"ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის ბინძური თამაში -"ნაციონალური მოძრაობა“ ამ რუსულ თამაშებში ჩართვას არ აპირებს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მმართველი პარტიის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება შეაფასა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება“ ცდილობს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებით სხვა მნიშვნელოვანი თემები გადაფაროს, მათ შორის, შოვის ტრაგედია.
"ნაციონალური მოძრაობისთვის“ იმპიჩმენტის საკითხი არის ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის ბინძური თამაში. ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს ეს საკითხი, მნიშვნელოვანი არ არის.
როდესაც ეს მედიაში აქტუალური საკითხია, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, რუსულ პარტიას აწყობს. ჩვენ, საზოგადოებას პასუხები გვაქვს მისაღები, მათ შორის, შოვთან დაკავშირებით, მკვლელი ხელისუფლება რომ გვყავს, ხალხს აინტერესებს შოვში ხალხი რატომ მიატოვეს.
საზოგადოებას აინტერესებს პასუხები, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით, რუსული პარტია ცდილობს ეს ყველაფერი ისეთი თემებით გადაფაროს, რომელიც ჩვენი ხალხისთვის არ არის საინტერესო და აქტუალური.
რაც შეეხება უცხოურ მედიაში გასულ სიუჟეტებს და განცხადებებს, ეს არის სპეკულაცია, "ნაციონალური მოძრაობა“ ამ რუსულ თამაშებში ჩართვას არ აპირებს",- აღნიშნა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, "ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. შესაბამისი განცხადება "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.
ამას თავი კაცი ჰგონია და თანაც პოლიტიკოსი!!??
ძველი ჩადენილი საქმეებით და დღევანდელი თქვენი მოქმედებით თუ ვიმსჯელებთ ზუსტადაც ნაც.მოძრაობა ხართ რუსული ოცნება. რომ ამოიჩემეთ და რუსული, რუსულის გაიძახით სულ.ხალხი აღარ ტყუვდება თქვენი საკენკით. ყველა სურვილი აუსრულა პუტინს თქვენმა ბელადმა, მაგისთანა კაცს სხვას ვის მონახავდნენ და კიდევ სხვას უძახით რუსეთუმეებს. თქვენ ხართ საქართველოს მტრები, თქვენი საკუთარი ჯიბისათვის და დაფინანსებისათვის ნებისმიერ ძალას რომ შეეკვრებით, დასავლურსაც, რუსულსაც, თურქულსაც და ყველას, ოღონდ ფულის და ძალაუფლების სუნი იგრძნოთ.ხაბე ნამუსგარეცხილი დემაგოგი ხარ, მეტი არაფერი გეხერხება, რაც იცი,იცი, მაგ საქმეში ბადალი არა გყავს და მაგიტომ დაგსვეს კეზერამ და ვანომ მაგ თანამდებობაზე.