მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აღფრთოვანებული ვართ პროგრესით, რომელსაც უკრაინამ კონტრშეტევის დროს მიაღწია" - ვიქტორია ნულანდი
"აღფრთოვანებული ვართ პროგრესით, რომელსაც უკრაინამ კონტრშეტევის დროს მიაღწია" - ვიქტორია ნულანდი

უკ­რა­ი­ნის კონ­ტრშე­ტე­ვა გრძელ­დე­ბა და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია იმ პროგ­რე­სით, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნის დამ­ცვე­ლებ­მა მი­აღ­წი­ეს, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, ვიქ­ტო­რია ნუ­ლან­დმა გა­ნა­ცხა­და.

”ეს კონ­ტრშე­ტე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს კი­ლო­მეტრ-კი­ლო­მეტ­რო­ბით, მაგ­რამ ჩვენ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვართ პროგ­რე­სით, რო­მე­ლიც მიღ­წე­უ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით სამ­ხრეთ­ში”, - აღ­ნიშ­ნა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლემ.

მისი თქმით, რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნის სამ­ხრეთ­ში თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძლი­ე­რი თავ­დაც­ვა შექ­მნა, რომ­ლის დაძ­ლე­ვაც შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბებს შო­რის მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბით.

"სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენ ვცდი­ლობთ მჭიდ­როდ ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბას­თან, მი­ვა­წო­დოთ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა მე­ქა­ნი­ზე­ბუ­ლი გა­ნაღმვის­თვის, შორ მან­ძილ­ზე მოქ­მე­დი არ­ტი­ლე­რია და სხვა ია­რა­ღე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა ნუ­ლან­დმა.

მისი თქმით, ამე­რი­კულ­მა მხა­რემ ევ­რო­პელ, აზი­ელ და აფ­რი­კელ პარტნი­ო­რებს ყვე­ლა­ფე­რი აუხ­სნა იმ უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც საფრ­თხეს უქ­მნის გლო­ბა­ლურ უსაფრ­თხო­ე­ბას, თუ უკ­რა­ი­ნა ომში არ გა­ი­მარ­ჯვებს.

„თუ უკ­რა­ი­ნა არ გა­ი­მარ­ჯვებს, თუ პუ­ტი­ნი წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს, ამ ტი­პის ბო­რო­ტე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში ნორ­მა გახ­დე­ბა. უკ­რა­ი­ნა დგას დე­მოკ­რა­ტი­ის სწორ მხა­რეს და ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ამე­რი­კელ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
2

რამ აღგაფრთოვანა ქალბატონო უკრაინამ ეს ომი ხომ უნდა მოიგოს ბოლოს ფა ბოლოს თქვენნაირების აზროვნებით? იძახეთ მერე ვავა უკრაინე ვავა უკრაინე ვავა უკრაინე ვავა უკრაინე ვავა უკრაინე უკრაინა აღარ იარსებებს ფაფუუუ

კრიტიკოსი
2

თითო აღშფოთებაში რამდენია პრემია? და ნეტა ხელფასს რაში იღებთ?!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"აღფრთოვანებული ვართ პროგრესით, რომელსაც უკრაინამ კონტრშეტევის დროს მიაღწია" - ვიქტორია ნულანდი

"აღფრთოვანებული ვართ პროგრესით, რომელსაც უკრაინამ კონტრშეტევის დროს მიაღწია" - ვიქტორია ნულანდი

უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება და შეერთებული შტატები აღფრთოვანებულია იმ პროგრესით, რომელსაც უკრაინის დამცველებმა მიაღწიეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.

”ეს კონტრშეტევა მიმდინარეობს კილომეტრ-კილომეტრობით, მაგრამ ჩვენ აღფრთოვანებული ვართ პროგრესით, რომელიც მიღწეულია, განსაკუთრებით სამხრეთში”, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

მისი თქმით, რუსეთმა უკრაინის სამხრეთში თვეების განმავლობაში ძლიერი თავდაცვა შექმნა, რომლის დაძლევაც შესაძლებელია შეერთებული შტატებისა და უკრაინის მთავრობებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით.

"სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ უკრაინის მთავრობასთან, მივაწოდოთ აღჭურვილობა მექანიზებული განაღმვისთვის, შორ მანძილზე მოქმედი არტილერია და სხვა იარაღები“, - აღნიშნა ნულანდმა.

მისი თქმით, ამერიკულმა მხარემ ევროპელ, აზიელ და აფრიკელ პარტნიორებს ყველაფერი აუხსნა იმ უარყოფითი შედეგების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას, თუ უკრაინა ომში არ გაიმარჯვებს.

„თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს, თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს, ამ ტიპის ბოროტება მთელ მსოფლიოში ნორმა გახდება. უკრაინა დგას დემოკრატიის სწორ მხარეს და ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება“, - აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.