სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემო ძვირფასო, პატარა შვილო. საბოლოოდ გიპოვეს... გთხოვ მაპატიე, რომ იმ საშინელ მომენტში შენთან არ ვიყავი" - რაჭაში დაღუპული კიდევ ერთი ბიჭუნას იდენტიფიცირება მოხდა: - რას წერს მამა?
"ჩემო ძვირფასო, პატარა შვილო. საბოლოოდ გიპოვეს... გთხოვ მაპატიე, რომ იმ საშინელ მომენტში შენთან არ ვიყავი" -  რაჭაში დაღუპული კიდევ ერთი ბიჭუნას იდენტიფიცირება მოხდა: - რას წერს მამა?

ამ ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 32-ე ცხე­და­რი, რო­მე­ლიც მაშ­ვე­ლებ­მა რა­ჭა­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში იპო­ვეს, ზაზა მეს­ხის მე­უღ­ლის, ალინა პო­ლი­კოვ­სკას შვი­ლია. ბავ­შვის მამა ია­როს­ლავ პო­ლი­კოვ­სკი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შვი­ლის ფო­ტო­სა და ვრცელ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს.

"ჩემო საყ­ვა­რე­ლო, ჩემო ძვირ­ფა­სო პა­ტა­რა შვი­ლო. სა­ბო­ლო­ოდ გი­პო­ვეს. ჩვენ ვი­პო­ვეთ შენი უსი­ცო­ცხლო სხე­უ­ლი და ჩვენ "მო­ხა­რუ­ლე­ბი" ვართ ამით. რა­ო­დენ სას­ტი­კა­დაც არ უნდა ჟღერ­დეს, მაგ­რამ ახლა შეგ­ვიძ­ლია დე­დას­თან ერ­თად და­გა­საფ­ლა­ვოთ. და ჩვენ გვექ­ნე­ბა თქვენ­თან მო­სას­ვლე­ლი ად­გი­ლი.

ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ. მიყ­ვარ­ხარ უსა­ზღვროდ, ჩემს სი­ცო­ცხლე­ზე მე­ტად. გთხოვ მა­პა­ტიე, რომ იმ სა­ში­ნელ მო­მენ­ტში შენ­თან არ ვი­ყა­ვი. რომ ვერ და­გი­ცა­ვი. ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ ყო­ფი­ლი­ყო, აუ­ცი­ლებ­ლად გა­გიც­ვლი­დი ად­გილს. ძა­ლი­ან მინ­და, რომ ცო­ცხა­ლი იყო.

მხი­ა­რუ­ლი და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ბიჭი იყა­ვი. შენ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ახლა იწყე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, ცხოვ­რე­ბა სას­ტი­კი რამ არის. რა­ტომ­ღაც, სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი გვტო­ვე­ბენ. მხო­ლოდ ერთი რამ მამ­შვი­დებს. რომ ახლა იქ მარ­ტო არ ხარ. ღრუ­ბელ­ზე ფე­ხებ­ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ზი­ხარ, გვერ­დით დე­და­შე­ნი ალი­ნა, შენი ორი ძმა და ზაზა გი­ზის. შენ იღი­მი და ზე­მო­დან გვი­ყუ­რებ.

სა­ში­ნელ­მა ტკი­ვილ­მა გული და სული გა­მი­ტე­ხა. სი­ტყვებს ვერ ვპო­უ­ლობ შენ­და­მი სიყ­ვა­რუ­ლის აღ­სა­წე­რად. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ღა­მო­ო­ბით წიგ­ნებს ერ­თად ვე­ღარ წა­ვი­კი­თხავთ. აღარ მე­ტყვი. რო­გორ ხარ სკო­ლა­ში და ვერ მო­მიყ­ვე­ბი. რომ ახა­ლი მე­გობ­რე­ბი შე­ი­ძი­ნე. ვერ იტ­რა­ბა­ხებ ახა­ლი მან­ქა­ნის მო­დე­ლით შენი კო­ლექ­ცი­ი­დან, რო­მელ­საც ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რო­ვებ­დი. ეს ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და. სა­მუ­და­მოდ დას­რულ­და.

ჩემო ძვირ­ფა­სო და საყ­ვა­რე­ლო ბიჭო, სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბი ჩემს გულ­ში. ჩემ­თან ერ­თად ხარ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. ჩემს ბოლო ამო­სუნ­თქვამ­დე. ჩემს ფიქ­რებ­ში.

მიყ­ვარ­ხარ, შვი­ლო,

სა­მუ­და­მოდ. ჩემო სე­ვო­ჩკა", - წერს მამა.

