პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტრასბურგის სასამართლომ არ გაიზიარა ნიკა მელიას მტკიცება მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე" - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა
სტრასბურგის სასამართლომ არ გაიზიარა ნიკა მელიას მტკიცება მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე"  - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ საქ­მე­ზე - "მე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“ და­ად­გი­ნა, რომ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას და­კა­ვე­ბა და პა­ტიმ­რო­ბა კა­ნო­ნი­ე­რი იყო და ევ­რო­პულ კონ­ვენ­ცი­ას სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ად­გი­ლი არ ჰქო­ნია ნი­კა­ნორ მე­ლი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნას და სა­ხელ­მწი­ფოს მო­ტი­ვი, გა­მო­ძი­ე­ბის წარ­მო­ე­ბის დროს, მე­ლი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან ჩა­მო­შო­რე­ბა არ ყო­ფი­ლა.

"რო­გორც ცნო­ბი­ლია, ნი­კა­ნორ მე­ლი­ას 2019 წლის 25 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა ჯგუ­ფუ­რი მოქ­მე­დე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის და ამ­გვარ მოქ­მე­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, რა­საც თან ახ­ლდა ძა­ლა­დო­ბა, დარ­ბე­ვა, სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა ან გა­ნად­გუ­რე­ბა. ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ად­გათ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 50-მდე თა­ნამ­შრო­მელს.

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე ნი­კა­ნორ მე­ლია ამ­ტკი­ცებ­და, რომ მის მი­მართ და­ირ­ღვა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-5 მუხ­ლი - თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის უფ­ლე­ბა და მე-18 მუხ­ლი - უფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა­თა გა­მო­ყე­ნე­ბის ფარ­გლე­ბი. მომ­ჩი­ვა­ნის მტკი­ცე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა - პა­ტიმ­რო­ბა, უკა­ნო­ნო იყო და ის "პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან მის ჩა­მო­შო­რე­ბას“ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. მომ­ჩივ­ნის მო­საზ­რე­ბით, საქ­მე იყო ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ხოლო მისი და­პა­ტიმ­რე­ბა იყო პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი. მომ­ჩი­ვა­ნის არ­ცერ­თი ეს არ­გუ­მენ­ტი სა­სა­მარ­თლომ არ გა­ი­ზი­ა­რა.

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს შე­ფა­სე­ბით, საქ­მე­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, მათ შო­რის 2019 წლის 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო-აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბით და­დას­ტურ­და, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად დე­მონ­სტრა­ცია მშვი­დო­ბი­ან ხა­სი­ათს ატა­რებ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცალ­კე­უ­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და მო­წო­დე­ბებს, მათ შო­რის აუ­დიო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ში ის­მო­და ფრა­ზა "რე­ვო­ლუ­ცი­ის და­წყე­ბის თა­ო­ბა­ზე“. ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ნი­კა­ნორ მე­ლია დე­მონ­სტრან­ტებს მო­უ­წო­დებ­და პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის­კენ, რა­საც პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნის გარ­ღვე­ვის მიზ­ნით, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის კი­ბე­ებ­თან შეკ­რე­ბი­ლი რა­მო­დე­ნი­მე ასე­უ­ლი დე­მონ­სტრან­ტის ძა­ლის­მი­ე­რი მი­წო­ლა მოჰ­ყვა; დე­მონ­სტრან­ტე­ბის მხრი­დან, ასე­ვე ად­გი­ლი ჰქონ­და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­სა­მარ­თით სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბის სრო­ლას, მათ­თვის ფა­რე­ბის და რე­ზი­ნის ხელ­კე­ტე­ბის წარ­თმე­ვას და პარ­ლა­მენ­ტის წინ არ­სე­ბუ­ლი მე­ტა­ლის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის დე­მონ­ტაჟს.

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, მომ­ჩივ­ნის მი­მართ ბრა­ლის წარ­დგე­ნა და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა ეფუძ­ნე­ბო­და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის სტან­დარტს, მათ შო­რის ისეთ სან­დო და ნე­იტ­რა­ლურ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რო­გო­რი­ცაა 20 ივ­ნი­სის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი.

სა­სა­მარ­თლომ არ გა­ი­ზი­ა­რა მომ­ჩივ­ნის მტკი­ცე­ბა მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნის თა­ო­ბა­ზე. კერ­ძოდ, ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ უარ­ყო ნი­კა­ნორ მე­ლი­ას არ­გუ­მენ­ტი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მო­ტი­ვი, გა­მო­ძი­ე­ბის წარ­მო­ე­ბის კონ­ტექ­სტში, მომ­ჩი­ვა­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან ჩა­მო­შო­რე­ბა იყო.

დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ცალ­სა­ხად და­დას­ტურ­და, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მი­მართ ეფუძ­ნე­ბო­და მხო­ლოდ სან­დო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს და მის მი­მართ წარ­მო­ე­ბუ­ლი სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბის ფარ­გლებ­ში მისი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ არ გა­ი­ზი­ა­რა მომ­ჩივ­ნის პო­ზი­ცია მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე.

ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მი­მართ წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი სრუ­ლად თან­ხვედ­რა­ში იყო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის დე­ბუ­ლე­ბებ­თან და სუ­ლის­კვე­თე­ბას­თან, ად­გი­ლი არ ჰქო­ნია ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას და ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მი­მართ წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი ნა­კარ­ნა­ხე­ვი იყო მხო­ლოდ სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლით“,- ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონო
1

სტრასბურგს რატომ ვერ იმორჩიილებენ ეს ამერიკელები ვერ გამიგია, ასე შეიძლება?! ნული კოლეგიალობა, აბა სხვა რა ეწოდება, ასე არ ითვალისწინებენ სენატორებს და ევროპარლამენტარებს?! ისინი აბა ტყუილად შეშფოთდნენ?! სტრასბურგი, მოეშვი სისულელეებს, ვიოლა ბიცოლას ნუ აბანძებთ და დეგნანი დეიდას!!!

ბაკარია
5

ერთია რას წერს სტრასბურგი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ხელისუფლებამ უხეში შეცდომა დაუშვა მელიას შტურმით დაჭერით, რაც მელიას გამოშვებით (აბა რას იჭერდა) და 19 აპრილის დამამცირებელ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ზღო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

სტრასბურგის სასამართლომ არ გაიზიარა ნიკა მელიას მტკიცება მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე" - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა

სტრასბურგის სასამართლომ არ გაიზიარა ნიკა მელიას მტკიცება მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე"  - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - "მელია საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ ნიკანორ მელიას დაკავება და პატიმრობა კანონიერი იყო და ევროპულ კონვენციას სრულად შეესაბამებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე გავრცელებული ინფორმაციით, ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადგილი არ ჰქონია ნიკანორ მელიას პოლიტიკური ნიშნით დევნას და სახელმწიფოს მოტივი, გამოძიების წარმოების დროს, მელიას პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორება არ ყოფილა.

"როგორც ცნობილია, ნიკანორ მელიას 2019 წლის 25 ივნისს საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობისთვის და ამგვარ მოქმედებაში მონაწილეობისთვის, რასაც თან ახლდა ძალადობა, დარბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება. ძალადობრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება მიადგათ შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელს.

სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ნიკანორ მელია ამტკიცებდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება და მე-18 მუხლი - უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები. მომჩივანის მტკიცებით, სისხლის სამართლის საქმეზე მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, უკანონო იყო და ის "პოლიტიკური ცხოვრებიდან მის ჩამოშორებას“ ემსახურებოდა. მომჩივნის მოსაზრებით, საქმე იყო ფალსიფიცირებული, ხოლო მისი დაპატიმრება იყო პოლიტიკურად მოტივირებული. მომჩივანის არცერთი ეს არგუმენტი სასამართლომ არ გაიზიარა.

სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით დადასტურდა, რომ თავდაპირველად დემონსტრაცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, თუმცა მოგვიანებით ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან ადგილი ჰქონდა მოწოდებებს, მათ შორის აუდიო მტკიცებულებაში ისმოდა ფრაზა "რევოლუციის დაწყების თაობაზე“. ვიდეო ჩანაწერებით დადასტურდა, რომ ნიკანორ მელია დემონსტრანტებს მოუწოდებდა პარლამენტში შესვლისკენ, რასაც პოლიციის კორდონის გარღვევის მიზნით, პარლამენტის შენობის კიბეებთან შეკრებილი რამოდენიმე ასეული დემონსტრანტის ძალისმიერი მიწოლა მოჰყვა; დემონსტრანტების მხრიდან, ასევე ადგილი ჰქონდა პოლიციელების მისამართით სხვადასხვა ნივთების სროლას, მათთვის ფარების და რეზინის ხელკეტების წართმევას და პარლამენტის წინ არსებული მეტალის კონსტრუქციების დემონტაჟს.

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, მომჩივნის მიმართ ბრალის წარდგენა და გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება ეფუძნებოდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, მათ შორის ისეთ სანდო და ნეიტრალურ მტკიცებულებებს, როგორიცაა 20 ივნისის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები.

სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივნის მტკიცება მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ უარყო ნიკანორ მელიას არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს მოტივი, გამოძიების წარმოების კონტექსტში, მომჩივანის პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორება იყო.

დღევანდელი გადაწყვეტილებით ცალსახად დადასტურდა, რომ სისხლის სამართლის საქმე ნიკანორ მელიას მიმართ ეფუძნებოდა მხოლოდ სანდო მტკიცებულებებს და მის მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი პროცედურების ფარგლებში მისი პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. ასევე აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივნის პოზიცია მართლმსაჯულების მიკერძოებულობის თაობაზე.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ნიკანორ მელიას მიმართ წარმოებული პროცედურები სრულად თანხვედრაში იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებებთან და სულისკვეთებასთან, ადგილი არ ჰქონია ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევას და ნიკანორ მელიას მიმართ წარმოებული სამართლებრივი პროცედურები ნაკარნახევი იყო მხოლოდ სამართლებრივი საფუძვლით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.