Faceამბები
პოლიტიკა
სპორტი

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბატონო ბიძინა, ჩვენ ამ ტრიუკის ჩატარებაში არ დაგეხმარებით!" - თინა ბოკუჩავა
"ბატონო ბიძინა, ჩვენ ამ ტრიუკის ჩატარებაში არ დაგეხმარებით!" - თინა ბოკუჩავა

ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, ჩვენ ამ ტრი­უ­კის ჩა­ტა­რე­ბა­ში არ და­გეხ­მა­რე­ბით! - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ ჩვე­ნი კრი­ტი­კა არ ნიშ­ნავს იმას, რომ ივა­ნიშ­ვილს ბინ­ძურ თა­მა­შებ­ში შევ­ყვე­ბით, - ეს გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტში ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ თინა ბო­კუ­ჩა­ვამ გა­ა­კე­თა.

ბო­კუ­ჩა­ვამ მმარ­თვე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ ინი­ცი­რე­ბულ პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცესს "ცირ­კი" უწო­და და რო­გორც აღ­ნიშ­ნა, მი­ზა­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­ბო­ტა­ჟი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მე­ბის გა­და­ფარ­ვაა.

"ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბის საქ­მით მხო­ლოდ ივა­ნიშ­ვი­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი. მას არც ერთი ადა­მი­ა­ნის ბედი არ აღელ­ვებს - არც პრე­ზი­დენ­ტის და არც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის. ჩვენ ამას ყო­ველ­დღი­უ­რად ვხე­დავთ.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ივა­ნიშ­ვი­ლის თა­მაშს მხარს არ და­უ­ჭერს. ეს არის ივა­ნიშ­ვი­ლის მცდე­ლო­ბა, რომ ერ­თის მხრივ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი გა­და­ფა­როს და მე­ო­რეს მხრივ, ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­ბო­ტა­ჟი­რე­ბა. ამ ორი ამო­ცა­ნით ხელ­მძღვა­ნე­ლობს ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­დე­საც იწყებს ცირკს, რა­საც იმ­პიჩ­მენტს ეძა­ხის", - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" უმ­რავ­ლე­სო­ბა პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რას იწყებს. უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, ამის მი­ზე­ზია სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ, რა­საც მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბა არ ჰქონ­და.

პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენტს პარ­ლა­მენ­ტის 100 წევ­რის მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზუ რა
0

ბიძო მარტო ვიღაცეებისათვის მოვიდა თავის დროზე ხელისუფლებაში, ახლა რომ პარლამენტში რომ სხედან და არა სხვაგან... ჰო და უმადურობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვა არისო ?!?!

გოჩა
10

ბოკუ შენ ვინ გეკითხება რამეს?

ავტორი:

"ბატონო ბიძინა, ჩვენ ამ ტრიუკის ჩატარებაში არ დაგეხმარებით!" - თინა ბოკუჩავა

"ბატონო ბიძინა, ჩვენ ამ ტრიუკის ჩატარებაში არ დაგეხმარებით!" - თინა ბოკუჩავა

ბატონო ბიძინა, ჩვენ ამ ტრიუკის ჩატარებაში არ დაგეხმარებით! - სალომე ზურაბიშვილის მიმართ ჩვენი კრიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილს ბინძურ თამაშებში შევყვებით, - ეს განცხადება პარლამენტში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

ბოკუჩავამ მმართველი უმრავლესობის მიერ ინიცირებულ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს "ცირკი" უწოდა და როგორც აღნიშნა, მიზანი ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟი და მნიშვნელოვანი თემების გადაფარვაა.

"ადამიანებით ვაჭრობის საქმით მხოლოდ ივანიშვილია დაკავებული. მას არც ერთი ადამიანის ბედი არ აღელვებს - არც პრეზიდენტის და არც რიგითი მოქალაქის. ჩვენ ამას ყოველდღიურად ვხედავთ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ივანიშვილის თამაშს მხარს არ დაუჭერს. ეს არის ივანიშვილის მცდელობა, რომ ერთის მხრივ, მნიშვნელოვანი საკითხები გადაფაროს და მეორეს მხრივ, ეს არის საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟირება. ამ ორი ამოცანით ხელმძღვანელობს ივანიშვილი, როდესაც იწყებს ცირკს, რასაც იმპიჩმენტს ეძახის", - განაცხადა ბოკუჩავამ.

"ქართული ოცნების" უმრავლესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების პროცედურას იწყებს. უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ, რასაც მთავრობის თანხმობა არ ჰქონდა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტის 100 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.