პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ აქ წამყვან როლს ვთამაშობთ" - პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა: რა საკითხებზე იმსჯელებენ მხარეები
"ჩვენ აქ წამყვან როლს ვთამაშობთ" -  პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა: რა საკითხებზე იმსჯელებენ მხარეები

რუ­სე­თი­სა და თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი და რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი ხვალ და­გეგ­მილ შეხ­ვედ­რა­ზე შავი ზღვის მარ­ცვლე­უ­ლის შე­თან­ხმე­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლე­ბენ ყუ­რა­დღე­ბას, რად­გან თურ­ქე­თი ცდი­ლობს, მოს­კო­ვი შე­თან­ხმე­ბას და­უბ­რუნ­დეს, - ამის შე­სა­ხებ ერ­დო­ღა­ნის მთა­ვარ­მა მრჩე­ველ­მა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, აკიფ ჩა­ღა­ტაი კი­ლიჩ­მა ტე­ლე­არხ A Haber-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ აქ წამ­ყვან როლს ვთა­მა­შობთ. მარ­ცვლე­უ­ლის დე­რეფ­ნის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­გან ძლი­ერ მხარ­და­ჭე­რას ვხე­დავთ. ორ­შა­ბა­თის სა­მიტ­ზე მარ­ცვლე­უ­ლის შე­თან­ხმე­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი სტა­ტუ­სი გა­ნი­ხი­ლე­ბა. სიფრ­თხი­ლეს ვი­ჩენთ, მაგ­რამ იმე­დი გვაქვს, რომ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევთ, რად­გან ეს არის სი­ტუ­ა­ცია, რო­მე­ლიც გავ­ლე­ნას ახ­დენს მთელ მსოფ­ლი­ო­ზე", - აღ­ნიშ­ნა თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა.

მისი თქმით, ან­კა­რა აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ შე­თან­ხმე­ბის ირ­გვლივ ტექ­ნი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი არ­სე­ბობს, გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სუ­ლი მარ­ცვლე­უ­ლი­სა და გა­დახ­დის მე­ქა­ნიზ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­კი­თხი ასე­ვე მო­ი­ცავს სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­დახ­დის სის­ტე­მებს, რო­გო­რი­ცაა SWIFT-ი, რაც მრა­ვალ­მხრივ გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს.

"აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რუ­სე­თის ლი­დე­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მჯე­რა, რომ პრე­ზი­დენტ ერ­დო­ღა­ნი­სა და პუ­ტი­ნის ორ­მხრი­ვი შეხ­ვედ­რა ამ სა­კი­თხში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს შე­ას­რუ­ლებს", - აღ­ნიშ­ნა აკიფ ჩა­ღა­ტაი კი­ლიჩ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სე­თი­სა და თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბის შეხ­ვედ­რა ხვალ სოჭ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

>
0

აკი პუტინი უნდა ჩასულიყო თურქეთში? ვირთხის დღეშია ცხვირს ვერ ყოფს რუსეთიდან, ეშინი გზაში გზააბნეული რაკეტა არ მოხვდეს მის თვითმფრინავს, ან ერდოღანმა არ დააბრედვინოს და ვინმე თავზეხელაღებულ რუსს არა დააბრალებინონ. მაგის ბოლო მაინც ეგაა, ან გალია ან ტყვია შუბლში.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ჩვენ აქ წამყვან როლს ვთამაშობთ" - პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა: რა საკითხებზე იმსჯელებენ მხარეები

"ჩვენ აქ წამყვან როლს ვთამაშობთ" -  პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა: რა საკითხებზე იმსჯელებენ მხარეები

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაზე გაამახვილებენ ყურადღებას, რადგან თურქეთი ცდილობს, მოსკოვი შეთანხმებას დაუბრუნდეს, - ამის შესახებ ერდოღანის მთავარმა მრჩეველმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, აკიფ ჩაღატაი კილიჩმა ტელეარხ A Haber-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ აქ წამყვან როლს ვთამაშობთ. მარცვლეულის დერეფნის რეალიზაციისთვის მთელი მსოფლიოსგან ძლიერ მხარდაჭერას ვხედავთ. ორშაბათის სამიტზე მარცვლეულის შეთანხმების ამჟამინდელი სტატუსი განიხილება. სიფრთხილეს ვიჩენთ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ, რადგან ეს არის სიტუაცია, რომელიც გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა.

მისი თქმით, ანკარა აცნობიერებს, რომ შეთანხმების ირგვლივ ტექნიკური სირთულეები არსებობს, განსაკუთრებით რუსული მარცვლეულისა და გადახდის მექანიზმებთან დაკავშირებით. საკითხი ასევე მოიცავს საერთაშორისო გადახდის სისტემებს, როგორიცაა SWIFT-ი, რაც მრავალმხრივ გამოწვევას წარმოადგენს.

"აქ მნიშვნელოვანია რუსეთის ლიდერის გადაწყვეტილება. მჯერა, რომ პრეზიდენტ ერდოღანისა და პუტინის ორმხრივი შეხვედრა ამ საკითხში ყველაზე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს", - აღნიშნა აკიფ ჩაღატაი კილიჩმა.

შეგახსენებთ, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა ხვალ სოჭში გაიმართება.