სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ მანქანებიც ვეღარ დადიან, ამ წუთებშიც წვიმს... არხში, სადაც წვიმის წყალი გროვდება, პატარა მილები ჩაყარეს და იჭედება" - რას ჰყვება სტიქიის ზონიდან მამუკა ღლონტი?
"აქ მანქანებიც ვეღარ დადიან, ამ წუთებშიც წვიმს... არხში, სადაც წვიმის წყალი გროვდება, პატარა მილები ჩაყარეს და იჭედება" - რას ჰყვება სტიქიის ზონიდან მამუკა ღლონტი?

გუ­რი­ა­ში მო­სულ­მა ჭარბმა ნა­ლექ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა. და­იტ­ბო­რა ეზო­ე­ბი, სახ­ლე­ბი. კაპ­რო­ვა­ნის ტე­რი­ტო­რი­აც წყლით გა­ივ­სო. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ხელ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მარ­თვის ცენ­ტრ 112-დან, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში 100-ზე მეტი შე­ტყო­ბი­ნე­ბაა შე­მო­სუ­ლი გუ­რი­ი­სა და აჭა­რის რე­გი­ო­ნე­ბი­დან.

ეზო და სახ­ლი პრო­დი­უ­სერ მა­მუ­კა ღლონ­ტსაც და­ეტ­ბო­რა. AMBEBI.GE მა­მუ­კა ღლონტს და­უ­კავ­შირ­და:

- ბოლო წლე­ბია, აქ ასე­თი დიდი წვი­მა სულ მო­დის. არხში, სა­დაც წვი­მის წყა­ლი გროვ­დე­ბა და შემ­დეგ ზღვა­ში ჩა­დის, მო­სახ­ლო­ე­ბამ გა­ა­კე­თა გა­და­სას­ვლე­ლე­ბი, თა­ვი­ანთ ნაკ­ვე­თე­ბამ­დე მი­სას­ვლე­ლე­ბი, ოღონდ, ჩა­ყა­რეს პა­ტა­რა მი­ლე­ბი, რომ­ლის გა­ჭედ­ვის შან­სი ბევ­რად დი­დია, ვიდ­რე დიდი მი­ლის შემ­თხვე­ვა­ში. ამას სა­ხელ­მწი­ფომ ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცია, არ აუკ­რძა­ლა, რომ ასე­თი რამ არ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, არ გა­ა­კე­თა მო­ნი­ტო­რინ­გი და არც დღემ­დე აკე­თებს ამას. ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­მო­იწ­ვია ის, რომ წვი­მის წყა­ლი აღარ მი­დის არ­სად და დგე­ბა, ტე­რი­ტო­რია იტ­ბო­რე­ბა. კაპ­რო­ვანს კი­დევ არა უშავს, ოდ­ნავ შე­მაღ­ლე­ბულ­ზეა, ურეკ­ში მან­ქა­ნე­ბიც ვერ და­დი­ან, ამ წუ­თა­საც წვიმს. ურეკ­ში წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნი დამ­სვე­ნე­ბე­ლია, სად უნდა წა­ვიდ­ნენ?!.

- თქვენ­თან ასე­თი შემ­თხვე­ვა პირ­ვე­ლა­დაა?

- ჩემ­თან ისე­თი შემ­თხვე­ვა, რომ სახ­ლში წყა­ლი შე­სუ­ლი­ყო, პირ­ვე­ლა­დაა. სხვა შემ­თხვე­ვა­ში დგე­ბა ხოლ­მე, მაგ­რამ ჩქა­რა გა­დის. არხი ადრე მუ­შა­ობ­და, წყა­ლი იქ ჩა­დი­ო­და. მაგ­რამ თუ სტი­ქი­აა, რა თქმა უნდა, ჩა­კე­ტავს და და­იტ­ბო­რე­ბა.

- წყა­ლი ყვე­ლა კო­ტე­ჯში შე­ვი­და?

- ჩემ­თან ერთ კო­ტე­ჯში, მაგ­რამ ახლა და­მი­რე­კეს, კაპ­რო­ვან­ში ბევ­რგან არის შე­სუ­ლი... ამ არ­ხის ამოვ­სე­ბას აპი­რებ­დნენ, რომ ნაკ­ვე­თე­ბი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. ეგ რომ შე­მო­მით­ვა­ლეს, ვუ­თხა­რი, რომ არ ამო­გავ­სე­ბი­ნებთ-თქო. სა­ხელ­მწი­ფომ ამას უნდა მი­ხე­დოს, არხი გაწ­მინ­დოს და რო­გორც წე­სია, ისე გა­კეთ­დეს ეს არ­ხე­ბი. არის ბე­ტო­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი მი­ლე­ბი, მომრგვა­ლე­ბუ­ლი, რომ­ლიც უნდა ჩა­დონ, რომ წყალ­მა თა­ვი­სუფ­ლად ია­როს. არა­და, აქ სულ ასე იქ­ნე­ბა... ამი­ტომ, უნდა მი­ხე­დონ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოი
10

