საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი ოცეულის" სამიტი წარმატებით დასრულდა - დასავლეთის ქვეყნებმა დღის წესრიგის "უკრაინიზაცია“ ვერ მოახერხეს" - სერგეი ლავროვი
"დიდი ოცეულის" სამიტი წარმატებით დასრულდა - დასავლეთის ქვეყნებმა დღის წესრიგის "უკრაინიზაცია“ ვერ მოახერხეს" - სერგეი ლავროვი

ნიუ-დე­ლი­ში "დიდი ოცე­უ­ლის" სა­მი­ტი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, სერ­გეი ლავ­როვ­მა გა­ნა­ცხა­და.

"სა­მი­ტი უპი­რო­ბო წარ­მა­ტე­ბაა მოქ­მე­დი თავ­მჯდო­მა­რე ქვეყ­ნის­თვის, ინ­დო­ე­თის­თვის, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვის. "დიდი ოცე­უ­ლი" შიდა რე­ფორ­მი­რე­ბას გა­ნიც­დის. ეს გა­მო­ი­ხა­ტა იმა­ში, რომ "დიდი ოცე­უ­ლის" წევ­რე­ბი გლო­ბა­ლუ­რი სამ­ხრე­თი­დან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­აქ­ტი­ურ­დნენ", - აღ­ნიშ­ნა ლავ­როვ­მა.

მისი თქმით, და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­მა სა­მი­ტის დღის წეს­რი­გის „უკ­რა­ი­ნი­ზა­ცია“ ვერ მო­ა­ხერ­ხეს. ”ძი­რი­თა­დად, გლო­ბა­ლუ­რი სამ­ხრე­თის კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ის წყა­ლო­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და და­სავ­ლე­თის მცდე­ლო­ბის აღ­კვე­თა, მო­ეხ­დი­ნათ სა­მი­ტის დღის წეს­რი­გის უკ­რა­ი­ნი­ზა­ცია გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბის გა­და­უ­დე­ბე­ლი ამო­ცა­ნე­ბის გან­ხილ­ვის სა­ზი­ა­ნოდ", - აღ­ნიშ­ნა რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ, "დიდი ოცე­უ­ლის" ქვეყ­ნებ­მა ერ­თობ­ლი­ვი დეკ­ლა­რა­ცია შე­ა­თან­ხმეს. დეკ­ლა­რა­ცი­ის ტექ­სტში არ არის სა­უ­ბა­რი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბის დაგ­მო­ბა­ზე, ამის ნაც­ვლად აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ომმა ადა­მი­ა­ნე­ბის უზარ­მა­ზა­რი ტან­ჯვა გა­მო­იწ­ვია. დეკ­ლა­რა­ცია ყვე­ლა ქვე­ყა­ნას გა­ე­რო-ს წეს­დე­ბის დაც­ვი­სა და ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის­გან თავ­შე­კა­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ დეკ­ლა­რა­ცია გა­აკ­რი­ტი­კა და გა­ნა­ცხა­და, რომ მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ა­მა­ყო არა­ფე­რია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

რუსული ნედლეულით და ენერგომატარებლებით მსოფლიოს უდიდესი ნაწილის ეკონომიკაა ათეული წლებია უზრუნველყოფილი, ამ მიწოდების შეჩერება ნებისმიერის წარმოებაზე უარყოფითად აისახება, ამიტომ დიდი შვიდეულიც და გ-20 იყენებენ შუამავალ ქვეყნებში ახლად დარეგისტრირებულ , თავისავე კონტროლირებად შუამავალ კომპანიებს, ესაა სულ ამათი სანქციები და რუსს არაფერი ეტყობა, მასაც შუამავლით ამარაგებენ, ლარსიდან არა კვახი, ლარსი ატარებს 400 ტონას, ოთხასს, 2მილიარდი ტონა ტვირთბრუნვა აქვს რუსეთს 8 ზღვა და 5 ოკენაე აკრავს სამასი პორტით, კასპიის ზღვის გზა ირანზე საერთოდ მოღიავებულია, სადაც უნდა მისწვდება! დახუნძლულია მისი სუპერმარკეტები გ-20-ს პროდუქციით , კოკაკოლასაც კი სახელი გადაარქვეს და იგივე ქარხანაში იგივეს უშვებენ, ქვია სხვა რამ და კიდევ , სუპერმარკეტებში საქონელი დახლებზე გამოფენილი რაცაა ასორტიმენტიც გაეზარდათ, ხარისხიც და ფასი იგივე დარჩა , აი ასეა, აომებენ , ამას ფული, იმას იარაღი და ხოცონ ერთმანეთიო ! და აქ უნდა შეგვეყო თავი ? ახლა ხომ აღარ გვექნებოდა ეგ თავი ?!

მერე,
0

თუ ეგრე კარგად გაქვთ საქმე, რაღას იჭმუჭნები, შე კაცო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დიდი ოცეულის" სამიტი წარმატებით დასრულდა - დასავლეთის ქვეყნებმა დღის წესრიგის "უკრაინიზაცია“ ვერ მოახერხეს" - სერგეი ლავროვი

"დიდი ოცეულის" სამიტი წარმატებით დასრულდა - დასავლეთის ქვეყნებმა დღის წესრიგის "უკრაინიზაცია“ ვერ მოახერხეს" - სერგეი ლავროვი

ნიუ-დელიში "დიდი ოცეულის" სამიტი წარმატებით დასრულდა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"სამიტი უპირობო წარმატებაა მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნისთვის, ინდოეთისთვის, ყველა ჩვენგანისთვის. "დიდი ოცეული" შიდა რეფორმირებას განიცდის. ეს გამოიხატა იმაში, რომ "დიდი ოცეულის" წევრები გლობალური სამხრეთიდან მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ", - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა სამიტის დღის წესრიგის „უკრაინიზაცია“ ვერ მოახერხეს. ”ძირითადად, გლობალური სამხრეთის კონსოლიდირებული პოზიციის წყალობით, შესაძლებელი გახდა დასავლეთის მცდელობის აღკვეთა, მოეხდინათ სამიტის დღის წესრიგის უკრაინიზაცია განვითარებადი ქვეყნების გადაუდებელი ამოცანების განხილვის საზიანოდ", - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, გუშინ, "დიდი ოცეულის" ქვეყნებმა ერთობლივი დეკლარაცია შეათანხმეს. დეკლარაციის ტექსტში არ არის საუბარი უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებების დაგმობაზე, ამის ნაცვლად აღნიშნულია, რომ ომმა ადამიანების უზარმაზარი ტანჯვა გამოიწვია. დეკლარაცია ყველა ქვეყანას გაერო-ს წესდების დაცვისა და ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეკლარაცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მასთან დაკავშირებით საამაყო არაფერია.