შე­გახ­სე­ნებთ, რა­ჭა­ში, 3 აგ­ვის­ტოს მომ­ხდარ სტი­ქი­ურ უბე­დუ­რე­ბას ზაზა მეს­ხი, ოჯახ­თან - მე­უღ­ლე­სა და სამ ბავ­შვთან ერ­თად ემსხვერ­პლა, მათ­გან ერთ ბი­ჭუ­ნას მაშ­ვე­ლე­ბი ჯერ კი­დევ ეძე­ბენ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
2

ამ სიტყვებმა ბოლო მომიᲦო, ᲦმერᲗო, უᲨველე ამ ადამიანებს, მარადისობაᲨი წასულებსაც და აქ სამუდამო ტანჯვისᲗვის განწირულებსაც😢😢😢

ნინო
4

რა მძიმე მოსასმენია და რამხელა ტკივილია ამ სიტყვებში.. ღმერთო გააძლებინე შვილმკვდარ მამას...

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ჩემო ძვირფასო, პატარა შვილო. საბოლოოდ გიპოვეს... გთხოვ მაპატიე, რომ იმ საშინელ მომენტში შენთან არ ვიყავი" - რაჭაში დაღუპული კიდევ ერთი ბიჭუნას იდენტიფიცირება მოხდა: - რას წერს მამა?

"ჩემო ძვირფასო, პატარა შვილო. საბოლოოდ გიპოვეს... გთხოვ მაპატიე, რომ იმ საშინელ მომენტში შენთან არ ვიყავი" -  რაჭაში დაღუპული კიდევ ერთი ბიჭუნას იდენტიფიცირება მოხდა: - რას წერს მამა?

ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 32-ე ცხედარი, რომელიც მაშველებმა რაჭაში, სტიქიის ზონაში იპოვეს, ზაზა მესხის მეუღლის, ალინა პოლიკოვსკას შვილია. ბავშვის მამა იაროსლავ პოლიკოვსკი სოციალურ ქსელში შვილის ფოტოსა და ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.

"ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო პატარა შვილო. საბოლოოდ გიპოვეს. ჩვენ ვიპოვეთ შენი უსიცოცხლო სხეული და ჩვენ "მოხარულები" ვართ ამით. რაოდენ სასტიკადაც არ უნდა ჟღერდეს, მაგრამ ახლა შეგვიძლია დედასთან ერთად დაგასაფლავოთ. და ჩვენ გვექნება თქვენთან მოსასვლელი ადგილი.

ძალიან მიყვარხარ. მიყვარხარ უსაზღვროდ, ჩემს სიცოცხლეზე მეტად. გთხოვ მაპატიე, რომ იმ საშინელ მომენტში შენთან არ ვიყავი. რომ ვერ დაგიცავი. ასეთი შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, აუცილებლად გაგიცვლიდი ადგილს. ძალიან მინდა, რომ ცოცხალი იყო.

მხიარული და ცნობისმოყვარე ბიჭი იყავი. შენთვის ყველაფერი ახლა იწყებოდა. სამწუხაროდ, ცხოვრება სასტიკი რამ არის. რატომღაც, საუკეთესოები გვტოვებენ. მხოლოდ ერთი რამ მამშვიდებს. რომ ახლა იქ მარტო არ ხარ. ღრუბელზე ფეხებჩამოკიდებული ზიხარ, გვერდით დედაშენი ალინა, შენი ორი ძმა და ზაზა გიზის. შენ იღიმი და ზემოდან გვიყურებ.

საშინელმა ტკივილმა გული და სული გამიტეხა. სიტყვებს ვერ ვპოულობ შენდამი სიყვარულის აღსაწერად. სამწუხაროდ, საღამოობით წიგნებს ერთად ვეღარ წავიკითხავთ. აღარ მეტყვი. როგორ ხარ სკოლაში და ვერ მომიყვები. რომ ახალი მეგობრები შეიძინე. ვერ იტრაბახებ ახალი მანქანის მოდელით შენი კოლექციიდან, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში აგროვებდი. ეს ყველაფერი დასრულდა. სამუდამოდ დასრულდა.

ჩემო ძვირფასო და საყვარელო ბიჭო, სამუდამოდ დარჩები ჩემს გულში. ჩემთან ერთად ხარ მთელი ცხოვრება. ჩემს ბოლო ამოსუნთქვამდე. ჩემს ფიქრებში.

მიყვარხარ, შვილო,

სამუდამოდ. ჩემო სევოჩკა", - წერს მამა.

შეგახსენებთ, რაჭაში, 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიურ უბედურებას ზაზა მესხი, ოჯახთან - მეუღლესა და სამ ბავშვთან ერთად ემსხვერპლა, მათგან ერთ ბიჭუნას მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ.

იხილეთ ასევე: