სამართალი
პოლიტიკა

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე კირჩხიბს ესტუმრება 09:36-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
Faceამბები
მოზაიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს შეხვედრა დედის დასაფლავების დღეს მოხდა..." - როგორ დაუფინანსა სხვას ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია, რაც წლების მერე თვითონ დასჭირდა: დათო ევგენიძის პირველი ინტერვიუ ურთულესი ოპერაციის შემდეგ
"ეს შეხვედრა დედის დასაფლავების დღეს მოხდა..." - როგორ დაუფინანსა სხვას ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია, რაც წლების მერე თვითონ დასჭირდა: დათო ევგენიძის პირველი ინტერვიუ ურთულესი ოპერაციის შემდეგ

მუ­სი­კოს­მა დათო ევ­გე­ნი­ძემ 25 აპ­რილს, სტამ­ბოლ­ში, ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა. მისი დო­ნო­რი მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი გახ­ლავთ. ამ ეტაპ­ზე ორი­ვე თავს კარ­გად გრძნობს. დათო ევ­გე­ნი­ძე ახ­ლაც სტამ­ბოლ­ში იმ­ყო­ფე­ბა, რად­გა­ნაც სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ოდ გარ­კვე­უ­ლი ეტა­პე­ბი კი­დევ გა­სავ­ლე­ლი აქვს.

მას აქამ­დე ინ­ტერ­ვიუ სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ არა­ვის­თვის მი­უ­ცია. აღ­მოჩ­ნდა, რომ ქარ­თუ­ლი ბეჭ­დუ­რი და ელექტრო­ნუ­ლი მე­დი­ი­დან ambebi.ge პირ­ვე­ლია, ვი­საც ბა­ტო­ნი დათო გა­ე­სა­უბ­რა. მუ­სი­კოსს თურ­ქეთ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით.

- მო­გი­კი­თხავთ, რო­გორ ხართ?

- მთა­ვა­რია, რომ გი­ორ­გი არის კარ­გად, ჩემი "მა­ხა­რა"… საკ­მა­ოდ რთუ­ლი ოპე­რა­ცია გა­და­ვი­ტა­ნე, მარ­თლა უფალ­მა გა­და­მარ­ჩი­ნა.

- ძა­ლი­ან გგულ­შე­მატ­კივ­რობ­დით...

- ადა­მი­ა­ნე­ბის­გან დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ვიგ­რძე­ნი, რაც ხე­ლო­ვა­ნის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ სიყ­ვა­რულ­მა ჩემ­თვის ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა.

ასე­თი რთუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის შემ­დეგ, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას მი­ნი­მუმ 6-7 თვე სჭირ­დე­ბა.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სხვი­სი სხე­უ­ლის ნა­წილს გი­ნერ­გა­ვენ, მერე შენი ორ­გა­ნიზ­მის იმუ­ნი­ტე­ტი იმ უცხო სხე­ულს ებ­რძვის, ამის­თვის სა­კუ­თა­რი იმუ­ნი­ტე­ტის და­საქ­ვე­ი­თე­ბელ წამ­ლებს იღებ. ეს სა­რის­კო­ცაა, ბაქ­ტე­რი­ე­ბი­სა და ვირუ­სე­ბის­გან ორ­გა­ნიზ­მი და­უც­ვე­ლი რჩე­ბა. ამი­ტომ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან იზო­ლი­რე­ბაა სა­ჭი­რო, რაც რთუ­ლად, მაგ­რამ მა­ინც მო­ვა­ხერ­ხე. მოკ­ლედ, პირ­ვე­ლი 7-8 თვე საკ­მა­ოდ მძი­მეა. ინ­ტერ­ვი­უც ამის გამო პი­რის­პირ არა­ვის­თვის მი­მი­ცია...

ამ ეტაპ­ზე ნორ­მა­ლუ­რად ვარ, უბ­რა­ლოდ, პა­ტა­რა პრო­ცე­დუ­რუ­ლი დის­კომ­ფორ­ტე­ბია, რო­მე­ლიც გა­ივ­ლის.

- გა­გი­ჭირ­დათ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რომ ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია გა­გე­კე­თე­ბი­ნათ?

- ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე სა­ერ­თოდ არ მი­მი­ღია, მი­ი­ღეს ჩემ­მა ცოლ­მა, "მა­ხა­რამ" და სა­მე­გობ­რომ. ჩამ­სვეს თვითმფრი­ნავ­ში და თურ­ქეთ­ში ჩა­მო­მიყ­ვა­ნეს. გა­მი­კე­თეს ოპე­რა­ცია, სა­ერ­თოდ პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით ვი­ყა­ვი, წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, ჩემს თავს რა ხდე­ბო­და. გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი ამ ყვე­ლაფ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ინი­ცი­ა­ტო­რი იყო.

- კარ­გია, რომ კარ­გად არის.

- დო­ნო­რის­თვის უფრო მარ­ტი­ვია, ვიდ­რე იმის­თვის, ვი­საც უნერ­გა­ვენ, დო­ნორს თა­ვის ღვიძ­ლი რჩე­ბა. მე ჩემი ღვიძ­ლი­დან არ მრჩე­ბა დო­ნო­რის ნა­ხე­ვა­რი ღვიძ­ლის ნა­ხე­ვა­რიც კი და ასე ვი­წყებ ახალ ცხოვ­რე­ბას, რად­გა­ნაც უცხო "სხე­უ­ლია“ ჩემ­ში. ვხუმ­რობ ხოლ­მე, რომ "მა­ხა­რა­სა­ვით" ფეხი გა­მე­ზარ­და-მეთ­ქი. მისი ფე­ხის ზომა 50-ია...

- რო­დე­საც გა­ი­გეთ, რომ ღვიძ­ლის გა­და­ნერგვა გარ­და­უ­ვა­ლი იყო, რო­გო­რი იყო თქვე­ნი რე­აქ­ცია?

- ჩემი ბრა­ლია, რომ თავი აქამ­დე მი­ვიყ­ვა­ნე, შე­იძ­ლე­ბო­და სა­ერ­თოდ არ დამ­ჭირ­ვე­ბო­და. ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ცხოვ­რე­ბის წე­სის გამო მოხ­და. კონ­ცერ­ტი - ბან­კე­ტი, კონ­ცერ­ტი - ბან­კე­ტი, არ წყდე­ბო­და... ამი­ტომ, ვფიქ­რობ, რომ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასეც უნდა მომ­ხდა­რი­ყო...

ისე, მა­ნამ­დე ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და: დე­და­ჩე­მის და­საფ­ლა­ვე­ბის დღეს, ნას­ვამ ტაქ­სის მძღოლს მან­ქა­ნა­ში ჩა­ვუ­ჯე­ქი. სა­ხე­ზე შევ­ხე­დე და სა­ო­ცა­რი ლა­ქე­ბი შევ­ნიშ­ნე. რა გჭირს-მეთ­ქი? - 5 წუ­თის გაც­ნო­ბილ ადა­მი­ანს ასე პირ­და­პირ ვკი­თხე. ცი­რო­ზი მაქვს ბოლო სტა­დი­ა­ში და 2 თვე­ში მოვ­კვდე­ბიო. რას ნიშ­ნავს 2 თვე­ში მოკ­ვდე­ბი, არა­ფე­რია ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ-მეთ­ქი? ერ­თა­დერ­თი, ღვიძ­ლის გა­და­ნერგვაო. რად­გან ეს შეხ­ვედ­რა დე­დის და­საფ­ლა­ვე­ბის დღეს მოხ­და, ვი­ფიქ­რე, ეს კაცი დე­დამ გა­მო­მიგ­ზავ­ნა-მეთ­ქი. გა­მო­ვარ­თვი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, ბან­კი­დან სეს­ხი ავი­ღე - 80.000 ლარი (დღე­საც ვიხ­დი მაგ სესხსს). დო­ნო­რიც ვუ­პო­ვე და გა­და­ვარ­ჩი­ნე. გა­და­ნერგვი­დან 7 წელი იცხოვ­რა. სამ­წუ­ხა­როდ, შარ­შან კო­ვი­დით გარ­და­იც­ვა­ლა… ამის შე­სა­ხებ არა­ვის­თვის არა­ფე­რი მით­ქვამს.

მერე ია ფა­რუ­ლა­ვას გა­და­ცე­მა­ში ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი, სა­დაც ფორ­მა­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემ­ზე ინ­ფორ­მა­ცია შეკ­რი­ბეს. ფბ-ზე იმ კა­ცის დე­დის სტა­ტუ­სე­ბი უნა­ხავთ, - დათო ევ­გე­ნი­ძემ შვი­ლი გა­და­მირ­ჩი­ნაო. მერე ის ადა­მი­ა­ნი ვი­დე­ო­თი გა­და­ცე­მა­ში ჩა­მირ­თეს...

