტი­ულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნა არ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და და არ გა­ნი­ხი­ლე­ბა. მე­ო­რე, გიგი უგუ­ლა­ვამ თა­ვად თქვა, რომ არის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რი­გი­თი წევ­რი და აპი­რებს ამ სტა­ტუ­სი­დან ბრძო­ლას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. მე­სა­მე, არ­სე­ბობს ბორ­დის იდეა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, მათ შო­რის სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რის, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის, სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას კონ­კრე­ტულ ბორდში, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გარ­შე­მო და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. ცხა­დია, არ­სე­ბობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კო­მუ­ნი­კა­ცია, მხო­ლოდ მი­ვე­სალ­მე­ბით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გარ­შე­მო კონ­კრე­ტულ ერ­თო­ბებს, იქ­ნე­ბა ბორ­დი, საბ­ჭო, თუ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ერ­თო­ბა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის“, "გა­მარ­ჯვე­ბის პლატ­ფორ­მის­თვის“ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ყვე­ლამ კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნოს თავი, იმ პო­ზი­ცი­ა­ზე, სა­დაც სა­კუ­თა­რი თავი წარ­მო­უდ­გე­ნია.

მე მაქვს შეხ­ვედ­რა გიგი უგუ­ლა­ვას­თა­ნაც და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლას­თან, ვინც შე­გიძ­ლი­ათ წარ­მო­იდ­გი­ნოთ და არ წარ­მო­იდ­გი­ნოთ. ყვე­ლას ვე­სა­უბ­რე­ბით, მათ შო­რის შე­გიძ­ლი­ათ თქვენ {ჟურ­ნა­ლის­ტი} იყოთ მე­დი­ა­ტო­რი ნი­კა­საც {მე­ლი­ას} და­ვე­ლა­პა­რა­კოთ, თუ ის გა­და­წყვეტს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­ლებს “, - აღ­ნიშ­ნა ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, უნდა და­ი­წყოს თუ არა გა­მო­ძი­ე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­წე­ულ ხარ­ჯებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ხა­ბე­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა: "ხომ შე­იძ­ლე­ბა პუ­ტი­ნის ტყვე კაცი და­ას­ვე­ნოთ პა­ტიმ­რო­ბა­ში მა­ინც და კი­დევ მას­ზე არ სა­უბ­რობ­დეთ? - უხერ­ხუ­ლია“.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თქვენ ის თა­ო­ბა ხართ, რო­მელ­მაც ქრთა­მის გა­რე­შე ჩა­ა­ბა­რა. მე ქოლ­გით ვი­ჯე­ქი გაკ­ვე­თილ­ზე, ვი­ნა­ი­დან საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში წვიმ­და. არ და­ი­ღა­ლეთ, რო­მელ ბი­უ­ჯეტ­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც შე­ვარ­დნა­ძის დროს არ არ­სე­ბობ­და, ქა­ღალ­დზე ეწე­რა. 10 მი­ლი­არ­დზე მეტი და­ტო­ვა ამ კაც­მა. ერთხელ მო­გი­ფიქ­რე­ბი­ათ, რომ გეთ­ქვათ მად­ლო­ბა იმ პრე­ზი­დენტს, რო­მელ­მაც დოვ­ლა­თი შექ­მნა? ათას სი­სა­ძაგ­ლეს იგო­ნებ­დნენ. პა­ტიმ­რო­ბა­შია - ყვე­ლა­ფერს პა­სუ­ხი აქვს გა­ცე­მუ­ლი“, - აღ­ნიშ­ნავს ხა­ბე­იშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დე­ბით მგზავ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გან­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყო. რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მო­ცე­მუ­ლი გან­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა შე­ე­ხე­ბა 2010, 2011 და 2012 წლებ­ში თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და შპს "ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ისს“ შო­რის და­დე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

ხოშტარია რუსეთიდან ფინანსდება ანუ პუტინის აგენტი ყოფილა! ნაყოფია რუსეთის მოქალაქეა და გამოდის პუტინის აგენტი ყოფილა! მიშამ 2008 წლის ომის შემდეგ ჰესები რუსებს გადასცა და ლარსზე რუს ტურისტებს ეპატიჟებოდა ბოთლი ღვინით ხელში. სობჩაკსა სოკოლოვასთან ერთად დროს ატარებდა და ამის შემდეგ ვინ არის რუსი?

აკია
0

ფოტოზე ნამდვილად უხდებიან ერთმანეთს სომეხი და ქართველი! ესაა სწორედ შედეგი ლეგენდის - "ჰაოსის" და "ქართლოსის" ისტორიული "ძმობის"!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ხომ შეიძლება პუტინის ტყვე კაცი პატიმრობაში მაინც დაასვენოთ და კიდევ მასზე არ საუბრობდეთ? - უხერხულია" - ლევან ხაბეიშვილი

"ხომ შეიძლება პუტინის ტყვე კაცი პატიმრობაში მაინც დაასვენოთ და კიდევ მასზე არ საუბრობდეთ? - უხერხულია" - ლევან ხაბეიშვილი

ცალსახად გიპასუხებთ, რომ გიგი უგულავას რაიმე პარტიულ თანამდებობაზე დანიშვნა არ განიხილებოდა და არ განიხილება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ის მიესალმება ნებისმიერ ერთობას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მიხეილ სააკაშვილის გარშემო.

"ცალსახად გიპასუხებთ, რომ გიგი უგულავას რაიმე პარტიულ თანამდებობაზე დანიშვნა არ განიხილებოდა და არ განიხილება. მეორე, გიგი უგულავამ თავად თქვა, რომ არის "ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრი და აპირებს ამ სტატუსიდან ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მესამე, არსებობს ბორდის იდეა, რომელიც გულისხმობს პრეზიდენტ სააკაშვილის გარშემო გაერთიანებას, მათ შორის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერის, სამოქალაქო სექტორის, სხვადასხვა ჯგუფის გაერთიანებას კონკრეტულ ბორდში, რომელიც იქნება მიხეილ სააკაშვილის გარშემო და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ცხადია, არსებობს ამ მიმართულებით კომუნიკაცია, მხოლოდ მივესალმებით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მიხეილ სააკაშვილის გარშემო კონკრეტულ ერთობებს, იქნება ბორდი, საბჭო, თუ ნებისმიერი სახის ერთობა.

"ნაციონალური მოძრაობისთვის“, "გამარჯვების პლატფორმისთვის“ მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველამ კომფორტულად იგრძნოს თავი, იმ პოზიციაზე, სადაც საკუთარი თავი წარმოუდგენია.

მე მაქვს შეხვედრა გიგი უგულავასთანაც და აბსოლუტურად ყველასთან, ვინც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ და არ წარმოიდგინოთ. ყველას ვესაუბრებით, მათ შორის შეგიძლიათ თქვენ {ჟურნალისტი} იყოთ მედიატორი ნიკასაც {მელიას} დაველაპარაკოთ, თუ ის გადაწყვეტს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძოლებს “, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიერ პრეზიდენტობის პერიოდში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, ხაბეიშვილმა აღნიშნა: "ხომ შეიძლება პუტინის ტყვე კაცი დაასვენოთ პატიმრობაში მაინც და კიდევ მასზე არ საუბრობდეთ? - უხერხულია“.

"დარწმუნებული ვარ, თქვენ ის თაობა ხართ, რომელმაც ქრთამის გარეშე ჩააბარა. მე ქოლგით ვიჯექი გაკვეთილზე, ვინაიდან საკლასო ოთახებში წვიმდა. არ დაიღალეთ, რომელ ბიუჯეტზეა საუბარი, რომელიც შევარდნაძის დროს არ არსებობდა, ქაღალდზე ეწერა. 10 მილიარდზე მეტი დატოვა ამ კაცმა. ერთხელ მოგიფიქრებიათ, რომ გეთქვათ მადლობა იმ პრეზიდენტს, რომელმაც დოვლათი შექმნა? ათას სისაძაგლეს იგონებდნენ. პატიმრობაშია - ყველაფერს პასუხი აქვს გაცემული“, - აღნიშნავს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს "ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს.