სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვფიქრობდი, ოპერაციის შემდეგ უპრობლემოდ გავაგრძელებდი ცხოვრებას, მაგრამ..." - ლინდა ევანგელისტას ბრძოლა სიმსივნესთან: რას ჰყვება ლეგენდარული მოდელი ურთულეს გამოწვევაზე
"ვფიქრობდი,  ოპერაციის შემდეგ უპრობლემოდ გავაგრძელებდი ცხოვრებას, მაგრამ..." - ლინდა ევანგელისტას ბრძოლა სიმსივნესთან: რას ჰყვება ლეგენდარული მოდელი ურთულეს გამოწვევაზე

ლინ­და ევან­გე­ლის­ტა Wall Street Journal-ის ახა­ლი ციფ­რუ­ლი ნომ­რის გა­რე­კან­ზეა. სუ­პერ­მო­დელ­მა გუ­ლახ­დილ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ამ­ჟღავ­ნა, რომ ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­ჯერ მო­უ­წია ძუ­ძუს კი­ბოს­თან ბრძო­ლა.

58 წლის ევან­გე­ლის­ტა ყვე­ბა, რომ პირ­ვე­ლად მას მკერ­დის კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი 2018 წელს და­უს­ვეს.

"პირ­ვე­ლად, ის ჩემს ყო­ველ­წლი­ურ მა­მოგ­რა­ფი­ა­ზე და­ფიქ­სირ­და. ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა პრობ­ლე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უყოყ­მა­ნოდ ვარ­ჩიე, რომ ორ­მა­გი მას­ტექ­ტო­მია გა­მე­კე­თე­ბი­ნა (პრო­ცე­დუ­რა, რომ­ლის დრო­საც ძუ­ძუს კვე­თენ) ვფიქ­რობ­დი, რომ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ უპ­რობ­ლე­მოდ გა­ვაგ­რძე­ლებ­დი ცხოვ­რე­ბას და მკერ­დის კიბო არ მომ­კლავ­და".

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, 2022 წლის ივ­ლის­ში ლინ­დას მკერ­დის სიმ­სივ­ნე კვლავ გა­უ­მე­ორ­და. მო­დე­ლი თა­ვის ონ­კო­ლოგ­თან დაბ­რუნ­და და მტკი­ცედ მოს­თხო­ვა, სიმ­სივ­ნე ძირ­ფეს­ვი­ა­ნად ამო­ეკ­ვე­თა.

"არ მინ­და, რომ ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს. როცა ოპე­რა­ცი­ას მორ­ჩე­ბი, მინ­და, რომ მკერ­დში ხვრე­ლი და­ვი­ნა­ხო. გა­სა­გე­ბია?! ამ და­ა­ვა­დე­ბით სიკ­ვდილს არ ვა­პი­რებ!" - უთხრა თურ­მე ევან­გე­ლის­ტამ ექიმს. ამ­ბობს, რომ იცო­და, რო­გორ უნდა გამ­კლა­ვე­ბო­და და­ა­ვა­დე­ბას და სწო­რედ ამ გეგ­მას მიჰ­ყვა.

ახ­ლა­ხან ევან­გე­ლის­ტა ონ­კო­ლოგ­თან ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ ვი­ზიტ­ზე იყო. გა­მო­ცე­მას მო­დე­ლი უყ­ვე­ბა, რომ ექი­მის ახა­ლი პროგ­ნო­ზით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. მო­დე­ლი აღი­ა­რებს, რომ ასე­თი პა­სუ­ხი არ ახა­რებს, რად­გან ექიმ­მა სიმ­სივ­ნის კვლავ გან­მე­ო­რე­ბის რის­კე­ბის შე­სა­ხებ გა­აფრ­თხი­ლა.

ლინ­და ევან­გე­ლის­ტა სი­ლა­ღეს მა­ინც არ კარ­გავს და ამ­ბობს, რომ მად­ლი­ე­რია ყო­ვე­ლი დღის­თვის:

"ვიცი, რომ ცალი ფეხი სა­მა­რე­ში მაქვს, მა­რამ სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბა­ზე ვარ. ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ში­ნელ პრობ­ლე­მებ­თან მო­მი­წია გამ­კლა­ვე­ბა და ახლა, უბ­რა­ლოდ, ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ცო­ცხა­ლი ვარ. ამის გარ­და, ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ბო­ნუ­სია".