- სა­ო­ცა­რი საქ­ცი­ე­ლია და ასეთ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას ყვე­ლა ვერ შეძ­ლებს... თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, სა­ბო­ლო­ოდ, პრობ­ლე­მა ად­ვი­ლად და­იძ­ლია?

- ოპე­რა­ცია 17 სა­ათს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ვერც ვხვდე­ბი, რა გა­და­ვი­ტა­ნე. 17 სა­ა­თი მე­ძი­ნა, "მა­ხა­რას" - 7 სა­ა­თი. თურ­ქმა ექიმ­მა მი­თხრა, შენს ოპე­რა­ცი­ა­ზე ღმერ­თი იყო ჩემ­თან, რომ გაგ­ჭე­რი, რაც კა­ტე­ზე მქონ­და ნა­ნა­ხი, ბევ­რად უა­რე­სი სუ­რა­თი დამ­ხვდაო. არ­ცერ­თი ღვიძ­ლის სა­დი­ნა­რი ღია არ იყო, ყვე­ლა ჩა­კე­ტი­ლი გქონ­დაო...

- ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გვერ­დი­დან არ მოგ­ცილ­დათ, რო­მელ­მაც ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვენ­თან ერ­თად გა­და­ი­ტა­ნა, ეს თქვე­ნი მე­უღ­ლეა...

- ნინო რომ არა, ცო­ცხა­ლი არ ვიქ­ნე­ბო­დი. ნი­ნომ მა­ჩუ­ქა სი­ცო­ცხლე გლო­ბა­ლუ­რად, მა­ხა­რამ კი - კონ­კრე­ტუ­ლად. ყვე­ლა­ფე­რი რაც მოხ­და, ვფიქ­რობ, რომ უფ­ლის ნება იყო.

- 30 წლის რომ იყოთ და ეს გა­მოც­დი­ლე­ბა გქონ­დეთ, ისე­ვე იცხოვ­რებ­დით, რო­გორც აქამ­დე?

- ისეთ ასაკ­ში მი­ვი­ღე პირ­ვე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი, რომ ძა­ლი­ან პა­ტა­რა უკვე უფალ­თან ვი­ყა­ვი. 17 წლი­სას 16 წლის და და­მე­ღუ­პა. ეს ტკი­ვი­ლი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და­მაქვს. მერე გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნე­ბი, მე­გობ­რე­ბი წა­ვიდ­ნენ - ჩემი გეგა კო­ბა­ხი­ძე, ჩემი ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი, ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, გიო ხუ­ციშ­ვი­ლი, თავ­გა­სა... რა­ღაც­ნა­ი­რი თა­ო­ბა ვი­ყა­ვით, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი... მე­გო­ბა­რი არ დამ­რჩა...

- თა­ვი­სუფ­ლე­ბა ახ­სე­ნეთ და თქვე­ნი ბენ­დე­ნაც ამის გა­მო­ძა­ხი­ლია, ხომ?

- ბენ­დე­ნა თავ­ზე 1976 წელს, მე-9 კლას­ში გა­ვი­კე­თე. ფო­ტოც მაქვს გეგა კო­ბა­ხი­ძეს­თან ერ­თად მაგ დროს გა­და­ღე­ბუ­ლი. ბენ­დე­ნის გამო ქუ­ჩა­ში ძველ ბი­ჭებ­თან სულ ჩხუ­ბი მქონ­და... ის დღეს ჩემი ნა­წი­ლია, სხვა­ნა­ი­რად არც შე­მიძ­ლია, ერთ-ერთი ატ­რი­ბუ­ტია, რომ­ლის გა­რე­შეც ცხოვ­რე­ბა უკვე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

- სა­ჩუქ­რად იღებთ ხოლ­მე ბენ­დე­ნას თუ თა­ვად იძენთ?

- ძი­რი­თა­დად, მე ვჩუქ­ნი ხოლ­მე ბენ­დე­ნებს სხვებს, ყვე­ლა­ნა­ირ ბენ­დე­ნას ვერ ვი­კე­თებ. სულ რომ თავ­ზე მაქვს, ასეთ დროს ხა­რისხს მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ. ასე რომ, ჩვენ­თან პირ­ველ­მა გა­ვი­კე­თე ბენ­დე­ნა და ასე­ვე პირ­ველ­მა - სა­ყუ­რე. ამის გამო ბევ­რი კონ­ფლიქ­ტი მქო­ნია, მაგ­რამ მერე ამ გამ­ბე­და­ო­ბის­თვის ძვე­ლი ბი­ჭე­ბიც პა­ტი­ვის­ცე­მით მი­ყუ­რებ­დნენ.

