ჩემი აზრით, ეს რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა, - ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ დასმულ შეკითხვას.
კერძოდ, ოძისში, საოკუპაციო ხაზთან მყოფ ევროპარლამენტარს ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა, როგორ აღიქვამენ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას დასავლელი პარტნიორები.
"ჩემი აზრით, ეს რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა. სხვა პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობა", - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ცნობისთვის, "ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. შესაბამისი განცხადება "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.
იცით რა ჯერ ლიტვამ გადაუკეტოს გაზსადენი რუსეთს ევროპისაკენ,იმ იუკნევიჩიენეს და კუბილიუსს ენები რომ აქვთ დაგრძელებული და საქართველოს ახალგაზრდა ბიჭების სიცოცხლის ფასად უნდათ თავისი ქვეყნებისათვის კეთილდღეობა. მერე უკრაინამ გადაუკეტოს და რა ვიცი ევროპა და ამერიკა ყველაფერში ვაჭრობენ რაც თვითონ ესაჭიროებათ. ასეთი უსამართლო თუ გახდებოდა ეს ამერიკული მოთხოვნები რასაც ეს დევიდ კრამერი გვიყენებს საცოდავ პატარა კოლონიას ვერ წარმოვიდგენდი. ე.ი ბრმად მორჩილი მონები აწყობთ აქ,"ფას" რომ გვეტყვიან ავყეფდეთ და დიდმა დათვმა ბოლომდე დაგვასისხლიანოს. რუსეთი რომ მტერია, უთქვენოდაც კარგად ვიცით, საკმარისია! ეს უძველესი ქვეყანა თქვენი შექმნილი არ არის, ათასწლწულებს გაუძლო და ეხლა თქვენს ხუშტურებზე, თქვენს დაქირავებულ აქაურ შპიონებს ვერ გავანადგურებინებთ. 30 წელია ხომ მართავთ აქაურობას, რომელ დარგში გავმდიდრდით და წავიწიეთ წინ? არცერთში.მხოლოდ თქვენი აგენტები, თქვენი ბრძანებით დასმული პრეზიდენტით არიან კარგად.
ვიოლა, ოკუპირებული რეგიონის ხელმძღვანელი წაიყვანე და ასწავლე სადაა ოძისი. ჭოგრიტიდანაც გააჭვრიტინე