პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, სიტუაციას ყურადღებით ვაკონტროლებთ" - ნატო რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის ნამსხვრევების სავარაუდო ჩამოვარდნაზე
"მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, სიტუაციას ყურადღებით ვაკონტროლებთ" - ნატო რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის ნამსხვრევების სავარაუდო ჩამოვარდნაზე

ნატო-ში აცხა­დე­ბენ, რომ მტკი­ცე სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დე­ბენ რუ­მი­ნეთს, რომ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც, სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სუ­ლი დრო­ნის ნამ­სხვრე­ვე­ბი ჩა­მო­ვარ­და.

"რუ­მი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ რუ­მი­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს სა­ვა­რა­უ­დოდ დრო­ნის ნამ­სხვრე­ვე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მო­კავ­ში­რე­ებ­მა მტკი­ცე სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­დეს რუ­მი­ნეთს. სი­ტუ­ა­ცი­ას ყუ­რა­დღე­ბით ვა­კონ­ტრო­ლებთ და მჭიდ­რო კავ­შირ­ში ვართ ჩვენს მო­კავ­ში­რე რუ­მი­ნეთ­თან“, - გა­ნა­ცხა­და ნატო-ს პრესს­პი­კერ­მა, დი­ლან უა­ით­მა.

ნატო-ს წევ­რმა რუ­მი­ნეთ­მა, თავ­და­პირ­ვე­ლად არა­ერ­თხელ უარ­ყო უკ­რა­ი­ნის გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ კვი­რას, ღა­მით, უკ­რა­ი­ნის პორტ იზ­მა­ილ­ზე თავ­დას­ხმის დროს რუ­მი­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ირა­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის დრო­ნე­ბი და­ე­ცა და აფეთ­ქდა, მაგ­რამ ოთხშა­ბათს რუ­მი­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ დრო­ნე­ბის ნამ­სხვრე­ვე­ბის მსგავ­სი ელე­მენ­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

რუ­მი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, კლა­უს იო­ჰა­ნის­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სუ­ლი დრო­ნის ნამ­სხვრე­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით "სას­წრა­ფო და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა“ უნდა ჩა­ტარ­დეს.

იო­ჰა­ნი­სის თქმით, გა­მო­ძი­ე­ბამ ნამ­სხვრე­ვე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა, ასე­ვე, რუ­მი­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მათი აღ­მო­ჩე­ნის გა­რე­მო­ე­ბე­ბი უნდა და­ად­გი­ნოს და თუ და­დას­ტურ­დე­ბა, რომ ეს ნამ­სხვრე­ვე­ბი რუ­სუ­ლი დრო­ნის ნა­წი­ლე­ბია, ეს რუ­მი­ნე­თის, ნატო-ს მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვა იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ყურუ
0

ოჰ , მტკიცეო ,,.

ანა
16

რა გინდათ? ნამსხვრევის ჩამოვარდნისათვის მსოფლიო ომი დაიწყოს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, სიტუაციას ყურადღებით ვაკონტროლებთ" - ნატო რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის ნამსხვრევების სავარაუდო ჩამოვარდნაზე

"მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, სიტუაციას ყურადღებით ვაკონტროლებთ" - ნატო რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის ნამსხვრევების სავარაუდო ჩამოვარდნაზე

ნატო-ში აცხადებენ, რომ მტკიცე სოლიდარობას უცხადებენ რუმინეთს, რომლის ტერიტორიაზეც, სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა.

"რუმინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს სავარაუდოდ დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. მოკავშირეებმა მტკიცე სოლიდარობა გამოუცხადეს რუმინეთს. სიტუაციას ყურადღებით ვაკონტროლებთ და მჭიდრო კავშირში ვართ ჩვენს მოკავშირე რუმინეთთან“, - განაცხადა ნატო-ს პრესსპიკერმა, დილან უაითმა.

ნატო-ს წევრმა რუმინეთმა, თავდაპირველად არაერთხელ უარყო უკრაინის განცხადება იმის შესახებ, რომ კვირას, ღამით, უკრაინის პორტ იზმაილზე თავდასხმის დროს რუმინეთის ტერიტორიაზე ირანული წარმოების დრონები დაეცა და აფეთქდა, მაგრამ ოთხშაბათს რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დრონების ნამსხვრევების მსგავსი ელემენტები აღმოაჩინეს.

რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევების აღმოჩენასთან დაკავშირებით "სასწრაფო და პროფესიონალური გამოძიება“ უნდა ჩატარდეს.

იოჰანისის თქმით, გამოძიებამ ნამსხვრევების წარმომავლობა, ასევე, რუმინეთის ტერიტორიაზე მათი აღმოჩენის გარემოებები უნდა დაადგინოს და თუ დადასტურდება, რომ ეს ნამსხვრევები რუსული დრონის ნაწილებია, ეს რუმინეთის, ნატო-ს მოკავშირე ქვეყნის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზული დარღვევა იქნება.