- ამ­დე­ნი ხა­ნია თურ­ქეთ­ში ხართ, ალ­ბათ მო­გე­ნატ­რათ თბი­ლი­სი?

- ვგიჟ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ზე, მო­მე­ნატ­რა თბი­ლი­სი ძა­ლი­ან. უზო­მოდ მიყ­ვარს ჩემი ქვე­ყა­ნა. იმე­დი მაქვს, რომ კა­ცობ­რი­ო­ბა გა­დარ­ჩე­ბა. მშვი­დო­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბა მინ­და სა­ქარ­თვე­ლოს ვუ­სურ­ვო. თუ ჯან­მრთე­ლო­ბა ხელს შე­მი­წყობს, წელს სა­ი­უ­ბი­ლეო წელი მაქვს - 50 წელი სცე­ნა­ზე, ანუ 50 წელი პირ­ვე­ლი სა­ავ­ტო­რო კონ­ცერ­ტი­დან და 2 დე­კემ­ბერს 65 წლის ვხდე­ბი. 2024 წე­ლიც სა­ი­უ­ბი­ლეო იქ­ნე­ბა... კი, პირ­ვე­ლი სა­ავ­ტო­რო კონ­ცერ­ტი 15 წლი­სას მქონ­და. და­ვით თო­რა­ძემ და მო­რის ფო­ცხიშ­ვილ­მა წარ­მად­გი­ნეს. მე-8 კლას­ში ვი­ყა­ვი, ხე­ლოვ­ნე­ბის სახ­ლში 24 ნა­წარ­მო­ე­ბი წარ­მო­ვად­გი­ნე. მა­ნამ­დე 6 წლი­დან სცე­ნა­ზე ვარ... ჯერ არ მქო­ნია, ჩემი სიმ­ღე­რე­ბის ცალ­კე სა­ღა­მო. აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებ ერთ სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერტს ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში. მაგ­რამ, რო­გორც ვთქვი, ბევ­რი რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
0

ძალიან მიხარია თქვენი გამოჯანმრთელება

ნინო
0

,,ყველა სიკეᲗე, რაც არსებობს ამ ქვეყანაზე, უსიტყვოდ უნდა ეკუᲗვნოდეს იმას, ვინც სიკეᲗეს, სიკეᲗეს, სიკეᲗეს Თესავს!" დიდხანს იცოცხლეᲗ კეᲗილო და ნიᲭიერო ადამიანო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

"ეს შეხვედრა დედის დასაფლავების დღეს მოხდა..." - როგორ დაუფინანსა სხვას ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია, რაც წლების მერე თვითონ დასჭირდა: დათო ევგენიძის პირველი ინტერვიუ ურთულესი ოპერაციის შემდეგ

"ეს შეხვედრა დედის დასაფლავების დღეს მოხდა..." - როგორ დაუფინანსა სხვას ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია, რაც წლების მერე თვითონ დასჭირდა: დათო ევგენიძის პირველი ინტერვიუ ურთულესი ოპერაციის შემდეგ

მუსიკოსმა დათო ევგენიძემ 25 აპრილს, სტამბოლში, ღვიძლის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია გაიკეთა. მისი დონორი მომღერალი გიორგი მახარაშვილი გახლავთ. ამ ეტაპზე ორივე თავს კარგად გრძნობს. დათო ევგენიძე ახლაც სტამბოლში იმყოფება, რადგანაც სარეაბილიტაციოდ გარკვეული ეტაპები კიდევ გასავლელი აქვს.

მას აქამდე ინტერვიუ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ არავისთვის მიუცია. აღმოჩნდა, რომ ქართული ბეჭდური და ელექტრონული მედიიდან ambebi.ge პირველია, ვისაც ბატონი დათო გაესაუბრა. მუსიკოსს თურქეთში დავუკავშირდით.

- მოგიკითხავთ, როგორ ხართ?

- მთავარია, რომ გიორგი არის კარგად, ჩემი "მახარა"… საკმაოდ რთული ოპერაცია გადავიტანე, მართლა უფალმა გადამარჩინა.

- ძალიან გგულშემატკივრობდით...

- ადამიანებისგან დიდი სიყვარული ვიგრძენი, რაც ხელოვანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ სიყვარულმა ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა.

ასეთი რთული ოპერაციების შემდეგ, რეაბილიტაციას მინიმუმ 6-7 თვე სჭირდება.

