მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვედეთში ერაყელმა აქტივისტმა, სალვან მომიკამ ყურანს ცეცხლი კიდევ ერთხელ წაუკიდა, რასაც ქალაქ მალმოში საპროტესტო აქცია მოჰყვა - დაკავებულია ათამდე ადამიანი
შვედეთში ერაყელმა აქტივისტმა, სალვან მომიკამ ყურანს ცეცხლი კიდევ ერთხელ წაუკიდა, რასაც ქალაქ მალმოში საპროტესტო აქცია მოჰყვა  - დაკავებულია ათამდე ადამიანი

შვე­დეთ­ში მომ­ხდა­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი ბუნ­ტის დროს ათამ­დე ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. მრა­ვა­ლი ემიგ­რან­ტით და­სახ­ლე­ბულ შვე­დე­თის ქა­ლაქ მალ­მო­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ერა­ყელ­მა ან­ტი­ის­ლა­მურ­მა აქ­ტი­ვის­ტმა, სალ­ვან მო­მი­კამ ყუ­რანს ცე­ცხლი წა­უ­კი­და.

გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა მო­მი­ტინ­გე­ებ­მა ის­ლა­მუ­რი წმინ­და წიგ­ნის დაწ­ვის შე­ჩე­რე­ბა სცა­დეს, რაც მათ­სა და პო­ლი­ცი­ას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბით დას­რულ­და. აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბილ­მა ასო­ბით ადა­მი­ან­მა რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნას, მათ შო­რის პო­ლი­ცი­ი­სას, ცე­ცხლი წა­უ­კი­და.

ივ­ნის­ში სალ­ვან მო­მი­კამ სტოკ­ჰოლ­მის ცენ­ტრა­ლურ მე­ჩეთ­თა­ნაც წა­უ­კი­და ცე­ცხლი ყუ­რანს ზუს­ტად იმ დროს, როცა მუს­ლი­მე­ბი ყურ­ბან-ბა­ი­რა­მის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავ­დნენ. შვე­დე­თის პო­ლი­ცი­ამ, სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შვე­დუ­რი კა­ნო­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, საპ­რო­ტეს­ტო დე­მონ­სტრა­ცი­ის გა­მარ­თვის ნება დარ­თო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ინ­ცი­დენტს სი­ძულ­ვი­ლის წა­ქე­ზე­ბის ბრალ­დე­ბით იძი­ებ­დნენ. შვე­დეთ­მა პი­რო­ბა დადო, რომ გარ­კვე­ულ გა­რე­მო­ე­ბებ­ში, ტექ­სტე­ბის დაწ­ვის­თვის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გა­უქ­მე­ბის ლე­გა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბებს მი­მარ­თავს.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამია
0

ერაყელს ერაყში ეკეთებინა, რაც უნდოდა (თუმცა ყურანი რატომ უნდა დაეწვა იქაც, ნეტავ ვინმე კითხულობდეს წმინდა წიგნებს). პროვოკატორია. დეპორტაცია მაგას!

ეკა
0

ამიტომ არ უნდა გყავდეს ამდენი ემიგრანტი ქვეყანაში. ჯერ აქციებს მოგიწყობენ, მერე თავიანთი კანონების მიღებას მოგთხოვენ შენს ქვეყანაში ჩვენი უფლებები ილახებაო და მალე ქვეყანასაც წაგართმევენ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

შვედეთში ერაყელმა აქტივისტმა, სალვან მომიკამ ყურანს ცეცხლი კიდევ ერთხელ წაუკიდა, რასაც ქალაქ მალმოში საპროტესტო აქცია მოჰყვა - დაკავებულია ათამდე ადამიანი

შვედეთში ერაყელმა აქტივისტმა, სალვან მომიკამ ყურანს ცეცხლი კიდევ ერთხელ წაუკიდა, რასაც ქალაქ მალმოში საპროტესტო აქცია მოჰყვა  - დაკავებულია ათამდე ადამიანი

შვედეთში მომხდარი ძალადობრივი ბუნტის დროს ათამდე ადამიანი დააკავეს. მრავალი ემიგრანტით დასახლებულ შვედეთის ქალაქ მალმოში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ერაყელმა ანტიისლამურმა აქტივისტმა, სალვან მომიკამ ყურანს ცეცხლი წაუკიდა.

გაღიზიანებულმა მომიტინგეებმა ისლამური წმინდა წიგნის დაწვის შეჩერება სცადეს, რაც მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირებით დასრულდა. აქციაზე შეკრებილმა ასობით ადამიანმა რამდენიმე მანქანას, მათ შორის პოლიციისას, ცეცხლი წაუკიდა.

ივნისში სალვან მომიკამ სტოკჰოლმის ცენტრალურ მეჩეთთანაც წაუკიდა ცეცხლი ყურანს ზუსტად იმ დროს, როცა მუსლიმები ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. შვედეთის პოლიციამ, სიტყვის თავისუფლების შვედური კანონების შესაბამისად, საპროტესტო დემონსტრაციის გამართვის ნება დართო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ინციდენტს სიძულვილის წაქეზების ბრალდებით იძიებდნენ. შვედეთმა პირობა დადო, რომ გარკვეულ გარემოებებში, ტექსტების დაწვისთვის საპროტესტო აქციების გაუქმების ლეგალურ საშუალებებს მიმართავს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა