მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით..." - მთავრობის სტრატკომი პრემიერის აშშ-ში კერძო ვიზიტზე განცხადებას ავრცელებს
"საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით..." - მთავრობის სტრატკომი პრემიერის აშშ-ში კერძო ვიზიტზე განცხადებას ავრცელებს

მთავ­რო­ბის სტრატ­კო­მი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის აშშ-ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვრცელ­დე­ბა ცრუ ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი შვილ­თან ერ­თად აშშ-ში თით­ქოს­და ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით გა­ემ­გზავ­რა.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მიზ­ნით, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვრცელ­დე­ბა ცრუ ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი შვილ­თან ერ­თად აშშ-ში თით­ქოს­და ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით გა­ემ­გზავ­რა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით გან­ვმარ­ტავთ, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რი და სა­მუ­შაო, ისე კერ­ძო ვი­ზი­ტე­ბის დროს აშშ-ში მგზავ­რობს სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვით, სხვა­დას­ხვა ავი­ა­კომ­პა­ნი­ის რე­გუ­ლა­რუ­ლი, კო­მერ­ცი­უ­ლი რე­ი­სე­ბით. კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტავთ, რომ სა­უ­ბა­რი იყო ჩარ­ტე­რულ ფრე­ნა­ზე, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და თბი­ლი­სი­დან ევ­რო­პის ერთ-ერთი ქა­ლა­ქის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხოლო აშშ-ის მი­მარ­თუ­ლე­ბით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სით გა­ემ­გზავ­რა. კერ­ძო ვი­ზი­ტი­სას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მგზავ­რო­ბის, ასე­ვე ჩარ­ტე­რუ­ლი (კო­მერ­ცი­უ­ლი) რე­ი­სის თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ხარ­ჯი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან არ გა­წე­უ­ლა“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სათᲥმელი
4

ნაცებს ამას ვერ დააჯერებ, მაგათ სხვანაირად არ წარმოუდგენიათ.

Გიო
43

Ბიძინას ზებრა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით..." - მთავრობის სტრატკომი პრემიერის აშშ-ში კერძო ვიზიტზე განცხადებას ავრცელებს

"საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით..." - მთავრობის სტრატკომი პრემიერის აშშ-ში კერძო ვიზიტზე განცხადებას ავრცელებს

მთავრობის სტრატკომი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა.

"საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა“,- აღნიშნულია განცხადებაში.