მსოფლიო
პოლიტიკა

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინეთში, წყალდიდობის დროს, ფერმიდან ათობით ნიანგი გაიქცა - ხელისუფლება ახლომდებარე სოფლების მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს
ჩინეთში, წყალდიდობის დროს, ფერმიდან ათობით ნიანგი გაიქცა - ხელისუფლება ახლომდებარე სოფლების მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს

ჩი­ნეთ­ში, ტა­ი­ფუნ "ჰა­ი­კუ­ის“ მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად, ცხო­ველ­თა ფერ­მი­დან 75 ნი­ან­გი გა­იქ­ცა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, წყალ­დი­დო­ბამ ტბა მა­ო­მინ­გის ადი­დე­ბა გა­მო­იწ­ვია, რის შემ­დე­გაც და­იტ­ბო­რა ფერ­მა.

ზო­გი­ერ­თი გაქ­ცე­უ­ლი მა­ლე­ვე და­ი­ჭი­რეს, ზოგი კი "საფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით“ მოკ­ლეს, თუმ­ცა კვლავ არა­ერ­თი მტა­ცე­ბე­ლი რეპ­ტი­ლი­აა და­კარ­გუ­ლი. სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის ცნო­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ რვა ქვე­წარ­მავ­ლის და­ჭე­რა მო­ხერ­ხდა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახ­ლომ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას შინ დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დებს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნი­ან­გე­ბის გაქ­ცე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. თუმ­ცა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აღი­ა­რე­ბენ, რომ ზო­გი­ერ­თი გაქ­ცე­უ­ლი შე­საძ­ლოა წყალ­სა­ცა­ვებ­ში იმა­ლე­ბო­დეს. მაშ­ვე­ლე­ბი მათ მო­სა­ძებ­ნად სო­ნა­რის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას იყე­ნე­ბენ.

მა­ო­მინ­გის ქა­ლა­ქის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის ბი­უ­როს ოფი­ცი­ა­ლურ­მა პირ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ”სი­ტუ­ა­ცია ამ­ჟა­მად კონ­ტრო­ლის ქვე­შაა, მაგ­რამ გაქ­ცე­უ­ლი ნი­ან­გე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­ოდ დი­დია”.

  • The Washington Post-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გაქ­ცე­უ­ლე­ბი სი­ა­მის ნი­ან­გე­ბის ოჯახს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან. Crocodiles of the World-ის თა­ნახ­მად, ისი­ნი მტკნა­რი წყლის ქვე­წარ­მავ­ლე­ბი არი­ან, რო­მელ­თა სიგ­რძე სამ მეტრს აღ­წევს. იკ­ვე­ბე­ბი­ან ამ­ფი­ბი­ე­ბით, თევ­ზე­ბით და მცი­რე ზო­მის ძუ­ძუმ­წო­ვა­რი ცხო­ვე­ლე­ბით.

ქა­ლაქ მა­ო­მინ­ში ნი­ან­გე­ბის რამ­დე­ნი­მე ფერ­მა არ­სე­ბობს. ეს რეპ­ტი­ლია გან­სა­კუთ­რე­ბით ტყა­ვის გამო ფა­სობს, მისი ხორ­ცი კი ჩი­ნეთ­ში დე­ლი­კა­ტე­სად მი­იჩ­ნე­ვა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვანსკი
5

იფ ერთი ათი ცალი დახატავდა ჩვენს ფეხბურთელებს და ფედერაციას , მაშინ მაინც ირბინონ ))))

თამაზი
1

აბა ხორცი თუ დელიკატესია, ნიანგებს იქეთ ეშინოდეთ ჩინელების.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

ჩინეთში, წყალდიდობის დროს, ფერმიდან ათობით ნიანგი გაიქცა - ხელისუფლება ახლომდებარე სოფლების მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს

ჩინეთში, წყალდიდობის დროს, ფერმიდან ათობით ნიანგი გაიქცა - ხელისუფლება ახლომდებარე სოფლების მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს

ჩინეთში, ტაიფუნ "ჰაიკუის“ მიერ გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, ცხოველთა ფერმიდან 75 ნიანგი გაიქცა.

ხელისუფლების განცხადებით, წყალდიდობამ ტბა მაომინგის ადიდება გამოიწვია, რის შემდეგაც დაიტბორა ფერმა.

ზოგიერთი გაქცეული მალევე დაიჭირეს, ზოგი კი "საფრთხოების მიზნით“ მოკლეს, თუმცა კვლავ არაერთი მტაცებელი რეპტილიაა დაკარგული. სახელმწიფო მედიის ცნობით, ჯერჯერობით მხოლოდ რვა ქვეწარმავლის დაჭერა მოხერხდა. ხელისუფლება ახლომდებარე სოფლების მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.

არსებული ინფორმაციით, ნიანგების გაქცევის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ ზოგიერთი გაქცეული შესაძლოა წყალსაცავებში იმალებოდეს. მაშველები მათ მოსაძებნად სონარის აღჭურვილობას იყენებენ.

მაომინგის ქალაქის საგანგებო სიტუაციების მართვის ბიუროს ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ”სიტუაცია ამჟამად კონტროლის ქვეშაა, მაგრამ გაქცეული ნიანგების რაოდენობა საკმაოდ დიდია”.

  • The Washington Post-ის ინფორმაციით, გაქცეულები სიამის ნიანგების ოჯახს მიეკუთვნებიან. Crocodiles of the World-ის თანახმად, ისინი მტკნარი წყლის ქვეწარმავლები არიან, რომელთა სიგრძე სამ მეტრს აღწევს. იკვებებიან ამფიბიებით, თევზებით და მცირე ზომის ძუძუმწოვარი ცხოველებით.

ქალაქ მაომინში ნიანგების რამდენიმე ფერმა არსებობს. ეს რეპტილია განსაკუთრებით ტყავის გამო ფასობს, მისი ხორცი კი ჩინეთში დელიკატესად მიიჩნევა.