მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერდოღანი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შერბილებას ცდილობს" - რას წერს მედია?
"ერდოღანი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შერბილებას ცდილობს" - რას წერს მედია?

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის შერ­ბი­ლე­ბას ცდი­ლობს. თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი, რო­მე­ლიც ნიუ-დე­ლი­ში მიმ­დი­ნა­რე G-20-ის სა­მი­ტის მუ­შა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, ჯგუ­ფის ლი­დე­რებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­სა და შავი ზღვის მარ­ცვლე­უ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვის­კენ მო­უ­წო­დებს.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­მი­ტის მო­ნა­წი­ლე თურ­ქე­თის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ზე დაყ­რდნო­ბით, Bloomberg-ი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­დო­ღა­ნი მსოფ­ლიო ლი­დე­რებს სურ­სა­თი­სა და სა­სუ­ქის რუ­სუ­ლი ექ­სპორ­ტის და­ზღვე­ვის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­დახ­დე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად SWIFT-ის სის­ტე­მა­ში მოს­კო­ვის ხე­ლა­ხა­ლი ჩარ­თვის­კენ მო­უ­წო­დებს. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტთან დი­ა­ლო­გის შემ­დეგ, „დიდი ოცე­უ­ლის“ წევ­რი ქვეყ­ნე­ბი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან და უკ­რა­ი­ნი­დან სურ­სა­თის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და შე­უ­ფერ­ხე­ბელ მი­წო­დე­ბას და­თან­ხმდე­ბი­ან და გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით აფ­რი­კა­ში, არ­სე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის­თვის შავი ზღვის მარ­ცვლე­უ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბას ხაზს გა­უს­ვა­მენ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ აშშ და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბი სან­ქცი­ე­ბის შერ­ბი­ლე­ბის შე­სა­ხებ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­თხოვ­ნას არ გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰმ.
8

 ხორბალი ვისია? უკრაინის.

პუტინი ვინაა, შავი ზღვის მეკობრე? 

Qeto
26

ვინ ეკითხება ერდოღანს ევროპა და ამერიკის სანქციები! უფრო კარგად რომ გადახნას ურდომ უკრაინა, ამიტომ უნდა შეუმსუბუქოს ურდოს სანქციები? თავის ქვეყანას მიხედოს, რომ დარბის წინ და უკან უკუდო ხარივით!

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ერდოღანი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შერბილებას ცდილობს" - რას წერს მედია?

"ერდოღანი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შერბილებას ცდილობს" - რას წერს მედია?

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შერბილებას ცდილობს. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც ნიუ-დელიში მიმდინარე G-20-ის სამიტის მუშაობაში მონაწილეობს, ჯგუფის ლიდერებს რუსეთის ფედერაციის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივისკენ მოუწოდებს.

ინფორმაციას სამიტის მონაწილე თურქეთის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ერდოღანი მსოფლიო ლიდერებს სურსათისა და სასუქის რუსული ექსპორტის დაზღვევის შემსუბუქებასა და საერთაშორისო გადახდების განსახორციელებლად SWIFT-ის სისტემაში მოსკოვის ხელახალი ჩართვისკენ მოუწოდებს. მოსალოდნელია, რომ თურქეთის პრეზიდენტთან დიალოგის შემდეგ, „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნები რუსეთის ფედერაციიდან და უკრაინიდან სურსათის დაუყოვნებლივ და შეუფერხებელ მიწოდებას დათანხმდებიან და განვითარებად ქვეყნებში, განსაკუთრებით აფრიკაში, არსებული საჭიროებებისთვის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის მნიშვნელობას ხაზს გაუსვამენ. შეგახსენებთ, რომ აშშ და მისი მოკავშირეები სანქციების შერბილების შესახებ რუსეთის ფედერაციის მოთხოვნას არ განიხილავენ.