ლინ­და ევან­გე­ლის­ტას­თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ით, 13 სექ­ტემ­ბერს ახა­ლი წიგ­ნი გა­მო­ი­ცე­მა. მისი ავ­ტო­რი ლინ­დას ახლო მე­გო­ბა­რი და ფო­ტოგ­რა­ფი, სტი­ვენ მა­ი­სე­ლია. წიგ­ნი მათი მე­გობ­რო­ბის ის­ტო­რი­ას გვიყ­ვე­ბა და მას­ში ევან­გე­ლის­ტას 200-მდე ფო­ტოა, რო­მე­ლიც სტი­ვენ­მა მას ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­უ­ღო. სტი­ვენ მა­ი­სე­ლის წიგ­ნი 13 სექ­ტმებ­რი­დან გა­ი­ყი­დე­ბა და მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი ძუ­ძუს კი­ბოს კვლე­ვას მოხ­მარ­დე­ბა.

წყა­რო: people

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სამართალი
2

ძლიერი ადამიანი, ყველათვის მაგალითი უნდა იყოს მისი შეუპოვრობა.

მაია ბალანჩივაძე
1

სულ მალე, ყველა ონკოლოგიურად დაავადებულ ქალბატონებს გაეგოთ ექიმებისაგან: თქვენ სრულიად დაამარცხეთ კიბო! ინებოს უფალმა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ვფიქრობდი, ოპერაციის შემდეგ უპრობლემოდ გავაგრძელებდი ცხოვრებას, მაგრამ..." - ლინდა ევანგელისტას ბრძოლა სიმსივნესთან: რას ჰყვება ლეგენდარული მოდელი ურთულეს გამოწვევაზე

"ვფიქრობდი,  ოპერაციის შემდეგ უპრობლემოდ გავაგრძელებდი ცხოვრებას, მაგრამ..." - ლინდა ევანგელისტას ბრძოლა სიმსივნესთან: რას ჰყვება ლეგენდარული მოდელი ურთულეს გამოწვევაზე

ლინდა ევანგელისტა Wall Street Journal-ის ახალი ციფრული ნომრის გარეკანზეა. სუპერმოდელმა გულახდილ ინტერვიუში გაამჟღავნა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ორჯერ მოუწია ძუძუს კიბოსთან ბრძოლა.

58 წლის ევანგელისტა ყვება, რომ პირველად მას მკერდის კიბოს დიაგნოზი 2018 წელს დაუსვეს.

"პირველად, ის ჩემს ყოველწლიურ მამოგრაფიაზე დაფიქსირდა. ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, უყოყმანოდ ვარჩიე, რომ ორმაგი მასტექტომია გამეკეთებინა (პროცედურა, რომლის დროსაც ძუძუს კვეთენ) ვფიქრობდი, რომ ოპერაციის შემდეგ უპრობლემოდ გავაგრძელებდი ცხოვრებას და მკერდის კიბო არ მომკლავდა".

მიუხედავად ამისა, 2022 წლის ივლისში ლინდას მკერდის სიმსივნე კვლავ გაუმეორდა. მოდელი თავის ონკოლოგთან დაბრუნდა და მტკიცედ მოსთხოვა, სიმსივნე ძირფესვიანად ამოეკვეთა.

"არ მინდა, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს. როცა ოპერაციას მორჩები, მინდა, რომ მკერდში ხვრელი დავინახო. გასაგებია?! ამ დაავადებით სიკვდილს არ ვაპირებ!" - უთხრა თურმე ევანგელისტამ ექიმს. ამბობს, რომ იცოდა, როგორ უნდა გამკლავებოდა დაავადებას და სწორედ ამ გეგმას მიჰყვა.

ახლახან ევანგელისტა ონკოლოგთან ოპერაციის შემდგომ ვიზიტზე იყო. გამოცემას მოდელი უყვება, რომ ექიმის ახალი პროგნოზით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოდელი აღიარებს, რომ ასეთი პასუხი არ ახარებს, რადგან ექიმმა სიმსივნის კვლავ განმეორების რისკების შესახებ გააფრთხილა.

ლინდა ევანგელისტა სილაღეს მაინც არ კარგავს და ამბობს, რომ მადლიერია ყოველი დღისთვის:

"ვიცი, რომ ცალი ფეხი სამარეში მაქვს, მარამ საზეიმო განწყობაზე ვარ. ჯანმრთელობის საშინელ პრობლემებთან მომიწია გამკლავება და ახლა, უბრალოდ, ბედნიერი ვარ, რომ ცოცხალი ვარ. ამის გარდა, ჩემთვის ყველაფერი ბონუსია".

ლინდა ევანგელისტასთან კოლაბორაციით, 13 სექტემბერს ახალი წიგნი გამოიცემა. მისი ავტორი ლინდას ახლო მეგობარი და ფოტოგრაფი, სტივენ მაისელია. წიგნი მათი მეგობრობის ისტორიას გვიყვება და მასში ევანგელისტას 200-მდე ფოტოა, რომელიც სტივენმა მას ბოლო 30 წლის განმავლობაში გადაუღო. სტივენ მაისელის წიგნი 13 სექტმებრიდან გაიყიდება და მიღებული შემოსავალი ძუძუს კიბოს კვლევას მოხმარდება.

წყარო: people