მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახს და საყვარელ ნაკრებს არ ვირჩევთ... ისე ვიქცევით სტადიონზე, მხოლოდ ამიტომ უნდა მოგვცენ ის სტატუსი, რაზეც ამდენს გვალოდინებენ" - შოთა არველაძე ესპანეთთან წაგებულ მატჩზე
"ოჯახს და საყვარელ ნაკრებს არ ვირჩევთ... ისე ვიქცევით სტადიონზე, მხოლოდ ამიტომ უნდა მოგვცენ ის სტატუსი, რაზეც ამდენს გვალოდინებენ" - შოთა არველაძე ესპანეთთან წაგებულ მატჩზე

ვე­ტე­რა­ნი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, შოთა არ­ვე­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და ეს­პა­ნე­თის და­პი­რის­პი­რე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა და წერს:

"მხო­ლოდ გულ­შე­მატ­კივ­რის რე­აქ­ცი­აც საკ­მა­რი­სია, ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის მძი­მე მარ­ცხის შემ­დეგ, იმის­თვის, რომ იმე­დი და თავ­და­ჯე­რე­ბა არ დავ­კარ­გოთ. დი­ნა­მო არე­ნა­ზე მწა­რე და მტკივ­ნე­ულ წა­გე­ბას­თან ერ­თად, პირ­ვე­ლად ვნა­ხე ამ რა­ო­დე­ნო­ბის გულ­შე­მატ­კივ­რის გულ­წრფე­ლი მხარ­და­ჭე­რა, რო­მე­ლიც თა­ვის ტაშს და სიყ­ვა­რულს არ აკავ­ში­რებს წა­გე­ბას­თან ან ნე­ბის­მი­ერ სხვა შე­დეგ­თან. რომ ვიხ­სე­ნებ, ამ კუ­თხით რა გა­მოგ­ვივ­ლია წლე­ბის მან­ძილ­ზე, რო­გორ მოქ­მე­დებ­და არა­რე­ა­ლუ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი და გან­წყო­ბე­ბი შე­დე­გებ­ზე, ვფიქ­რობ წარ­მო­უდ­გენ­ლად წინ წა­ვე­დით. ქო­მა­გე­ბი ბოლო წუ­თამ­დე ამ­ხნე­ვებ­დნენ ნაკ­რებს და ყვე­ლა­ზე თვალ­ში­სა­ცე­მი იყო, როცა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა მინ­დო­რი ტა­შის ფონ­ზე და­ტო­ვეს. გან­სა­კუთ­რე­ბით ახა­ლი თა­ო­ბის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და­ე­წია ახა­ლი თა­ო­ბის წარ­მა­ტე­ბულ ფეხ­ბურ­თე­ლებს და სპორ­ტსმე­ნებს, ამი­ტომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ამ ემო­ცი­ამ და ერ­თი­ა­ნო­ბამ წარ­მა­ტე­ბამ­დე არ მიგ­ვიყ­ვა­ნოს. ოჯახს და საყ­ვა­რელ ნაკ­რებს არ ვირ­ჩევთ. კი, ორი­ვე­ზე გავ­ბრა­ზე­ბულ­ვართ, იუ­მო­რიც ჩვე­ნი საქ­მეა და მწა­რე სი­ტყვაც კარ­გად გვე­ხერ­ხე­ბა, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­მა მთა­ვა­რი მი­ზა­ნი არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყოს. შე­დეგს არც ოს­ლო­ში ექ­ნე­ბა გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა, მაგ­რამ იმ დარ­ტყმას, რაც მი­ვი­ღეთ, ვერ და­ვი­ვი­წყებთ, თუ ხა­სი­ათს არ გა­მო­ვავ­ლენთ. ჩვენ­თვის, გულ­შე­მატ­კივ­რის­თვის მხო­ლოდ ამის და­ნახ­ვაც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა.

P.S. ისე ვიქ­ცე­ვით სტა­დი­ონ­ზე, დი­დე­ბიც და პა­ტა­რე­ბიც, მხო­ლოდ ამი­ტომ უნდა მოგ­ვცენ ის სტა­ტუ­სი, რა­ზეც ამ­დენს გვა­ლო­დი­ნე­ბენ" - წერს არ­ვე­ლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ეს­პა­ნეთს უმას­პინ­ძლა და გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ან­გა­რი­შით 1:7 და­მარ­ცხდა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
`
1

კი,წააგეთ ბავრი და სულ ტუჩზე კოცნით მიგიღებენ ევროკავშირში:)

სდ
0

ფეხბურთელებს სავარაუდოდ შიათ, საჭმელს არ აჭმევენ, ბურთს ფეხს, რომ დაჰკრავენ ისე ბანცალებენ წაქცევას 1 წამი აკლია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ოჯახს და საყვარელ ნაკრებს არ ვირჩევთ... ისე ვიქცევით სტადიონზე, მხოლოდ ამიტომ უნდა მოგვცენ ის სტატუსი, რაზეც ამდენს გვალოდინებენ" - შოთა არველაძე ესპანეთთან წაგებულ მატჩზე

"ოჯახს და საყვარელ ნაკრებს არ ვირჩევთ... ისე ვიქცევით სტადიონზე, მხოლოდ ამიტომ უნდა მოგვცენ ის სტატუსი, რაზეც ამდენს გვალოდინებენ" - შოთა არველაძე ესპანეთთან წაგებულ მატჩზე

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, შოთა არველაძე საქართველოს ნაკრებისა და ესპანეთის დაპირისპირებას ეხმიანება და წერს:

"მხოლოდ გულშემატკივრის რეაქციაც საკმარისია, ჩვენი ნაკრების მძიმე მარცხის შემდეგ, იმისთვის, რომ იმედი და თავდაჯერება არ დავკარგოთ. დინამო არენაზე მწარე და მტკივნეულ წაგებასთან ერთად, პირველად ვნახე ამ რაოდენობის გულშემატკივრის გულწრფელი მხარდაჭერა, რომელიც თავის ტაშს და სიყვარულს არ აკავშირებს წაგებასთან ან ნებისმიერ სხვა შედეგთან. რომ ვიხსენებ, ამ კუთხით რა გამოგვივლია წლების მანძილზე, როგორ მოქმედებდა არარეალური მოლოდინები და განწყობები შედეგებზე, ვფიქრობ წარმოუდგენლად წინ წავედით. ქომაგები ბოლო წუთამდე ამხნევებდნენ ნაკრებს და ყველაზე თვალშისაცემი იყო, როცა ფეხბურთელებმა მინდორი ტაშის ფონზე დატოვეს. განსაკუთრებით ახალი თაობის გულშემატკივარი დაეწია ახალი თაობის წარმატებულ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს, ამიტომ წარმოუდგენელია ამ ემოციამ და ერთიანობამ წარმატებამდე არ მიგვიყვანოს. ოჯახს და საყვარელ ნაკრებს არ ვირჩევთ. კი, ორივეზე გავბრაზებულვართ, იუმორიც ჩვენი საქმეა და მწარე სიტყვაც კარგად გვეხერხება, მაგრამ ამ ყველაფერმა მთავარი მიზანი არ უნდა დაგვავიწყოს. შედეგს არც ოსლოში ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ იმ დარტყმას, რაც მივიღეთ, ვერ დავივიწყებთ, თუ ხასიათს არ გამოვავლენთ. ჩვენთვის, გულშემატკივრისთვის მხოლოდ ამის დანახვაც საკმარისი იქნება.

P.S. ისე ვიქცევით სტადიონზე, დიდებიც და პატარებიც, მხოლოდ ამიტომ უნდა მოგვცენ ის სტატუსი, რაზეც ამდენს გვალოდინებენ" - წერს არველაძე.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 1:7 დამარცხდა.

ასევე იხილეთ: