სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არის მთელი რიგი დაავადებები, რომლებიც ემართება ქალს, რომელსაც სექსი არ აქვს" - ექიმი-სექსოლოგი გავრცელებული სექსუალური დისფუნქციებისა და მკურნალობის სწორი გზებზე
"არის მთელი რიგი დაავადებები, რომლებიც ემართება ქალს, რომელსაც სექსი არ აქვს" -  ექიმი-სექსოლოგი გავრცელებული სექსუალური დისფუნქციებისა და მკურნალობის სწორი გზებზე

სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის დროს წყვილს შე­საძ­ლოა, არა­ერ­თი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნას, რაც მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს. ასე­ვე, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია უამ­რა­ვი მითი, არას­წო­რი წარ­მოდ­გე­ნა, რაც ადა­მი­ა­ნებს ხელს უშ­ლის, რომ ნორ­მა­ლუ­რი სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დეთ.

ექი­მი-სექ­სო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ზუ­რაბ მარ­შა­ნია გვიყ­ვე­ბა, ძი­რი­თა­დად, რა ჩი­ვი­ლე­ბით მი­მარ­თა­ვენ პა­ცი­ენ­ტე­ბი, რა პრობ­ლე­მე­ბია გა­მოკ­ვე­თი­ლი, რო­გორ ახერ­ხებს პა­ცი­ენ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბას და რა ხდე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­ე­ბის მი­ზე­ზი:

- ექი­მი-სექ­სო­ლო­გის მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კა ან­დრო­ლო­გი­სა და გი­ნე­კო­ლო­გის საქ­მი­ა­ნო­ბის­გან გან­სხვავ­დე­ბა. ან­დრო­ლო­გი, რო­გორც წესი, მა­მა­კა­ცებ­თან არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ მუ­შა­ობს, გი­ნე­კო­ლო­გი კი, პი­რი­ქით. ექი­მი-სექ­სო­ლო­გი მკურ­ნა­ლობს რო­გორც ქალს, ასე­ვე მა­მა­კაცს. მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან დი­დია და სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მაა გა­მოკ­ვე­თი­ლი. თუ ქა­ლის სექ­სუ­ა­ლურ დის­ფუნ­ქცი­ებს ავი­ღებთ, ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი მყავს ვა­გი­ნიზ­მით, როცა სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის ჩა­ტა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ასე­ვე ანორ­გაზ­მი­ით, ანუ ქა­ლის მიერ ორ­გაზ­მის მიღ­წე­ვის შე­უძ­ლებ­ლო­ბა, ან ხში­რი გაძ­ნე­ლე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ქა­ლებ­ში ხში­რია სხვა სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­ე­ბიც. მა­გა­ლი­თად, რო­გო­რე­ბი­ცაა სექ­სუ­ა­ლუ­რი ლტოლ­ვის, ანუ ლი­ბი­დოს დაქ­ვე­ი­თე­ბა, სექ­სუ­ა­ლუ­რი აგ­ზნე­ბა­დო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა. საკ­მა­ოდ ხში­რი პა­თო­ლო­გი­აა დის­პა­რე­უ­ნია, ანუ მტკივ­ნე­უ­ლი სქე­სობ­რი­ვი აქტი. ასე­ვე, ლუბ­რი­კა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა, რო­დე­საც ქა­ლის ორ­გა­ნიზ­მი სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის დროს საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ლუბ­რი­კანტს ვერ გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც აქტი კომ­ფორ­ტუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­სა­ბა­მი­სად, ამა­საც გარ­კვე­უ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნა აქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­მა­კა­ცის სექ­სუ­ა­ლურ დის­ფუნ­ქცი­ებს, აქ უდა­ვოდ ლი­დე­რი ერექ­ცი­უ­ლი დის­ფუნ­ქცია, ანუ ერექ­ცი­ის დარ­ღვე­ვაა, რომ­ლის უამ­რა­ვი მი­ზე­ზის შე­დე­გად შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს და კლი­ნი­კუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქვს. გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზის დად­გე­ნა და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გარ­და ამი­სა, მა­მა­კა­ცებ­ში ხში­რი პრობ­ლე­მაა ნა­ად­რე­ვი ეა­კუ­ლა­ცია, ანუ სპერ­მის გა­მო­ყო­ფის იმ­დე­ნად აჩ­ქა­რე­ბა, რომ ეს ძა­ლი­ან დიდ დის­კომ­ფორ­ტს ქმნის რო­გორც კა­ცის­თვის, ასე­ვე ქა­ლის­თვის. დის­კომ­ფორ­ტი კი დის­ტრე­სის მი­ზე­ზი ხდე­ბა. მა­მა­კა­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც ლი­ბი­დოს დაქ­ვე­ი­თე­ბა ხში­რი პრობ­ლე­მაა. ასე­ვე, ეა­უ­კუ­ლა­ცი­ის გაძ­ნე­ლე­ბა, ან სა­ერ­თოდ ორ­გაზ­მის მი­უღ­წევ­ლო­ბა. ამი­ტომ, მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა მსგავ­სი დარ­ღვე­ვე­ბით ხში­რია, რა­საც სწო­რი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა.

- ხში­რად წყვი­ლე­ბი პრობ­ლე­მის დროს გი­ნე­კო­ლოგს, ურო­ლოგს, ფსი­ქო­ლოგს მი­მარ­თა­ვენ - კი­დევ ერთხელ რომ გან­ვუ­მარ­ტოთ მკი­თხველს, რა ტი­პის პრობ­ლე­მის დროს უნდა მი­ვიდ­ნენ ექიმ-სექ­სო­ლოგ­თან?

- პა­ცი­ენ­ტე­ბი­სა­გან ხში­რად გვეს­მის, რომ არ აქვთ სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მა­ცია, არ იცი­ან, სად, ვის­თან მი­ვიდ­ნენ და ასე შემ­დეგ. ამავდრო­უ­ლად, ძა­ლი­ან ლე­გი­ტი­მუ­რი ინ­ტე­რე­სია, რო­გო­რი სპე­ცი­ა­ლის­ტია კონ­კრე­ტუ­ლი ექი­მი, რა ტი­პის გა­მოც­დი­ლე­ბა, შე­დე­გე­ბი აქვს. მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ადა­მი­ა­ნებს ზოგ­ჯერ ფიქ­რი ეზა­რე­ბათ. როცა ადა­მი­ანს სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცია აქვს, რა­ტომ უნდა მი­ვი­დეს გი­ნე­კო­ლოგ­თან ან ურო­ლოგ­თან, არ მეს­მის, თუ კი­დევ რა­ი­მე სხვა არ აწუ­ხებს. თუ შარ­დვაა დარ­ღვე­უ­ლი, ან ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში, ურო­ლოგ­თან, გი­ნე­კო­ლოგ­თან უნდა მიხ­ვი­დე და მერე მი­მარ­თო სექ­სო­ლოგს. ჯერ გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი, ურო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი უნდა იყოს გან­კურ­ნე­ბუ­ლი და მხო­ლოდ მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე შე­უდ­გეს სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­ის მოგ­ვა­რე­ბას. მაგ­რამ, როცა პა­ცი­ენტს სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­აა აქვს და ამ თვალ­საზ­რი­სით ექ­მნე­ბა პრობ­ლე­მა, რა­ტომ უნდა წა­ვი­დეს სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტთან? ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ ჩემს კო­ლე­გებს, ბევ­რი ურო­ლო­გი, გი­ნე­კო­ლო­გი მე­გო­ბა­რი მყავს, ძა­ლი­ან კარ­გი ექი­მე­ბი არი­ან და გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს. მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ზე სა­უბ­რი­სას უნდა გაგ­ვახ­სენ­დეს, რომ "პურს მე­პუ­რე აცხობს". ყვე­ლამ უნდა აკე­თოს ის საქ­მე, რაც მის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში შე­დის. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რია არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი და ამი­ტომ გვაქვს ამ­დე­ნი გარ­თუ­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. რო­დე­საც ექი­მი ხე­დავს, რომ პრობ­ლე­მა სხვა პრო­ფი­ლი­საა, კო­ლე­გას დახ­მა­რე­ბა უნდა სთხო­ვოს და პა­ცი­ენ­ტი და­აკ­ვა­ლი­ა­ნოს, ვის­თან შე­იძ­ლე­ბა გა­აგ­რძე­ლოს მკურ­ნა­ლო­ბა. პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ მინ­და ვთქვა, ვინც სექ­სუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მის სამ­კურ­ნა­ლოდ ფსი­ქო­ლოგს მი­მარ­თავს, არას­წო­რად იქ­ცე­ვა.

- რას ნიშ­ნავს წყვილს შო­რის სქე­სობ­რი­ვი შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა და ძი­რი­თა­დად, რა იწ­ვევს ხოლ­მე მას?

- ამ პრო­ცესს პარტნი­ო­რუ­ლი წყვი­ლის სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ჰარ­მო­ნია ჰქვია. ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცია, თა­ვის­თა­ვად, დის­ჰარ­მო­ნი­ას იწ­ვევს. უფრო ზუს­ტად კი, ეს სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­ის შე­დე­გია. მაგ­რამ, სა­ინ­ტე­რე­სოა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც არც ქალს აქვს სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცია და არც მა­მა­კაცს, მაგ­რამ დის­ჰარ­მო­ნია მა­ინც არ­სე­ბობს. ასეთ დროს სექ­სო­ლო­გის ჩა­რე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და, არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ო­ში კლი­ნი­კუ­რი სექ­სო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბას სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა არ ექ­ცე­ვა. ეს იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბია: ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, საფ­რან­გე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი და ეს­პა­ნე­თი. შე­სა­ბა­მი­სად, პრობ­ლე­მე­ბი გა­და­უჭ­რე­ლად რჩე­ბა. დის­ჰარ­მო­ნი­ას შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ იწ­ვევ­დეს. ამი­ტო­მაა სა­ჭი­რო, რომ პა­ცი­ენ­ტმა ძა­ლი­ან კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღოს. პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლა ორ­გა­ნუ­ლი მი­ზე­ზი უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს. ასე­ვე, უნდა გა­მოვ­რი­ცხოთ ყვე­ლა შე­საძ­ლო ფა­რუ­ლი დის­ფუნ­ქცია, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, გა­მო­ხა­ტუ­ლი არ იყოს, მაგ­რად არ­სე­ბობ­დეს. ამის გარ­და, მი­ზე­ზე­ბის საკ­მა­ოდ დიდი კომ­პლექ­სი რჩე­ბა, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა გა­მო­იწ­ვი­ოს. პირ­ველ რიგ­ში, ეს სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის ძა­ლი­ან და­ბა­ლი დო­ნეა. სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის და­ბა­ლი დო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კი­დევ ერთი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა არა­რე­ა­ლის­ტუ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი იყოს. სექ­სის დროს ამ მო­ლო­დინს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმი­ტომ, რომ ზოგ­ჯერ ადა­მი­ანს სრუ­ლი­ად არა­რე­ა­ლუ­რი, მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნა აქვს.

მა­მა­კა­ცებს პრობ­ლე­მა აქვთ ასოს სიგ­რძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და არ­სე­ბობს ილუ­ზია, რომ რაც უფრო დი­დია, ქა­ლის­თვის სექ­სი ბევ­რად უფრო სა­სი­ა­მოვ­ნოა, არა­და, პი­რი­ქი­თაა. ასე­ვე, ხში­რად ერთ ღა­მე­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სქე­სობ­რი­ვი აქ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას ით­ვლი­ან და ფიქ­რო­ბენ, რომ თუ რამ­დენ­ჯერ­მე არ შე­უძ­ლი­ათ, დარ­ღვე­ვაა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ღა­მე­ში, ერთხელ, ხა­რის­ხი­ა­ნი სექ­სი ნორ­მაა. ქა­ლე­ბის მხრი­და­ნაც ხში­რა­დაა არა­რე­ა­ლის­ტუ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი და იმ ფაქტს, რომ წყვილს ერ­თდრო­უ­ლად ორ­გაზ­მის მიღ­წე­ვა არ შე­უძ­ლია, დარ­ღვე­ვად თვლი­ან, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში, სა­ერ­თოდ არ არის პა­თო­ლო­გია. მსგავს მიდ­გო­მებს კი სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის სა­ვა­ლა­ლოდ და­ბა­ლი დონე იწ­ვევს. გარ­და ამი­სა, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რაც დის­ჰარ­მო­ნი­ას იწ­ვევს, ეს სექ­სის ხა­რის­ხით და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბაა. არა­რე­ა­ლის­ტუ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, ეს სრუ­ლი­ად ლე­გი­ტი­მუ­რი მო­თხოვ­ნაა. თუ სექ­სით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა არ­სე­ბობს, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა.ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი მყავს, რო­მე­ლიც ორ­გაზმს აღ­წევს, მაგ­რამ სექ­სით კმა­ყო­ფი­ლი არ არის. ამა­საც, რა თქმა უნდა, თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი აქვს, რომ­ლებ­საც დად­გე­ნა სჭირ­დე­ბა. ასე­ვე, შე­საძ­ლოა პარტნი­ო­რებს შო­რის სექსში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მი­სა­ღე­ბო­ბის დი­ა­პა­ზო­ნი არ­სე­ბობ­დეს. რაც უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია ეს პრო­ცე­სი, რაც უფრო მეტი რამ "მო­სუ­ლა" სექ­სის დროს, მით უფრო მძაფ­რია შეგ­რძნე­ბა. პარტნი­ო­რებ­მა ერ­თმა­ნეთს პა­ტი­ვი უნდა სცენ და ურ­თი­ერ­თო­ბა­ში შე­ბო­ჭი­ლო­ბა მო­იხ­სნან.

ხში­რად პა­ცი­ენ­ტებ­თან კოგ­ნი­ტურ ფსი­ქო­თე­რა­პი­ას ვა­ტა­რებ და ვფიქ­რობ, კოგ­ნი­ტუ­რი ფსი­ქო­თე­რა­პია სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ია­რა­ღია. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიმა
0

მე მყავდა გაუთხოვარი ნათესავი, სექსი კი არა მამაკაცს არ დალაპარაკებია, ცხოვრობდა სოფელში, გარდაიცვალა 98 წლის ასაკში. ადამიანები სხვადასხვანაირები არიან, ერთი საზომით მიდგომა არ შეიძლება.

11

..ნაურა ქალებს მეტი დაავადება ემართებათ,ბევრადვ უფრო მძიმე და საშიში.მარაა....

ავტორი:

"არის მთელი რიგი დაავადებები, რომლებიც ემართება ქალს, რომელსაც სექსი არ აქვს" - ექიმი-სექსოლოგი გავრცელებული სექსუალური დისფუნქციებისა და მკურნალობის სწორი გზებზე

"არის მთელი რიგი დაავადებები, რომლებიც ემართება ქალს, რომელსაც სექსი არ აქვს" -  ექიმი-სექსოლოგი გავრცელებული სექსუალური დისფუნქციებისა და მკურნალობის სწორი გზებზე

სქესობრივი ცხოვრების დროს წყვილს შესაძლოა, არაერთი პრობლემა შეექმნას, რაც მათ ურთიერთობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ასევე, გასათვალისწინებელია უამრავი მითი, არასწორი წარმოდგენა, რაც ადამიანებს ხელს უშლის, რომ ნორმალური სქესობრივი ცხოვრება ჰქონდეთ.

ექიმი-სექსოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ზურაბ მარშანია გვიყვება, ძირითადად, რა ჩივილებით მიმართავენ პაციენტები, რა პრობლემებია გამოკვეთილი, როგორ ახერხებს პაციენტების დახმარებას და რა ხდება სექსუალური დისფუნქციების მიზეზი:

- ექიმი-სექსოლოგის მუშაობის სპეციფიკა ანდროლოგისა და გინეკოლოგის საქმიანობისგან განსხვავდება. ანდროლოგი, როგორც წესი, მამაკაცებთან არსებული პრობლემების შესახებ მუშაობს, გინეკოლოგი კი, პირიქით. ექიმი-სექსოლოგი მკურნალობს როგორც ქალს, ასევე მამაკაცს. მომართვიანობა ძალიან დიდია და სხვადასხვა პრობლემაა გამოკვეთილი. თუ ქალის სექსუალურ დისფუნქციებს ავიღებთ, ბევრი პაციენტი მყავს ვაგინიზმით, როცა სქესობრივი აქტის ჩატარება შეუძლებელია, ასევე ანორგაზმიით, ანუ ქალის მიერ ორგაზმის მიღწევის შეუძლებლობა, ან ხშირი გაძნელება. სამწუხაროდ, ქალებში ხშირია სხვა სექსუალური დისფუნქციებიც. მაგალითად, როგორებიცაა სექსუალური ლტოლვის, ანუ ლიბიდოს დაქვეითება, სექსუალური აგზნებადობის დაქვეითება. საკმაოდ ხშირი პათოლოგიაა დისპარეუნია, ანუ მტკივნეული სქესობრივი აქტი. ასევე, ლუბრიკაციის ნაკლებობა, როდესაც ქალის ორგანიზმი სქესობრივი აქტის დროს საკმარისი რაოდენობის ლუბრიკანტს ვერ გამოიმუშავებს, რომლის მეშვეობითაც აქტი კომფორტულად მიმდინარეობს. შესაბამისად, ამასაც გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა აქვს.

რაც შეეხება მამაკაცის სექსუალურ დისფუნქციებს, აქ უდავოდ ლიდერი ერექციული დისფუნქცია, ანუ ერექციის დარღვევაა, რომლის უამრავი მიზეზის შედეგად შეიძლება არსებობდეს და კლინიკური მიმდინარეობაც განსხვავებული აქვს. გამომწვევი მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მამაკაცებში ხშირი პრობლემაა ნაადრევი ეაკულაცია, ანუ სპერმის გამოყოფის იმდენად აჩქარება, რომ ეს ძალიან დიდ დისკომფორტს ქმნის როგორც კაცისთვის, ასევე ქალისთვის. დისკომფორტი კი დისტრესის მიზეზი ხდება. მამაკაცების შემთხვევაშიც ლიბიდოს დაქვეითება ხშირი პრობლემაა. ასევე, ეაუკულაციის გაძნელება, ან საერთოდ ორგაზმის მიუღწევლობა. ამიტომ, მომართვიანობა მსგავსი დარღვევებით ხშირია, რასაც სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობა სჭირდება.

- ხშირად წყვილები პრობლემის დროს გინეკოლოგს, უროლოგს, ფსიქოლოგს მიმართავენ - კიდევ ერთხელ რომ განვუმარტოთ მკითხველს, რა ტიპის პრობლემის დროს უნდა მივიდნენ ექიმ-სექსოლოგთან?

- პაციენტებისაგან ხშირად გვესმის, რომ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია, არ იციან, სად, ვისთან მივიდნენ და ასე შემდეგ. ამავდროულად, ძალიან ლეგიტიმური ინტერესია, როგორი სპეციალისტია კონკრეტული ექიმი, რა ტიპის გამოცდილება, შედეგები აქვს. მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანებს ზოგჯერ ფიქრი ეზარებათ. როცა ადამიანს სექსუალური დისფუნქცია აქვს, რატომ უნდა მივიდეს გინეკოლოგთან ან უროლოგთან, არ მესმის, თუ კიდევ რაიმე სხვა არ აწუხებს. თუ შარდვაა დარღვეული, ან ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უროლოგთან, გინეკოლოგთან უნდა მიხვიდე და მერე მიმართო სექსოლოგს. ჯერ გინეკოლოგიური, უროლოგიური დაავადებები უნდა იყოს განკურნებული და მხოლოდ მომდევნო ეტაპზე შეუდგეს სექსუალური დისფუნქციის მოგვარებას. მაგრამ, როცა პაციენტს სექსუალური დისფუნქციაა აქვს და ამ თვალსაზრისით ექმნება პრობლემა, რატომ უნდა წავიდეს სხვა სპეციალისტთან? ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემს კოლეგებს, ბევრი უროლოგი, გინეკოლოგი მეგობარი მყავს, ძალიან კარგი ექიმები არიან და განსაკუთრებით მიყვარს. მაგრამ ნებისმიერ სფეროზე საუბრისას უნდა გაგვახსენდეს, რომ "პურს მეპურე აცხობს". ყველამ უნდა აკეთოს ის საქმე, რაც მის კომპეტენციაში შედის. სამწუხაროდ, ხშირია არაკვალიფიცირებული მიდგომები და ამიტომ გვაქვს ამდენი გართულებული შემთხვევა. როდესაც ექიმი ხედავს, რომ პრობლემა სხვა პროფილისაა, კოლეგას დახმარება უნდა სთხოვოს და პაციენტი დააკვალიანოს, ვისთან შეიძლება გააგრძელოს მკურნალობა. პაციენტების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, ვინც სექსუალური პრობლემის სამკურნალოდ ფსიქოლოგს მიმართავს, არასწორად იქცევა.

- რას ნიშნავს წყვილს შორის სქესობრივი შეუთავსებლობა და ძირითადად, რა იწვევს ხოლმე მას?

- ამ პროცესს პარტნიორული წყვილის სექსუალური დისჰარმონია ჰქვია. ქალისა და მამაკაცის სექსუალური დისფუნქცია, თავისთავად, დისჰარმონიას იწვევს. უფრო ზუსტად კი, ეს სექსუალური დისფუნქციის შედეგია. მაგრამ, საინტერესოა შემთხვევები, როდესაც არც ქალს აქვს სექსუალური დისფუნქცია და არც მამაკაცს, მაგრამ დისჰარმონია მაინც არსებობს. ასეთ დროს სექსოლოგის ჩარევა აუცილებელია. სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში კლინიკური სექსოლოგიის მიმართულებას სათანადო ყურადღება არ ექცევა. ეს იშვიათი გამონაკლისებია: ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი. შესაბამისად, პრობლემები გადაუჭრელად რჩება. დისჰარმონიას შეიძლება, ძალიან ბევრი რამ იწვევდეს. ამიტომაა საჭირო, რომ პაციენტმა ძალიან კვალიფიციური დახმარება მიიღოს. პირველ რიგში, ყველა ორგანული მიზეზი უნდა გამოირიცხოს. ასევე, უნდა გამოვრიცხოთ ყველა შესაძლო ფარული დისფუნქცია, რომელიც შესაძლოა, გამოხატული არ იყოს, მაგრად არსებობდეს. ამის გარდა, მიზეზების საკმაოდ დიდი კომპლექსი რჩება, რომლებმაც შეიძლება, აღნიშნული პრობლემა გამოიწვიოს. პირველ რიგში, ეს სქესობრივი განათლების ძალიან დაბალი დონეა. სქესობრივი განათლების დაბალი დონიდან გამომდინარე, კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება არარეალისტური მოლოდინები იყოს. სექსის დროს ამ მოლოდინს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ზოგჯერ ადამიანს სრულიად არარეალური, მცდარი წარმოდგენა აქვს.

მამაკაცებს პრობლემა აქვთ ასოს სიგრძესთან დაკავშირებით და არსებობს ილუზია, რომ რაც უფრო დიდია, ქალისთვის სექსი ბევრად უფრო სასიამოვნოა, არადა, პირიქითაა. ასევე, ხშირად ერთ ღამეში ჩატარებული სქესობრივი აქტების რაოდენობას ითვლიან და ფიქრობენ, რომ თუ რამდენჯერმე არ შეუძლიათ, დარღვევაა. სინამდვილეში, ღამეში, ერთხელ, ხარისხიანი სექსი ნორმაა. ქალების მხრიდანაც ხშირადაა არარეალისტური მოლოდინები და იმ ფაქტს, რომ წყვილს ერთდროულად ორგაზმის მიღწევა არ შეუძლია, დარღვევად თვლიან, რაც სინამდვილეში, საერთოდ არ არის პათოლოგია. მსგავს მიდგომებს კი სქესობრივი განათლების სავალალოდ დაბალი დონე იწვევს. გარდა ამისა, ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც დისჰარმონიას იწვევს, ეს სექსის ხარისხით დაუკმაყოფილებლობაა. არარეალისტური მოლოდინებისაგან განსხვავებით, ეს სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნაა. თუ სექსით უკმაყოფილება არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემაა.ბევრი პაციენტი მყავს, რომელიც ორგაზმს აღწევს, მაგრამ სექსით კმაყოფილი არ არის. ამასაც, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზები აქვს, რომლებსაც დადგენა სჭირდება. ასევე, შესაძლოა პარტნიორებს შორის სექსში განსხვავებული მისაღებობის დიაპაზონი არსებობდეს. რაც უფრო მრავალფეროვანია ეს პროცესი, რაც უფრო მეტი რამ "მოსულა" სექსის დროს, მით უფრო მძაფრია შეგრძნება. პარტნიორებმა ერთმანეთს პატივი უნდა სცენ და ურთიერთობაში შებოჭილობა მოიხსნან.

ხშირად პაციენტებთან კოგნიტურ ფსიქოთერაპიას ვატარებ და ვფიქრობ, კოგნიტური ფსიქოთერაპია სქესობრივი განათლების ასამაღლებლად ძალიან სერიოზული იარაღია. განაგრძეთ კითხვა