წარმოიდგინეთ, სხვისი სხეულის ნაწილს გინერგავენ, მერე შენი ორგანიზმის იმუნიტეტი იმ უცხო სხეულს ებრძვის, ამისთვის საკუთარი იმუნიტეტის დასაქვეითებელ წამლებს იღებ. ეს სარისკოცაა, ბაქტერიებისა და ვირუსებისგან ორგანიზმი დაუცველი რჩება. ამიტომ ადამიანებისგან იზოლირებაა საჭირო, რაც რთულად, მაგრამ მაინც მოვახერხე. მოკლედ, პირველი 7-8 თვე საკმაოდ მძიმეა. ინტერვიუც ამის გამო პირისპირ არავისთვის მიმიცია...

ამ ეტაპზე ნორმალურად ვარ, უბრალოდ, პატარა პროცედურული დისკომფორტებია, რომელიც გაივლის.

- გაგიჭირდათ ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაგეკეთებინათ?

- ეს გადაწყვეტილება მე საერთოდ არ მიმიღია, მიიღეს ჩემმა ცოლმა, "მახარამ" და სამეგობრომ. ჩამსვეს თვითმფრინავში და თურქეთში ჩამომიყვანეს. გამიკეთეს ოპერაცია, საერთოდ პატარა ბავშვივით ვიყავი, წარმოდგენა არ მქონდა, ჩემს თავს რა ხდებოდა. გიორგი მახარაშვილი ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო.

- კარგია, რომ კარგად არის.

- დონორისთვის უფრო მარტივია, ვიდრე იმისთვის, ვისაც უნერგავენ, დონორს თავის ღვიძლი რჩება. მე ჩემი ღვიძლიდან არ მრჩება დონორის ნახევარი ღვიძლის ნახევარიც კი და ასე ვიწყებ ახალ ცხოვრებას, რადგანაც უცხო "სხეულია“ ჩემში. ვხუმრობ ხოლმე, რომ "მახარასავით" ფეხი გამეზარდა-მეთქი. მისი ფეხის ზომა 50-ია...

- როდესაც გაიგეთ, რომ ღვიძლის გადანერგვა გარდაუვალი იყო, როგორი იყო თქვენი რეაქცია?

- ჩემი ბრალია, რომ თავი აქამდე მივიყვანე, შეიძლებოდა საერთოდ არ დამჭირვებოდა. ყველაფერი ჩემი ცხოვრების წესის გამო მოხდა. კონცერტი - ბანკეტი, კონცერტი - ბანკეტი, არ წყდებოდა... ამიტომ, ვფიქრობ, რომ აქედან გამომდინარე, ასეც უნდა მომხდარიყო...

ისე, მანამდე ასეთი გამოცდილება მქონდა: დედაჩემის დასაფლავების დღეს, ნასვამ ტაქსის მძღოლს მანქანაში ჩავუჯექი. სახეზე შევხედე და საოცარი ლაქები შევნიშნე. რა გჭირს-მეთქი? - 5 წუთის გაცნობილ ადამიანს ასე პირდაპირ ვკითხე. ციროზი მაქვს ბოლო სტადიაში და 2 თვეში მოვკვდებიო. რას ნიშნავს 2 თვეში მოკვდები, არაფერია ამის საწინააღმდეგოდ-მეთქი? ერთადერთი, ღვიძლის გადანერგვაო. რადგან ეს შეხვედრა დედის დასაფლავების დღეს მოხდა, ვიფიქრე, ეს კაცი დედამ გამომიგზავნა-მეთქი. გამოვართვი ტელეფონის ნომერი, ბანკიდან სესხი ავიღე - 80.000 ლარი (დღესაც ვიხდი მაგ სესხსს). დონორიც ვუპოვე და გადავარჩინე. გადანერგვიდან 7 წელი იცხოვრა. სამწუხაროდ, შარშან კოვიდით გარდაიცვალა… ამის შესახებ არავისთვის არაფერი მითქვამს.

მერე ია ფარულავას გადაცემაში ვიყავი მიწვეული, სადაც ფორმატიდან გამომდინარე, ჩემზე ინფორმაცია შეკრიბეს. ფბ-ზე იმ კაცის დედის სტატუსები უნახავთ, - დათო ევგენიძემ შვილი გადამირჩინაო. მერე ის ადამიანი ვიდეოთი გადაცემაში ჩამირთეს...

- საოცარი საქციელია და ასეთ ნაბიჯის გადადგმას ყველა ვერ შეძლებს... თქვენს ჯანმრთელობას რომ დავუბრუნდეთ, საბოლოოდ, პრობლემა ადვილად დაიძლია?

- ოპერაცია 17 საათს მიმდინარეობდა. ვერც ვხვდები, რა გადავიტანე. 17 საათი მეძინა, "მახარას" - 7 საათი. თურქმა ექიმმა მითხრა, შენს ოპერაციაზე ღმერთი იყო ჩემთან, რომ გაგჭერი, რაც კატეზე მქონდა ნანახი, ბევრად უარესი სურათი დამხვდაო. არცერთი ღვიძლის სადინარი ღია არ იყო, ყველა ჩაკეტილი გქონდაო...

- ადამიანი, რომელიც გვერდიდან არ მოგცილდათ, რომელმაც ეს ყველაფერი თქვენთან ერთად გადაიტანა, ეს თქვენი მეუღლეა...

- ნინო რომ არა, ცოცხალი არ ვიქნებოდი. ნინომ მაჩუქა სიცოცხლე გლობალურად, მახარამ კი - კონკრეტულად. ყველაფერი რაც მოხდა, ვფიქრობ, რომ უფლის ნება იყო.

- 30 წლის რომ იყოთ და ეს გამოცდილება გქონდეთ, ისევე იცხოვრებდით, როგორც აქამდე?

- ისეთ ასაკში მივიღე პირველი ტკივილები, რომ ძალიან პატარა უკვე უფალთან ვიყავი. 17 წლისას 16 წლის და დამეღუპა. ეს ტკივილი მთელი ცხოვრება დამაქვს. მერე გარშემო ადამიანები, მეგობრები წავიდნენ - ჩემი გეგა კობახიძე, ჩემი ირაკლი ჩარკვიანი, ერეკლე ბადურაშვილი, გიო ხუციშვილი, თავგასა... რაღაცნაირი თაობა ვიყავით, თავისუფლების მოყვარული... მეგობარი არ დამრჩა...

- თავისუფლება ახსენეთ და თქვენი ბენდენაც ამის გამოძახილია, ხომ?

- ბენდენა თავზე 1976 წელს, მე-9 კლასში გავიკეთე. ფოტოც მაქვს გეგა კობახიძესთან ერთად მაგ დროს გადაღებული. ბენდენის გამო ქუჩაში ძველ ბიჭებთან სულ ჩხუბი მქონდა... ის დღეს ჩემი ნაწილია, სხვანაირად არც შემიძლია, ერთ-ერთი ატრიბუტია, რომლის გარეშეც ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია.

- საჩუქრად იღებთ ხოლმე ბენდენას თუ თავად იძენთ?

- ძირითადად, მე ვჩუქნი ხოლმე ბენდენებს სხვებს, ყველანაირ ბენდენას ვერ ვიკეთებ. სულ რომ თავზე მაქვს, ასეთ დროს ხარისხს მნიშვნელობას ვანიჭებ. ასე რომ, ჩვენთან პირველმა გავიკეთე ბენდენა და ასევე პირველმა - საყურე. ამის გამო ბევრი კონფლიქტი მქონია, მაგრამ მერე ამ გამბედაობისთვის ძველი ბიჭებიც პატივისცემით მიყურებდნენ.

- ამდენი ხანია თურქეთში ხართ, ალბათ მოგენატრათ თბილისი?

- ვგიჟდები საქართველოზე, მომენატრა თბილისი ძალიან. უზომოდ მიყვარს ჩემი ქვეყანა. იმედი მაქვს, რომ კაცობრიობა გადარჩება. მშვიდობა და ჯანმრთელობა მინდა საქართველოს ვუსურვო. თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, წელს საიუბილეო წელი მაქვს - 50 წელი სცენაზე, ანუ 50 წელი პირველი საავტორო კონცერტიდან და 2 დეკემბერს 65 წლის ვხდები. 2024 წელიც საიუბილეო იქნება... კი, პირველი საავტორო კონცერტი 15 წლისას მქონდა. დავით თორაძემ და მორის ფოცხიშვილმა წარმადგინეს. მე-8 კლასში ვიყავი, ხელოვნების სახლში 24 ნაწარმოები წარმოვადგინე. მანამდე 6 წლიდან სცენაზე ვარ... ჯერ არ მქონია, ჩემი სიმღერების ცალკე საღამო. აუცილებლად გავაკეთებ ერთ საიუბილეო კონცერტს ფილარმონიაში. მაგრამ, როგორც ვთქვი, ბევრი რამ დამოკიდებულია ჩემს ჯანმრთელობაზე.