რა გინდა კაცო,ერთხელ მაინც თქვით და აღიარეთ რომ ბუნება დაუნდობლად უტევს სამყაროს და იქნებ ყველამ მოუხმოთ გონს და ეს ვირ-ეშმაკული განცხადებები არ აკეთოთ!...ფუი მართლა,რა საზიზღარი ა ადამიანის მოდგმა!...ვიღაცა ნაცი რის გაფუჭებას ვიოლა და ის ანგელოზი ბავშვები რომ ჩაყლაპა მეწყერმა,არად დაგიდევთ- თავისი არ იყო და....ღმერთმა რისხვა დაატეხა სამყარო ს არასწორი ცხოვრების გამო და ესენი ღარიბაშვილს და სააკაშვილს აბრალებენ!

!!!!!!!!!!!
6

წყალდიდობები რომ იცოდა, იმიტომაც აშენდბდნენ სახლებს ფეხებზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"აქ მანქანებიც ვეღარ დადიან, ამ წუთებშიც წვიმს... არხში, სადაც წვიმის წყალი გროვდება, პატარა მილები ჩაყარეს და იჭედება" - რას ჰყვება სტიქიის ზონიდან მამუკა ღლონტი?

"აქ მანქანებიც ვეღარ დადიან, ამ წუთებშიც წვიმს... არხში, სადაც წვიმის წყალი გროვდება, პატარა მილები ჩაყარეს და იჭედება" - რას ჰყვება სტიქიის ზონიდან მამუკა ღლონტი?

გურიაში მოსულმა ჭარბმა ნალექმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. დაიტბორა ეზოები, სახლები. კაპროვანის ტერიტორიაც წყლით გაივსო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-დან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული გურიისა და აჭარის რეგიონებიდან.

ეზო და სახლი პროდიუსერ მამუკა ღლონტსაც დაეტბორა. AMBEBI.GE მამუკა ღლონტს დაუკავშირდა:

- ბოლო წლებია, აქ ასეთი დიდი წვიმა სულ მოდის. არხში, სადაც წვიმის წყალი გროვდება და შემდეგ ზღვაში ჩადის, მოსახლოებამ გააკეთა გადასასვლელები, თავიანთ ნაკვეთებამდე მისასვლელები, ოღონდ, ჩაყარეს პატარა მილები, რომლის გაჭედვის შანსი ბევრად დიდია, ვიდრე დიდი მილის შემთხვევაში. ამას სახელმწიფომ ყურადღება არ მიაქცია, არ აუკრძალა, რომ ასეთი რამ არ გაეკეთებინათ, არ გააკეთა მონიტორინგი და არც დღემდე აკეთებს ამას. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ წვიმის წყალი აღარ მიდის არსად და დგება, ტერიტორია იტბორება. კაპროვანს კიდევ არა უშავს, ოდნავ შემაღლებულზეა, ურეკში მანქანებიც ვერ დადიან, ამ წუთასაც წვიმს. ურეკში წარმოიდგინეთ, რამდენი დამსვენებელია, სად უნდა წავიდნენ?!.

- თქვენთან ასეთი შემთხვევა პირველადაა?

- ჩემთან ისეთი შემთხვევა, რომ სახლში წყალი შესულიყო, პირველადაა. სხვა შემთხვევაში დგება ხოლმე, მაგრამ ჩქარა გადის. არხი ადრე მუშაობდა, წყალი იქ ჩადიოდა. მაგრამ თუ სტიქიაა, რა თქმა უნდა, ჩაკეტავს და დაიტბორება.

- წყალი ყველა კოტეჯში შევიდა?

- ჩემთან ერთ კოტეჯში, მაგრამ ახლა დამირეკეს, კაპროვანში ბევრგან არის შესული... ამ არხის ამოვსებას აპირებდნენ, რომ ნაკვეთები გაეკეთებინათ. ეგ რომ შემომითვალეს, ვუთხარი, რომ არ ამოგავსებინებთ-თქო. სახელმწიფომ ამას უნდა მიხედოს, არხი გაწმინდოს და როგორც წესია, ისე გაკეთდეს ეს არხები. არის ბეტონის სპეციალური მილები, მომრგვალებული, რომლიც უნდა ჩადონ, რომ წყალმა თავისუფლად იაროს. არადა, აქ სულ ასე იქნება... ამიტომ, უნდა მიხედონ.

წაიკითხეთ ასევე: