სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეგენდად ქცეული მიუზიკლი "ჩიკაგო" საქართველოშია – "თეატრი" მაყურებელს ახალ შოუს წარუდგენს
ლეგენდად ქცეული მიუზიკლი "ჩიკაგო" საქართველოშია – "თეატრი" მაყურებელს ახალ შოუს წარუდგენს

1920-იანი წლე­ბი, ჯაზი, კრი­მი­ნა­ლუ­რი ჩი­კა­გო და ბნე­ლით მო­ცუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი – ასე­თია „ჩი­კა­გო“, ჟან­რის კლა­სი­კად ქცე­უ­ლი მი­უ­ზიკ­ლი, რომ­ლის პრე­მი­ე­რა სულ მალე სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლის­ში და „თე­ატ­რში“ გა­ი­მარ­თე­ბა.

„ჩი­კა­გოს“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ლი­ცენ­ზია „წის­ქვი­ლი ჯგუფ­მა“ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი კომ­პა­ნია CONCORD THEATRICALS-სგან შე­ი­ძი­ნა. „ჩი­კა­გოს“ წარმდგე­ნი და სპონ­სო­რია „არქი“, ლი­დე­რი დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მხარს უჭერს ახალ და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებს, რო­გორც კულ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ისე ნე­ბის­მი­ერ სხვა სფე­რო­ში.

„როცა გა­ვი­გეთ, რომ „თე­ატ­რში“ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი, ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მი­უ­ზიკ­ლი „ჩი­კა­გოს“ დად­გმა იგეგ­მე­ბო­და, გა­დავ­წყვი­ტეთ ამ პრო­ექტს წარმდგე­ნის სტა­ტუ­სით შე­ვერ­თე­ბო­დით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ „თე­ატ­რის“ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გუნ­დი­სა და „არ­ქის“ მხარ­და­ჭე­რით და­იდ­გმე­ბა ისე­თი შოუ, რო­მე­ლიც და­უ­ვი­წყარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს შე­უქ­მნის მა­ყუ­რე­ბელს. გვი­ხა­რია, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცა ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ „წის­ქვი­ლი ჯგუფ­თან“ და კი­დევ ერთი ინო­ვა­ცი­უ­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ვი­ყოთ“, – ამ­ბობს „არ­ქის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, შიო ხე­ცუ­რი­ა­ნი.

„ჩი­კა­გოს“ პრე­მი­ე­რას მა­ყუ­რე­ბე­ლი 20-21 სექ­ტემ­ბერს და­ეს­წრე­ბა. დად­გმა „თე­ატ­რის“ კი­დევ ერთი, მო­რი­გი თა­მა­მი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი, პო­პუ­ლა­რუ­ლი და დიდი ის­ტო­რი­ის მქო­ნე მი­უ­ზიკ­ლის ქარ­თუ­ლად გა­თა­მა­შე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. შთამ­ბეჭ­და­ვი ქო­რე­ოგ­რა­ფია და მუ­სი­კა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი, ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ის­ტო­რი­ე­ბი, მიმ­ზიდ­ვე­ლი და იდუ­მა­ლი ატ­მოს­ფე­რო და დახ­ვე­წი­ლი კოს­ტი­უ­მე­ბი – ასე­თი იქ­ნე­ბა „თე­ატ­რის“ სცე­ნა­სა და პა­ვი­ლი­ონ­ში გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი „ჩი­კა­გო“. მას­ზე ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რელ­მა ქარ­თველ­მა ხე­ლო­ვა­ნებ­მა, მუ­სი­კო­სებ­მა და მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­მა იმუ­შა­ვეს.

„თე­ატრმა“ „ჩი­კა­გოს“ სა­ხით კი­დევ ერთი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ეს საკ­მა­ოდ კომ­პლექ­სუ­რი მი­უ­ზიკ­ლია, რომ­ლის დად­გმა­შიც ჩვენ­მა პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დმა დიდი შრო­მა ჩადო. სა­ბო­ლო­ოდ კი შევ­ძე­ლით, მისი ყვე­ლა დე­ტა­ლი მა­ღა­ლი ხა­რის­ხით შეგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა – სცე­ნა­რით, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ი­თა და მუ­სი­კით და­წყე­ბუ­ლი, კოს­ტი­უ­მე­ბით, გა­ნა­თე­ბი­სა და შე­სა­ფე­რი­სი ატ­მოს­ფე­როს შექ­მნით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. გვი­ხა­რია, რომ ჩვე­ნი შრო­მის ნა­ყოფს სულ მალე თქვენც იხი­ლავთ“, – ამ­ბობს „თე­ატ­რის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და „ჩი­კა­გოს“ დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რი, ზაალ ჩი­ქო­ბა­ვა.

„ჩი­კა­გო“, რომ­ლის ეკ­რა­ნი­ზე­ბულ ვერ­სი­ა­საც კარ­გად იც­ნობს ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი, პირ­ვე­ლად 1975 წელს და­იდ­გა. ის მა­უ­რინ და­ლას უოტ­კინ­სის მიერ 1926 წელს და­წე­რილ ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის პი­ე­სას ეფუძ­ნე­ბა, რო­მე­ლიც რე­ა­ლურ კრი­მი­ნა­ლურ ის­ტო­რი­ებ­სა და გმი­რებს აღ­წერს. მი­უ­ზიკლმა მა­ლე­ვე მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა და აშშ-ს შემ­დეგ, მსოფ­ლი­ოს 36-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში და­იდ­გა.

„ჩი­კა­გო“ მწვა­ვე სა­ტი­რაა, რო­მელ­შიც კარ­გად აი­სა­ხე­ბა იმ ეპო­ქის კულ­ტუ­რა – კო­რუფ­ცია, კრი­მი­ნა­ლი, „სის­ხლი­სა“ და სა­ნა­ხა­ო­ბის მა­ძი­ე­ბე­ლი მე­დია. ამას­თან ერ­თად, მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი ქა­ლე­ბის ის­ტო­რია ჯა­ზის აღ­ზე­ვე­ბი­სა და გენ­დერუ­ლი რო­ლე­ბის გა­და­აზ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში ვი­თარ­დე­ბა. ამი­ტომ „ჩი­კა­გო“ არა მხო­ლოდ შოუა, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელ­ზე და­უ­ვი­წყარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს, არა­მედ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 20-იანი წლე­ბის ეპო­ქის გაც­ნო­ბის, მას­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და, შე­საძ­ლოა, დღე­ვან­დე­ლო­ბას­თან პა­რა­ლე­ლე­ბის გავ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც“, – ამ­ბობს „ჩი­კა­გოს“ ქარ­თუ­ლი ტექ­სტის ავ­ტო­რი და სცე­ნა­რის­ტი, თეა ყიფ­ში­ძე.

ცხა­დია, „თე­ატ­რის“ კონ­ცეფ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვახ­შმის გა­რე­შე არც „ჩი­კა­გო“ ჩა­ივ­ლის. მე­ნი­უ­ზე, სხვა დად­გმე­ბის მსგავ­სად, „წის­ქვი­ლის ჯგუ­ფის“ ბრენდ შეფ­მა სა­გან­გე­ბოდ იმუ­შა­ვა.

„რო­გორც იცით, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, ყვე­ლა შო­უ­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მო­ვარ­გოთ კერ­ძე­ბი, სწო­რედ ასე მოხ­და „ჩი­კა­გოს“ შემ­თხვე­ვა­შიც. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და გემ­რი­ელ კერ­ძებს და­ა­გე­მოვ­ნებს მი­უ­ზიკ­ლის მა­ყუ­რე­ბე­ლი. ტრა­დი­ცი­უ­ლად, სტუმ­რებს ვახ­შამს შევ­თა­ვა­ზებთ სამ სე­ტად, რომ­ლე­ბიც მო­ი­ცავს აპე­ტა­ი­ზერს, მთა­ვარ კერძსა და დე­სერტს“, – გვი­თხრა „ წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ ბრენდ შეფ­მა, ალექს ნა­თა­ძემ.

„ჩი­კა­გოს“ მნახ­ვე­ლებ­ზე ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ამ­ბე­ბის, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ი­სა და მუ­სი­კის გარ­და, დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს კაშ­კა­შა და დახ­ვე­წი­ლი კოს­ტი­უ­მე­ბიც. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც მი­უ­ზიკ­ლის ქარ­თუ­ლი ვერ­სია იქ­ნე­ბა.

„კოს­ტი­უ­მე­ბის თი­თო­ე­ულ დე­ტა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით შევ­ქმე­ნი და და­ვა­მუ­შა­ვე, რად­გან ისი­ნი თხრო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს ატ­მოს­ფე­როს შექ­მნა­ში. მდიდ­რუ­ლი ქსო­ვი­ლე­ბის ფე­ნე­ბი, დე­კო­რა­ცი­ე­ბი, ფორ­მე­ბი ეპო­ქის არსსაც აღ­წერს და პერ­სო­ნა­ჟე­ბის ხა­სი­ათს, გან­წყო­ბებ­საც გა­მოკ­ვეთს. თუმ­ცა „ჩი­კა­გოს“ მა­გი­ას მხო­ლოდ ტან­საც­მლის დი­ზა­ი­ნი ვერ შექ­მნი­და, რომ არა სწო­რი

გა­ნა­თე­ბა და დე­კო­რა­ცი­ე­ბი, რაც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის ერ­თი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა“, – ამ­ბობს „ჩი­კა­გოს“ კოს­ტი­უ­მე­ბის დი­ზა­ი­ნე­რი ლაშა ჯო­ხა­ძე.

„თე­ატ­რის“ ახა­ლი მას­შტა­ბუ­რი შოუს, „ჩი­კა­გოს“ პრე­მი­ე­რა 20-21 სექ­ტემ­ბერს შედ­გე­ბა და მას შემ­დეგ აქ­ტი­უ­რად უმას­პინ­ძლებს მი­უ­ზიკ­ლის ნახ­ვის მსურ­ვე­ლებს. ასე რომ, მო­ემ­ზა­დეთ და­უ­ვი­წყა­რი სა­ნა­ხა­ო­ბის­თვის და გახ­დით გა­უ­გო­ნა­რი ამ­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე.

ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად ეწ­ვი­ეთ ვებგ­ვერდს: https://teatri.ge

დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის და­რე­კეთ ნო­მერ­ზე: 577 000 888

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ლეგენდად ქცეული მიუზიკლი "ჩიკაგო" საქართველოშია – "თეატრი" მაყურებელს ახალ შოუს წარუდგენს

ლეგენდად ქცეული მიუზიკლი "ჩიკაგო" საქართველოშია – "თეატრი" მაყურებელს ახალ შოუს წარუდგენს

1920-იანი წლები, ჯაზი, კრიმინალური ჩიკაგო და ბნელით მოცული ისტორიები – ასეთია „ჩიკაგო“, ჟანრის კლასიკად ქცეული მიუზიკლი, რომლის პრემიერა სულ მალე საქართველოში, თბილისში და „თეატრში“ გაიმართება.

„ჩიკაგოს“ ოფიციალური ლიცენზია „წისქვილი ჯგუფმა“ მსოფლიოში ცნობილი თეატრალური კომპანია CONCORD THEATRICALS-სგან შეიძინა. „ჩიკაგოს“ წარმდგენი და სპონსორია „არქი“, ლიდერი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს ახალ და საინტერესო პროექტებს, როგორც კულტურის მიმართულებით, ისე ნებისმიერ სხვა სფეროში.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Ftheatretsiskvili%2Fvideos%2F1018671109563969%2F&show_text=false&width=372&t=0" width="372" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

„როცა გავიგეთ, რომ „თეატრში“ მსოფლიოში ცნობილი, ყველასთვის საყვარელი მიუზიკლი „ჩიკაგოს“ დადგმა იგეგმებოდა, გადავწყვიტეთ ამ პროექტს წარმდგენის სტატუსით შევერთებოდით. დარწმუნებული ვართ, რომ „თეატრის“ პროფესიონალი გუნდისა და „არქის“ მხარდაჭერით დაიდგმება ისეთი შოუ, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეუქმნის მაყურებელს. გვიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა ვითანამშრომლოთ „წისქვილი ჯგუფთან“ და კიდევ ერთი ინოვაციური, წარმატებული პროექტის თანამონაწილეები ვიყოთ“, – ამბობს „არქის“ გენერალური დირექტორი, შიო ხეცურიანი.

„ჩიკაგოს“ პრემიერას მაყურებელი 20-21 სექტემბერს დაესწრება. დადგმა „თეატრის“ კიდევ ერთი, მორიგი თამამი პროექტია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი, პოპულარული და დიდი ისტორიის მქონე მიუზიკლის ქართულად გათამაშების საშუალებას იძლევა. შთამბეჭდავი ქორეოგრაფია და მუსიკალური კომპოზიციები, ამაღელვებელი ისტორიები, მიმზიდველი და იდუმალი ატმოსფერო და დახვეწილი კოსტიუმები – ასეთი იქნება „თეატრის“ სცენასა და პავილიონში გაცოცხლებული „ჩიკაგო“. მასზე ყველასათვის საყვარელმა ქართველმა ხელოვანებმა, მუსიკოსებმა და მოცეკვავეებმა იმუშავეს.

„თეატრმა“ „ჩიკაგოს“ სახით კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა. ეს საკმაოდ კომპლექსური მიუზიკლია, რომლის დადგმაშიც ჩვენმა პროფესიონალთა გუნდმა დიდი შრომა ჩადო. საბოლოოდ კი შევძელით, მისი ყველა დეტალი მაღალი ხარისხით შეგვესრულებინა – სცენარით, ქორეოგრაფიითა და მუსიკით დაწყებული, კოსტიუმებით, განათებისა და შესაფერისი ატმოსფეროს შექმნით დასრულებული. გვიხარია, რომ ჩვენი შრომის ნაყოფს სულ მალე თქვენც იხილავთ“, – ამბობს „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და „ჩიკაგოს“ დამდგმელი რეჟისორი, ზაალ ჩიქობავა.

„ჩიკაგო“, რომლის ეკრანიზებულ ვერსიასაც კარგად იცნობს ქართველი მაყურებელი, პირველად 1975 წელს დაიდგა. ის მაურინ დალას უოტკინსის მიერ 1926 წელს დაწერილ ამავე სახელწოდების პიესას ეფუძნება, რომელიც რეალურ კრიმინალურ ისტორიებსა და გმირებს აღწერს. მიუზიკლმა მალევე მოიპოვა პოპულარობა და აშშ-ს შემდეგ, მსოფლიოს 36-ზე მეტ ქვეყანაში დაიდგა.

„ჩიკაგო“ მწვავე სატირაა, რომელშიც კარგად აისახება იმ ეპოქის კულტურა – კორუფცია, კრიმინალი, „სისხლისა“ და სანახაობის მაძიებელი მედია. ამასთან ერთად, მთავარი პერსონაჟი ქალების ისტორია ჯაზის აღზევებისა და გენდერული როლების გადააზრების პერიოდში ვითარდება. ამიტომ „ჩიკაგო“ არა მხოლოდ შოუა, რომელიც მაყურებელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს, არამედ გასული საუკუნის 20-იანი წლების ეპოქის გაცნობის, მასზე დაკვირვებისა და, შესაძლოა, დღევანდელობასთან პარალელების გავლების საშუალებაც“, – ამბობს „ჩიკაგოს“ ქართული ტექსტის ავტორი და სცენარისტი, თეა ყიფშიძე.

ცხადია, „თეატრის“ კონცეფციიდან გამომდინარე, ვახშმის გარეშე არც „ჩიკაგო“ ჩაივლის. მენიუზე, სხვა დადგმების მსგავსად, „წისქვილის ჯგუფის“ ბრენდ შეფმა საგანგებოდ იმუშავა.

„როგორც იცით, მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა შოუსა და მიმართულებას ინდივიდუალურად მოვარგოთ კერძები, სწორედ ასე მოხდა „ჩიკაგოს“ შემთხვევაშიც. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და გემრიელ კერძებს დააგემოვნებს მიუზიკლის მაყურებელი. ტრადიციულად, სტუმრებს ვახშამს შევთავაზებთ სამ სეტად, რომლებიც მოიცავს აპეტაიზერს, მთავარ კერძსა და დესერტს“, – გვითხრა „ წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფმა, ალექს ნათაძემ.

„ჩიკაგოს“ მნახველებზე ამაღელვებელი ამბების, ქორეოგრაფიისა და მუსიკის გარდა, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს კაშკაშა და დახვეწილი კოსტიუმებიც. გამონაკლისი არც მიუზიკლის ქართული ვერსია იქნება.

„კოსტიუმების თითოეულ დეტალი განსაკუთრებული ყურადღებით შევქმენი და დავამუშავე, რადგან ისინი თხრობის განუყოფელი ნაწილია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ატმოსფეროს შექმნაში. მდიდრული ქსოვილების ფენები, დეკორაციები, ფორმები ეპოქის არსსაც აღწერს და პერსონაჟების ხასიათს, განწყობებსაც გამოკვეთს. თუმცა „ჩიკაგოს“ მაგიას მხოლოდ ტანსაცმლის დიზაინი ვერ შექმნიდა, რომ არა სწორი

განათება და დეკორაციები, რაც შემოქმედებითი ჯგუფის ერთიანი მუშაობის დამსახურებაა“, – ამბობს „ჩიკაგოს“ კოსტიუმების დიზაინერი ლაშა ჯოხაძე.

„თეატრის“ ახალი მასშტაბური შოუს, „ჩიკაგოს“ პრემიერა 20-21 სექტემბერს შედგება და მას შემდეგ აქტიურად უმასპინძლებს მიუზიკლის ნახვის მსურველებს. ასე რომ, მოემზადეთ დაუვიწყარი სანახაობისთვის და გახდით გაუგონარი ამბების მონაწილე.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს: https://teatri.ge

დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 577 000 888

NS